მთავარი საზოგადოება “დოზების რევოლუცია” და საქართველოს უმწვავესი დემოგრაფიული პრობლემები

“დოზების რევოლუცია” და საქართველოს უმწვავესი დემოგრაფიული პრობლემები

1140
გააზიარეთ
დემოგრაფია

12 მაისს სამართალდამცველების მიერ ღამის კლუბებში _ “ბასიანსადაგალერიში” _ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, როდესაც 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ქართველი ახალგაზრდების ნაწილმა, ასე ვთქვათ, დარბეული კლუბების ჭირისუფლებმა, ძირითადად, ნარკოტიკების მომხმარებლებმა, “თეთრი ხმაურისხელმძღვანელობით, საპროტესტო აქცია გამართეს რუსთაველის გამზირზე.

მათ შეუერთდნენ .. ლგბტ თემისა და ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლები. მონაწილეები საპროტესტო აქციისა, რომელიც აშკარად ჩანდა, რომ სპონტანური არ იყო და საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალები მართავდნენ (კარვების ოპერატიულად გაშლა, საწვიმარებითა და მიტინგებისთვის საჭირო აქსესუარების მომარაგება), თავდაპირველად მოითხოვდნენ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასა და იმ პოლიციელების დასჯას, რომლებმაც, მათი თქმით, ღამის კლუბების სტუმრებზე იძალადეს, შემდეგ _ შს მინისტრისა და პრემიერმინისტრის გადადგომას

ამ აქციაზე, რომელიც, ფაქტობრივად, ნარკომომხმარებლებსა და ლგბტ თემის ამბოხს ჰგავდა, იმის გარდა, რომ მონაწილეებმა ტაშ-ფანდურა გამართეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალზე, აღსანიშნავი იყო ლოზუნგი: ჩვენ საზოგადოების ყველაზე პროგრესული ნაწილი ვართ!” თუმცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, რომელიც ტელეეკრანებზე ადევნებდა თვალს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, მიუღებელი იყო ამ ე.წ. პროგრესული ნაწილის მოთხოვნები.

ყველაფერი ეს იყო საშინელება, ერის სირცხვილი. როდესაც გადავწყვიტე ამ საშინელების, როგორც ერთმა ჟურნალისტმა მოსწრებულად აღნიშნა, “დოზების რევოლუციის” შესახებ სტატიის მომზადება, საჭიროდ მივიჩნიე ჩვენი შემოქმედებითი ახალგაზრდობის, სტუდენტების, ჩემი აზრით, საზოგადოების მართლაც პროგრესული ნაწილის თვალსაზრისის შესწავლა ამ აქციის, შსს სპეცოპერაციის, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიაციის, ლგბტ თემის, ტელევიზიებიდან წამოსული აღვირახსნილი პროპაგანდის მიმართ. ამ მიზნით 18-22 მაისს ჩავატარე სოციოლოგიური გამოკვლევა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო, საქართველოს პოლიტექნიკურ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო, კავკასიის საერთაშორისო და საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის. სულ გამოიკითხა 200 სტუდენტი. მათი პასუხები თითქმის იდენტური იყო _ ისინი არგუმენტირებულად მკვეთრად უარყოფითად აფასებენ ამ აქციას, საერთოდ, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პრობლემებს, ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე, მკითხველს გავაცნო ახალგაზრდების თვალსაზრისი პრობლემებზე, მით უმეტეს, რომ სტუდენტთა მოსაზრებები სრულიად დაემთხვა ჩემს მოსაზრებებს.

გთავაზობთ ამონარიდებს შევსებული გამოკითხვის ანკეტებიდან, რომლებშიც დასმული იყო რამდენიმე კითხვა:

რას აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ აქციის მონაწილეები?

