Home რუბრიკები პოლიტიკა დისკრიმინაცია ანტიდისკრიმინაციის სახელით, ანუ ჩლუნგოშვილის “ორთოფობიური” ვნებანი

დისკრიმინაცია ანტიდისკრიმინაციის სახელით, ანუ ჩლუნგოშვილის “ორთოფობიური” ვნებანი

2921
თამარ ჩუგოშვილი

დაზუსტებით ვერ გეტყვით, არსებობს თუ არა ოფიცილურად ან ისე _ არაოფიციალურად მაინც; გამოუყენებია თუ არა ვინმეს ოდესმე და სადმე ტერმინიორთოფობი”, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი საქართველო (შეიძლება მსოფლიოც) ამ ტერმინის შემოღების აუცილებლობის წინაშე დგას. აშკარაა, ყველგან, სადაც კი რომელიმელიბერასტიმატრაკვეცაუმცირესობის უფლებათა დაცვითსპეკულირებას გადაწყვეტს, აუცილებლად შეურაცხყოფილი და დაკნინებული უნდა იქნას მართლმადიდებლური რელიგიური მრწამსი და მისი მიმდევარი ადამიანები.

საფიქრებელია, რომ ჰომოფობების, ქსენოფობებისა და კიდევ სხვა მრავალი “ფობებისგან” უმცირესობების “დაცვას” ეს ადამიანები ორთოდოქსების, ანუ მართლმადიდებლების შევიწროების გარეშე ვერ ახერხებენ. ჰომოფობიისა თუ ქსენოფობიის რეალურად არსებობაში შეიძლება ეჭვიც კი შევიტანოთ, მაგრამ ორთოფობების არსებობა და მეტიც _ მათ მიერ ღია სიძულვილის გამოხატვა, მართლმადიდებელთა მიმართ აშკარაა.

ქსენოფობია ნიშნავს შიშს უცხოს ან უჩვეულოს მიმართ, ადამიანების გამორჩევას ეროვნებისა და კანის ფერის მიხედვით, მარტივად რომ ვთქვათ, ეს იგივე რასიზმია. ჰომოფობია _ ეს უკვე ჰომოსექსუალური მიდრეკილების მქონე ადამიანების სიძულვილია. ეს არის ორი ყველაზე უფრო გავრცელებული ტერმინი, რომლებსაც “ლიბერასტები” იყენებენ ოპონენტების გასაჩუმებლად; როდესაც ვინმე მათი მახინჯი მსოფლმხედველობის კრიტიკას იწყებს, ისინი არგუმენტირებულად კი არ სცემენ პასუხს, არამედ პირდაპირ ბრალს სდებენ ქსენოფობიასა და ჰომოფობიაში. კამათის ასეთი მეთოდის “ეფექტიანობა” იმით არის განპირობებული, რომ მოწინააღმდეგეს ეშინია, ამა თუ იმ “ფობის” იარლიყი არ ამაკრანო, და ძალაუნებურად ჩუმდება. ერთი სიტყვით, “ლიბერასტები” მოწინააღმდეგეების მიმართ იყენებენ არც ისე დიდი ხნის წინათ დამკვიდრებულ ტერმინს _ დისკრიმინაცია. სინამდვილეში კი, დისკრიმინაცია სწორედ ის არის, რასაც თვითონ ისინი აკეთებენ.

აბა, მითხარით ვინმემ: კონკრეტულად რომელი სიტყვა, რომელი ფრაზა, რომელი გამოთქმა იყო დისკრიმინაციული იმ ციტატებში, რომლებიც დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის სხდომაზე წაიკითხა? დიახ, პარლამენტის იმ სხდომას ვგულისხმობ, რომელზეც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, იმ კონკრეტული სხდომის წამყვანმა ქალბატონმა თამარ ჩუგოშვილმა დეპუტატს სრულიად დაუსაბუთებლად და თავხედურად გამოურთო მიკროფონი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ქადაგებიდან ციტატის წაკითხვა არ აცალა. რა, განა ბატონმა ემზარმა სადმე ან სიტყვაპედერასტიახსენა, ანზანგი”?! თუ ფემინისტებს შეეხო უხეშად ან რომელიმე კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციას?! ეს ხომ ციტატბი იყო პატრიარქის ქადაგებიდან, ილია მეორე კი ნამდვილად არ არის ის ადამიანი, რომელმაც თავის ეპისტოლეებსა და ქადაგებებში შეიძლება ვინმე უხეშად გალანძღოს ან შეურაცხყოს საზოგადოების რომელიმე, თუნდაც მცირე ჯგუფი. ეს იყო, უბრალოდ, ზოგადი შეფასება სიტუაციისა და მოწოდება იმისკენ, რომ სულელური კანონების მიღებით კიდევ უფრო ნუ დაძაბავენ საზოგადოების სხვადასხვა ფენას შორის არსებულ ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კი (რომელსაც საზოგადოება სოციალურ ქსელებში უკვე “ჩლუნგოშვილად” მოიხსენიებს) ემზარ კვიციანს დისკრიმინაციული განცხადებების გაკეთებაში დასდო ბრალი, და ამით ირიბად იმავეში საქართველოს პატრიარქი ილია მეორეც დაადანაშაულა.

