Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: ვფიქრობ, “ოცნება”, დიდი ალბათობით, მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ვფიქრობ, “ოცნება”, დიდი ალბათობით, მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის

253

5 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ბიკანტოვმა სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს შესახებ განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი მზადაა, იმ ხარისხით აღადგინოს ურთიერთობები, რა ხარისხითაც ამისთვის ქართული მხარეა მზად. მისი თქმით, “იმედია, საღი აზრი გაიმარჯვებს და ქართველი პარტნიორები, ინტერესების ბალანსის გათვალისწინებით დაიწყებენ ურთიერთობის მოგვარებას მეზობლებთან”.

ბიკანტოვის განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოეხმაურნენ და მწვავე შეფასებებით უპასუხეს. როგორც ოპოზიციამ, ისე ხელისუფლებამ გზავნილს კრემლის მორიგი პროვოკაცია უწოდა და ახალი პროპაგანდისტული ნარატივის “შეთხზვის” მცდელობად შეაფასა: “რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შეეცადა, მორიგი დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ნარატივის შეთხზვას ე.წ. ახალი რეალობისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ…” “თუკი რამე ეწინააღმდეგება საქართველოსა და რუსეთს შორის თანასწორ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ესაა თავად რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, მის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის შელახვაა,” _ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: რუსული მხარე უკვე მერამდენედ გვეუბნება, რომ საქართველოსთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადაა. მსგავსი შინაარსის განცხადება პრეზიდენტმა პუტინმაც გააკეთა სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ამ განცხადებებზე სრულიად არაადეკვატურად რეაგირებენ და ამბობენ, რომ ოკუპაციის პირობებში რუსეთთან პირდაპირი დიალოგი შეუძლებელია.

რა გზავნილია ბიკანტოვის განცხადება საქართველოსთვის და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით როგორ შეიძლება, ქვეყანამ გამოიყენოს ეს შემოთავაზება, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, ალექსანდრე ბიკანტოვის, მიერ სპეციალურ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან ურთიერთობები აღადგინოს, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ალოგიკური შეფასებები მოჰყვა. როგორც ოპოზიციამ, ისე ხელისუფლებამ აღნიშნულ განცხადებას მორიგი პროვოკაცია და კრემლის მხრიდან ახალი პროპაგანდისტული ნარატივის შეთხზვის მცდელობა უწოდა. რას ნიშნავს ჩვენთვის ეს განცხადება და რა შესაძლებლობებს ქმნის ის საქართველოსთვის?

_ შეუძლებელია, ეს განცხადება ერთმნიშვნელოვნად არ განიხილებოდეს, როგორც სერიოზული პოზიტივი და ძვრა ორი ქვეყნის ურთიერთობაში, მით უფრო, როცა რუსეთთან დაახლოების პოლიტიკური მნიშვნელობა სულ უფრო მზარდია. საერთოდ, როდესაც ნებისმიერი იურიდიული თუ ფიზიკური პირი მსგავს განცხადებას აკეთებს, რაც თავისთავადი არ არის და არც შეიძლება იყოს კერძო პირის მოსაზრება, უნდა აღვიქვათ, როგორც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში გარკვეული გადატვირთვის შესაძლებლობა. გადატვირთვაში ვგულისხმობ მოლაპარაკებებს ერთი-ერთზე, ყოველგვარი შუამავლებისა და მედიატორების გარეშე, რაც, პირველ რიგში, საქართველოსთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. სხვათა შორის, ეს არაერთმა მოვლენამ და ფაქტმა დაამტკიცა თავის დროზე…

_ მაგალითად?