* აქციაზე მისული ადამიანები საერთოდ ვერ აცნობიერებდნენ, იქ რისთვის შეიკრიბნენ და რას აპროტესტებდნენ;

* ჩემთვის გაუგებარია, რას აპროტესტებდნენ აქციაზეიქ არავის გამოუხატავს საღი აზრი. აქციის მონაწილეების უმრავლესობამ არ იცოდა, რას ნიშნავს თავისუფლება. თავისუფლება მათ ნარკოტიკების თავისუფლად მოხმარებასთან გააიგივეს. რაც ამ დღეებში საქართველოში ხდებოდა, ჩემთვის მიუღებელი და ამორალურია.

* ეს არის საქართველოს სირცხვილი, მდაბიო საქციელი. აქციაზე გამოვიდა ხალხი, რომელმაც არ იცოდა, რას მოითხოვდა, მათი წინამძღოლები არიან თავხედები, რომლებიც საზოგადოებას, კერძოდ, ახალგაზრდებს, ცუდ მაგალითს აძლევენ;

* “კაიფშიმყოფმა ახალგაზრდებმა მოითხოვეს მარიხუანის ლეგალიზაცია და ნარკოპოლიტიკის გამარტივება.

* ვფიქრობ, ეს იყო ნარკოტიკებით გაბრუებული ახალგაზრდების რეაქცია ერთი საღამოს ჩაშლაზე და წარმოდგენა არ ჰქონდათ, რას ითხოვდნენ;

* არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელშიც ათასობით ადამიანი აბსურდულ თემებს განიხილავს და აბსურდულ უფლებებს მოითხოვს.

როგორ შეაფასებთ აქციას და ამ აქციის მონაწილეების საქციელს?

* რაც მოხდა, ეს იყო სრული მარაზმი, კატასტროფა ქვეყნისთვის… ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ გაურკვეველი უფლებებისათვის “ბრძოლა” ქაოსს დაემსგავსა;

* ეს იყო პროვოკაციული აქცია, რომლის მონაწილეებიც ცდილობდნენ ხელისუფლების გამოწვევას, მაგრამ არ გამოუვიდათ;

* აქცია იყო ამორალური, ეწინააღმდეგებოდა ზნეობრივ ნორმებს;

* არ ვემხრობი ასეთი აქციებს. მათთვის თავისუფლება ასოცირებულია თავაშვებულობასა და აღვირახსნილობასთან. სურთ, მთელი ცხოვრება ასე გაატარონ, რაც ერისთვის დამანგრეველია;

* ესენი არიან ავადმყოფები და მათ საზოგადოება უხეშად არ უნდა მოექცეს, თუმცა მათმა გამოსვლამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა;

* აქცია მოაწყო აბსოლუტურად არაადეკვატურმა ხალხმა. არ მომწონს მათი ლიდერები _ ბაია პატარაია, ბექა წიქარიშვილი, არც ნატა ფერაძე. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოექცეს საზოგადოება, განსაკუთრებით _ ახალგაზრდები, მათი გავლენის ქვეშ;

* ეს იყო პროვოკაციული გამოსვლა ლგბტ საზოგადოების მხრიდან;

* ბოზებისა და პედერასტების აქციაზე ვერ ვილაპარაკებ;

* აქციის მონაწილეებს არ აღელვებდათ ქვეყნის მომავალი;

* ჩემთვის გაუგებარიათეთრი ხმაურის მოძრაობისაქციანარკომანები ვერ ამრავლებენ ჯანსაღ შთამომავლობას და ამიტომ არ მივესალმები ერის გაქრობისკენ გადადგმულ ნაბიჯს;

* არ ვემხრობი ეროვნული იდეალების უგულებელყოფას, რამაც გამოიწვია ხალხის გაღიზიანება და კონტრაქცია;

* რაც 12 მაისს მოხდა, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ეს იყო პროვოკაცია, რომელმაც უმრავლესობის გაღიზიანება გამოიწვია. მეცოდება საქართველო ასეთების ხელში, რადგან ეს ქვეყანა ასეთი შეურაცხყოფის ღირსი არ არის.