თამარ ჩუგოშვილი-ემზარ კვიციანი

მოგვიანებით, ჩლუნგოშვილმა დანარჩენ პარლამენტარებსაც საკმაოდ მკაცრი ტონით მიმართა და ამაყი სახით წაიკითხა ციტატა საქართველოს პარლამენტის შიდაგანაწესიდან: “საქართველოს პარლამენტის წევრს ეკრძალება დისკრიმინაციული განცხადებების გაკეთება”. ამ “ბრძნული” ფრაზის წაკითხვის შემდეგ ჩლუნგოშვილმა უმკაცრესად გააფრთხილა კოლეგები: ყოველივე ეს, არათუ სიტყვით გამოსვლისას, კითხვების დასმის დროსაც კი გაითვალისწინეთო!

რა გამოდის? ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვისას არავინ არც ხმა არ უნდა ამოიღოს, არც კითხვა დასვას. ეს კანონი სრულ სიჩუმეში უნდა იქნას მიღებული, ხომ?

აკი, სწორედ ამ ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ საპარლამენტო განხილვებისას გამოურთო მიკროფონი ჩლუნგოშვილმა კვიციანს.

ხოლო კითხვაზე, კონკრეტულად რა იყო დისკრიმინაციული კვიციანის სიტყვაში, ანუ პატრიარქის ქადაგებაში, მოგვიანებით ჩლუნგოშვილმა უპასუხა, რომ კონკრეტულ ფრაზეოლოგიას ვერ გამოყოფს, მაგრამ ზოგადად სულისკვეთება იყო დისკრიმინაციულიო.

ფაქტობრივად, უდიდეს აბსურდამდე მივდივართ!

თუკი ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება განიხილება, როგორც დისკრიმინაციული გამოსვლა, მაშინ რაღა აზრი აქვს ამ კანონის განხილვას პარლამენტში?! თუკი ყველა სიტყვა, ფრაზა, თუ “სულისკვეთება”, რადგან იგი “ანტიდისკრიმინაციული” კანონის წინააღმდეგ არის მიმართული, აპრიორში, თავისთავად “დისკრიმინაციულია” და არსებობის უფლება არ აქვს, მაშინ რაღას განიხილავენ ჩვენი პარლამენტარები? გამოდის, რომ ეს ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი ყოფილა ხელშეუხებელი, მიუკარებელი “სიწმინდე” და გქონდეთ, ბატონო! თუ მის წინააღმდეგ სიტყვის თქმაც კი არ შეიძლება, რაღას გვანხილვინებთ და გვანერვიულებთ?!

და, საერთოდ, მაგ პარლამენტის შიდა განაწესსა თუ კანონში ეგ რომ წერია _ “საქართველოს პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს, დისკრიმინაციული განცხადებები აკეთოსო”, ბარემ ისიც ჩაწერეთ, რომ დისკრიმინაციულად ითვლება ყველა ის განცხადება, რომლებსაც ჩლუნგოშვილი ჩათვლის დისკრიმინაციულად. აბა, სხვანაირად როგორ გინდათ, დაამტკიცოთ, რომელი განცხადება არის დისკრიმინაციული და რომელი არა, თუკი ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი ჯერ ბოლომდე არ დაგიხვეწავთ და ჯერ კიდევ მსჯელობის სტადიაშია?!

თუკი ანტიდისკრიმინაციული რა არის, არ ვიცით, მაშინ ის საიდან ვიცით, რა არის დისკრიმინაციული?!

არ შეიძლება, არ ვახსენოთ ჩვენს საზოგადოებაში ასე დამკვიდრებული “ტრენდი” იმის შესახებ, რომ კომუნისტები, ანუ ბოლშევიკები თავისუფალ სიტყვას კრძალავდნენ. კერძოდ, როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ საბჭოთა ეპოქაში კარგი ცხოვრება იყო, ადამიანები საკვებით, მედიკამენტებითა და სხვა ელემენტარულით უზრუნველყოფილნი იყვნენ და, ასე ვთქვათ, “პურის ფული” არავის უჭირდა, საპირწონედ იმ წამსვე ასახელებენ “არგუმენტს”: სამაგიეროდ, სიტყვის თავისუფლება არ იყო და ადამიანები საკუთარ აზრს ვერ ამბობდნენ ხმამაღლაო.

როცა მეტად გამძაფრება უნდათ, იმასაც “წამოაძახებენ” ხოლმე საბჭოთა ელიტას, რომ ისინი განსხვავებული აზრისთვის სიკვდილით სჯიდნენ, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი რამ აღარ მომხდარა და ომამდე კი მოწინააღმდეგე კლასის წარმომადგენელთა დახვრეტა თუ სხვა ფორმით სიკვდილით დასჯა სრულიად მსოფლიოში გავრცელებული მოვლენა იყო და არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში.

