მთავარი დაიჯესტი დონალდ ტრამპი: იმედია, სიტუაცია დარეგულირდება

დონალდ ტრამპი: იმედია, სიტუაცია დარეგულირდება

654
გააზიარეთ
დონალდ ტრამპი

აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ მოსწონს, რაც უკრაინასა და რუსეთს შორის ხდება. მისივე თქმით, ის ამ საკითხზე ევროპის ქვეყნების ლიდერებთან მუშაობს.

“რაც შეეხება ქერჩის სრუტეში ინციდენტს, ჩვენ არ მოგვწონს ის, რაც ხდება. ევროპაშიც არ მოსწონთ და ისინიც მუშაობენ ამ საკითხზე. ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ ამაზე. იმედია, სიტუაცია დარეგულირდება”, _ განაცხადა დონალდ ტრამპმა.

25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს. კიევში განმარტავენ, რომ ხომალდები ყველა ნორმის დაცვით მოძრაობდა, თუმცა რუსები ამტკიცებდნენ, რომ მეზღვაურები სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ, მათ შესაჩერებლად კი რუს სამხედროებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ, შედეგად 6 უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here