* აფორიაქებული ვარ _ რა ხდება ჩვენ გარშემო? რა გვჭირს? რა დაგვემართა? აქციებში დადებითს ვერაფერს ვხედავ. საერთოდ, რას მოითხოვენ? ასეთი საქციელი მათ დაბალ დონესა და უკულტურობაზე მიუთითებს. ასეთი ქმედებები მოსაწონი არ არის, “მავნე ჩვევა” გადამდებია;

* მარიხუანის ლეგალიზაცია არ არის თავისუფლების ერთერთი სახეობა, არც _ ლგბტთა აქციები და მოთხოვნები. სრულიად ამაზრზენი იყო აქციებზე გამართული უაზრო ცეკვათამაში, თანაც არაფხიზელ მდგომარეობაში. სასაცილო კი არა, სატირალი იყო იმ კადრების ნახვა, როდესაც 9 აპრილის ხსოვნის მემორიალზე იდგნენ და ერთობოდნენმე არ ვარ ამ ახალგაზრდობის წარმომადგენელი;

* მცირერიცხოვანი ერი ვართ და არ უნდა დავუშვათ, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი ხელით მოისპონ სიცოცხლე, დაღუპონ მომავალი თაობა. ვინც ამ აქციებს ტაშს უკრავს, კარგად იცის, რა შედეგი გვექნება, სულ რაღაც, 20 წლის შემდეგ _ საქართველოს აღარ ეყოლება ჯანსაღად მოაზროვნე თაობა. არ ვემხრობი არც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას და არც იმ აღვირახსნილობას, რომელსაც “თავისუფლებას” უწოდებენ;

* ქვეყნის მომავალი აქციებში მონაწილე და მათ მსგავს ადამიანებს არ უნდა ვანდოთ”;

* სამწუხაროა, რომ ასე ფუჭად ვხარჯავთ ახალგაზრდულ და ეროვნულ ენერგიას”;

* თავისუფლებას სიკვდილში არ უნდა ხედავდნენ ახალგაზრდები;

* თავისუფლება არ ნიშნავს, ნარკოტიკების მოხმარება ჩავთვალოთ ჩვეულებრივ მოვლენად;

* თავისუფლება, რომელიც ერს აზარალებს, თავისუფლება არ არის;

* ქვეყნის ბიუჯეტი არის მცირე და შედგება ჩვენი გადასახადებისაგან. მიჩნდება კითხვა: რატომ უნდა გადავიხადოთ სარეაბილიტაციო ცენტრების დასაფინანსებლად თანხები, როდესაც თვითონ იგდებენ ასეთ მდგომარეობაში თავს ადამიანები?

* ნულოვანი ტოლერანტობა ბარიგებს!

როგორი დამოკიდებულება გაქვთ ლგბტ თემის მიმართ?

* ჩემი დამოკიდებულება ლგბტ საზოგადოების მიმართ აგრესიული არ არის, მაგრამ მათი პროპაგანდა საქართველოში და მათი აღლუმები არავის სჭირდება. იყვნენ თავიანთ ცხოვრებაში ისეთები, როგორებიც არიან. ჩვენ მორალსა და ქვეყანას ნუ შეეხებიან;

* ესენი არიან არაჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდები;

* ლგბტ საზოგადოება ავადმყოფია;

* რა მოხდა, ჯაჯანიძეს ვუსმენთ და ლგბტ საზოგადოების წევრებს აღარ მოვუსმინოთ?! _ ეს ისე, ხუმრობით;

* შენი საქციელით არ უნდა შეურაცხყო საკუთარ მიწა, კულტურა და გარემო, რომელშიც გაიზარდე და საიდანაც მოდიხარ. თავისუფლება, უმსგავსობის პროპაგანდით კი არა, სამშობლოს სიყვარულითა და ზრდილობით გამოიხატება;

ჩემთვის ტრადიციები უმთავრესია. ერი, რომელიც ტრადიციებს ივიწყებს, განწირულია დასაღუპავად და სხვა ერებში აღრევისთვის;

* საქართველო არ უნდა იყოს ნარკომანებისა და ფსიქიკურად აშლილი ხალხის ქვეყანა.

