მთავარი პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: დღეს კაცობრიობა განიხილება, როგორც საცდელი ბოცვერი, რომელმაც სიცოცხლის რისკის ფასად...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: დღეს კაცობრიობა განიხილება, როგორც საცდელი ბოცვერი, რომელმაც სიცოცხლის რისკის ფასად უნდა დააზღვიოს ნეგატიური შედეგები

400
გააზიარეთ
დიმიტრი ლორთქიფანიძე

15 მარტს საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ახალი და ჯერ კიდევ ბოლომდე გამოუცდელიასტრაზენეკათიმოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. პროცესს ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული 82 სამედიცინო დაწესებულება და ათასობით მედპერსონალი ემსახურება.

ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებით, ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ საქართველო ეპიდემიასთან ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა, ეს კი წინგადადგმული ნაბიჯია: “ასე გამოიყურება სინათლე გვირაბის ბოლოს! გმადლობთ, ჩვენო საერთაშორისო პარტნიორებო, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეთ,” _ ასე ემოციურად გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეპარატის პირველი პარტიის შემოსვლას ქვეყანაში, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინა ტიკარაძემ კი ყურადღება გაამახვილა მედპერსონალის ვაქცინაციაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, განცხადებით, თითოეულ აცრილ ადამიანს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან მიეცემა “ორენოვანი ცნობა, რომ ის აიცრა ამა და ამ ვაქცინით ამა და ამ დღეს”.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე 345 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. იყო შემთხვევები, როცა ვაქცინაციის შემდეგ ადამიანი გარდაიცვალა (მაგალითად, ნორვეგიაში 20-მდე ასეთი შემთხვევა აღირიცხა, სიკვდილის შემთხვევები იყო ავსტრიასა და იტალიაშიც). რაც შეეხება საქართველოს, ხელისუფლება, უკვე დიდი ხანია, მოსახლეობას არწმუნებს, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, თუმცა უცნობია, შეექმნებათ თუ არა აცრაზე უარისმთქმელ მოქალაქეებს (იგივე მედიკოსებს) პრობლემა სამსახურში და ა.შ.

რა საფრთხეებს შეიცავს დღეს სრულად გამოუცდელი პრეპარატით საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაცია, რამდენად არის ეს პროცესი ნებაყოფლობითი და რისთვის გაიცემა სინამდვილეში აცრის დამადასტურებელი ცნობები? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, საქართველოში, უკვე ორი დღეა, მიმდინარეობს ვაქცინაცია კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო პრეპარატასტრაზენეკათი”, რომელიც ევროპის რიგ ქვეყნებში საეჭვო შედეგების გამო დაბლოკეს. ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ეს პროცესი ნებაყოფლობითია, თუმცა, რას გულისხმობენ ისინი ნებაყოფლობით ვაქცინაციაში და შეექმნებათ თუ არა აცრაზე უარისმთქმელ მოქალაქეებს სამსახურებში პრობლება, გაურკვეველია. აცრილ ადამიანებს სპეციალურ დამადასტურებელ ცნობებს აძლევენ. რა საფრთხეებს შეიძლება, შეიცავდეს ჩვენთვის ეს ყველაფერი?

_ სანამ კონკრეტულ ასპექტებზე ვილაპარაკებ, რომლებიც დაკავშირებულია უშუალოდ ვაქცინაციის შედეგებთან, პირველ რიგში გეტყვით, რომ კაცმა არ იცის, რა გაიკეთეს მარინა ენდელაძემ და პაატა იმნაძემ, რომლებმაც სამედიცინო პუნქტებიდან გამოსვლის შემდეგ ტელევიზიებით გვაუწყეს, რომ ჩაიტარეს ვაქცინაცია და ამაში საფრთხის შემცველი არაფერი არ არის. ეს ერთი. მეორე _ ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია და ყურადსაღები ის, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინაზე საქართველოს საპატრიარქოში მეუფე იოანეს (გამრეკელი) მიერ გაკეთდა განცხადება, რომელშიც ხაზგასმით აღინიშნა, რომ წმინდა სინოდმა იმსჯელა ამ საკითხზე. და როგორც ირკვევა, ეს პრეპარატი დაფუძნებულია აბორტის მხვერპლი ემბრიონის გენეტიკურ მასალაზე და მისაღებია თუ არა ნებისმიერი ქრისტიანისთვის პრეპარატი, რომელიც დამზადებულია მუცლად მყოფი ძალადობის მსხვერპლი ადამიანის გენეტიკური მასალისგან, ყველამ თვითონ განსაჯოს.

