Home რუბრიკები საზოგადოება დღევანდელი ფარ-ხმალი ცხოვრებისა ქონებაა

დღევანდელი ფარ-ხმალი ცხოვრებისა ქონებაა

985
ქართული ლურჯი მოცვი

დღესსაქართველოს ხალხის ცხოვრების გამჯობინებარომელი პოლიტიკური პარტიისთვის არის უპირველესი სურვილი?

რა უშველის ჩვენს ქვეყანას დღეს? ურთიერთდამუნათებით რას მიაღწევენ ქვეყნის გულშემატკივრის მანტიაში გახვეული ვაიპოლიტიკოსები?

რა ეშველება ქვეყანას, სადაც შეგულიანებული პიდარასტი თავზე დაგვჩხავის, _ მოძალადე ხარო; სადაც ემიგრანტმა ლამის თავი სტუმრად გვაგრძნობინოს; სადაც ეკლესიის მასხრად აგდება და წმინდანების შეურაცხყოფა პოპულარობის მოპოვების საშუალებაა; სადაც ქვეყნის გაბრწყინება მავანს ცალკეული ადამიანებისბღუჯა დოლარებითსავსე ჯიბე ჰგონია; სადაც უპოვარი ადამიანები საზრდოს ნაგვის ურნებში ეძებენ?..

რა უშველის ასეთ ქვეყანას?

ნუთუ მხოლოდ უფლის სასწაული?!

ჰოდა, რწმუნდები, რომ სულმნათი ილიასბედნიერი ერიდღევანდელობას უფრო შეეფერება, ვიდრე იმ ეპოქას, რომელშიც დაიწერა.

მართლაც, დღესჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!” “მტვერწაყრილი, თავდახრილი, ყოვლად უქმი, უდიერი; უზღუდონი, გზამრუდონი, არგამტანი და ცბიერი; მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერი; არრის მქონე, არრის მცოდნე, უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი კიდევ არის სადმე ერი?”

როცა ეს მწარე ფიქრები სულმნათმა ილიამ ხმამაღლა თქვა, იქვე გაისმა მისი მტკიცე ხმაც: “ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა; მისი გამჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია”. და ესჩვენიყვნენ ნიკო ნიკოლაძე, დიმიტრი ყიფიანი, აკაკი წერეთელი… _ ერის სასიქადულო შვილების მთელი პლეადა.

მაგრამ საკითხავია: დღესსაქართველოს ხალხის ცხოვრების გამჯობინებარომელი პოლიტიკური პარტიისთვის არის უპირველესი სურვილი?

მკითხველს ვთავაზობთ ამონარიდებს ილია ჭავჭავაძის წერილებიდან თუ ნაწარმოებებიდან, რომლებიც გვიჩვენებს გზას ხსნისას. მისი აზრით, ქართველი ერის ქონებრივი გაღონიერებაა სწორედ ის, რაც უშველის ჩვენს ქვეყანას დღეს.

დღევანდელი ფარხმალი ცხოვრებისა ქონებააო”, _ ასე მიაჩნდა ერის მამას, რადგანქონებრივი სიმდიდრე და სიღარიბე ერის წინ წაწევის, წარმატების, შინ და გარეთ დამოუკიდებლობის ხარისხის ნიშანია”. “სიღარიბე თუმცა არაა ბედნიერება, მაგრამ არც მწიკვლია”, ხოლოქონებრივი სიმდიდრე სახელმწიფოსი შესდგება მომქმედთა და ნამოქმედარის მხმარებელთა სიმდიდრისაგანო”. “რასაკვირველია, რამდენადაც ცხოვრება ძლიერია და ღონიერი, იმდენად მოსავალი და ნაჭირნახულევი დიდია და უხვი”.

