Home ახალი ამბები საქართველო დიმიტრი ლორთქიფანიძე: ნატოს სურდა, ბოლო უკრაინელამდე ეომა რუსეთთან, ოღონდ არა თავის საზღვრებში,...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ნატოს სურდა, ბოლო უკრაინელამდე ეომა რუსეთთან, ოღონდ არა თავის საზღვრებში, არამედ უკრაინის ტერიტორიაზე

434

10 მარტს თურქეთის ქალაქ ანტალიაში სერგეი ლავროვსა და დიმიტრო კულებას შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. თითქმის საათნახევრიანი მოლაპარაკების შემდეგ მხარეებმა პოზიციების შეჯერება ვერ შეძლეს. 90-წუთიანმა დიალოგმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მიმდინარე დაპირისპირების ფონზე დიპლომატია ჯერჯერობით უძლურია.

კოლოსალური ზარალის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკა უცვლელია. მათ მიჩნიათ, რომ აქვთ უფლება, თვითონ აირჩიონ, რომელ კავშირში, სამხედრო ბლოკსა თუ გაერთიანებაში გაწევრდებიან. ზელენსკი ომის დაწყებიდან სამი კვირის თავზეც ჯიუტად იმეორებს, რომ მათ სწრაფვას “ცივილიზებული სამყაროსკენ” ვერაფერი შეაჩერებს. თუმცა ამ პოლიტიკურ ლირიკას თან სდევს გამუდმებული წუწუნიც, რომ დასავლეთმა უკრაინა მიატოვა. კიევი პარტნიორებს სასოწარკვეთილი ეხვეწება, დახურონ მისი საჰაერო სივრცე; კიდევ უფრო გაუმკაცრონ სანქციები რუსეთს და გაწყვიტონ მასთან ყოველგვარი ურთიერთობა. ზელენსკის ყველა ბოლოდროინდელი გამოსვლა სწორედ ამ თხოვნით იწყება, რომელიც ნათლად აჩვენებს მის იმედგაცრუებას “უკრაინული დემოკრატიის ქომაგებისა და გუშემატკივრებისადმი”, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ უკრაინელი ხალხის დასაცავად, გარდა “ტრადიციული” შეშფოთება-აღშფოთებისა… შეგახსენებთ, რომ დასავლეთმა კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვაზე. მიზეზად რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირებაში ჩართვის საშიშროება დასახელდა. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ეს გამოიწვევდა მსოფლიო ომს, რაც მათ არ სურთ. ამავე მიზეზით თქვეს უარი “მიგ29” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზეც უკრაინისთვის. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, კულებასთან შეხვედრის შემდეგ ლავროვმა ხაზგასმით განაცხადა, რომ რუსეთი არ იპყრობს უკრაინას, რუსეთს სურს მეგობრული უკრაინა, სადაც არ დევნიან რუსულ ენას, კულტურას და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას. ცხადია, აქ ეკლესია შემთხვევით არ იყო ნახსენები, სწორედ რუსული მართლმადიდებელი ეკლესია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დასავლეთმა მიზანში ამოიღო კიევსა და მოსკოვს შორის პროვოცირებული დაპირისპირების ფონზე. ამის ნათელი მაგალითია ტომოსის თვითნებური მინიჭება უკრაინული ეკლესიიდან განდგომილთათვის, ამის მაგალითია მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინის ეპარქიის მოწყვეტა დედაეკლესიისგან.

რა პროცესები მიმდინარეობს დღეს უკრაინაში, რა ცვლილებებს გამოიწვევს მიმდინარე კონფლიქტი რეგიონისთვის და რა საფრთხეებს ქმნის ჩვენთვის? _ “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, სამი კვირაა, უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ჯერჯერობით მისი მშვიდობიანად დასრულების პერსპექტივა არ ჩანს. მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ მის დასრულებას ბოლო არ უჩანსსერგეი ლავროვმა დიმიტრო კულებასთან რამდენიმე დღის წინათ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის დაპყრობა არ სურს. მისი თქმით, რუსეთს უნდა მეგობრული უკრაინა, რომელიც არ აკრძალავს რუსულ ენას, კულტურას და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასრა გზავნილებს შეიცავდა ეს განცხადება და, საერთოდ, რას ფიქრობთ, მიმდინარე მოვლენებზე?

