მთავარი პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: ქალბატონო ეკა, 2013-ში სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეს რომ ჩააბარეს მართლმსაჯულება, მაშინ...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ქალბატონო ეკა, 2013-ში სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეს რომ ჩააბარეს მართლმსაჯულება, მაშინ არ გქონდათ პროტესტი?!

“ბოკერიას გუნდი ივანიშვილის რეზერვია”

1163
გააზიარეთ
დიმიტრი ლორთქიფანიძე

საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი თვის თავზე ივანიშვილის მიერ ძალით შეკოწიწებულ და კბილებით შეკრულშენარჩუნებულქართულ ოცნებაშიპოლიტიკური კრიზისი პიკს აღწევს.

მმართველი გუნდის შიგნით ბზარები, რომლებიც კონფლიქტებმა და უთანხმოებებმა გამოიწვია, დღითიდღე იზრდება. თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესთან დაკავშირებით ატეხილი ხმაური, როგორც ჩანს, მხოლოდ ნაწილიაოცნებაშიარსებული ქაოსისა. სინამდვილეში კი დაპირისპირება, რომელიც ოლიგარქს ნამდვილ კოშმარად ექცა, უფრო მასშტაბური და შორსმიმავალია. ყოველ შემთხვევაში, მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობაში უკვე სერიოზული განხეთქილებებია და ამის გამო ახლო მომავალში, შესაძლოა, უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს. ამბობენ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი (ერთერთი და არა ერთადერთი) ივანიშვილის მიერ ძალაუფლების არასწორად გადანაწილებაა, რომელსაც უმრავლესობის ზოგიერთი წევრის პროტესტი და უკმაყოფილება მოჰყვა. ხოლო მათ მიმართ თვით ოლიგარქის მხრიდან გუნდიდან გაძევების მუქარამოკლედ, “ოცნებაშიზოგიერთს წყალი რომ აქვს შემდგარი, “ოცნებასკი 2020 წლამდე მისვლა წელზე ფეხის დადგმით მოუწევს, ცხადზე ცხადია. მანამდე კი დიდი პოლიტიკური ბატალიებია მოსალოდნელირა ხდება დღეს რეალურად ხელისუფლების რიგებში და რა მიმართულებით შეიძლება მომავალში განვითარდეს პროცესები? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესზე ატეხილი ხმაური უკვე, ფაქტობრივად, სკანდალად იქცა. ბესელია და ფოფხაძე ხელისუფლებას უპირისპირდებიან. თქვენი აზრით, რაზე მეტყველებს ეს და რა შეიძლება მოჰყვეს ამას მომავალში?

_ დავიწყოთ იმით, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ ერთი შეხედვით რთულად წარმოგვიდგენია, სინამდვილეში ბანალური და ძალიან მარტივია. ეს არის საკითხი, რომელიც უკავშირდება ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი გემოვნებით გარკვეული პროცესების წარმართვას და საკადრო პოლიტიკის განხორციელებას. აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ 2013 წლის 6 ოქტომბერს, ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლიდან ერთი წლის თავზე, ივანიშვილმა გააკეთა განცხადება ლევან მურუსიძის თაობაზე, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არის კადრი, რომელიც მომავალში გახდება სასამართლო ხელისუფლების რეალური დამოუკიდებლობის გარანტი. ამ განცხადებას შემდეგ მოჰყვა ე.წ. პირველი, მეორე და მესამე ტალღა მართლმსაჯულების განხორციელებისა, რომლებსაც სათავეში ედგა იუსტიციის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი. აი, მაშინ იყო სწორედ იუსტიციის საბჭოს ფორმირების ახალ წესზე საუბარი, აგრეთვე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ გამოვლენილ კანდიდატებზე და, რაც მთავარია, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ბრალდებული მოსამართლეების გამწესებაზე სასამართლოს სისტემაში. ახლა რა კავშირშია ეს ყველაფერი დღეს მიმდინარე პროცესებთან. ეს მოსამართლეები, რომელთაგან ზოგი დღეს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს წარმოადგენენ, არიან სწორედ ის ეჭვმიტანილი და ბრალდებული მოსამართლეები, რომლებსაც წლების განმავლობაში პოლიტიკური მოტივებით გამოჰქონდათ განაჩენი; მაგრამ ვინაიდან და რადგანაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ არავის აქვს უფლება, მოსთხოვოს ანგარიში მოსამართლეს კონკრეტულად მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, აი ამ კონსტიტუციურ დებულებას ამოფარებული ადამიანები ისევ ახორციელებენ .. რეფორმას, რომლის შედეგადაც აშკარად ჩანს უსამართლობა”.

_ ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ საქართველოს პარლამენტმა 2012 წელს იმსჯელა და პოლიტიკური ნიშნით დევნილად გამოაცხადა ათეულობით ადამიანი, კიდევ უფრო მეტი _ პოლიტპატიმრად. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: ადამიანს პოლიტპატიმრად რომ აღიარებ და, ამასთანავე, მისთვის პოლიტიკური განაჩენის გამომტან მოსამართლეს თანამდებობაზე ნიშნავენ, სად ხარ შენ, რატომ მაშინ არ იღებ ხმას?!

