Home რუბრიკები პოლიტიკა დრო, როცა ევროლიბერალი ზონდერები ქართველთა ოჯახებს შვილების წასართმევად ჩამოუვლიან, არც ისე შორს...

დრო, როცა ევროლიბერალი ზონდერები ქართველთა ოჯახებს შვილების წასართმევად ჩამოუვლიან, არც ისე შორს არის

5474
დრო, როცა ევროლიბერალი ზონდერები ქართველთა ოჯახებს შვილების წასართმევად ჩამოუვლიან, არც ისე შორს არის

პარლამენტი საზოგადოების ზურგს უკან მორიგი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი დოკუმენტის მიღებას ცდილობს

ევროლიბერალი მენტორების მიერ საბოლოოდ დაბულინგებულმა საქართველოს მარიონეტულმა პარლამენტმა 20 ივნისს ელვის სისწრაფით დაიწყო მორიგი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი დოკუმენტის მიღება.

საკანონმდებლო პროექტი სახელწოდებით “ბავშვის კოდექსი” ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა უმოკლეს დროში, რომ იტყვიან, ერთი ამოსუნთქვით მოამზადა და განსახილველად გადასცა შესაბამის სამუშაო ჯგუფს. თავის მხრივ, პარლამენტში მოკალათებულმა 150-მა მანდატიანმა მუქთახორამ დოკუმენტს მწვანე შუქი აუნთო და როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, ანუ ხელისუფლებაოპოზიცია (“ნაცქოცები”) მისი დამტკიცების აუცილებლობაზე უპირობოდ შეთანხმდნენ, ყოველ შემთხვევაში, კრიტიკული აზრი ამ საკითხზე არც ერთ დეპუტატს არ გამოუთქვამს. იყო კომენტარები იმის თაობაზე, რომ თურმე აღნიშნული კოდექსი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ ამით და სხვა მსგავსი ცვლილებებით საქართველო ნელ-ნელა თავის “ისტორიულ არჩევანს” უახლოვდება და ა.შ., თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაინც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძის განცხადებაა. მისი თქმით, დოკუმენტის უმთავრესი მიზანი, ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ბავშვის უფლებების განმტკიცებაა: ხდება ბავშვთან დაკავშირებული უფლებამოსილებების დეცენტრალიზაცია, უფლებამოვალეობების დიდი ნაწილის ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გადაცემაძლიერდება სახალხო დამცველის ინსტიტუტი, რომელიც აღჭურვილი იქნება უფლებამოსილებით, რათა დაადგინოს ბავშვის საკითხებთან დაკავშირებული დარღვევები და შეიმუშაოს ოქმი, რომელიც შესაბამისი დაწესებულებების მიმართ მოამზადებს ოქმს, რომლის საფუძველზეც სასამართლო დააკისრებს კონკრეტულ უწყებას შესაბამის სახდელს ან საქმეს გადასცემს შესაბამის (მათ შორის სამართალდამცავ) სტრუქტურებს რეაგირებისთვის”…

მისივე განმარტებით, აღნიშნული კოდექსი ქვეყანაში ხელს შეუწყობს ისეთი გარემოს შექმნას, რომ ბავშვი თავიდანვე აღიზარდოს მშვიდობის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით”.

ზოგს, ერთი შეხედვით, შეიძლება მოეჩვენოს, რომ არაფერი ცუდი და საგანგაშო ამ დოკუმენტში არ წერია. ტოლერანტობისა და მით უფრო სოლიდარობის საწინააღმდეგო რა უნდა გვქონდეს, მაგრამ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რას ნიშნავს ან შეიძლება ნიშნავდეს, თანამედროვე “ლიბერალური” გაგებით, ცნებები: თავისუფლება, თანასწორობა, შემწყნარებლობა და სოლიდარობა, რეალურად რა შინაარსი და საერთოდ, რა იდეოლოგია იგულისხმება ამ სიტყვების მიღმა. თავისუფლება რისგან? თანასწორობა ვისი და ვისი? შემწყნარებლობა და სოლიდარობა ვის ან რის მიმართ? ისე, ობიექტურობისთვის, ალბათ, უმჯობესია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე შევხედოთ ამ ყველაფერს. დავიწყოთ ჩვენი სათაყვანებელი ევროპითა და ევროგაერთიანებით (ჩვენი თუ არა, პოლიტელიტის სათაყვანებელი მაინცაა).

