Home რუბრიკები სამართალი დიმიტრი ლორთქიფანიძე: ტერორი, სახელწოდებით იუვენალური იუსტიცია

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ტერორი, სახელწოდებით იუვენალური იუსტიცია

უამრავ მშობელს საკუთარ თავზე მოუწევს შვილის წართმევის სიმწარის გამოცდა

25929
დიმიტრი ლორთქიფანიძე

რამდენიმე დღის წინათ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ევროპელპარტნიორებთანხანგრძლივი აუდიენციის შემდეგ ვიზიტის შედეგებზე მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებების გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ რეფორმებსდემოკრატიულიდასავლეთი უმაღლეს შეფასებას აძლევს. მისი თქმით, განსაკუთრებულ მოწონებას პარლამენტის მიერ შარშან მიღებული .. ბავშვის უფლებათა კოდექსი იმსახურებს, რომელიც თურმე ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შორის ყველაზე პროგრესულია.

იმავე კომენტარში კილაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მთავარია, სახელმწიფომ ამ კოდექსის ეფექტიანად აღსრულება უზრუნველყოს, რათა უახლოეს პერიოდში მის ამოქმედებას ყველა შესაბამისი უწყება და დაწესებულება სათანადოდ მომზადებული შეხვდეს: “ჩვენი ევროპელი პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტმაბავშვის უფლებათა კოდექსისსახით მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი და პროგრესული დოკუმენტი. ახლა მთავარია, ევროპული გამოცდილების გაზიარებით მისი ჯეროვანი იმპლემენტაცია განვახორციელოთ და მაქსიმალურად გავეცნოთ სახელმწიფოს მხრიდან ბავშვზე ზრუნვის ევროპულ მოდელს, რათა 1 ივნისს კოდექსის ამოქმედებას ყველა შესაბამისი უწყება მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს…”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა კილაძის მიერ ყველაზე პროგრესულ საკანონმდებლო ცვლილებად შეფასებული “ბავშვის უფლებათა კოდექსი” გასული წლის 20 სექტემბერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ მიიღო. მაშინ ამ ცვლილებას საკანონმდებლო ორგანოსთან ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები და დაპირისპირებაც მოჰყვა, თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოს “მეოცნებე” ხელისუფლება აღებულ კურსს მაინც განუხრელად განაგრძობს და ევროკავშირთან ასოცირებით ნაკისრი რიგი ვალდებულებების კვალდაკვალ ახლა უკვე სისრულეში მისი (კოდექსის) ეფექტიანად მოყვანის რეპრესიულ მექანიზმებზე მუშაობს.

რას ნიშნავს ამ კოდექსისეფექტიანიაღსრულება და რას შეიძლება გულისხმობდეს ქალბატონი კილაძეყველა შესაბამისი უწყების მაქსიმალურ მომზადებაში”, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, ამასწინათ საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა სოფიო კილაძემ მედიასთან განაცხადა, რომბავშვის უფლებათა კოდექსიპროგრესული საკანონმდებლო ცვლილებაა, რომელსაც ყველა აღიარებს. მისი თქმით, ახლა მთავარია, მისი ეფექტიანად აღსრულება და 1 ივნისს, როცა ეს კანონი ოფიციალურად ამოქმედდება, ყველა შესაბამისი უწყება მაქსიმალურად მომზადებული იყოსრას ნიშნავს ეს ყველაფერი? რა მექანიზმები შეიძლება მათ შეიმუშაონკანონის ეფექტიანი აღსრულებისთვის?”

_ ამ “კანონის” წინააღმდეგ პროტესტი და მღელვარება საზოგადოებაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩვენმა ჯგუფმა და არა მხოლოდ ჩვენმა, ამხილა კანონპროექტის ავტორები. ეს ეხებოდა იმ შინაარსს ცვლილებისა, რომელიც დაკავშირებულია იუვენალურ იუსტიციასთან. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში დღემდე არ არსებობს ალტერნატიული საინფორმაციო ველი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა საზოგადოების დეტალური ინფორმირება, სამწუხაროდ, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს დღემდე არ აქვს ბოლომდე გაცნობიერებული, ამ “კანონის” სახით რასთან გვაქვს საქმე.