როგორ შეაფასებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებას?

* სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მოქმედება მიზანმიმართული და სწორი იყო;

* შსს მოქმედებას დადებითად ვაფასებ;

* ქვეყნისა და ერის კეთილდღეობისთვის ხელისუფლებამ სწორად იმოქმედა;

* რადგან გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი ნარკოტიკით, სახელმწიფო აუცილებლად უნდა ჩარეულიყო და რეაგირება უნდა მოეხდინა ამ ფაქტზე. შესაბამისად, პოლიციის მოქმედებას დადებითად ვაფასებ;

* მართებული გადაწყვეტილება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. პოლიციელებმა ზრდილობიანად სთხოვეს სტუმრებს, დაეტოვებინათ კლუბის ტერიტორია. ვამართლებ სამინისტროს წარმომადგენელთა საქციელს;

* სწორი იყო შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ქმედება.

როგორ აშუქებდნენ ტელევიზიები რუსთაველის პროსპექტზე გამართულ აქციებს?

აღსანიშნავია, რომ სოციოლოგიური გამოკვლევისას მხოლოდ სამმა რესპონდენტმა გამოთქვა დადებითი აზრი ტელევიზიების მუშაობაზე. აი სხვა სტუდენტების მოსაზრებები:

* ტელევიზიები გადასული არიან შოუს შექმნაზე. დღეს საქართველოში ობიექტური ტელევიზია არ არსებობს, ყველაფერს ისე აშუქებენ, როგორც ხელს აძლევთ და, ალბათ, როგორც დაუკვეთეს. არანაირი პრობლემა არ მაქვს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებთან, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია, როდესაც მათ აზრს თავს მახვევენ, როდესაც მათ ტელევიზიები პროპაგანდას უწევენ;

* “რუსთავი-2” გვარამიასთან ერთად ებრძვის სახელმწიფოს;

* როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა უყუროსრუსთავი 2”-, ნიკა გვარამიას, გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძეს, მელაძეს?! ეს ადამიანები არიან ერის შემარცხვენელები, იღებენ დიდ გრანტებს, უნდათ ისევ სააკაშვილის მოყვანა ხელისუფლებაშიყველა ტელევიზია ლგბტ პროპაგანდას ეწევა;

* ტელევიზიები მიკერძოებულად აშუქებდნენ მოვლენებს, რაც მათ რეპორტაჟებში გამოიხატა. ეს არის დაუშვებელი ნებისმიერ ქვეყანაში;

* ტელევიზიები ლგბტ თემს უწევენ პროპაგანდას;

* ტელევიზიები მიზანმიმართულად ებრძვიან ყველაფერს, რასაც “ქართული სული” აქვს;

* “რუსთავი 2” ცდილობს, მხოლოდ ნეგატიური განწყობა გააღვივოს მაყურებელში. ყოველგვარი სიბინძურე გააშუქოს, რათა საზოგადოებამ დაიწყოს ხელისუფლების ლანძღვა, მაგალითად, რა ცუდი მიდგომა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და როგორ არღვევს ის ადამიანის უფლებებს. რაც შეეხება ლგბტ თემის წარმომადენლებს, ყველანაირად ცდილობენ მათ გაპიარებას;

* არ უნდა შუქდებოდეს ეს ყველაფერი ასე ვრცლად, აგრესია აგრესიას შობს, ბოროტება _ ბოროტებას, ძალადობა _ ძალადობას.

