Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველოში განხორციელდა სახიფათო სოციალური ექსპერიმენტების კასკადი. დღეს ეს პროცესი, სამწუხაროდ,...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველოში განხორციელდა სახიფათო სოციალური ექსპერიმენტების კასკადი. დღეს ეს პროცესი, სამწუხაროდ, გრძელდება

საქართველო – ევროკავშირის საიდუმლო პოლიტიკურ-სოციალური ექსპერიმენტების არენა

2675
დიმიტრი ლორთქიფანიძე

ევროპარლამენტის მიერაღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ” 20 ივნისს მიღებულ რეზოლუციაში, რომელსაც 507-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 119 კი წინააღმდეგი იყო, ყურადღება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასაც დაეთმო. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამივე ქვეყანას, ინდივიდუალური მიდგომის ფარგლებში, თანამშრომლობის გაფართოებული სტრატეგია უნდა შესთავაზონ.

რეზოლუციის მხარდამჭერმა ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ევროპის საბჭოს, რომ აუცილებელია შესაბამისი პროგრამების ამოქმედება, რათა ამ ქვეყნებში კიდევ უფრო წახალისდეს “პოლიტიკური ფონდების მუშაობა, გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და აღიზარდოს პოლიტიკური ლიდერების მომავალი თაობა…”. დოკუმენტის თანახმად, ეს ნაბიჯები, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ამ სახელმწიფოების ინტეგრირებას დასავლურ გეოპოლიტიკურ ოჯახში; მეორე მხრივ, მათ საშუალებას მისცემს, გააჯანსაღოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და დ განაგრძონ თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება.

ცნობისთვის: აღნიშნულ დოკუმენტში, რომლის სრულად გავრცელებისგან ქართულმა ლიბერალურმა მედიამ თავი მიზანმიმართულად შეიკავა, ხაზგასმულია, რომ “მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობისა და ფინანსური დახმარების მისაღებად მთავარი პარამეტრები ქმედითი და მდგრადი დემოკრატიული ინსტიტუტები, მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვაა…”, თუმცა დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმაზე, კონკრეტულად რას უნდა გულისხმობდეს ეს პროცესი. ასევე არაფერია ნათქვამი, რას ნიშნავს “ახალი პოლიტიკური ლიდერების აღზრდის ხელშეწყობა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება”…

რა გზავნილია საქართველოსთვის ევროპარლამენტის რეზოლუცია და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ პოლიტიკურ დღის წესრიგში ამ დოკუმენტის კვალდაკვალ? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, ევროპარლამენტის მიერაღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ” 20 ივნისს მიღებულ ვრცელ რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სხვადასხვა პოლიტიკური ფონდის მუშაობის წასახალისებლად და, რაც მთავარია, პოლიტიკური ლიდერების ახალი თაობის აღსაზრდელად. რა შეიძლება იგულისხმებოდესპოლიტიკური ლიდერების აღზრდაში?”

_ შემთხვევით არ არის შერჩეული სამი ქვეყანა _ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ეს სამი ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში ერთად განიხილებოდა, როგორც გეოსტრატეგიული მიზანი, რომელიც დასავლეთის გაფართოებას გულისხმობდა აღმოსავლეთით, თუმცა საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამო სწორედ აქ განხორციელდა სახიფათო სოციალური ექსპერიმენტების კასკადი, რომელმაც სამოქალაქო დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანა. დღეს ეს პროცესი, სამწუხაროდ, გრძელდება და მეტიც, დასავლეთი უკვე საჯაროდ აცხადებს, რომ საქართველოში უნდა აღიზარდოს ახალი პოლიტიკური კლასი, ხელი შეეწყოს მესამე სექტორის განვითარებას და ეს ყველაფერი მიმართული უნდა იყოს .. რუსული პროპაგანდის დასათრგუნავად, ანუ საქართველორუსეთის პოტენციური დაახლოების ყველანაირი შესაძლებლობის აღმოფხვრისკენ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კრემლის წინააღმდეგ დასავლეთის სტრატეგიულ მიზნებსა და მოქმედებებზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარი არ არის მხოლოდ რუსეთის ფედერაციაზე, აქ ლაპარაკია თავის დროზე გამოთქმული საინტერესო კონცეფციის საწინააღმდეგო პროცესზე, რომელიც გულისხმობს რუსეთიინდოეთიჩინეთის სამკუთხედს. აი, ეს არის მათი მთავარი ამოსავალი წერტილი და აქედან იწყება ყველაფერი, იმიტომ, რომ დასავლეთს ძალიან ეშინია რუსულჩინური ალიანსის. სხვათა შორის, არც ბოლო პერიოდში ნატოს გარკვეული შეიარაღებული კონტინგენტის გადასროლაა შემთხვევითი ბალტიის ქვეყნებისკენ. ეს კიდევ უფრო აძლიერებს დასავლეთის პლაცდარმს აღმოსავლეთით და არა მხოლოდ. რაც შეეხება საქართველოს და იმ განცხადებას, რომ აქ უნდა აღიზარდოს პოლიტიკური ლიდერების ახალი თაობა, ვფიქრობ, ახალი არაფერი ხდება, იმიტომ, რომ საქართველოში პოლიტიკური კლასის აღზრდა, წლებია, მიმდინარეობს. მოახლოებული არჩევნებისთვის კი მათ სჭირდებათ გარკვეული აქტიურობა და ოქტომბერში ამას, ალბათ, კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ცდილობენ, ხელისუფლების ფორმირების მორიგ დასავლურ გეგმას ხორცი შეასხან…