ახლა რაც შეეხება მის ეფექტიან იმპლემენტაციას”, რომელიც, ქალბატონ კილაძის განმარტებით, თურმე ერთგვარი ტესტია მშენებარე ქართული დემოკრატიისთვის. ნამდვილად არ მინდა, ზედმეტად გავაბუქო ეს თემა და გადავაჭარბო შეფასებებში, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის დაუფარავი მცდელობა, მოხდეს ბავშვის სეპარაცია ოჯახისგან და ამით პრაქტიკულად განხორციელდეს ერთგვარი დიფერენცირება, დაყოფა-დახარისხება მშობლებისა კატეგორიებად. მარტივად რომ ვთქვათ, იქნებიან “ურჩი მშობლები”, რომლებიც, ვთქვათ, შემჩნეულნი არიან შვილებისთვის მკაცრი შენიშვნების მიცემაში, მაგალითად, ჩაცმულობის გამო ან მავნე ჩვევებისთვის; და იქნებიან მშობლები, რომლებიც, უბრალოდ, ზედმიწევნით დაიცავენ ამ ე.წ. კოდექსის მოთხოვნებს. აი, იმურჩი მშობლებისმიმართ გატარდება უმკაცრესი საკანონმდებლო ღონისძიებები და ქალბატონი კილაძე ამას გულისხმობს ზუსტად, როცა კანონის ეფექტიანობაზე საუბრისას ხაზს უსვამსყველა შესაბამისი უწყების მაქსიმალურ მზადყოფნას” 1 ივნისისთვის

_ იქნებ დააკონკრეტოთ, რა შეიცვლება 1 ივნისიდან, როცა ეს კანონი ამოქმედდება? გინდათ, თქვათ, რომ თითოეული ოჯახი, თითოეული მშობელი საკუთარ თავზე იგრძნობსკოდექსისსიმკაცრეს?

_ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე მოიმატებს შვილისადმი “სიმკაცრის” გამო სამართლებრივ პასუხისმგებლობადაკისრებული მშობლების რაოდენობა. იმიტომ, რომ ამ “კანონით” სიმკაცრედ შეიძლება შეფასებული იყოს ელემენტარული შენიშვნაც კი ან რამის დაშლა ბავშვისთვის…

_ მაგალითად?

_ მაგალითად, ჩაცმულობაზე შენიშვნის მიცემა ან რამე მავნე ჩვევის, ვთქვათ, თამბაქოს მოხმარების აკრძალვა. ახლა ზოგს ამაზე შეიძლება გაეცინოს და გაუჭირდეს დაჯერება, მაგრამ, ვისაც ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს ამ ყველაფრისადმი, მინდა, შევახსენო გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ კოდექსის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნებული ანგარიშის შინაარსი. იუნისეფმა 2018 წლის დეკემბერში ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ საქართველოში მშობლების უმრავლესობა აღზრდის ავტორიტარულ სტილს მიმართავს. არ გაინტერესებთ, ეს ავტორიტარული სტილი რას გულისხმობს?

_ რას?

_ ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ თურმე ბავშვები მოზარდობის ასაკში მიდრეკილნი არიან უცნაური ქცევებისადმი, მათ შორის მავნე ჩვევებისადმი, როგორიცაა ალკოჰოლის, .. მსუბუქი ნარკოტიკის, თამბაქოს მოხმარება და მშობელი ამას გაგებით უნდა მოეკიდოს. ანუ, პრაქტიკულად საუბარია იმაზე, რომ, თუ ხედავ, შვილი გეღუპება და ხელიდან გეცლება, შენ ხმა არ უნდა ამოიღო. ამოიღებ და მოძალადე ხარ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ, თურმე, მოზარდებს სექსუალური თავისუფლება უნდა ჰქონდეთ და ტიპური ქართველი მშობელი ამ მხრივაც ზედმეტად მკაცრი ყოფილა, განსაკუთრებით გოგონების მიმართ

რაც შეეხება კოდექსის ეფექტიან იმპლემენტაციას, სამწუხაროდ, დღეს ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, გასაგები მიზეზების გამო, საერთოდ არ არის ინფორმირებული ამკანონისრეპრესიულ მექანიზმებზე. არადა, თვით საკანონმდებლო ცვლილების მთავარი ორიენტირი არის ადამიანების იძულება, ანუ მასობრივი შიშისა და ტერორის ფონზე მათი ნების საწინააღმდეგოდ გარკვეული იდეოლოგიური დღის წესრიგის დამყარება. ეს, პრაქტიკულად, დეკლარირებულია მათ მიერ და ამ ყველაფრის უკან დგას იუნისეფი. სხვათა შორის, ამ იუნისეფზე შეიძლება ბევრმა არ იცის და მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომ იუნისეფი _ ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც 1990-იან წლებში თბილისში, ერისთავის ქუჩაზე, მრგვალ ბაღთან, დაიკავა დედაქალაქის ერთერთი ელიტური ბაღის შენობა _ იქიდან გამოაძევეს პედაგოგები და, პრაქტიკულად ძალით, იძულების გზით მიითვისა ეს ნაგებობა. აი, ეს ადამიანები გვეუბნებიან დღეს, რომ ჩვენი შვილების აღზრდა ჩვენი უმთავრესი და უპირველესი უფლება კი არაა, მათი პრიორიტეტია. ვფიქრობ, რომ ეს არის შორს მიმავალი კონკრეტული გეგმა, რომელიც უახლოეს პერიოდში დაგვაყენებს სავალალო რეალობის წინაშე. მხედველობაში მაქვს ის, რომ მასობრივი ტერორი, სახელწოდებით იუვენალური იუსტიცია, შეაბიჯებს ყველა ოჯახში და უამრავ მშობელს საკუთარ თავზე მოუწევს შვილის წართმევის სიმწარის გამოცდა.