ბატონი კახა კალაძისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ დავეთანხმები მის ინიციატივას თბილისის ღამის გართობის ქალაქად გადაქცევის შესახებ. მართალია, ღამის ეკონომიკის განვითარებამ შეიძლება დედაქალაქის ბიუჯეტს შემოსავლები მოუმატოს, მაგრამ ახალგაზრდობის სულზეც უნდა ვიზრუნოთ. ხომ ვიცით, რამდენი ტკივილი და ცრემლი მოუტანა სამორინეებმა ჩვენს ოჯახებს, რამდენი ოჯახი განადგურდა, რამდენი ადამიანი დაასნეულა ან თვითმკვლელობამდე მიიყვანა აზარტულმა თამაშებმა. საზოგადოების მხრიდან იყო სამორინეების დახურვის კატეგორიული მოთხოვნა, შემდეგ მათი გატანისა ქალაქგარეთ, წყალტუბოში გადატანის პროგრამაც შემუშავდა, მაგრამ უხილავი ხელი მართავს ყველაფერს და აზარტული თამაშების დაწესებულებები უფრო აყვავდა.

თბილისში, ღამის ცხოვრების განვითარებასთან ერთად, მრავალი თავსატეხი გაგვიჩნდება. ახალგაზრდობის საკმაოდ დიდი და თანაც შეძლებული ნაწილი სულიერად გაღატაკდება. რაც უნდა ბევრი იყოს შემოსავალი, არ გვეპატიება, ახალგაზრდა თაობას გამოვუტანოთ სულიერი სიკვდილის განაჩენი იმ მოტივით, რომ უზრუნველვყოთ ზოგიერთის უფრო უკეთესი და კომფორტული ცხოვრება. თბილისი შეიძლება გადაიქცეს არა სიცოცხლით სავსე, არამედ ფსიქიკურად აშლილი თაობის ქალაქად. გარდა ამისა, მთელი ღამე ალკოჰოლური სასმელების შეუზღუდავი მიღება კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს ახალგაზრდობას. ყვირილი, გაწევ-გამოწევა, ჩხუბი ცხოვრების ნორმად იქცევა ქალაქში, რაც უკვე ჩვეულებრივი ამბავია ღამის კლუბებში. უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი მენტალიტეტიც. მემკვიდრეობა მოქმედებს ადამიანის ხასიათზე. მოუსვენარ ბავშვებს აქვთ რეაქტიული ნერვული სისტემა. ისინი მეტად აღიგზნებიან ხოლმე ახალ და უცნობ სიტუაციებში. ცნობილია, რომ კავკასიაში და, მაშასადამე, საქართველოშიც, იბადებიან არა წყნარი, არამედ აღგზნებული და მკვირცხლი და მოუსვენარი ბავშვები, ვიდრე მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, აზიაში. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ამ მონაცემებმა არ უნდა გაგვაკვირვოს. აზიელები და ევროპელები ერთმანეთისგან იზოლირებულები იყვნენ მრავალი ასეული წლის, ათასობით თაობის სიცოცხლის განმავლობაში (დევიდ მაიერსი).

ქართული ტრადიციული ოჯახი, რომელიც არა მხოლოდ რამდენიმე თაობის ერთად ცხოვრებას გულისხმობს, არამედ იმ ურთიერთობებსაც, რომლებმაც ქართველი ხალხის სულიერი სამყარო გაამდიდრა და ეროვნული ტრადიციები და წესჩვეულებები შემოგვინახა, ღრმა კრიზისს განიცდის. შობადობის შემცირების პირობებში იზრდება დედისერთების და, მაშასადამე, იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებსაც არ ჰყავთ დედმამიშვილები, დეიდაშვილები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები. და არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ შედეგად ისპობა ქართული სულიერი სამყარო, ჩვენი თვითმყოფადობა.