მაშ ასე, თავის დროზე, როცა დასავლეთში, განსაკუთრებით _ ევროპაში, ნეოლიბერალური გლობალისტური პროპაგანდა ყოვლისმომცველი გახდა და ყველა სფეროში, მათ შორის მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სპორტშიც კი ფესვები ისე გაიდგა, რომ ამ იდოლოგიის უარყოფა, ფაქტობრივად, ყველგან და ყველაფერში ყოველგვარი პერსპექტივის დასასრულს ნიშნავდა, საქმე საზოგადოების ძირეულ გარდაქმნამდე მივიდა. შემდეგ იდეოლოგიის რეპრესიული ხასიათი კიდევ უფრო გამძაფრდა და მენტალური რევოლუციის იდეა უკვე თითოეული მოქალაქის, თითოეული ინდივიდის ცნობიერების დონეზე განისაზღვრა. ალბათ, შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ეს გარდაქმნა დარევოლუცია”, რომელიც, ცხადია, ათწლეულების განმავლობაში წინააღმდეგობების ფონზე მიმდინარეობდა, უწინარესად, ოჯახებს შეეხო. ოჯახებს იმიტომ, რომ მათ უპირველეს მიზანს იმთავითვე ახალგაზრდობის ცნობიერების საფუცვლიანი შეცვლა წარმოადგენდა. ეს კი ოჯახის, ანუ მშობლების ფაქტორის დაკნინებისა და დასუსტების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

რა მოხდა და როგორ აისახა კონკრეტულად ეს ცვლილებები ამა თუ იმ სახელმწიფოს რეალობაში, განსხვავება დიდი არ ყოფილა. პირველი, რაც გაკეთდა, ეს იყო დასავლეთ და ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იუვენალური იუსტიციის ამოქმედება. გერმანია, ჰოლანდია, ინგლისი, შვედეთი ის პიონერი სახელმწიფოებია, რომლებშიც რეპრესიული “ლიბერალური” მანქანა თითოეულ ოჯახში კანონის სახით შევიდა და მშობლებს შვილის აღზრდის ექსკლუზიური უფლება ჩამოართვა. დაიწყო ბავშვის აღზრდა ჯერ კიდევ ბაღის ასაკიდან, იმ შეგნებით, რომ მას, როგორც თავისუფალ მოქალაქეს, ყველაფერი შეუძლია, რომ ადამიანს ყველაფრის უფლება აქვს და არ არსებობს არანაირი ზნეობრივი ნორმა. აქ საუბარია არა რომელიმე სოციუმის მიერ დამკვიდრებულ, არამედ ობიექტურ ბუნებრივ ნორმებზე, რომლებიც ადამიანების ჩარევის გარეშე თავისთავად არსებობს. შესაბამისად, ახალგაზრდები დააჯერეს, რომ, ვთქვათ, როდესაც ადამიანი იბადება, მისი სქესი უკვე განსაზღვრული კი არ არის, არამედ ის მას თვითონ ირჩევს შეგნებულ ასაკში, ანუ სქესი, როგორც ბუნებრივი ბიოლოგიური მდგომარეობა, კი არ უნდა განვიხილოთ, არამედ თითოეული ჩვენგანის არჩევანად. შემდეგ ამას მოჰყვა პროპაგანდა 50-ზე მეტი გენდერის არსებობაზე (როცა ბუნებაში მხოლოდ ორია), პროპაგანდა თავისუფალი სექსუალური ცხოვრების, როგორც ინდივიდის არჩევანის შესახებ და .. ყოველივე ამან კი, ბუნებრივია, მყისვე მოიტანა შესაბამისი შედეგი, რაც, გარდა საზოგადოების ზნეობრივი მხარეებისა, კონკრეტულ ციფრებში, სტატისტიკურ მაჩვენებლებშიც ადეკვატურად აისახა. მაგალითად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ევროპაში პირველი სექსუალური კონტაქტის საშუალო ასაკმა 15-17 წლამდე დაიწია, მაშინ, როდესაც, ოფიციალური დემოგრაფიული მონაცემებით, პირველი მშობიარობის ასაკი 28-30 წლამდე ავიდა. მოიმატა ნარკოტიკული საშუალებების, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელმა ახალგაზრდებში, მოიმატა განქორწინებების რაოდენობამ და კატასტროფულად იკლო შობადობამ.

ახლა სხვა სტატისტიკასაც გადავხედოთ: მას შემდეგ, რაც რეპრესიულმალიბერალურმაკანონმდებლობამ ბებერ ევროპას კონსერვატიული სული საბოლოოდ გამოაცალა, აქაიქ დარჩენილ ტრადიციულ ოჯახებზე შეტევა კიდევ უფრო გამძაფრდა. მაგალითად, გერმანიაში იუვენალური იუსტიციის კანონების აღმასრულებელმა ორგანიზაციამ 2011 წლიდან მოყოლებული ოჯახებიდან დაახლოებით 38 500 ბავშვი გამოიყვანა. მოტივები ცალკეულ შემთხვევებში ისე აბსურდული იყო, რომ სერიოზულად მისი აღქმა, ალბათ, არც შეიძლება, თუმცა, მიუხედავად ამისა, სასამართლომ უმეტეს შემთხვევაში სოციალური მუშაკის აბსურდული “არგუმენტები” უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნია, ვიდრე მშობლის უფლება, რომ შვილი თვითონ გაზარდოს საკუთარ ოჯახში.