_ დასავლეთშისოციალური მუშაკებისმიერ ოჯახებისთვის წართმეული ბავშვები ხშირად ერთი და იმავე სქესის პირების ოჯახებზე შვილდება. ჩვენს შემთხვევაში შესაძლებელია ეს?

_ ის, რომ ხელისუფლების ერთმნიშვნელოვანი, დეკლარირებული პოლიტიკაა ევროპასთან სრული იდეოლოგიურპოლიტიკური ინტეგრაცია, ხოლო, თავის მხრივ, ევროპა ამის სანაცვლოდ ფუნდამენტური ცვლილებების პირობას გიყენებს, მათ შორის ჩვენს ეთნოკულტურულ იდენტობასთან აბსოლუტურად შეუსაბამოსაც, უკვე ყველაფერს ცხადყოფს. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყავართ იქით, რომ სულ მალე აქაც დაკანონდება ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინება. ეს შეიძლება მოსალოდნელზე მალე მოხდეს და, მერწმუნეთ, უამრავ ბავშვს, რომლებსაც არსებულ ლიბერალურ დიქტატურასთან კონფლიქტში მყოფ ოჯახებს წაართმევენ, სწორედ მათ მიაშვილებენ. სხვათა შორის, ბოლო წლებში უკვე უმაღლეს სასწავლებლებში ღიად დაიწყესლიბერალურიპროპაგანდა და სტუდენტებში იმ აზრის დამკვიდრება, რომ თურმე ადამიანის მიერ ნებისმიერი ფორმით გამოვლენილი კონსერვატიულობა სიბნელეა და სირცხვილია. კონკრეტული ფაქტიც შემიძლია გითხრათ. მაგალითად, ჩემმა შვილმა, გიორგი ლორთქიფანიძემ უარი თქვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზე იმის გამო, რომ მისი ერთერთი ლექტორი, გიორგი მელაძე, ლექციებზე ლანძღავდა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა კათოლიკოსპატრიარქს. და ეს შემთხვევა არ არის გამონაკლისი. ასეთი ფაქტები ხდება ყოველდღე. კიდევ ვიმეორებ: მიდის ახალგაზრდების მასობრივი დამუშავება ფსიქოლოგიურად, რათა უახლოეს მომავალში, როცა დღის წესრიგში დადგება დასავლეთიდან ნაკარნახევი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საკითხი, საზოგადოების ყველაზე მძლავრი, ყველაზე აქტიური ნაწილისგან, სტუდენტებისგან, აღარ იყოს წინააღმდეგობა.

_ როგორ ფიქრობთ, მიაღწევენ ამ მიზანს?

_ ამ ეტაპზე ერთ რამეს ვხედავ: ეს ყველაფერი არის მიჩუმათებული ან გადაფარული სხვა რამით და ყველაფერი კეთდება უხმაუროდ. ზუსტად ასეა “ბავშვის უფლებათა” კოდექსიც და არა მხოლოდ. სხვათა შორის, საზოგადოებას ძალიან ეშმაკურად მიავიწყეს დავითგარეჯის თემაც. არადა, უკვე კულუარებიდან მოდის ინფორმაცია, რომ იქ რაღაც პროცესები მიდის… მაგრამ ეს მზაკვრულად მიჩქმალულ-მიჩუმათებული პროცესები ადრე თუ გვიან მაინც აფეთქდება. განსაკუთრებით ეს ეხება დავითგარეჯას და მერწმუნეთ, მალე სწორედ დავითგარეჯის საკითხი იქნება უმთავრესი მოვლენა, რომელიც გადაფარავს ქვეყანაში ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს. ყოველ შემთხვევაში, მჯერა, რომ საზოგადოება რაღაც ეტაპზე გამოვა პასიურობის რეჟიმიდან და ამით სამოქალაქო აქტიურობის სხვა ეტაპი დაიწყება. კიდევ ვიმეორებ: დავითგარეჯა იქნება ქართული ფუკუსიმა, რომელიც წალეკავს პოლიტიკურ სისტემას და ამ ისტორიულ ღალატში მონაწილე ყველა დამნაშავეს სათანადო ადგილს მიუჩენს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here