* “დღეს ძლიერი სახელმწიფო იგია, ვინც მდიდარია და ვისაც, მაშასადამე, მეტი შეძლება აქვს ბევრი გასწიროს და მაინც სახსარი შერჩეს ცხოვრებისა. დღეს ცარიელი მკლავი იმოდენად ვეღარა სჭრის, რაც სავსე ჯიბე; დღეს იგია უძლეველი, ვინც უფრო დიდ ხანს და ხანგრძლივ გაუძლებს საომარს ხარჯსა, ომის შემმუსვრელს ჭირსა და ვაგლახსა. დღეს ინგლისი რომ გულზვიადად არის, რომ გაბედულად და კადნიერად ეტანება ყოველს საქმეს ევროპის საერთო პოლიტიკისას და საითაც გაიწევს, თითქმის იქით გააქვს სვე დღევანდელის სამკალისა, ამის მიზეზი ჯართა სიმრავლე კი არ არის, არამედ გატენილი ჯიბეა” (“სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა”. 1887 წ. 5 ივნისი).

* “საქმეა ყოველისფერის გამომცდელი. ჩვენ წინადვე ვერას ვიტყვით ამის მეტსა, რომ აწინდელის ცხოვრების წრეში ჩადგომა გვინდა, მისგან ყრუდ ჩაძახილის ამოძახნა, მისის ვითარების ცნობაში მოყვანა, მოძრაობისათვის გზის გახსნა”. (“საქართველოს მოამბეზედ” 1862 წ.)

* “ჩვენშიაც ყმაწვილ-კაცობა ორ ბანაკად გაიყო… მეორეები დააკვირდნენ ჩვენის ქვეყნის ვითარებასა და ნახეს, რომ ჩვენ ქვეყანას სულ სხვა ტკივილი აქვს, სულ სხვა ფათერაკი სდევს. სცნეს, რომ ჩვენებური დღე სულ სხვასა თხოულობს, სულ სხვასა ჰღაღადებს და, მაშასადამე, ჩვენებური ლიბერალობა სულ სხვა რასმეზედ უნდა მიიქცეს მთელის თავისის ძალ-ღონითა. და თუ აქაც ბედისწერას ისე არ გადავურჩებოდით, რომ “მამა-შვილობა” არ გამართულიყო, მძღოლის საგნად ის “სხვა რამე” უნდა ყოფილიყო და “მამებსა და შვილებს” შუა მიჯნად დადებულიყო. ის სხვა რამე იყო – ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენა, ფეხზედ დაყენება და დაცვა ყოველის მოსალოდნელის ფათერაკისაგან” (“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. მაისი).

* “ჩვენს დროში ქვეყნის საქმეებმა ისეთი ძირი გაიკეთა, ისეთი მიმართულება და ხასიათი დაიჭირა, რომ დღეს ყოველს ცალკე სახელმწიფოს შეუძლიან თავისი მოპირისპირე, სამტროდ მოცილე სახელმწიფო უომრად ომზედ არა ნაკლებ დააზიანოს. თუ გნებავთ, ეს ახალი სამტრო სახსარი იგივ ომია და ზოგჯერ ომზედაც უარესი, მაგრამ სისხლდაუღვრელი ომი კია, იმისთანა ომი, საცა არც ზარბაზნის გრიალია, არც ხმალის ტრიალი (“სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა” 1887 წ. 5 ივნისი).

* “ამისთანა ომის მოედნად საეკონომიო ყოფა-ცხოვრებაა, ესე იგი იმისთანა განსხვავებული ვითარება და გარემოებანი, რომელთა საერთო კრებული ჰქმნის მეტნაკლებობას სიმდიდრისას ერისას და ქვეყნისას” (“სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა”. 1887 წ. 5 ივნისი).

* “არც ერთი დიდი სახელმწიფო არ არის ევროპაში, რომ ჯარი ინგლისზედ ერთიორად და ერთი-სამად მეტი არა ჰყვანდეს და ერთი-ორად, ერთი-სამად უკეთესად მოწყობილი, მაგრამ-კი ინგლისს ქვეყნის საქმეთა დალაგებასა და განკითხვაში სხვაზედ თუ არ მეტი, ნაკლები ხმა არა აქვს მარტო იმით, რომ ძლიერია ჯიბითა” (“სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა” 1887 წ. 5 ივნისი).