_ მაგალითად, დაამტკიცა იმ პოზიტიურმა მოვლენებმა, რომლებიც ქართულ-რუსულ ურთიერთობაში სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვის ზრდას, მათ შორის, ტურიზმის სფეროს სწრაფ აღმავლობას მოჰყვა. ამ პროცესის შედეგად საქმე იქამდეც მივიდა, რომ 2019 წლის აპრილში სერიოზულად განიხილებოდა სავიზო რეჟიმის გაუქმება და მთელი რიგი ეკონომიკური პრეფერენციების გაწევა საქართველოსთვის. რაც შეეხება დღევანდელ რეალობას, უნდა გვახსოვდეს, რომ, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, არის გარკვეული სივრცე, რომელშიც ორ ქვეყანას შორის გადაკვეთის წერტილები შენარჩუნებულია. მაგალითად, 1993 წლის მინსკის კონვენცია, რომელიც სამართლებრივ სფეროში ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებაა და იგი მხარეებად აცხადებს საქართველოს, უკრაინასა და რუსეთს. დავუბრუნდეთ ისევ ბატონი ბიკანტოვის განცხადებას. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ბიკანტოვის განცხადებაში არის ის, რომ ტოლობის ნიშანი არ დასმულა სააკაშვილის რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის. ვფიქრობ, ეს არის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი გზავნილი და ამ გზავნილმა უნდა დააფიქროს ჩვენი ხელისუფლებაც იმ აღებულ და შეუსრულებელ პირობაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების სამართლებრივ შეფასებას გულისხმობს. როგორ შეიძლება, 2008 წლის აგვისტოს წაგებული ომის გარემოებებზე არ დაწყებულიყო გამოძიება, თუნდაც იმ კონტექსტში, რომ თავდაცვის მაშინდელი მინისტრი, დავით კეზერაშვილი, დღეს მილიარდერია…

_ ბიკანტოვის განცხადებამ, რომ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის ტოლობის ნიშანი არ დასმულა, განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. ეს წინადადება სხვადასხვანაირად შეფასდათქვენი აზრით, რა ქვეტექსტს შეიცავდა ეს ყველაფერი?

_ სიახლე არავისთვისაა, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარება სააკაშვილის დანაშაულებრივ მოქმედებებს მოჰყვა. გამომდინარე აქედან, განცხადება, რომ ის დანაშაულებრივი რეჟიმი და ქართველი ერი ერთმანეთთან არაა გაიგივებული, თავისთავად გულისხმობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე დიალოგის შესაძლებლობას. რაც შეეხება ხელისუფლებას, კონკრეტულად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მან აბსოლუტურად გაუგებრად უპასუხა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომ თურმე ეს განცხადება მორიგი პროპაგანდისტული ნარატივის შეთხზვის მცდელობაა… ჩნდება შეკითხვა:საიდან, რაზე დაყრდნობით გამოიტანეს ეს დასკვნა და რა არის საქართველოს საგარეო უწყების არგუმენტი? ეს ერთი, და მეორე: რა არის პროპაგანდისტული ნარატივი _ ის, რომ ტერიტორიის ომით დაბრუნების იდეა სააკაშვილის ავადმყოფ გონებაში მოიხარშა, თუ ის, რომ არ შეიძლება ტოლობის ნიშნის დასმა დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის, რომელიც თვითონ იყო იმ ავტორიტარული მმართველობის მსხვერპლი? საერთოდ, ჩვენი საგარეო უწყება ყოველთვის გამოირჩეოდა უსუსური განცხადებებით. გავიხსენოთ მარაკეშის პაქტის საკითხზე გაკეთებული განცხადებები, რომლებიც უნიათო და არაფრისმთქმელი იყო… თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განაცხადებაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ოკუპაციის პირობებში პოლიტიკური დიალოგი არა, მაგრამ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი შესაძლებელიაო… კობახიძის ეს კომენტარი აცდენილი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რაც მაფიქრებინებს, რომოცნებაშიგარკვეული მზადყოფნა რუსეთთან დიალოგის მიმართულებით მაინც არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მისასალმებელია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხვდებიან რუსული ბაზრის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკისთვისნუ დაგავიწყდებათ, რომ დღეს დაახლოებით 900 მილიონ ევროს კარგავს საქართველო რუსეთიდან ტურისტების ნაკადის შემცირებით, რომელიც გამოწვეულია ამ ქვეყანასთან ავიამომოსვლის შეწყვეტით. არაფერს ვამბობ ექსპორტ-იმპორტის გართულებაზე, რაც არსებული კრიზისის ფონზე კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას და არაფერს ვამბობ სხვა მიმართულებებზე, რომლებიც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს ყველაფერი თუ აღდგება და, უწინარესად, აღდგება მიმოსვლა, რაც გააღრმავებს სავაჭრო ურთიერთობებს, ხელი შეეწყობა ეკონომიკის განვითარებას, ხელი შეეწყობა ამ მიმართულებისთვის საჭირო თანამშრომლობას და ეს იქნება შემხვედრი აუცილებლობა გარკვეული პოლიტიკური კომპრომისებისთვის, რომელთა ფარგლებშიც, პირველ რიგში, განვიხილავ დიალოგს…

_ თუმცა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ჭარბობენ ძალები, რომლებიც რუსეთთან დიალოგზე საუბარს ერთგვარ იარლიყად იყენებენ ოპონენტების გასაშავებლად. ეს ხომ არ იქნება შემაფერხებელი ფაქტორი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში?

