Home ახალი ამბები დონალდ ტრამპის მრჩეველი Twitter-მა დაბლოკა

დონალდ ტრამპის მრჩეველი Twitter-მა დაბლოკა

745

სოციალურმა ქსელმა Twitter-მა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მრჩეველ როჯერ სტოუნის ანგარიში დაბლოკა. ამის მიზეზი კი ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარები გახდა, რის გამოც სტოუნი სოციალური ქსელის წესების დარღვევაში დაადანაშაულეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

ტრამპის მრჩევლის გვერდი მას შემდეგ დაიბლოკა, რაც მან უხეში და ჰომოფობიური პოსტი დაწერა ჟურნალისტებზე, მათ შორის CNN-ის წამყვანზე დონ ლემონზე, რომელიც ღიად გეია.

სოციალურ ქსელში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, სამუდამოდ დაბლოკეს სტოუნის გვერდი თუ დროებით.

როჯერ სტოუნი 1970-იან წლებში პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის თანამშემწე იყო, შემდეგ ის პოლიტიკური კონსულტანტი გახდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here