საქართველოს მოსახლეობაში შობადობის შემცირების შედეგად ქართველთა წილი მნიშვნელოვნად შემცირდა სამხრეთ კავკასიასა და მთლიანად კავკასიაში. თუ 1926 წელს კავკასიის მოსახლეობის 35 პროცენტი, ანუ ყოველი მესამე ადამიანი საქართველოში ცხოვრობდა, ამ მაჩვენებელმა 2016 წელს მხოლოდ 15 პროცენტი შეადგინა. 1926-2016 წლებში კი საქართველოს მოსახლეობის წილი სამხრეთ კავკასიაში 46-დან 22 პროცენტამდე შემცირდა. საკმარისია ითქვას, რომ, თუ 1965 წლამდე საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 300-400 ათასით ჭარბობდა აზერბაიჯანის მოსახლეობას, ამჟამად (2017 წელს) საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონია, ხოლო აზერბაიჯანის მოსახლეობის რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა. ამასთანავე, თუ დავუშვებთ, რომ ქვეყნის განვითარების ნორმალურ პირობებში მოსახლეობის ბუნებრივი მატების ისეთივე დონე შენარჩუნდებოდა 1991-2016 წლებში, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის დაშლამდე წინა 26 წელიწადში (1965-1990 წლებში), მაშინ საქართველოს მოსახლეობა 2017 წელს, 3,7 მლნ-ის ნაცვლად, 6,7 მლნ იქნებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ 1991-2017 წლებში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა თითქმის განახევრდა. პერსპექტივა გაცილებით უარესია. არსებული დემოგრაფიული ტენდენციების შენარჩუნების პირობებში საქართველოს რეგიონები დაახლოებით 45-50 წელიწადში გაუკაცრიელდება: აჭარა _ 32 წელიწადში, გურია _ 49 წელიწადში, იმერეთი _ 39 წელიწადში, კახეთი _ 47 წელიწადში, მცხეთა-მთიანეთი _ 40 წელიწადში, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი _ 22 წელიწადში, სამეგრელო-ზემო სვანეთი _ 29 წელიწადში, სამცხე-ჯავახეთი _ 44 წელიწადში, ქვემო ქართლი _ 47 წელიწადში და შიდა ქართლი _ 67 წელიწადში (გაანგარიშებისას მხედველობაში არ არის მიღებული ქალაქების თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის მოსახლეობის რაოდენობა).

მოსახლეობის შემცირების ფაქტორებია: მოსახლეობის ბუნებრივი კლება (როდესაც გარდაცვლილთა რაოდენობა სჭარბობს დაბადებულთა რაოდენობას) და შიგა და გარე ინტენსიური მიგრაციული პროცესები. მაგალითად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 2002-2014 წლებში მოსახლეობის რაოდენობა 16 079-დან 11 186 კაცამდე შემცირდა (4 893 კაცით). აქედან, ნახევარზე მეტი ბუნებრივ კლებაზე მოდიოდა _ 55,5 პროცენტი, ხოლო 44,5 პროცენტი მიგრაციის უარყოფით სალდოზე.

ქვეყანაში მნიშვნელოვნად მცირდება შობადობა და პერსპექტივაში, შობადობის შემცირებას, როგორც უნდა წავახალისოთ, ვერ ავცდებით. შობადობა მომავალში იმიტომ შემცირდება, რომ 1980-1989 წლებში (ათ წელიწადში) 455 ათასი გოგონა დაიბადა, რომლებმაც უკვე განვლეს ბავშვთა შობის ყველაზე ნაყოფიერი ასაკი (20-30 წწ.), ხოლო 2000-2009 წლებში (ისევ ათ წელიწადში), როდესაც ნაციონალების ბატონობის პერიოდში შესამჩნევად გაუარესად დემოგრაფიული მაჩვენებლები, დაიბადა 236 ათასი გოგონა, რომლებიც ბავშვთა შობის ასაკში ამჟამად შედიან. ბუნებრივია, ნაკლები გოგონები ნაკლებ ბავშვებს გააჩენენ. ჩვენი ვალია, როგორმე ეს პროცესი შევანელოთ, შემდეგ კი ვიზრუნოთ შობადობის დონის გაზრდაზე.

გაზეთის ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ უფრო ვრცლად წარმოვაჩინოთ ამჟამინდელი დემოგრაფიული ვითარება საქართველოში, მაგრამ მონაცემები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე, მოწმობს, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული კატასტროფაა. თუ საგანგებო ღონისძიებები არ განვახორციელეთ, გადაშენებას ვერ ავცდებით. ამ დროს კი ახალგაზრდების ერთი ჯგუფი მართავს აქციებს, თითქოს მათი გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, ირღვევა უმცირესობების უფლებები და სხვ. ისე, საკითხავია, რომელი უმცირესობების უფლებების დარღვევაზეა საუბარი, როდესაც “რუსთავი 2”, “იმედი” და სხვა ტელევიზიებიც თითქმის ყოველდღიურად ლგბტ თემის წარმომადგენლებს მასპინძლობენ?!