* “დღევანდელი ტოკვა თვითეულის სახელმწიფოსი, შიგნეული რომ კარგად გავუსინჯოთ, სხვა არა არის რა, თუ არ ის, რომ საპოლიტიკო ეკონომიის ბრძოლის მოედანზედ რაც შეიძლება მომეტებული ადგილი დაიჭიროს, ფართო გზა გაიკაფოს, დიდი არხები გასჭრას სიმდიდრის მოსადინებლად, სხვისი იეფად და ცოტა იყიდოს და თავისი ძვირად და ბლომად გაასაღოს (“სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა”. 1887 წ. 5 ივნისი).

* “ვერავინ ვერ იტყვის, რომ ვაჭრობა, როგორც ერთი ძლიერი ღონე ერის ეკონომიურად წარმატებისა, ღირსი არ იყოს შემწეობისა და შველისა. ხოლო არ შეიძლება სახეში არ იქონიოს სახელმწიფომ, თუ საზოგადოებამ, რომ მარტო ვაჭრობა, რაც გინდ ბევრი ფული მიადინოთ, უღონოა სასურველ ზომამდე გაძლიერდეს. თუ მასთან ერთად არ აღორძინდება და წარიმატებს სხვა მრეწველობაცა, რომელიც ჰქმნის სიმდიდრეს ერისას და თვით ვაჭრობასაც ჰკვებავს და ასაზრდოებს” (“თბილისის საურთიერთო სამეურნეო კრედიტის საზოგადოება”. 1893 წ. 4 ნოემბერი).

* “დღევანდელი ფარ-ხმალი ცხოვრებისა ქონებაა. კარგია თუ ცუდი ეს ასეთი ყოფა, ჩვენ ამაზედ თვალი უნდა ავახილოთ, ამაზედ ვიფიქროთ” (“კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი”. 1895 წ. 4 ნოემბერი).

* “საქმე ის არის, რომ დღევანდელმა დღემ კაცობრიობა იქამდე მიიყვანა, რომ თუ ერს ქონება შეძენილი არა აქვს და მის გაძლიერების გზაზე არა სდგას, იგი ღონემიხდილი ლომია, უხორთუმო სპილოა იმ მწვავს და დაუნდობელ ომში, რომელსაც არსებობისათვის ბრძოლას ეძახიან” (“კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი”. 1895 წ. 4 ნოემბერი).

* “ამ ბრძოლაში “ყურთმაჯთ ბრიალი, ხმალთა ტრიალი, ცხენიდამ ხტომა და კვლავ შეხტომა” ვერაფერი თამასუქია გამარჯვებისა, ვერაფერი ღონეა” (“კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი”. 1895 წ. 4 ნოემბერი).

* “ეკონომიური ბუნება ქონებისა ის არის, _ უძრავი ქონებაა თუ მოძრავი, _ რომ უხერხო და უმცდელო კაცისაგან ხერხიან და მცდელ კაცის ხელში გადადის. ამ კანონს ეკონომიურ ბუნებისას წინ ვერავინ დაუდგება, როგორც საერთო ბუნებურ კანონსა” (“კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი”. 1895 წ. 4 ნოემბერი).

* “საკუთრებას ორი ნაწილი შეადგენს: ერთი _ პირადი, მეორე _ ზოგადი. რადგანაც იგი არსებობს არა მარტო ცალკე კაცის სარგებლობისათვის, რომ ნაამაგარი მისის შრომისა მასვე მოახმაროს, არამედ საზოგადოების სარგებლობისათვისაც, რომ შესაძლოდ და დღეგრძელად ჰქმნას არსებობა თვით საზოგადოებისა. ერთიცა და მეორე ნაწილიც ცოტად თუ ბევრად თვის საბუთსა ჰპოულობს იმაში, რომ თვით ადამიანიც ბუნებითად ორს მხარეს წარმოადგენს. ერთის მხრით იგი ცალკე სულიერია, რომელსაც თვისი პირადი, საკუთარი საგანი აქვს ცხოვრებისა და სხვაზედ დამოუკიდებლად მიეზიდე ბა ამ საგნისაკენ, და მეორეს მხრით ზოგადი სულიერია, რომელიც მრავალგვარად გადაბმულია, დამოკიდებულია სხვა თვის მსგავს სულიერებზედ იმ აუცილებელ საჭიროების გამო, რომ მარტოდ ცხოვრება ბუნებითად არ უწერია და უნდა უსათუოდ სცხოვრობდეს თვისთა მსგავსთა შორის” (“ხიზნების საქმე”. 1886 წ.).