_ ეს, რა თქმა უნდა, იყო, არის და მომავალშიც იქნება გარკვეული ფაქტორი. ნებისმიერი პარტია თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართულრუსული ურთიერთობების გადატვირთვას, არის საქართველოს მტერი. ნებისმიერი ასეთი ორგანიზაცია, ნებსით თუ უნებლიეთ, მონაწილეობს ანგლოსაქსური გეოპოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის პოლიგონად გადაქცევას რუსეთის ფედერაციასთან დასაპირისპირებლად. აი, ეს არის რეალობა და ამიტომაა ერთადერთი გამოსავალი პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, ყოველგვარი დასავლელი ფასილიტატორებისა (თუ ფალსიფიკატორების) თუ შუამავლების გარეშე…

_ არსებული ხელისუფლების პირობებში ეს შესაძლებელია? გაუძლებს ხელისუფლება დასავლურ წნეხს?

_ პირველი მერცხალი, რომელიც მაძლევს საფუძველს, რომ ამ საკითხზე მეტ-ნაკლებად ოპტიმისტურად ვისაუბრო, არის 28 ივლისს ხელისუფლების ცალმხრივი გამოსვლა ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებიდან. ეს შეთანხმება, მოგეხსენებათ, იყო საქართველოს ისედაც ფორმალობამდე დასული სუვერენიტეტის კიდევ უფრო შეკვეცა, რომლითაც ლიბერალურმა დასავლეთმა, პრაქტიკულად, წამმზომი ჩაურთო ხელისუფლებას და მზადდებოდა ძალაუფლების ნელნელა, ეტაპობრივად გადაბარება 15 გეიპარტიისთვის. ვისურვებ, რომ მმართველმა გუნდმა ასეთივე შემართებით შეძლოს იმ ბარიერების დაძლევაც, რომლებსაც ქმნის “დემოკრატიული” დასავლეთი რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების ბუნებრივ პროცესში. ეს არის, კიდევ ვიმეორებ, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ რუსეთი საქართველოსთვის ბუნებრივი მოკავშირეა და სწორედ რუსეთიდან ვიღებთ დღემდე ძალიან ბევრ აუცილებელ პროდუქტს, მათ შორის, ხორბლის საჭირო რაოდენობის 95,5%-. არაფერს ვამბობ ენერგომატარებლებზე.

რაც შეეხება წნეხს ე.წ. ფასილიტატორებისგან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში ამ ძალების კიდევ ერთი ლუსტრაცია მოხდა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაინახა, ვინ არიან ისინი სინამდვილეში. ცხადია, ისინი არანაირი ჩვენი მეგობრები არ არიან, ისინი არიან პოლიტიკური გარანტორები საქართველოს მტერი 15 გეიპარტიისა, რომლებიც მიზანმიმართულად ანგრევენ და 24-საათიანი დესტრუქციის რეჟიმში ამყოფებენ ქვეყანას. აი, აქ არის არჩევანი გასაკეთებელი და, ჩემი აზრით, რთული ამაში არაფერია. ჩვენ ან უნდა ავირჩიოთ გზა, რომელიც დაგვიბრუნებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს და განამტკიცებს ჩვენს უსაფრთხოებას, ეკონომიკურ სტაბილურობასთან ერთად, ან დავრჩეთ გარედან თავს მოხვეული ფსევდოლიბერალური ღირებულებების მონურ მორჩილებაში. ვფიქრობ, დიდი ხანია, ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა, რაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც ცხადყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ არჩევანს, არსებული თუ სხვა ხელისუფლების პირობებში, აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი ასახვა პოლიტიკურ დღის წესრიგშიც და ეს იქნება ძირეული ცვლილებების დასაწყისი ქვეყნისთვის…

ესაუბრა

ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here