Home სხვადასხვა დაიჯესტი დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას არალეგალი მიგრანტებისთვის თავშესაფარზე უარის თქმის შესახებ

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას არალეგალი მიგრანტებისთვის თავშესაფარზე უარის თქმის შესახებ

619
დონალდ ტრამპი

აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინათ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, იუსტიციისა და შიდა უსაფრთხოების სამინისტროები უარს ეტყვიან თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვაზე იმ პირებს, რომლებმაც ამერიკის საზღვარი არალეგალურად გადაკვეთეს; ასეთ ადამიანებს დადგენილ საგუშაგოებზე გადაიყვანენ.

“ჩვენ გვსურს, ადამიანები ჩვენს ქვეყანაში მოდიოდნენ, მაგრამ მხოლოდ კანონიერ საფუძველზე”, _ განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობილია, რომ გასულ კვირას, ამერიკის პრეზიდენტის განკარგულებით, მექსიკის საზღვართან ამერიკელ სამხედროთა რაოდენობა 15 ათასამდე გაიზარდა, რათა შეჩერდეს დიდი რაოდენობით მიგრანტების შესვლა ქვეყანაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here