* “რომელი ერიც გინდა აიღეთ მთელს ქვეყნიერობაზედ, ჰნახავთ, რომ ყველა ერის ეკონომიური ცხოვრება იმის ბრძოლაში დალეულა და ილევა დღესაც, რომ ან ერთი ნაწილი საკუთრებისა აუფლოს ქვეყანაზედ, და ან მეორე. მთელი არსება მიწათმფლობელობის საქმისა, რომელიც შეადგენს დღევანდელს ტკივილს ყველა ერისას და ყველა სახელმწიფოებისას, იმაში მდგომარეობს თუ, _ რომელი ნაწილი საკუთრებისა გაძლიერდეს და გაუფლდეს კაცთა ეკონომიურს ცხოვრებაში: პირადი თუ ზოგადი. ეს ორი ელემენტი იბრძვის დღეს ქვეყნიერობაზედ და ეგრეთწოდებული საადგილმამულო, სამიწაწყლო საქმე (თგპთპნძღ ვრაპრყ) მარტო ეგ ორთა-შუა ბრძოლაა და სხვა არა-რა” (“ხიზნების საქმე”. 1886 წ.).

* “კერძო საკუთრება ჯერ კიდევ ქვაკუთხედად უდევს არამცთუ მთელს სახელმწიფურს და საზოგადოებურ წყობას რუსეთისას, არამედ მთელს ცხოვრებას დაწინაურებულ ქვეყნებისას მთელ დედამიწის ზურგზე” (“ნუთუ”. 1905 წ.).

* “აბა უკიდურეს სიღატაკიდან უდიდეს სიმდიდრემდე რამდენი საფეხურია, რამდენი კიბეა, რამდენი ერთმანეთზე მეტია, და მოდით და გაარჩიეთ, რომელმა რომელი უნდა სწეწოს და ჰგლიჯოს მთელ ამ დიდს მანძილზე” (“ნუთუ”. 1905 წ.).

* “კერძო საკუთრება, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ჩვენდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჯერ კიდევ დიდ ხანს იქნება დიდს პატივში და მის სარბიელზე ძალმომრეობა, ერთმანეთზე მისევა, ვინც გინდ იყოს, იაფად არ დაუჯდება” (“ნუთუ”. 1905 წ.).

* “პირველყოფილ დროს, როცა თავდაპირველ დაეწყვნენ კაცთა საზოგადოებანი, ზოგადს ელემენტს საკუთრებისას, თუ არ განსაკუთრებით, გადაჭარბებით მაინც, მეტი და უპირატესი ადგილი ეჭირა კაცთა ცხოვრებაში სხვადასხვა საეკონომიო და საპოლიტიკო თვისების მიზეზთა გამო, მაგ ზოგადმა ელემენტმა საკუთრებისამ თანდათან გზა დაუთმო პირადსა, და პირადის ელემენტის გამარჯვება მთლად და უნაკლოდ გამოისახა მთელის თავისის სასტიკობითა ფეოდალობაში, რომელმაც შემოიტანა ბატონ-ყმობა, ესე იგი იმისთანა წყობა, რომელიც მარტო უფლებაა უმოვალეობო, უსაზღვრო, პირობადაუდებელი, და რომელსაც სხვა საგანი არა ჰქონდარა, გარდა ცალკე კაცის პირადის კეთილდღეობისა”. (“ხიზნების საქმ”. 1886 წ.).

