მთავარი დაიჯესტი დონალდ ტრამპი მარტოსულია

დონალდ ტრამპი მარტოსულია

804
გააზიარეთ
დონალდ ტრამპი, ანგელა მერკელი,

ამერიკის პრეზიდენტის მოქმედება აზარალებს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, თუმცა შეუძლია ჩაძინებული ევროპის გამოღვიძება, _ წერს ფრანგულ გაზეთფიგაროშიმისი კორესპონდენტი ბრიუსელში ჟანჟაკ მეველი.

“დონალდ ტრამპი ნამდვილად არ არის მშვენიერი პრინცი, მაგრამ ამერიკული უცნაურობების სიმრავლემ ხელი შეუწყო იმას, რომ ბევრ ევროპელს ევროკავშირის უძრაობიდან გამოყვანისა და საკუთარი თავისადმი კუთვნილების სურვილი გასჩენოდა. ასეთი გამოღვიძება მკვეთრი აღმოჩნდა. მილიარდერის მიერ განხორციელებულ დარტყმასა და ნატოსადმი ნდობის კრედიტის მოსპობას კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებაში მონაწილეობაზე უარის თქმაც დაემატა, რომელიც (შეთანხმება) მსოფლიო დემოკრატიის იშვიათ წარმატებად არის მიჩნეული”, _ აღნიშნავს ჟურნალისტი.

“უარმა, რომელიც ბრიტანელებმა თქვეს, შეანჯღრია აპათიური ძველი სამყარო იმ შიდა პარტიზანული ომის გამოძახილთან ერთად, რომელიც ბუდაპეშტსა და ვარშავას ერთმანეთს შორის აქვთ. თითქმის წელიწადი დასჭირდა ევროკავშირს გადარჩენის ინსტიქტის გამოსაცოცხლებლად, რომელიც შაგრენის ტყავივით მცირდებოდა”, _ ნათქვამია სტატიაში.

ანგელა მერკელმა გაბედა დონალდ ტრამპთან, ტერეზა მეისთან და ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის გაფუჭება. “ჩვენ, რა თქმა უნდა, მეგობრებად უნდა დავრჩეთ აშშ-თან და დიდ ბრიტანეთთან და, რამდენადაც შესაძლებელია, _ კეთილ მეზობლებად რუსეთთან, მაგრამ უნდა შევიგნოთ: როგორც ევროპელებმა, ჩვენ თვითონ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენივე მომავლისა და ბედისთვის”. “ვიყოთ პარტნიორები? _ დიახ, ვიმოქმედოთ ერთსულოვნად? _ არა”, _ ასკვნის ავტორი.

“ახლახან არჩეული ემანუელ მაკრონი ტრამპის დახასიათებისას უფრო ფრთხილია, “გულწრფელ ადამიანად” მიიჩნევს მას”.

“ევროკავშირისადმი ნდობის ახალი ტალღა ევროზონის ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა, რომელმაც პირველ კვარტალში აშშ-ის ეკონომიკის ზრდას გადააჭარბა. ამას არავინ ელოდა… ემანუელ მაკრონის გამარჯვებამ საბოლოოდ დამარხა ულტრამემარჯვენეების უსასრულოდ ზრდის რწმენა. გერმანული არჩევნები სექტემბერში უეჭველად განამტკიცებს ამ პროგნოზს. მარტინ შულცი, ევროპელი სოციალისტების კანდიდატი, ქალბატონ კანცლერზე ნაკლები ევროპელი არ არის. იგი უფრო მკვეთრად გამოდის აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც “დასავლური ფასეულობების დანგრევისკენ ისწრაფვის”. ხოლო დონალდ ტრამპსა და ტერეზა მეის ქვეყნის შიგნით მდგომარეობა ურთულდებათ. ვლადიმერ პუტინი, ჩანს, ანელებს ტემპს როგორც სირიაში, ასევე უკრაინაში. სულ რაღაც ნახევარ წელიწადში დინამიკამ შეიძლება მიმართულება იცვალოს”, _ ასკვნის მეველი.

“სიტყვების გარდა, ტანდემს, რომელიც შედგება უგამოცდილესი ევროპელი ხელმძღვანელის _ გერმანიის კანცლერისგან და ამომავალი ფრანგი ვარსკვლავისგან, მოუწევს, ახალი შეცდომების თავიდან არიდება და ამბიციების რეალობად დამკვიდრება. სამ ფრონტზე (ევროპის გამოცოცხლების, ევროპული თავდაცვის სისტემის შექმნისა და კლიმატის შესახებ შეთანხმების) დახარჯულ ძალისხმევას შეუძლია პოლიტიკური ენერგიის უფრო მეტად კატალიზირება”, _ ასე თვლის ჟურნალისტი. დიდ ბრიტანეთთან განქორწინების მიუხედავად, ევროზონას გაძლიერების პოლიტიკური საშუალებები გააჩნია. მისი ოთხი ბურჯი _ გერმანული, ფრანგული, იტალიური და ესპანური _ მალე ევროკავშირის მოსახლეობის 60 პროცენტს შეადგენს, ხოლო ერთიანი ვალუტის მქონე 19 ქვეყანა მშპ-ს სამ მეოთხედს (ამჟამინდელი ორი მესამედის ნაცვლად) წარმოადგენს, _ ნათქვამია წერილში.

“თავდაცვის სფეროში ტრამპის ეფექტმა, შემოდგომიდან დააჩქარა “სტრატეგიული ავტონომიის” ძიების პროცესი”.

დაბოლოს, კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმების თაობაზე მეველი მიიჩნევს, რომ ევროპელები გამოიყენებენ ბრიუსელში ევროკავშირ-ჩინეთის სამიტს და ჩინეთის პრემიერმინისტრ ლი კეციანთან ერთად დაადასტურებენ მესიჯს, რომელიც G7-ის ქვეყნებმა ტაორმინში გაასაჯაროვეს _ დონალდ ტრამპი ხმამაღლა ლაპარაკობს, მაგრამ მარტოსულია”.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here