მთავარი პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: ივნისში აპირებენ გენერალურ რევანშს 17 მაისის გამო

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ივნისში აპირებენ გენერალურ რევანშს 17 მაისის გამო

“ეს განცხადება შეიძლება აღმოჩნდეს ტრამპლინი ბატონ გიორგი გახარიას წინსვლისთვის”

2146
გააზიარეთ
დიმიტრი ლორთქიფანიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ თემის მიერ ივნისისთვის დაგეგმილ სოდომგომორულ კვირეულზე უსაფრთხოების დაცვის პასუხისმგებლობა ოფიციალურად მოიხსნა და სააღლუმოდ აკრიახებულ სოროსის გრანტნაწოვ ქათმებს ცივი წყალი გადაასხა.

განცხადებაში, რომელიც უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც გეიაღლუმის ორგანიზატორებს მესამედ შეხვდა და ვერაფრით შეაგნებინა, რომ შეუძლებელია, შუაგულ თბილისში მამათმავლობის ზეიმი ჩაატარო. საუბარია რისკებსა და საფრთხეებზე… თუმცა, თავის მხრივ, ამ განცხადებით გაცოფებულმა სოდომისტებმა კეთილი რჩევა არ შეისმინეს და გასულ კვირას შეშფოთებისგან მედიაში დუჟი ანთხიეს; გამოსვლებში იყო ღია მუქარა და თითის ქნევა, რომ ხელისუფლებას “ეს ცინიზმი” არ შერჩება, რომ დახმარებისთვის მალე სტრასბურგს მიმართავენ და “ბნელ საგრუზინეთს” “სიძულვილისთვის” “ცივილიზებული ევროპის” რისხვას დაატეხენ. მოკლედ, საყოველთაო ლიბერალურმა გნიასმა და ისტერიკამ ქვეყანა კიდევ ერთხელ “შეაზანზარა”, “დემოკრატიულ” დასავლეთს მეტი გრანტის გამოყოფის “აუცილებლობა” დაანახვა.

რა სადამსჯელო მოქმედებებია ევროპისგან მოსალოდნელი იმის გამო, რომ სახელმწიფო პირველი კავკასიური გეიაღლუმის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს და რა ნაბიჯებით მოუწევს ხელისუფლებას ახლო მომავალში ამ “შეცდომის” გამოსწორება?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, რამდენიმე დღის წინათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ პრაიდის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და განაცხადა, რომ ამ ღონისძიების ჩატარება იქ, სადაც თვითონ ლგბტ თემის წარმომადგენლებს სურთ, შეუძლებელია. ამას, რა თქმა უნდა, ისტერიკა მოჰყვაროგორ შეაფასებთ სამინისტროს პოზიციას?

_ მისასალმებელია, რა თქმა უნდა, ეს განცხადება და მით უფრო სასიამოვნოა ის, რომ ამ პოციზიის გამოხატვა მოხდა ოფიციალურად, სადმე დახურულ კარს მიღმა და პირად საუბრებში კი არა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, არამედ საჯაროდ. ახლა ჰქონდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ასეთი განცხადების უფლება, პირდაპირ ვიტყვი, რომ ჰქონდა, ვინაიდან შეკრებისა და მანიფესტაციების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება _ ეს არ არის აბსოლუტური უფლება და სახელმწიფოს ყოველთვის აქვს სამართლებრივი ბერკეტი, რომ დემოკრატიული საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე შეზღუდოს ამა თუ იმ ჯგუფის მოთხოვნები. თუმცა მოგეხსენებათ, დაგეგმილ პრაიდს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ამ დღეებში ჩამოსვლას აპირებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებიც, რაც, ბუნებრივია, კიდევ უფრო აძლიერებს ლიბერალურ წნეხს გარე სამყაროდან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო დგას სერიოზული დილემის წინაშე და მისი მხრიდან იმ პოზიციის დაცვა, რაც ოფიციალური განცხადებით გამოხატა, მარტივი არ იქნება…

_ გინდათ, თქვათ, რომ ძვირი დაუჯდებათ ეს ყველაფერი?

