აშშ–ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ Newsmax–ის ეთერში განაცხადა, რომ, თუ აშშ–ში ყველაფერი ასე გაგრძელდება, უახლოეს 3 წელიწადში ქვეყანას ბოლო მოეღება.
დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტის სავარძელში ჯო ბაიდენის ჩაჯდომის შემდეგ “ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო დაღმართზე დაშვება ისე, როგორც არასდროს”.
“როცა ჩვენ წავალთ არჩევნებზე, რომელიც 2022 და 2024 წლებში უნდა გაიმართოს, ქვეყანა შეიძლება აღარ გვქონდეს”, _ დასძინა ექსპრეზიდენტმა.
ტრამპი რეგულარულად აკრიტიკებს აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციას, განსაკუთრებით თავის ყოფილ კონკურენტს პრეზიდენტის პოსტზე _ ჯო ბაიდენს.
მაგალითად, ექსპრეზიდენტმა თეთრი სახლის ამჟამინდელი მეთაური კაპიტულაციასა და ქვეყნის დამცირებაში დაადანაშაულა ავღანეთიდან ჯარების ნაჩქარევად გაყვანის გამო. ამას გარდა, ტრამპმა განაცხადა, _ რინგზე რომ შეხვედროდა, ბაიდენს პირველივე წამებში ნოკაუტში ჩააგდებდა.
rusvesna.su–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