* “საზღვარდაუდებელმა უფლებამ საკუთრების პირადის ელემენტისამ მოუყარა თავი მამულებს კერძო კაცთა ხელში ცალ-ცალკე, განაშორა მუშახელი სამოქმედო საგანს _ მიწასა, განაცალკევა მუშა და სამუშაო საგანი. მაგ განშორებამ და განცალკევებამ დიდად შეარყია და შეშალა ბუნებრივი მდინარეობა ეკონომიურის ცხოვრებისა, იმიტომ რომ, ერთ მხრივ დარჩა მუშახელი უმიწოდ და მეორე მხრივ _ მიწა უმუშახელოდ”. (“ხიზნების საქმე”. 1886 წ.).

* “სწორედ ამაში აქვს დასაწყისი ყოველგვარს სახეს სხვისა მიწის ხმარებისას მთელს ქვეყნიერობაზედ. ამაშივეა სათავეც და დასაწყისი ხიზნობისა ჩვენში”. (“ხიზნების საქმე”. 1886 წ.).

* “ჩვენი ეკონომიური ყოფა-ცხოვრება ყველაზედ ნაკლებ ხელხლებულია ჩვენს მიერ. ყველაზედ მეტად ყურადღების და ზრუნვის გარეთ დარჩენილია, თითქო სხვა ყოველთა საჭიროებათა შორის ამ ეკონომიურ ყოფა-ცხოვრებას დღეს უპირველესი ადგილი არ ეჭიროს ყველგან და ჩვენში რაღა თქმა უნდა”.

* “დღეს ყველამ იცის, რომ თავი და ბოლო წინ წაწევისა, წარმატებისა, გაძლიერებისა, შინა და გარეთ დამოუკიდებლობისა, მაძღრობაა, სიმდიდრეა, ეკონომიური ძალღონიერებაა ერისა. აქ ხელცარიელად დარჩენილი, როგორც ჩვენა ვართ, დღეს ერთს ბიჯსაც წინ ვერ გადასდგამს, რაც გინდ სავსე ჰქონდეს გული დიდებულ აზრთა და გრძნობათათვის”. (“კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი”. 1895 წ. 4 ნოემბერი).

* “ან თვით დიდებულნი აზრნი და გრძნობანი მოივლინებიან-კი იქ, საცა ადამიანი მშიერ-მწყურვალი, შიშველ-ტიტველი, მგელსავით პირღია დაიარება და ერთი წუთი ვერ გადაურჩენია, რომ ჭამა-სმის გარეითად სხვა რაზედმე იფიქროს, სხვა უმაღლესს საგანს ადამიანის წყურვილისას თავი და გული მოანდომოს? ეს თუ შეუძლებელი არ არის, დიდად საეჭვოა მაინც იქ, საცა ერი ღატაკია, უძლური და მარტო დღიურ ლუკმის საშოვნელად გაწირული”. (“კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი”. 1895 წ. 4 ნოემბერი).

* “რა საძრახისია სიღარიბე, თუმცა-კი არც ბედნიერებაა? რუსები იტყვიან: ქელნრყიტ ნე არპრკ. განა კაცს კაცად ჰხდის მარტო სიმდიდრე და სხვა არაფერი? იესო ქრისტე ღარიბი იყო, თავშიშველი და ფეხშიშველი დადიოდა, ღმერთად-კი იწამა მთელმა განათლებულმა კაცობრიობამ”. (“ქვათა ღაღადი”. 1899 წ.).

ქართული ლურჯი მოცვის პლანტაცია
ქართული ლურჯი მოცვის პლანტაცია

* “ღვთის მადლით, ჩვენ ჯერ ამ განწირულებამდე არ მივსულვართ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ დღესა თუ ხვალე ამ დღეში ჩავცვივით, თუ მინამ დროა, თავს არ ვუშველეთ”. (“კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი”. 1895 წ.).

* “ღირსება და სახელოვანება მარტო სიმდიდრე არა ყოფილა. სხვაც რამ სდომებია კაცის თავმოწონებას, სახელოვანებას, სახელდობრ ის, რაც, კაცთა საუბედუროდ, ბევრს თავმოწონებულს მდიდარს აკლია”. (“ქვათა ღაღადი”. 1899 წ.).