ვაჟა-ფშაველას დავესესხები: “პირველად მესმის, რომ უმცირესობის ინტერესს ჩაენთქას ინტერესი უმრავლესობისა, მაგრამ, როცა ჯერი ქართველებზე მიდგება ხოლმე, ყველაფერი შესაძლებელია”. არც ის არის საიდუმლო, რომ ღამის კლუბებში ყველგან, სრულიად მსოფლიოში, იყიდება ნარკოტიკები. იქ კი, ძირითადად, დადიან მხოლოდ გაზულუქებული ახალგაზრდები, ნარკომანები, ლგბტ თემის წარმომადგენლები, ისინი, ვისაც ფული, ასე ვთქვათ, თავზე საყრელად აქვთ (ამ კლუბებში მხოლოდ შესვლა 40-50 ლარი ღირს). მიუხედავად ამისა, ვერც ერთი მათგანი ვერ იტყვის, რომ რაიმე ქველმოქმედება გაუწევიათ გაჭირვებული ადამიანებისათვის. სამაგიეროდ, მთელ ღამეს კლუბში ატარებენ _ ღრეობენ, პირველყოფილი ადამიანებივით როკავენ, მათებურად რომ ვთქვათ, დროს ატარებენ, რასაც იქ გადაღებული სურათებიც მოწმობს.

ამჟამად ქვეყანაში 50 ათასი ადამიანი მოიხმარს მძიმე ნარკოტიკს, ალბათ, ორჯერ მეტი _ მსუბუქს. ეს იმას ნიშნავს, რომ, რაც ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში ბავშვი იბადება, ამ რაოდენობის ახალგაზრდა ნარკოტიკის მომხმარებელია. ძნელია, მათ ესაუბრო ოჯახურ პრობლემებზე, იმაზე, რომ სამბავშვიანი ოჯახი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების ნორმა, რათა ერი გადარჩეს გადაშენებას. სამწუხაროდ, არც ხელისუფლების წარმომადგენლები იჩენენ ინიციატივას. ჩვენ, სპეციალისტებმა, შევადგინეთ “საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა” და ორი თვის წინათ განსახილველად გადავეცით საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის ყველა წევრს, მაგრამ “არსაიდან ხმა, არსით ძახილი”. არადა, ვიმედოვნებდით, რომ მთავრობა შეადგენდა სპეციალისტებით დაკომპლექტებულ კომისიას, რომელიც საბოლოო სახეს მისცემდა საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამას და გამოავლენდა ამ პროგრამის პრაქტიკული განხორციელების ნებას. როდესაც პრემიერმინისტრის ადმინისტრაციაში მოვიკითხეთ, თუ რა ბედი ეწია ჩვენ მიერ შედგენილ პროგრამას, გვითხრეს: ადმინისტრაციის უფროსი შეიცვალა და განცხადება ხელმეორეთ შემოიტანეთო(?).

დადგა დრო, თუ უკვე დაგვიანებული არ არის, როდესაც ეს დიდი ეროვნული სატკივარი თანაბრად უნდა გაითავისოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ.

ანზორ თოთაძე,

დემოგრაფი, პროფესორი

P.S სოციოლოგიური გამოკითხვის ანკეტების დიდი უმრავლესობა ასეთი სულისკვეთებით არის შევსებული. თუ ვინმეს რაიმე ეჭვი გაუჩნდება, შეუძლია, მათ გაეცნოს. სტუდენტებმა თავიანთი მოსაზრება ხელმოწერითაც დაადასტურეს, ზოგიერთმა კი თავისი ტელეფონის ნომერიც დაწერა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here