ანალოგიური ვითარებაა უკრაინაშიც. 2008 წლის მონაცემებით, იქ დაახლოებით 14 800 მოზარდი დააშორეს მშობლებს და ოფიციალურად გააშვილეს ევროპის ქვეყნებში. არაოფიციალური ინფორმაციით, ხშირია ამ ბავშვების “ერთი და იმავე სქესის პირების ოჯახებზე” გაშვილების შემთხვევებიც, ნაწილი კი, ვისი გაშვილებაც მიზეზთა გამო ვერ ხერხდება, წლების განმავლობაში გეტოების მსგავს სპეციალურ დაწესებულებაში რჩება.

გარდა ზემოაღნიშნული შედეგებისა, იუვენალურმა რეპრესიებმა ევროპას კრიმინოგენული მდგომარეობაც დაუმძიმა. ანუ, გამომდინარე იქიდან, რომ მშობლებს, პრაქტიკულად, ეკრძალებათ ყოველგვარი აღმზრდელობითი მუშაობა შვილებთან, ბოლო წლებში მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. ეს მაჩვენებელი 20-ჯერ გაიზარდა ისეთ კანონმორჩილ სახელმწიფოებში, როგორიცაა სკანდინავიის ქვეყნები. ამასთანავე, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა სოციალური მუშაკის მუქარით (რომ შვილს წაართმევდა) სასოწარკვეთილმა მშობელმა თვითმკვლელობა სცადა…

მარტივად რომ ვთქვათ, ევროპამ და “ნაც-ქოცების” მიერ “ისტორიულ არჩევნად” გამოცხადებულმა ევროკავშირმა, კარგა ხანია, დიდი შრომისა და ძალისხმევის ფასად კონსერვატიული საზოგადოება წელში გადატეხა. მართალია, ეს პროცესი ცოტა გაჭიანურდა, მაგრამ, საბოლოოდ მაინც მიიღეს ის, რაც სურდათ _ ინერტული, პატივაყრილი და მეხსიერებაწაშლილი სოციალური მასა, რომელსაც არც მორალი აქვს და არც ფასეულობები.

რაც შეეხება საქართველოს, ცხადია, როდესაც ევროლიბერალი კილაძე ამაყად ამბობს, ამა თუ იმ საკანონმდებლო ცვლილების მიზანს ახალგაზრდებში თანასწორობის დამკვიდრება წარმოადგენსო, მხედველობაში ზუსტად ის დასავლური სიბინძურე უნდა მივიღოთ. რატომ? იმიტომ, რომ დასავლეთის ყურმოჭრილი მონებისა და ლაქიების მიზანი საქართველოშიც იგივეა _ ტრადიციულ ქართულ ოჯახებს იუვენალური სოცმუშაკები უნდა მიუსიონ და მშობელს შვილის აღზრდის, პიროვნებად ჩამოყალიბების ექსკლუზიური უფლება წაართვან. ახლა წარმოიდგინეთ, რა სახეს მიიღებს საქართველოში ეს ყველაფერი, როცა “ბავშვის უფლებების დარღვევებზე” რეაგირება ნინო ლომჯარიას პრეროგატივა იქნება. ცხადია, იგი ევროპას ტოლს არ დაუდებს და ელემენტარულ “დარღვევაზეც” კი თითოეულ ოჯახს, თითოეულ მშობელს შიშის ზარს დასცემს. არადა, ამ “დარღვევად” მშობლის ნებისმიერი ქმედება შეიძლება შეფასდეს. ვთქვათ, თუ მამა შვილს ღამის კლუბში წასვლას დაუშლის ან ბავშვი უარს იტყვის სექსუალური აღზრდის გაკვეთილებზე და ა.შ. მოკლედ, ის დრო, როცა ევროლიბერალი ზონდერები ქართველთა ოჯახებს შვილის წასართმევად დაუვლიან, არც ისე შორს არის. ერთი შეხედვით თითქოს უწყინარი “ბავშვის კოდექსი” კი ამის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ისე, “ადამიანის უფლებების” დაცვის კუთხით აღებული ამ ტემპებით ივანიშვილის ადრინდელი დაპირება, დემოკრატიით დასავლეთის გაკვირვებაზე, ალბათ, ძალიან მალე პირნათლად შესრულდება. დივიდენდებიც, ალბათ, ბევრი იქნება…

ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here