* “სიღარიბე მწიკვლი არ არის, ცოდვა არ არის. მწიკვლი და ცოდვა სხვისაგან გამომცხვარის პურის ჭამაა, სხვისა ოფლის სმაა, და ვისაც ეს ანდერძად და ცნებად გულში ჩაუწერია, იმან შეინანოს ეს ცოდვა, იმან ჩამოირეცხოს ეს მწიკვლი. ხმელის პურის ჭამა სჯობია სხვისის ოფლით დამბალსა და დასველებულს”. (“ქვათა ღაღადი”. 1899 წ.).

* “ჩვენ ამითი იმის თქმა კი არ გვინდა, რომ რაკი მთავრობა ამისთანებში მოვალეა და ყოვლადშემძლებელი, ჩვენ გულ-ხელი დავიკრიბოთ და გულგრილად ვუყუროთ ჩვენი ძმების უბედურებას, გულგრილად და თუნდ ცარიელის გულის-ტკივილითაც შევყურებდეთ, როგორ თრთის და იკრუნჩხება შიშველი ბავშვი სიცივისაგან, როგორ უკვდება კალთაში შიმშილისაგან ძუძუგამშრალს დედას, როგორ ტყის ნადირივით დაძრწის ღონემიხდილი, დამშეული მამა, იმედ-დანთქმული, რომ რითამე მიეშველოს შიმშილისაგან სულთმობრძავს ოჯახსა. გარბის ამ ოჯახიდამ შორს, რომ თავისის თვალით არ დაინახოს გულსაკლავი სურათი კარზედ მოდგომილის სულთამხუთავისა, არ დაინახოს თავისის ცოლის, თავისის შვილის, თავისის ძმის, დის, თვისისა და ტომის სასოწარკვეთილი ყოფა, არ გაიგონოს თავისის ყურით ამაო ძახილი ცოლისა: “კაცო, გვიშველე, ვიხოცებით”, საცოდავი კნავილი ბავშვისა “მამავ, პური, მამავ, პური”… გარბის თითონაც დამწვარი და დადაგული შიმშილისაგან, გარბის შორს, შორს… გარბის და ჰგრძნობს, რომ სამუდამოდ ეცლება ხელიდამ ყოველივე ის, რისთვისაც სცხოვრობდა, რისთვისაც სულდგულომდა, რისთვისაც იღვწოდა.. ყოველივე ის, რაც მისთვის ყველაზე უძვირფასესია… ჰგრძნობს და გულს უბზარავს მწვავე ტკივილი სასოწარკვეთილებისა, უიმედობისა და უღონობისა. ან არა და დგას ამ საშინელის სურათის წინ _ უღონო, უილაჯო, თვალებ-ჩაცვივნული, ნაწლებ-ამომწვარი შიმშილისაგან, დგას და უყურებს, რომ თვალ-წინ უკვდება ცოლი, უკვდება შვილი, უყურებს და იწვის, იდაგვის, რომ არსაიდამ ხსნა არ არის, არსაიდამ შველა, და თუ რამ ნუგეში აქვს, ის ნუგეშია, რომ მეც შიმშილი დღესა თუ ხვალე ამომხდის დაუძლურებულს სულსო და ჩემს ცოლ-შვილს საიქიოს შევეყრებიო” (“შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. თებერვალი).

* “ღარიბნი ვართო, ვიძახით, მაგრამ ქვეყანაზედ მარტო ღარიბმა იცის _ რა არის შველა, რა არის ძმობა გაჭირვებაში”. (“შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. თებერვალი).