_ რას მოიტანს ეს გეგმა, ანუ რა კონკრეტულ შედეგს მივიღებთ არჩევნების შემდეგ?

_ ვფიქრობ, ხელისუფლებაშიქართული ოცნებისდარჩენის პერსპექტივას დასავლეთი არ განიხილავს რეალისტურად და შეეცდება, რომ რევანშისტულ ოპოზიციას, წინა ხელისუფლების სახით, შესაძლებლობა მისცეს, 2012 წლის 1 ოქტომბერს შეწყვეტილი პოლიტიკური პროცესიდან გააგრძელოს ესტაფეტა. ჩემი აზრით, ეს არის მათი ჩანაფიქრი და მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი პოლიტიკური ვოიაჟიც საქართველოში პროცესების დაჩქარებას ემსახურება…

_ დავუბრუნდეთ ევროპარლამენტის რეზოლუციას. როგორ ფიქრობთ, ის განცხადებები, რომ აქ კიდევ უფრო მეტად უნდა წახალისდეს გარკვეული ფონდების მუშაობა, ხელი შეეწყოს პოლიტიკური ლიდერების ახალი თაობის აღზრდას და .., ნიშნავს თუ არა იმას, რომ რეალური მესამე ძალის ჩამოყალიბების პერსპექტივა, რაც საზოგადოების უმთავრესი მოთხოვნაა, პრაქტიკულად უნდა გამოირიცხოს?

_ არათუ ნიშნავს, ეს არის ყოველგვარი დიპლომატიური მიკიბვმოკიბვის გარეშე გაკეთებული განცხადება, რომ ამ ქვეყანაში არავითარი თავისუფალი პოლიტიკური სივრცე არ უნდა არსებობდეს. ეს ქვეყანა მათ მიერ არის ნაყიდი მილიარდიანი საგარეო ვალებით, გრანტებით და ვითომ დახმარების სხვადასხვა პაკეტით, რომელთა სანაცვლოდაც მუდმივად უნდა ვიყოთ მათ პოლიტიკურ მორჩილებაში. აი, ეს არის რეალურად ნათქვამი და, როგორც ჩანს, ახლაც მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კონკრეტული ფინანსური ინექციებით კიდევ უფრო გამყარდეს ჩვენი პოლიტიკური მიჯაჭვულობა მათთან. საერთოდ, დასავლეთს საქართველოში ახალი პოლიტიკური კლასი სჭირდება იმისთვის, რომ, რაც ვერ განახორციელა წინა ხელისუფლებამ ან თუნდაც დღევანდელმა, განახორციელოს სხვამ. ბევრი რამაა ასეთი და ეს ყველამ ვიცით. თავის დროზე სააკაშვილმა ვერ გაბედა უამრავი საკანონმდებლო ცვლილების გატარება ხალხის რისხვის შიშით, ვერ ბედავს “ოცნებაც”, მიუხედავად იმისა, რომ სანაცვლოდ დასავლეთიდან დაპირებული პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდების გამო ეს ყველაფერი სულით და გულით უნდა…

_ რას გულისხმობთ, რა ვერ განახორციელეს წინა და მოქმედმა ხელისუფლებებმა და რა უნდა განახორციელოს ახალმა პოლიტიკურმა კლასმა?