_ რატომ შეიძლებოდა თავის დროზე ივანიშვილის მხრიდან არჩევანი გაკეთებულიყო იმ მოსამართლეებზე, რომლებიც წლების განმავლობაშინაცმოძრაობისპოლიტიკურ ინსტრუმენტს წარმოადგენდნენ?

_ სანამ ამ შეკითხვაზე პასუხს გაგცემთ, მინდა, ქალბატონ ეკა ბესელიას დავუსვა შეკითხვა თქვენი გაზეთის ფურცლებიდან. მან თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენა მართლმსაჯულების განხორციელების მეოთხე ტალღა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ პროცესში გამორიცხული უნდა ყოფილიყო იმ პოლიტიკურად ანგაჟირებული მოსამართლეების მონაწილეობა. თუ ეს ასეა და მეოთხე ტალღისთვის ემზადებოდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველ, მეორე და მესამე ტალღებზე რატომ არ გამოხატა ამ კომიტეტმა პროტესტი?! აი, მაგალითად, ქალბატონი თამარ ალანია (მოსამართლე _ ..) რომ გამწესდა იუსტიციის საბჭოს წევრად, რატომ არ მოიძიეს და მიიღეს მხედველობაში, რა გადაწყვეტილებები გამოიტანა ამ მოსამართლემ?! დღეს, როდესაც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხი დადგა დღის წესრიგში, ამოიღო ვიღაცამ ხმა და ეს კარგია, მაგრამ ეს პროცესი ხომ ახლა არ დაწყებულა?! ეს პროცესი დაიწყო 2013 წლიდან, როდესაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე ლევან მურუსიძე ბატონმა ივანიშვილმა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის გარანტად გამოაცხადა. ზუსტად ამიტომ მიჩნდება შეკითხვა ქალბატონ ბესელიასთან და თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა, მას დავუსვა ეს შეკითხვა: ქალბატონო ეკა, 2013-ში სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეს რომ ჩააბარეს მართლმსაჯულება, არ გქონდათ პროტესი?! და მთავარი შეკითხვა: ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ მურუსიძე დანიშნეს სააპელაციო სასამართლოში და მან ჩაიბარა საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ყველა საკითხი. სად იყვნენ ის დეპუტატები, დღეს რომ იმუქრებიან უმრავლესობიდან წასვლით?

_ თქვენ რას ფიქრობთ?

_ არ გამოვრიცხავ, რომ აქ უფრო “ღრმა” თამაშები მიდიოდეს, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია, ანუ “მავრმა” გააკეთა თავის საქმე და “მავრი” უნდა წავიდეს.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რატომ შეაჩერა ივანიშვილმა არჩევანი იმ მოსამართლეებზე და მათ შორის მურუსიძეზეც, ესეც ძალიან მარტივია, მას, უბრალოდ, ხელს აძლევდა ყურუმსაღი მოსამართლეები, იმიტომ, რომ ყურუმსაღი მოსამართლე _ ეს არის გასვრილი მოსამართლე, რომელმაც ძალიან კარგად იცის თავისი ადგილი და, სანამ არ მიუჩენენ იმ ადგილს, ყოველთვის შეასრულებს დაკვეთას. აი ეს არის და ეს. მურუსიძე ყოველთვის იქნება ივანიშვილის მორჩილი და ყოველთვის იქნება არსებული მახინჯი პოლიტიკური სისტემის მსახური.

_ მედიაში უკვე გაჩნდა შეფასებები, რომ ყველაფერი, რაც დღეს ხდებაოცნებაში”, პოლიტიკური კრიზისია. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

_ პოლიტიკური კრიზისი ყალიბდება პროცესში, როდესაც სახელისუფლო გუნდში გადაწყვეტილებების მიღება ჭირს, თუმცა დღევანდელ პირობებში კრიზისი ვერ წარმომიდგენია. კერძოდ, რას ვგულისხმობ: გამომდინარე იქიდან, რომ ბატონი ივანიშვილი, ფაქტობრივად, არის ობრაზცოვის თეატრის (მსოფლიოში უდიდესი თოჯინების თეატრი სერგეი ობრაზცოვის სახელობისა _ ჯ.ჟ.) სამხატვრო ხელმძღვანელი, მას ექვემდებარება თითოეული დეპუტატი, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებია. შესაბამისად, საკითხი, რომელიც, შესაძლოა, რამენაირად უკავშირდებოდეს ქალბატონ ეკა ბესელიას მხრიდან მისდამი ურჩობას, არ უნდა განვიხილოთ სერიოზულად. ეს ერთი და მეორე _ ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს სრულად აკონტროლებს ვითარებას პარლამენტში. ასე ხდებოდა ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროსაც, როდესაც თითქოს რამდენიმე დეპუტატმა ხმა ამოიღო და თქვა, მხარს არ დავუჭერთო და შემდგომ გადაწყვეტილკების უკან წაღება მოუწიათ. გარდა ამისა, თუ თეორიულად წარმოვიდგენთ, რომ ბატონ ივანიშვილს შეიძლება რეალურად შეექმნას ვითარებაზე კონტროლის დაკარგვის საფრთხე, მაშინ ის გამოიყენებს “ოქროს რეზერვს”, რომლის ამოქმედების შემთხვევაში პროცესების მისთვის წარმატებით დასრულება გარანტირებული აქვს…

_ რა რეზერვს გულისხმობთ?