* “ღმერთო! ღარიბი კაცის გაჩენაში (არ) რეულა შენი მოწყალება! დაგვბადე და გვიბრძანე: ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენი! მინამ შემეძლო, შემომიჩივლია განა შენთვის, მაღალო ღმერთო, ჩემი სიღარიბე? დავბერდ, თვალთ დამაკლდა და ხელი მიკანკალებს, ჯანში ღონე არ შემრჩა. მინამ შემეძლო და ჩემი პატარა კატო იყო ინსტიტუტში, პურის ცხობით ვინახამდი ჩემს თავსა. ეხლა აღარა შემიძლიან-რა, ეხლა ჩემი საწყალი კატო დღე და ღამეს ასწორებს ჩემის შენახვისთვის, მე კი, როგორც ბატონი, ხელგაუნძრევლად, ჩემის ქალის თითების ნაშოვარს და მონაგარს ვჭამ და ვსვამ. ტყუილია, რომ შვილმა ხელზედ ერბოკვერცხი მაიწვასო და ისე გამოზარდოს მშობელი დედაო, მაინც იმის ამაგს ვერ გადიხდისო, ეგ ბედნიერმა უნდა თქვას, რომელმაც არ იცის, რა არის შრომა, რომელსაც არ გამოუცდია დღე შრომითა და ღამე იმ ფიქრითა, რომ ხვალეც ეს დღე დღე იქნება, ღამეც _ იგივე ღამე” (“კატო”. 1861-1863 წ.).

* “სავსე თარო წიგნებითა და ცარიელი მუცელი _ არა მგონია, ბევრს რასმე შველოდნენ ერთმანეთსა” (“უცნაური ამბავი”. 1893 წ.).

* “რა არის სიღარიბე და სიმდიდრე? ვხედავ, ერთს ბევრი აქვს, მეორეს ცოტა, მაგრამ, ჩემის ფიქრით, ამითი არ უნდა ირჩეოდეს ღარიბი მდიდრისაგან. საქმე ის არის, სურვილი ქონებას არ გადაამეტო. მე მგონია, _ ღარიბი არ არის, ვინც ნდომობს იმას, რაც ეშოვება და არა მეტსა. მეტის მდომი მდიდარიც ღარიბია (უცნაური ამბავი. 1893 წ.).

შპს „ჰერბიას“ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები უკვე პოპულარულია უცხოეთში
შპს „ჰერბიას“ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები უკვე პოპულარულია უცხოეთში

* “ნუ დაგვავიწყდება, რომ მოსწავლენი მეტი ნაწილი ღარიბნი არიან. თქმა არ უნდა, რომ სიღარიბე უფრო იღვწის ამ შემთხვევაში, ვიდრე სიმდიდრე. სიმდიდრეს რა უჭირს? ცა ყოველთვის ქუდადა აქვს, დედამიწა ქალამნადა. მას ჯერ არ აეშლება საღერღელი სწავლისა და ცოდნისა, და თუ აეშალა, ვარდით დაფენილ გზაზედ მიდის. სიღარიბეს წინ ეკლიანი გზა უდევს, იგი მიდის და ეკალი ჰშაშრავს მის შიშველს ფეხსა და ტანსა. აქ სვლა მსხვერპლია, თავის გაწირვაა, თავის გამომეტებაა. რამდენს დაულევია უდღეოდ სიცოცხლე, მშობელთა და მახლობელთაგან დაუტირებელს, მარტო იმის გამო, რომ შიმშილით დაუძლურებულს ხორცს ვეღარ უტარებია ღონიერი სული ჭაბუკისა სწავლის ეკლიან გზაზედ? რამდენს დედას გამოსცლია ამ გზით ხელიდამ შვილი, რამდენს დას _ ძმა, რამდენს მეგობარს _ მეგობარი და რამდენი საიმედო შვილი დაჰკარგვია ქვეყანას” (“ქართველი სტუდენტობა რუსეთში”, 1886 წ. 4 თებერვალი).

* “სიღარიბე, რომელიც ჩვენ მოგველის, ისე საშიში არ არის, როგორც ჩვენა და ათას სხვათ ჰგონიათ. სიღარიბე ბრძოლაა, სიმდიდრე განცხრომაა, _ და განცხრომა, ჩემის მოხევისა არ იყოს, საფლავშიაც გვეყოფა. მინამა ვართ, კაცად და ცოცხლად ვიყვნეთ, და როცა არ ვიქნებით, მაშინ განვისვენოთ შეურყეველის მშვიდობიანობითა” (“წერილები ილია ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილისადმი”, 1873 წ. 23 ოკტომბერი).