რაც შეეხება სხვა ასპექტებს, რომლებიც, საზოგადად, ვაქცინაციას უკავშირდება, მოგეხსენებათ, არსებობს სხვადასხვა ტიპის ვაქცინა სხვადასხვა შემცველობით და მახასიათებლებით. მაგალითად, არის ვექტორული ტიპის პრეპარატი, როგორიც არის რუსული წარმოების “სპუტნიკ V”, რომელიც ძალიან ბევრი ქვეყნისთვისაა მისაღები. სხვათა შორის, მასზე მოთხოვნა იზრდება არა მხოლოდ ცენტრალურ ევროპაში, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც, მაგალითად, აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, მოსახლეობა აცრას სწორედ ამ პრეპარატით. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მას არ ესაჭიროება ე.წ. ცივი ჯაჭვი და, ამასთანავე, როგორც ვიცით, მეორე აცრის აუცილებლობაც არ არსებობს. აი, ეს არის ის უპირატესობები, რომლებიც მას გააჩნია სხვა პრეპარატებთან შედარებით, მაგრამ რატომ დაიწუნა ის ჩვენმა ხელმძღვანელობამ, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია…

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს, შესაძლოა, საფუძვლად პოლიტიკური სარჩული ედოს?

_ თუ ამ ყველაფერს საფუძვლად პოლიტიკური სარჩული უდევს და, როგორც ჩანს, ეს ვარაუდი რეალობას მოკლებული ნამდვილად არ არის, მაშინ ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა: რატომ არ ახდენს გავლენას იგივე სარჩული და გარემოება იმაზე, რომ, მაგალითად, ხორბლის იმპორტში, პრაქტიკულად, ასი პროცენტით რუსეთზე ვართ დამოკიდებული? რაც შეეხება ისევ ვაქცინას და ვაქცინაციას, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი დიდი ამერიკული კომპანია “მოდერნას “ მიმართ მსოფლიოში გამოითქვა სერიოზული ეჭვი ამ კომპანიის კომპეტენტურობაზე. “მოდერნა” არასდროს ყოფილა დაკავებული ვაქცინების წარმოებით და ასეთ ხანმოკლე პერიოდში გადაწყობა ამ ტიპის ფარმაკოლოგიური პროდუქციის გამოშვებაზე, ბუნებრივია, სკეპტიციზმის საფუძველს აჩენს.

_ დავუბრუნდეთასტრაზენეკას”, ევროპის რიგ ქვეყნებში ამ ვაქცინის გამოყენებას საკმაოდ საეჭო შედეგები მოჰყვა _ აცრის შემდეგ იყო გარდაცვალების შემთხვევები. როგორ ფიქრობთ, მაინცდამაინც ეს ვაქცინა რატომ შემოიტანეს საქართველოში? ჯანდაცვის სამინისტროში ამ შეკითხვაზე პასუხობენ, რომვაქცინა მაღალი ხარისხისაა”.

_ რეალობა არის ასეთი: “ასტრაზენეკაარის პრეპარატი, რომელმაც არათუ საეჭო შედეგები მოიტანა, ევროპის რიგ ქვეყნებში მისი გამოყენება შეაჩერეს. მაგალითად, ავსტრიამ ერთერთი პარტია საერთოდ ამოიღო ვაქცინაციის პროგრამიდან. ეს არის სერია ABD 0053… ისე, სხვათა შორის, საინტერესოა, ჩვენთან შემოტანილი პარტია ის ხომ არ არის, რომელიც ავსტრიამ ამოიღო და ხომ არ ხდება გარკვეული ელიტური კორუფცია?! ვფიქრობ, ეს შესამოწმებელია. ახლა მეორე ასპექტი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია: გვეუბნებიან, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და არავის არაფერს აძალებენ, კოვიდპასპორტის არსებობა, ხომ არ ნიშნავს, რომ მთელ რიგ სამოქალაქო უფლებებში იზღუდები, თუ არ ხარ აცრილი და არ გაქვს კოვიდვაქცინის დამადასტურებელი ცნობა?!

