Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: უახლოეს მომავალში წამოვა “საგანმანათლებლო” პროგრამები დაწყებითი კლასებისთვის, რათა ბავშვებს ადრეული...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: უახლოეს მომავალში წამოვა “საგანმანათლებლო” პროგრამები დაწყებითი კლასებისთვის, რათა ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე გაუღვივონ და შთაუნერგონ გარკვეული “ლიბერალური” სტანდარტები

2347
დიმიტრი ლორთქიფანიძე

საქართველოში მოქმედმა უცხოეთიდან დაფინანსებულმა ორმაარასამთავრობო ორგანიზაციამ” _ “ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმადაახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” _ რამდენიმე დღის წინათ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა დატრანსგენდერი მამაკაცისნიკოლო ღვინიაშვილისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ასახვაზე ქართული მართლმსაჯულების უარი გაასაჩივრა.

განცხადებაში, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციებმა სარჩელის შეტანიდან მალე გაავრცელეს, ნათქვამია, რომ მომჩივანი თავის გარეგნობასა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში მითითებულ სქესს შორის შეუსაბამობის გამო დისკრიმანაციას განიცდის, რაც მისი უფლებების უხეში დარღვევაა. იმავე საჩივარში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ დღეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მთელ რიგ ფუნდამენტურ ცვლილებებს საჭიროებს სექსუალური უმცირესობების უფლებების ეფექტიანად დაცვის თვალსაზრისით. კერძოდ, განცხადებაში საუბარია ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებზე, რაც თურმე სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ არ თუ ვერ დაცვის პირობებში სექსუალური უმცირესობებისთვის და განსაკუთრებით ტრანსგენდერებისთვის ისედაც მძიმე დისკრიმინაციულ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს.

ცნობისთვის: საქართველოში მოქმედი უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, უკვე რამდენიმე წელია, ტრანსგენდერებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტში მათთთვის სასურველი სქესის მითითების უფლებას ითხოვენ (საუბარია იმაზე, რომ ადამიანს პირადობის დამადასტურებელ ოკუმენტში სქესი განესაზღვროს არა მისი ბიოლოგიური აგებულების, არამედ საკუთარი სურვილის მიხედვით). აღნიშნული მოთხოვნით ერთ-ერთი ხმაურიანი და სანახაობრივი აქცია გასულ წელს “ქალთა მოძრაობამ” გამართა ლოზუნგით “მე ვარ ქალი _ აღიარე”. თუმცა, მიუხედავად ამისა, კანონმდებლობაში მათი მოთხოვნების შესაბამისი ცვლილებების განხორციელების საკითხი არ დამდგარა…

რას ნიშნავს ეს მოთხოვნა და რა პრეცენდენტი შეიქმნება ქართულ კანონმდებლობაში, თუ სტრასბურგის სასამართლოტრანსგენდერი მამაკაცისსარჩელს დააკმაყოფილებს (რაც, დიდი ალბათობით, მოხდება), “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, ამას წინათ ორმაარასამთავრობო ორგანიზაციამქართულ მართლმსაჯულებასტრანსგენდერი მამაკაცისთვისსაიდენტიფიკაციო დოკუმენტში მისთვის სასურველი სქესის მითითებაზე უარის გამო სტრასბურგში უჩივლა. სარჩელში წერია, რომ საქართველოში ტრანსგენდერები მუდმივად განიცდიან დისკრიმინაციას და საჭიროა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა. თუ სტრასბურგი მომჩივანთა მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს კანონმდებლობაში, რა პრეცენდენტს შექმნის რეალურად ეს ყველაფერი?

_ უცხოეთიდან დაფინანსებული რომელიმე არასამთავრობოს თუ სხვა ვინმეს მიერ მსგავსი ფაქტის გამოვლინება უნდა განვიხილოთ, როგორც ე.წ. გენდერის თეორიის პრაქტიკაში დანერგვის მცდელობა. ასეთ მცდელობებს ჩვენ, უკვე წლებია, ვხედავთ და განსაკუთრებით აქტიური ეს პროცესი გახდა 2015 წლიდან, როდესაც სახალხო დამცველმა პირველად განაცხადა, რომ ტრანსგენდერებს უნდა შეძლებოდათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში მათთვის სასურველი სქესის მითითება. მოგეხსენებათ, მაშინ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იყო. მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესი უნდა მიეთითოს არა მისი ბიოლოგიური აგებულების, არამედ სურვილის მიხედვით, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ, ადამიანი როცა იბადება, მისი სქესი განსაზღვრული კი არაა, ის მერე ირჩევს სქესს, თვითონ განსაზღვრავს. ხვდებით, რა აბსურდზეა ლაპარაკი?! რაც შეეხება კონკრეტულ სარჩელს, რა თქმა უნდა, მოლოდინი იმისა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ დააკმაყოფილებს ამ სარჩელის მოთხოვნას, სრული ილუზიაა, დარწმუნებული ვარ, დააკმაყოფილებს და მიიღებს შესაბამის მკაცრ გადაწყვეტილებას. ახლა თქვენ, ალბათ, მკითხავთ, თუ რა იქნება ამის საბოლოო შედეგი. მოგეხსენებათ, სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ატარებს პრეცენდენტულ ხასიათს ჩვენი მართლმსაჯულებისთვის და ამ შემთხვევაში ძალიან ცუდ პრეცენდენტს მივიღებთ. ფაქტობრივად იწყება ახალი ეპოქა ჩვენს კანონმდებლობაში და ცუდ პრეცენდენტში მე ვგულისხმობ იმას, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების კვალდაკვალ დაიწყებალიბერალურისაკანონმდებლო ცვლილებების კასკადი.