_ მაგალითად, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონება, იუვენალური იუსტიცია, რომელიც ნაწილობრივ უკვე მოქმედებს ე.წ. ბავშვის უფლებათა კოდექსის სახით, მაგრამ ეს მაინც არ არის ლიბერალური დიქტატის ის ფორმა, რომელიც მათ სურთ. სხვათა შორის, ეს ყველაფერი ჩადებულია ასოცირების ხელშეკრულების საიდუმლო მუხლებში, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 120-ს შეადგენს და ეს მუხლები დღემდე საჯარო არ არის. იქ ლაპარაკია მიგრაციის შესახებ მსოფლიო კონცეფციის განხორციელებაზე, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე, სოციალურ ექსპერიმენტზე და ა.შ.

_ როგორ ფიქრობთ, რა შანსი აქვს დღეს ქვეყანაში რეალურ ოპოზიციურ ფლანგს, ვგულისხმობ კონსერვატიულ ძალებს, რომლებსაც საზოგადოების მხარდაჭერა გააჩნიათ, მაგრამ ორგანიზება აკლიათ?

_ პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ დიდი რესურსი იხარჯება რეალური ეროვნული იდეების მქონე პოლიტიკური ბანაკის დასაქსაქსავად; ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეროვნული ძალების გაერთიანება ვერ მოხერხდეს. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, მჯეროდეს, რომ, სანამ საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში გადავა, გონს მოვეგებით. სხვანაირად არ და ვერ გამოვა ვერანაირი შედეგი, რომელიც სჭირდება რეალურ პოლიტიკურ ცვლილებებს.

_ კონსერვატიული ბანაკის დაქსაქსვა ახსენეთ და თქვით, რომ ძალიან დიდი რესურსები იხარჯება ამაში. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება ჩართულია ამ პროცესში? “ოცნებაამაყობს, რომ თავისუფალი და ჯანსაღი პოლიტიკური გარემო შექმნა

_ სიჯანსაღის რა მოგახსენოთ, მაგრამ, რადგან არჩევნებზე ვსაუბრობთ, მინდა გაგახსენოთ კახა კალაძის მიერ გაკეთებული ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც სწორედ არჩევნებსა და საარჩევნო კონკურენციას ეხებოდა. მან თქვა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, არ დააყენონ კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, რომლებშიც “ნაციონალური მოძრაობის” ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი. საუბარია იმაზე, რომ კონკურენცია არ გაუწიონ ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე სუბიექტებს. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება და საინტერესოა, რჩება თუ არა ის ძალაში. თუ რჩება და მართლა გადადგამენ ამ ნაბიჯს, დარწმუნებული ვარ, რომ პირველი _ მოსახლეობის აქტივობა იქნება გაცილებით მაღალი, ვიდრე წინა არჩევნებზე; და მეორე _ არაერთ საარჩევნო ოლქში ნაცები და მათი განაყოფი ევრონაცები უშანსოდ დარჩებიან. ახლა რა არის ჩემი არგუმენტი ამ შემთხვევაში, რომელზე დაყრდნობითაც მივმართავ ხელისუფლებას, რომ არ დამიყენოს კონკურენტი საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანის წინააღმდეგ, რომელიც ამაყად აცხადებს: “არც ერთი ხმა პუტინს”, და გულისხმობს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად რუსულ-ქართული ურთიერთობების გადატვირთვაზე მომუშავე პოლიტიკოსებს. თბილისის მერის 2014 წლის არჩევნებში ვიყრიდი კენჭს და გაგახსენებთ, რომ მაშინ იმაზე მეტი ხმა მივიღე, ვიდრე ოპოზიციის დანარჩენმა 11-მა კანდიდატმა. საუბარია ხმების 13%-ზე. თუ ხელისუფლებას მართლა სურს, ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს გზა გაუხსნას, მაშინ მოგვცეს ამის რეალური საშუალება; მაგალითად, მე არ დამიყენოს თავისი კანდიდატი საბურთალოს ოლქში და ვანახვებ ქალბატონ ჩარკვიანს, როგორარ უნდახალხს ხელისუფლებაში რუსულქართული ურთიერთობების გადატვირთვაზე მომუშავე პოლიტიკოსების ხილვა. საზოგადოებას სხვა არაფერი არ უნდა, გარდა იმისა, რომ გაჩნდეს თუნდაც მინიმალური პერსპექტივა ცვლილებების რეალურ პოლიტიკურ დონეზე და არა კოსმეტიკურად, როცა დასავლეთის ერთი ყურმოჭრილი მონის ადგილს მეორე იკავებს და მერე მომდევნო არჩევნებამდე მთელი პოლიტიკური სპექტრი მათი სამარცხვინო კინკლაობის ასპარეზადაა გადაქცეული…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here