რაც შეეხება თავისუფალი აზრის “ჩახშობას”, იმაზე მეტი ჩახშობა რაღა გინდა, როდესაც პარლამენტის წევრს მიკროფონს უთიშავ და არ ალაპარაკებ, მით უფრო მაშინ, როდესაც ეს პარლამენტარი არა უბრალოდ საკუთარ აზრს გამოთქვამს, არამედ პატრიარქის ქადაგებიდან ციტატას კითხულობს?

ასე რომ, თუ ნათელი და აშკარა არ არის, საკითხავი და კარგად გასააზრებელი ნამდვილადაა, რეალურად ვინ უფრო ახშობდა და ახშობს თავისუფალ აზრსა და მართალ სიტყვას _ საბჭოთა რეჟიმი თუ მსოფლიოში გაბატონებული ე.წ. .ლიბერალური დიქტატურა, რომელიც ადამიანის უფლებებითა და სიტყვისა და აზრის გამოთქმის თავისუფლებით არის მზაკვრულად შენიღბული?

კი, ბატონო, ბოლშევიკური მიდგომები და განსხვავებული აზრის გამოხატვის უფლების ჩახშობა გასაგებია, ნამდვილად ასე იყო და ერთპარტიულობას საბჭოთა რეჟიმი არც მალავდა.

მაგრამ, ახლა რომ კოლექტიური “ჩლუნგოშვილები” წყვეტენ, ვისი აზრია თავისუფალი და ვისი დისკრიმინაციული, ვისი ლაპარაკია “დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრება” და ვისი ლაპარაკია “სიძულვილის ენა” და ასეთი გამოგონილი, როგორც ჩემს ბავშვობაში ამბობდნენ, “სალდატსკი” მიზეზებით მართლა არავის და არაფერს ალაპარაკებენ, თუკი ის ვინმე მათთვის მისაღებს არ ამბობს რამეს, ეს როგორაა?

კოლექტიური “ჩლუნგოშვილები” რომ წყვეტენ, ვინ რომელ ტელეშოუში მიიწვიონ, ვის ვინ დაუსვან წინ ვითომდა “სადებატოდ” და ვინ გააქრონ ტელეეკრანიდან, ეს სჯობს ვითომ “საბჭოთა რეჟიმს”?

მოწინააღმდეგე ადამიანები რომ ყველგან “დაბლოკილი” ჰყავთ და, ვინც გულზე არ ეხატებათ, მათ, უბრალოდ, შიმშილითა და გაჭირვებით კლავენ ან ქვეყნიდან გაქცევას აიძულებენ _ ეს ყველაფერი “ბოლშევიკურ რეპრესიებზე” ნაკლები ტრაგედიაა ვითომ?

და, რაც მთავარია, მთელი ეს “ლიბერასტული” იერიშები რომ ორთოდოქსების, ანუ მართლმადიდებლების მიმართ აშკარად გამოხატულ სიძულვილზე დგას, ამ ფაქტსაც ვერავინ ვერსად წაუვა, ამიტომ, თუკი ჯერ არ არსებობს და არავის არსად გამოუყენებია, შემომაქვს წინადადება, დავამკვიდროთ ტერმინი “ორთოფობი”, როგორც მართლმადიდებელთა მიმართ მკვეთრად გამოხატული მიუღებლობის, სიძულვილის აღმნიშვნელი სიტყვა.

განა თვალნათელი არ არის, რომ “ჰომოფობიისა” და “ქსენოფობიის” ფაქტები იშვიათია და ასეთ ერთეულ შემთხვევებს მთელი მონდომებით განაზოგადებენ “ლიბვერატსები” და ცდილობენ, ეს ზოგად ტენდენციად წარმოაჩინონ…

აი, ორთოფობია კი უკვე ძალიან გავრცელებულია და, ამ ქვეყანაში სადმე ვინმე თუ იჩაგრება, ეს, პირველ რიგში, სწორედაც რომ თეთრკანიანი მართლმადიდებელი მამაკაცები არიან.

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. გაიხარეთ ძაან მაგარი სტატიაა, გული მომფხანეთ. ამაზრზენი სოროსისტები ამოძვრნენ ქვესკნელიდან და მოგვევლინენ, მხოლოდ გარყვნილების და უზნეობის დამცველ-გამავრცელებლად, ამ ოდითგანვე ქრისტიანულ ქვეყანასი. სადაც სიყვარულს, სიკეთეს, სიმამაცეს, კეთილგონიერებას იცავდა აქ მაცხოვრებელი ხალხი უფლის და წმინდა გიორგის ფარ ქვეშ. იქნებ ამიტომაც შემოუტია ბოროტმა ძალამ საქართველოს, ხიბლში არიან ჩავარდნილები პირდაპირ ჩვენი გარყვნის, გახრწნის და ადამიანად არ ქცევის საკითხში ეს უპატრონოები, ამას ვინ ვერ მიხვდება. მაპატიეთ რომ ცხარე კომენტარს ვაკეთებ, არაა ლამაზი ზოგადად ინტერნეტში სალანძღავი სიტყვების გამოყენება, მაგრამ ამათ
    შეესაბამებათ., უღრმესი მადლობა სტატიისთვის, ყველას მაინც ვერ გამოაშტერებენ რაც არ უნდა ტყავიდან ამოძვრნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here