_ კონკრეტულად?

_ არ მინდა, ჩემი საუბარი მკითხაობას ჰგავდეს, მაგრამ, თუ სტრასბურგი სარჩელს დააკმაყოფილებს და, პრაქტიკიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, დააკმაყოფილებს, მას აუცილებლად ექნება ერთგვარი ჯაჭვური რეაქციის ხასიათი კანონმდებლობაში. როგორც ხდება ხოლმე, იქნება დირექტივები, იქნება მითითებები და რეკომენდაციები, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული პიროვნების მიმართ კი არ აღსრულდეს “სამართალი”, არამედ მართლმსაჯულება “დაიხვეწოს”. სწორედ მსგავსი დირექტივებისა და მითითებების საფუძველზე მიიღო თავის დროზე პარლამენტმა “ანტიდისკრიმინაციული” კანონი, კანონი მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის შესახებ, კანონი სხვადასხვა რელიგიური კონფესიებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებაზე, ბავშვთა უფლებების კოდექსი და ა.შ. რაც შეეხება სოციალურ რეალობას, რომელსაც მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები შექმნის, ზოგს შეიძლება ჰგონია, რომ ვიღაცას, პრობლემური ცნობიერებით, მიაჩნია, რომ მას აქვს სქესის არჩევის უფლება, ჩაუწერენ პასპორტში მისთვის სასურველ სქესს, ვთქვათ, მამაკაცს _ მდედრობითს ან პირიქით და ამით დასრულდება ყველაფერი, ცხადია, ეს არ იქნება ამ პროცესის დასასრული. უახლოეს მომავალში წამოვა “საგანმანათლებლო” პროგრამები დაწყებითი კლასებისთვის, რათა ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე გაუღვივონ და შთაუნერგონ გარკვეული “ლიბერალური” სტანდარტები. მაგალითად, ის, რომ, თურმე ადამიანი როცა იბადება, მისი სქესი განსაზღვრული კი არ არის, მას თვითონ ირჩევს; ან, მაგალითად, ის, რომ თურმე აუცილებელი არ არის, ცოლი ქალი იყოს, ისევე, როგორც ქმარი არ ნიშნავს აუცილებლად მამაკაცს. ახლა ვიღაც ამას შეიძლება აგდებულად უყურებს და ფიქრობს: რა სისულელეა, საქართველოში ეს არ მოხდებაო. ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: 10-15 წლის წინათ ვინმე წარმოიდგენდა, რომ შუაგულ თბილისში, რუსთაველზე, ადამიანების ჯგუფი მამათმავლობის ზეიმს ჩაატარებდა ან ვინმე წარმოიდგენდა, რომ მსგავსი სიბინძურეები რეალური განხილვისა და მსჯელობის საგანი გახდებოდა საკანონმდებლო ორგანოში?

_ გინდათ თქვათ, რომ საზოგადოება ნელ-ნელა შეაგუეს ამ ყველაფერს?

_ იმის თქმა მინდა, რომ ეს არის პროცესი და ხვალზეგ ამას ყველა გამოცდის საკუთარ თავზე. ყველას შეეხება, ყველა ოჯახს და განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს, იმიტომ, რომ საკმარისია, რომელიმე მათგანს გაუჩნდეს პროტესტი, ვთქვათ, სკოლის მიმართ და მოარიდოს ბავშვი არასასურველ გაკვეთილებს, სოციალური მუშაკი მას შვილს წაართმევს. თუმცა აქ, კიდევ ვიმეორებ, პრობლემა არის ის, რომ ბევრ ადამიანს ეს არ სჯერა, ვერ წარმოუდგენია, რომ ეს მოხდება. არადა, აუცილებლად მოხდება და ეს დრო შორს არ არის.