_ უკრაინა ისეა შუაზე გაყოფილი, როგორც მისი ორფეროვანი დროშა. ქვეყნის დასავლეთი ნაწილი არის აბსოლუტურად სხვა და აღმოსავლეთი სხვა კულტურის მქონე. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დასავლეთი უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა დამოუკიდებელ სუბიექტად და მხოლოდ 1922 წელს მოხერხდა გაერთიანება, თუმცა მის დასავლეთ ნაწილში 1956 წლის ბოლომდე მაინც მიმდინარეობდა სხვადასხვა ლიდერის მიერ წამოწყებული სეპარატისტული მოძრაობა, რომელთაგან ბოლო იყო სტეპან ბენდერა. სხვათა შორის, ეს მოძრაობა, თავის არსით, არა მხოლოდ პროფაშისტური იყო, არამედ პირდაპირ ჰიტლერული გერმანიის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა. მათი ამოცანა იყო, აღედგინათ ე.წ. დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, რომელიც დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო და კავშირი არ უნდა ჰქონოდა საბჭოეთის მონაპოვართან. აი, სწორედ ამ ბრძოლების პროცესში გამოიკვეთა განსაკუთრებული სიძულვილი აღმოსავლეთ უკრაინელი ხალხების კულტურისადმი და აქ, უწინარესად, საუბარია კატეგორიულ მიუღებლობაზე, რომელიც დაკავშირებულია კონფესიურ შემადგენელზე…

_ მოდი, უფრო კონკრეტულად ავუხსნათ საზოგადოებას, რა იგულისხმება ამ მიუღებლობაში.

_ საუბარია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ანუ იმის წინააღმდეგ, რომელიც ბელარუსსა და რუსეთთან ერთად შეადგენს რუსეთის ეკლესიას _ მოსკოვის საპატრიარქოს. რაც შეეხება დასავლეთ უკრაინას, ის ყოველთვის აცხადებდა პრეტენზიას, რომ ჰქონოდა ავტოკეფალია, ოღონდ არა მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ ბერძნული კათოლიციზმის, _ .. უნიატური ერთობის წიაღში. აი, სწორედ ამ უნიატური ეკლესიის არსებობა იყო ერთერთი განმასხვავებელი დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინას შორის, რომელმაც გაამწვავა დაპირისპირება და, საბოლოოდ სადამდეც მივიდა საქმე, ვხედავთ. აღმოსავლეთ უკრაინაში დაახლოებით 15 ათასი ადამიანი იმსხვერპლა ძლიერმა სიძულვილმა და ზიზღმა რუსი ეთნოსის მიმართ. მათგან 400 ბავშვია. სხვათა შორის, არც ისე დიდი ხნის წინათ, კრემლში გამართული შეხვედრისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ არ სჯერა აღმოსავლეთ უკრაინაში გენოციდის შესახებ მონაცემების. ეს ითქვა მაშინ, როცა რუსული მხარე უტყუარ ინფორმაციებს ავრცელებდა მსხვერპლის, წამების, არაადამიანური მოპყრობის და, საზოგადოდ, იმ სისასტიკის თაობაზე, რომელსაც დონეცკსა და ლუგანსკში იჩენდნენ ეთნიკურად რუსი მოსახლეობისადმი. შოლცის ეს განცხადება იყო უდიდესი შეცდომა, რომელმაც მერე და მერე კიდევ უფრო წააქეზა ძალადობა…

_ თუმცა შოლცი არ იყო ერთადერთი, ვინც უნდობლობას უცხადებდა რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. დასავლეთის კოლექტიურ პოზიციას წარმოადგენდა ის, რომ, თურმე, რუსეთი უკრაინაში შეჭრის ხელოვნურ საბაბს ქმნიდა

_ დასავლეთმა, ცხადია, კარგად იცოდა, რა ხდებოდა აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ მათ ჰქონდათ კონკრეტული ინტერესი. ეს ინტერესი გულისხმობდა იმას, რომ კრიზისი დიპლომატიური გზით არ უნდა განმუხტულიყო და უნდა გადაზრდილიყო ომში. ახლა გადავხედოთ მოვლენების ქრონოლოგიას. რუსეთი თვეების განმავლობაში, თუ წლების არა, ითხოვდა ერთ რამეს: მომხდარიყო შეთანხმება უსაფრთხოების საკითხებზე. გაიხსენეთ ომამდე ცოტა ხნით ადრე ლავროვის მიერ დასავლელი ლიდერებისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც საუბარი იყო სწორედ უსაფრთხოების განუყოფლობაზე. ანუ, კრემლი ითხოვდა იურიდიულ გარანტიას, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ მიუახლოვდებოდა მის საზღვრებს. მეორე მხრიდან კი ვისმენდით, რომ, თურმე, ყველა სუვერენული სახელმწიფო თვითონ წყვეტს, სად და რომელ კავშირში გაწევრდება მსგავს პოლიტიკურ ლირიკას საერთო არაფერი აქვს რეალობასთან. მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგი ამ პრინციპით არ განისაზღვრება. ეს ერთი და მეორე _ როცა დასავლეთი მშვიდობასა და დიპლომატიის უალტერნატივობაზე საუბრობდა, პარალელურად, გამალებით აიარაღებდა უკრაინას. მოგეხსენებათ, ომის წინა პერიოდში ბორისპოლის აეროპორტში, _ და არა მარტო იქ, _ ასეულობით ტონა სამხედრო ტვირთი დაეშვა, ეს თავისთავად აჩენს შეკითხვას _ რატომ შეაიარაღეს ქვეყანა ასე სასწრაფოდ, თუ ომი არ სურდათ და მზად იყვნენ სამშვიდობო პროცესისთვის?! პასუხი მარტივია _ ნატოს სურდა, ბოლო უკრაინელამდე ეომა რუსეთთან, ოღონდ ეომა არა თავის საზღვრებში, არამედ უკრაინის ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, გამოუვიდათ