_ ყველაფერს აქვს თავის ფასი, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ერთი რამ: როგორც გარე ძალებისგან შეიძლება მოჰყვეს გარკვეული სადამსჯელო პოლიტიკური მოქმედებები მის მიერ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღებას, ისე მოჰყვება საზოგადოებისგანაც არანაკლებ მწვავე რეაქცია ხელისუფლების მხრიდან გარე ძალების ბრმა მსახურებას. ისე, ვფიქრობ, რომ წლევანდელმა 17 მაისმა საკმაოდ მკაფიო და ნათელი პასუხი გასცა მმართველ გუნდს, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ ქართველი საზოგადოება, განსხვავებით დასავლეთის რიგი ქვეყნებისგან, არ მოითმენს და ვერ აიტანს უზნეობის პროპაგანდას. ახლა დანარჩენი თვითონ აწონ-დაწონონ და გამოიტანონ დასკვნები _ დაიცავენ საზოგადოების ინტერესებს და მის მოთხოვნებს, დაიმსახურებენ მოწონებას, მიუხედავად იმ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯებისა, რაც აქამდე გადადგეს. შეასრულებენ გარე ძალების მითითებებს და შეეცდებიან გარყვნილების ზეიმის ჩატარებას? _ მიიღებენ დიდ სოციალურ აფეთქებას. სხვათა შორის ამ დღეებში გაცოფებული ლიბერალებისგან მუდმივად ვისმენთ და ვხედავთ თავდასხმებს ჩვენს სამართალდამცველ სტრუქტურებზე, რომლებიც, თურმე, სათანადოდ არ იცავენ უმცირესობების “გამოხატვის თავისუფლებას”. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ თითოეული ჩვენი სამართალდამცველი, თითოეული პოლიციელი საზოგადოებრივი აზრის მხარეს დგას და ეს ნათლად დავინახეთ, როცა 2018 წლის 12-13 მაისის დრამატულ ღამეს ჩვენ გვერდით იდგნენ. რაც შეეხება ამჟამად მიმდინარე პროცესებს, მჯერა, რომ როგორი პროპაგანდაც უნდა მიდიოდეს, როგორი წნეხიც უნდა ხორციელდებოდეს, ძალოვანების უდიდესი ნაწილი ყოველთვის იქნება საზოგადოების გვერდით. ამას ვერ შეცვლის ვერც შეშფოთება და ვერც მუქარა რეაქციული ძალებისგან, იმიტომ, რომ ის სამართალდამცველიც კონსერვატორია თავის შეგნებით და მისთვისაც მიუღებელია, როცა მის ფასეულობებს, მის კულტურასა და ტრადიციებს გარედან თავს მოხვეული ფსევდოღირებულებებით ებრძვიან.

_ წნეხი ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად რა სახის ზემოქმედებაა დასავლეთიდან ხელისუფლებაზე მოსალოდნელი იმის გამო, რომ ის ვერ იღებს კავკასიაში პირველი გეიაღლუმის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას?

_ მოგეხსენებათ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ხელისუფლებას ნაკისრი აქვს საკანონმდებლო ცვლილებების ვალდებულება, რომლის განუხორციელებლობის შემთხვეაში თავს დაატყდება დიდი რისხვა დასავლელი “კეთილისმსურველებისგან”. რაც შეეხება კონკრეტული უწყების განცხადებას, დარწმუნებული ვარ, ამ განცხადების და, საერთოდ, იმ ფაქტის გამო, რომ წელს ჩვენმა საზოგადოებამ უპრეცედენტო აქტიურობა გამოავლინა მამათმავლობის პროპაგანდის მიუღებლობის თვალსაზრისით, ახლო მომავალში წამოვა უმწვავესი კრიტიკა. ეს იქნება, როგორც დასკვნებისა და ანგარიშების სახით, ისე საერთაშორისო პოლიტიკური ტრიბუნებიდან გაკეთებული განცხადებები. ეს ჩვენ არაერთხელ გვინახავს და მოგვისმენია, თუმცა ჩემთვის ეს უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ერთმა კონკრეტულმა უწყებამ, შინაგან საქმეთა სამინისტომ, დაიკავა სწორი პოზიცია და ამას მივესალმები. სხვათა შორის, ეს განცხადება შეიძლება აღმოჩნდეს სერიოზული ტრამპლინი ბატონ გიორგი გახარიას წინსვლისთვის…

_ რას გულისხმობთ?

_ არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ ვფიქრობ, 17-23 ივნისის მოვლენები ბევრ რამეს დაგვანახვებს. არ გამოვრიცხავ, ბატონი ბახტაძე ჩამოაცილონ დაკავებულ თანამდებობას და სწორედ ეს იქნება ერთგვარი პოლიტიკური ტრამპლინი გახარიასთვის. მხედველობაში მაქვს მისი დანიშვნა პრემიერმინისტრად, რაც სავსებით ლოგიკური იქნება.

_ დავუბრუნდეთ ლგბტ კვირეულის თემას. პრაიდის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი არ აპირებენღონისძიებებისგადადებას. როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია დაძაბულობა და დაპირისპირება?