რაც შეეხება “ტრანსგენდერების სქესის აღიარების” საკითხს, ვიცი, ამის გამო სრულიად “ლიბერალური” ისტებლიშმენტი კიდევ ერთხელ აღშფოთდება და ბოღმის ნიაღვარი წამოვა ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ, მოდი, ვთქვათ სიმართლე _ ვინ არის რეალურად ე.წ. ტრანსგენდერი? ტრანსგენდერი _ ეს არის ყოველგვარი ზნეობისა და მორალისაგან დაცლილი, ფაქტობრივად, უსულო ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას აღარ ახდენს შემოქმედთან და არ აქვს არავითარი პასუხისმგებლობა. პრაქტიკულად ის არის პარაზიტი იმ თვალსაზრისით, რომ ისრუტავს სხვისი შრომის ნაყოფს ბავშვების სახით. ახლა კიდევ ვიმეორებ: ვიღაცას შეიძლება, ვერ წარმოუდგენიას, რომ აქ მსგავსი რამ მოხდება და ბიოლოგიური მშობლებისთვის წართმეულ ბავშვს ასეთ ადამიანებზე გააშვილებენ, მაგრამ რა ხდება იმ ე.წ. ცივილიზებულ მსოფლიოში, საითაც ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ისწრაფვის, ყველამ ვიცით. დასავლეთ ევროპაში ოჯახებისთვის წართმეული ბავშვების ელექტრონული აუქციონები ეწყობა და ასობით ბავშვია უკვე, ათასობით თუ არა, ამ გზით ერთი და იმავე სქესის წყვილებისოჯახებზეგასხვისებული. ამაზე მეტი არგუმენტი რაღა უნდა მოვიყვანოთ, მაგრამ იმ პირობებში, როცა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილილიბერალურიმეინსტრიმული მედიის მიერ არის სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცეული, ძალიან რთულია, ადამიანებს აუხსნა, რასთან გვაქვს რეალურად საქმე. საზოგადოების რაღაც ნაწილი, უბრალოდ, ვერ აღიქვამს, რა ხდება, რა პროცესი მიმდინარეობს და რა გველოდება უახლოეს მომავალში

_ გამოსავალს ხედავთ? რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პროცესები თავიდან ავიცილოთ?

_ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს საუბრობენ განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში იმაზე, რომ ქვეყანაში კონსერვატიული განწყობები ძლიერდება, რომ ეს დასავლეთში მიმდინარე პროცესების გამოძახილია და საბოლოოდ ამ ყველაფერს თავისი ლოგიკური დასასრული ექნება. რა თქმა უნდა, ეს განწყობები ძლიერდება და ამას ყველა ვხედავთ, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, რომელიც, ვფიქრობ, როგორც ორჯერ ორია ოთხი, ისეა, თუ ამ საზოგადოებრივ განწყობებს არ მიეცა შესაბამისი პოლიტიკური მიმართულება და შემდეგ ეს ყველაფერი არჩევნებში არ აისახა, მიუხედავად პროტესტისა და უკმაყოფილებისა, რომელიც შეიძლება მზარდიც იყოს, არსებული დღის წესრიგი განუხრელად გააგრძელებს აღებულ კურსს. ეს ნიშნავს, რომ ყველა დაწყებული ლიბერალური რეფორმა, ყველა გეგმა წარმატებით განხორციელდება. შედეგად კი მივიღებთ იმას, რომ ერთ მხარეს იქნება დაზაფრული, გულგახეთქილი და უკიდურეს ნიჰილიზმში გადავარდნილი საზოგადოება, მეორე მხარეს _ პოლიტიკური ელიტა, რომელიც კვლავ იხელმძღვანელებს პრინციპით: “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიქრის…” ეს რომ არ მოხდეს და ქვეყანა კიდევ ერთხელ არ აღმოჩნდეს გარედან მართული მავნე ძალების ხელში, საჭიროა მძლავრი ეროვნულ-კონსერვატიული ფლანგი. თუ შემდეგი არჩევნებიც მათი ტრიუმფით დასრულდება, ჩვენი მომავალი გასაგებია. საქართველოს პერსპექტივა არ აქვს, მათ ხელში საქართველო განწირულია ტოტალური უსამართლობისთვის, ტოტალური ლიბერალური დიქტატურისთვის…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ახალ თაობაში ლიბერასტებმა გავიმარჯვეთ_ საქართველოში აბსოლუტურ უმრავლესობაში ვიმყოფებით! მიუხედავად_ ლგბტ ქართველებთან, შავკანიან ქართველებთან თუ ბუდისტ ქართველებთან ერთან მრავალფეროვან საქართველოს განუყოფელი ნაწილი ვართ_ ძალა ერთობაშია! საქართველოს სილამაზე მრავალფეროვნებაშია! ლგბტ და ქვიარ ნატურალ თუ ყვითელ ქართველებთან ერთად საქართველოს მრავალფეროვანი მშვენება ვართ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here