_ დღევანდელ ვითარებაში ომის დასრულების რა გზა არსებობს, რომ ომი დასრულდეს და პროცესმა დიპლომატიურ ასპარეზზე გადაინაცვლოს?

_ საქმე ის არის, რომ დღეს არსებითად სხვა სურათია. ომის დაწყებიდან სამი კვირის თავზე ვხედავთ, რომ ყველაფერი შეიცვალა. პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკან არ დაიხევს. ეს ნიშნავს, რომ გადადგმულია გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც უკვე ქმნის იმ რეალობას, რომ, პროცესი დიპლომატიურ ასპარეზზეც რომ დაბრუნდეს, მოთხოვნები აბსოლუტურად სხვა იქნება…

_ ანუ, რუსეთი უფრო მეტს მოითხოვს უკრაინისგან?

_ რა თქმა უნდა. საერთოდ, რაც მეტია ერთი მხარისგან რისკი და დანაკარგი საკუთარი სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად, მით მეტს მოითხოვს დამარცხებულისგან. ამიტომ ზელენსკის, რომელსაც ისედაც არავინ ჰპირდებოდა ნატოს წევრობას, უნდა გამოეჩინა მეტი გონიერება და, სანამ ომი დაიწყებოდა, ეფიქრა, რა ვითარებაში მოუწევდა კრემლთან დიალოგი, თუ, საერთოდ მსგავსი რამ იქნება. მინდა, ახლა საქართველოზეც მოკლედ ვთქვა: ცხადია, ყველა ვხვდებით, რომ არსებობს სერიოზული გამოწვევები ჩვენთვისაც. ეს ეხება როგორც ეკონომიკას, ისე უსაფრთხოებას და მთელ რიგ საკითხებს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიკავა აბსოლუტურად სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო, ამიტომ ვისურვებ, რომ ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალშიც ასეთივე პრინციპულობით განაგრძოს ქვეყნის მართვა. რაც შეეხება იმ პოლიტიკურ მავნებლებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ეწევიან პროპაგანდას, რომ, თურმე, ჩვენთვის რაღაც ახალი შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება და ჩვენ ეს “შესაძლებლობა” უნდა გამოვიყენოთ. მარტივი და ნათელია მათი ინტერესი _ ამ ხალხს, პირველ რიგშინაციონალურ მოძრაობასვგულისხმობ, უნდა, რომ საქართველო პირდაპირ ჩაითრიოს რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირებაში. იმიტომ, რომ ამაში ხედავენ შესაძლებლობას, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ განახორციელეს ვერც .. გავრილოვის ღამის პროვოკაციით, ვერც ნიკა მელიას დაპატიმრების გარშემო ატეხილი ამბით და ბოლოს უკვე სააკაშვილის ჩამოყვანით. ამ ე.წ. ოპოზიციას სურს დესტაბილიზაცია და ქვეყნის თავდაყირა დაყენება… ისინი არიან საქართველოს მტრები და მზად არიან, თავიანთ ვიწროპარტიულ ინტერესს გადააყოლონ ქვეყანა. ჩვენ ახლა გავდივართ ბეწვის ხიდზე და თეორიულადაც კი შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ეს უნდა ესმოდეს ხელისუფლებას და უნდა ესმოდეს საზოგადოებასაც, თუ არ გვინდა, რომ მავნე ძალებმა იხეირონ და კიდევ ერთხელ ქვეყანა მიიყვანონ სისხლისმღვრელ ომამდე, რომელიც, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ამ ვითარებაში ნამდვილად იქნება წარმოუდგენელი კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here