_ არიან დღეს პოლიტიკურ სპექტრში გარკვეული სუბიექტები, რომლებიც ივანიშვილის მიერაა ხელდასხმული და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს. მაგალითად, ბოკერიას გუნდი ივანიშვილის რეზერვია. მეტსაც გეტყვით: ბოკერიას გუნდის მონათესავეა ბატონ კობახიძის გუნდი და ეს ორი გუნდი იდეოლოგიურად, ფაქტობრივად, იდენტურია. შესაბამისად, მათ არაფერი არ უშლის ხელს, რომ 2020 წლისთვის შექმნან ჰიბრიდული პოლიტიკური ძალა. თუმცა არა მხოლოდ ბოკერია, ივანიშვილის ხელდასხმულია “გირჩიც”, რომელმაც არაერთი ტესტი გაიარა კონკრეტული საკითხების კანონად ქცევის გზაზე, მაგალითად, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის. აი, ეს პოლიტიკური კონფიგურაცია გვაქვს დღეს, სამწუხაროდ, რასაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული ქვეყნის ცხოვრებაში და მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით მოვუწოდო ყველას, რომლებსაც პერსონალურად გარკვეული რეიტინგი და ავტორიტეტი გააჩნიათ საზოგადოებაში, რომ ვიფიქროთ ძალების კონსოლიდაციაზე, ვიფიქროთ გაერთიანებაზე!

აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გამოვეხმაურო ცილისწამების შესახებ კანონის მიღების განცხადებებს. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ცვლილებებია დღევანდელ ვითარებაში. მოგეხსენებთ, თავის დროზე სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე მუხლი გულისხმობდა სასჯელს და პასუხისმგებლობის დაკისრებას სწორედ ცილისწამებისთვის, მაგრამ 2006 წლის რეფორმების დროს გიგა ბოკერიას უშუალო მეცადინეობით ეს მუხლი ამოიღეს. მაშინ არგუმენტი იყო ის, რომ თურმე ამას შეიძლებოდა მედიის თავისუფლება შეეზღუდა, თუმცა არაერთი ჩვენზე გაცილებით მაღალი დემოკრატიული სტანდარტის მქონე ქვეყანაა, რომლებშიც ეს კანონი მოქმედებს და მედიის თავისუფლება დაცულია. მივესალმები ამ ცვლილებას და ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე, ვინაიდან ზოგიერთი ადამიანის ენას, როგორც ჩანს, ძვალი არ აქვს. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ცილისწამება და სიცრუე ისმის მედიაში, ამიტომ არ შეიძლება, ეს კანონით არ რეგულირდებოდეს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. ვფიქრობ, არასწორია ეკა ბესელიაზე თავდასხმა. ბ-ნი დიმიტრი საერთოდ ღირსეულ პიროვნებად მიმაჩნია, ასეთი ქმედება კი ალეკო ელისაშვილის დონეზე დასვლაა. დღეს ეკა და მისი მხარდამჭერი პარლამენტარები გმირები არიან, რადგან, მაღალი სახელმწიფოებრივი პრინციპის დაცვით, საფრთხის ქვეშ აყენებენ თავიანთ სავარძლებს, ხელფასებსა და მდგომარეობას, ამიტომ მათი გვერდით დგომა ყველა კეთილი ნების ადამიანის ვალია. შორიდან, я так думаю.

  2. Omar, ვერ დაგეთანხმებით, ბ-ნ დიმიტრი სწორად აკეთებს ყველა აქცენტს.
    არ შეიძლება თავი გმირად წარმოაჩინო და ზურგს უკან საკუთარი ხელით იმის, ამის, ვიღაცის ან რაღაცის ხათრით ან სკამის დაკარგვის შიშით, შეცდომათა, თუნდაც დათმობების გამო ღრმა ორმოში ჩავარდნის საშიშროების წინაშე იდგე… ბესელია კეკლუცობს და ბიძინას არ დავუპირისპირდებიო ამბობს, ე.ი. ადრინდელ შეცდომებზე ინდულიგენცია ნაყიდი ქონდა და როდესაც სკამიდან გადანაცვლება მოთხოვეს ისეთი რამ არ შესთავაზეს რაც მას სურდა და აქედან წარმოიშვა ეს კატავასია…

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here