* “ბევრმა მაგალითებმა წინადაც და ნამეტნავად ამ უკანასკნელ ხანების ღირსსახსოვარმა ამბებმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ ცხოვრების მოედანზე ძლიერი ისა ყოფილა, ვინც მდიდარია, და მდიდარიც იგია, ვისაც ბევრი ფული ჰქონია (“ჩვენი ქვეყნის ეკონომიური ცხოვრების საზრუნავი”. 1893 წ. 17 ივლისი).

* “სიმდიდრე სახელმწიფოსი შესდგება ვაჭრების სიმდიდრისაგან კი არა, არამედ მომქმედთა და ნამოქმედარის მხმარებელთა სიმდიდრისაგან. ინგლისი იმითი კი არ არის მდიდარი, რომ მდიდარი სოვდაგრები ჰყავს, არამედ იმითი, რომ მდიდარი წარმოება აქვს და კარგად გაწყობილი სოფლის-მეურნეობა” (“შინაური მიმოხილვა”. 1882 წ. ნოემბერი).

* “საფაბრიკო და საქარხნო წარმოების მოედანი, თუმცა დღეს ჩვენში საგრძნობელად ხელთ არავის ჩაუგდია, მაგრამ ამაებისათვის ჩვენ არამც თუ ქონება არა გვაქვს, არამც თუ საჭირო ცოდნა და გამოცდილება, _ აზრადაც არავის მოსვლია ამაებისაკენ მიიხედოს და ეს დღეს მოცლილი და სხვისაგან დაუჭერელი ადგილი მაინც დაიჭიროს” (“კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი”. 1895 წ. 4 ნოემბერი).

* “ამ გარემოების ძალმომრეობით ჩვენი მართლა და მდიდრად შემკული ქვეყანა იძულებული იყო, რაც საცხოვრებლად ადამიანისათვის საჭიროა, შინ თვითონვე ეკეთებინა და მიწისაგან ამოეღო, თუ არა და, მშიერი და შიშველი დარჩებოდა. მაშინ არამცთუ საჭირო იყო ჩვენი საკუთარი პური გვქონოდა და სხვა საჭირო მარცვლეულობა, არამედ სამოსელიც-კი. გავიხსენოთ მარტო ის ამბავი, რომ ამ ოც თუ ოცდაათ წლის წინათ ერთს სოფელს ისე არ გაივლიდით, რომ ქსელი და მაქო ფეიქრისა არ დაგენახოთ, მატყლის საჩეჩელი საშალე ძაფისათვის არა ყოფილიყო გამართული თითქმის თვითეულის მცხოვრების დერეფანში, ხშირად არ შეგხვედროდათ სამღებროები ნაქსოვის თუ ნაკეთების საღებავად, და სხვა ამისთანა წვრილმანი საოჯახო, საშინაო მრეწველობა იმაზე მიქცეული, რომ ქვეყანამ შინ იქონიოს ყველაფერი” (“ჩვენი სარჩიელი სოფლის მეურნეობის ძვირფას დარგებზე”. 1894 წ. 18 სექტემბერი).

* “აღებ-მიცემობის მოწყალებით ეს წვრილმანი საოჯახო და საშინაო მრეწველობანი გაუქმდა, რადგანაც დამშვიდებამ ჩვენის ქვეყნისამ, კარგმა გზებმა სამეზობლოდ მისვლა-მოსვლისამ, აღებ-მიცემობის სახსარი მისცა უფრო იეფის, უფრო კარგი საქონლის მოტანისა, და შინაურმა წვრილმანმა მრეწველობამ მოტანილს საქონელს ვერც ფასში და ვერც სიკეთეში ცილობა ვერ გაუწია. დაანება ჩვენმა ქვეყანამ ამ წვრილმანს მრეწველობას თავი და ირჩია ნაწარმოებთა ყიდვა სხვისაგან, იმიტომ, რომ საეკონომიო სფეროში წინამძღვრობს მარტო სიიეფე და სიკეთე სასყიდელ საქონლისა და სხვა არა-რა” (“ჩვენი სარჩიელი სოფლის მეურნეობის ძვირფას დარგებზე”. 1894 წ. 18 სექტემბერი).

რუბრიკას უძღვება

დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here