_ ცხადია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ, რადგან საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელია მამათმავლობის ნორმალიზაცია, ამ პროპაგანდის უკან მდგომი ადამიანები ანგარიშს გაუწევენ ხალხის აზრს და თავს შეიკავებენ. რა თქმა უნდა, ისინი კიდევ უფრო გააქტიურდებიან, კიდევ უფრო მეტად ჩართავენ პროცესში ევროპულ ლობისტურ ორგანიზაციებს და არ მოისვენებენ. დაპირისპირებას რაც შეეხება, ლგბტ თემის ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე აცხადებს, რომ ისინი უკან დახევას არ აპირებენ და ნებისმიერ ფასად დაიცავენ თავიანთ უფლებებს. ეს ყველაფერი ქმნის იმის წინაპირობებს, რომ ივნისში აპირებენ გენერალურ რევანშს 17 მაისის გამო, რომელიც ჩაუფლავდათ, რადგან ქართველი ხალხი არ იღებს და არც არასდროს მიიღებს მამათმავლობის პროპაგანდას, თუმცა მიმაჩნია, რომ დრო, როცა საზოგადოებას ეშინოდა პროვოკაციების და ამის გამო რაღაც დათმობებზე მიდიოდა, უკვე აღარ არის. არანაირი კომპრომისი არ უნდა იყოს. თუ იქნება პროვოკაციები და ამ გზით დაძაბულობის გაზრდის მცდელობა, უნდა მიიღონ შესაბამისი პასუხი, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს მათი მხილებისა და იდეოლოგიური გაშიშვლების ფონზე, რასაც, სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ყველაზე უკეთ თვითონ აკეთებენაქვე მინდა, მოკლედ ვთქვა მმართველ გუნდზეც, რომელიც, როგორც ჩანს, ვერ არის მთლად ერთ აზრზე ამ საკითხის გარშემო და ზოგიერთი იქ წელზე ფეხს იდგამს ჰომოსექსუალების მხარდასაჭერად. თუ ხელისუფლება დაუპირისპირდება ხალხს და ძალის გამოყენებით დაიცავს უზნეობის პროპაგანდას, ეს იქნება ბოლო წვეთი ხალხის მოთმინების ფიალაში, რომელიც გამოიწვევს სამოქალაქო წარღვნას. ამას შეეწირებიან და მერე ვეღარ უშველით ვერც ევროპის საბჭო და ვერც ის .. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც დირექტივებს თითის ქნევით უგზავნიან. ისე, სიმართლე გითხრათ, არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერს გააცნობიერებს და, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ჯანსაღ, ადეკვატურ პოზიციას დაიკავებს. ამის უნარი და გამბედაობა, მგონი დღევანდელ ხელისუფლებაში არავის არ აქვს, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, რომლებიც ჯერ კიდევ მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ სწორ პოზიციას…

_ რამდენიმე დღის წინათ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელსაც თავის დროზე საზოგადოებაში დიდი მღელვარება მოჰყვა, კიდევ ორი მოსმენა და ეს .. კოდექსი ძალაში შევა. რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი ამ კანონპროექტის შესაჩერებლად მოსახლეობის პროტესტი? კიდევ რა ძალისხმევა და აქტივობაა საჭირო?

_ ვფიქრობ, საზოგადოებამ სხვადასხვა კონსერვატულ პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად საკმარისად იბრძოლა და იბრძვის ამ საკანონმდებლო მავნებლობის წინააღმდეგ, მაგრამ, მოგვწონს თუ არა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. რეალობა კი არის ის, რომ ხელისუფლება მონოპოლიზებული აქვთ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ ძალებს და, რამდენიც უნდა ვებრძოლოთ ამ ძალების ცალკეულ სახიფათო გამოვლინებებს, სანამ მათ მთლიანად არ ამოვძირკვავთ პოლიტიკური სპექტრიდან, სათანადო შედეგი არ იქნება. ამიტომ ვამბობთ ყოველთვის ხაზგასმით და ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ერთი რომელიმე ცალკე აღებული კანონი კი არ არის გასაუქმებელი, არამედ გასასტუმრებელია მთლიანად ეს მავნე ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ მიბმულია დასავლეთის დღის წესრიგს. ის, რომ თვითონ დასავლეთშიც სერიოზული პოლიტიკური გარდაქმნები მიდის და ევროპარლამენტის ბოლო არჩევნები ამის ნათელი მაგალითია, ალბათ, არის გარკვეულწილად იმის წინაპირობა, რომ, ადრე თუ გვიან, ლიბერალიზმის ჰეგემონია აქაც დასრულდება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here