_ ფიქრობთ, რომ მოსახლეობაზე გარკვეული წნეხი იქნება?

_ რა თქმა უნდა, ზემოქმედების ინსტრუმენტები გამონახული იქნება და ამას, ალბათ, მალე დავინახავთ. კონკრეტულად ეს გამოიხატება იმაში, რომ, მაგალითად, ვერ აიღებ ბილეთს საერთაშორისო ავიარეისზე. შესაბამისად, ავიამიმოსვლით ვერ ისარგებლებ და თავისთავად უკვე შეიზღუდები. მე, რა თქმა უნდა, არ მინდა, რომ ვინმემ უსაფუძვლო ანტივაქცინურ დიალოგში დაგვადანაშაულოს, ჩემი მიზანი ანტივაქცინური პროპაგანდა ნამდვილად არ არის და არც ვეწევი ამას, ამიტომ მოვიყვან იმ ფაქტებს, რომლებიც ჩემთვის ცნობილია. ცნობილი ალერგოლოგი, ბატონი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ “ფაიზერის” საგამოცდო მესამე ფაზა უნდა გაგრძელებულიყო ერთ წელს, რეალურად კი გაგრძელდა მხოლოდ ორ თვეს. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს კაცობრიობა განიხილება, როგორც ერთგვარი საცდელი ბოცვერი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უნდა დააზღვიოს ნეგატიური შედეგები, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. ეს ლახავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების ფუძემდებლურ პრინციპებს. ამიტომ, თუ ჩვენ დღეს არჩევანსა და ნებაყოფლობითობაზე ვსაუბრობთ, მაშინ უნდა გავარჩიოთ ემბრიონის, აბორტის მსხვერპლის გენეტიკურ მასალაზე დაფუძნებული ვაქცინა ისეთი ტიპის ვექტორული ვაქცინისგან, რომელზეც დასაწყისში ვისაუბრეთდღეს ასეთია დაახლოებით შვიდი ვაქცინა, მათ შორის ირანული, ჩინური და აგერ უკვე რუსებმაც დაარეგისტრირეს

_ დასაწყისში თქვით, რომ ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობაზე შეიძლება ამოქმედდეს იძულების გარკვეული ინსტრუმენტები. თუ ეს მართლა მოხდება, როგორ ფიქრობთ, რა გზა დარჩებათ მოქალაქეებს, რა უნდა გააკეთოს, მაგალითად, მორწმუნე ადამიანმა, რომლის მრწამსსაც ეწინააღმდეგება გარკვეული ტიპის პრეპარატით აცრა?

_ წინასწარ ამაზე რთულია კონკრეტული საუბარი, ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს, თუმცა ნებაყოფლობითობა, რომელზეც ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები გამუდმებით საუბრობენ, ასევე უნდა შეეხოს მედპერსონალსაც, იმიტომ, რომ უამრავი მედიკოსია მორწმუნე და ბევრი მათგანისთვისაც შეიძლება იყოს დამაფიქრებელი ის გარემოებები, რომლებიც გვიჩენს საფუძვლიან ეჭვს. რა თქმა უნდა, მედიცინის მუშაკებსაც უნდა ჰქონდეთ უფლება, გაიკეთონ ან არ გაიკეთონ ვაქცინა. დანარჩენს დრო გვიჩვენებს, დაველოდოთ მოვლენებს…

_ 14 მარტს ქუთაისში გამართულ მრავალათასიან აქციაზეც შეგეკითხებით. უკვე მეორედ ვნახეთ უზარმაზარი ნაკადი ხალხისა, რომელიც უკვე უკანდახევას არ აპირებს, თუმცა ხელისუფლება, რომელიც თურქულ კომპანიას გაურიგდა, ამ ყველაფერს თითქოს არ იმჩნევს. როგორ ფიქრობთ, რით დასრულდება ეს აქციები?

_ ქუთაისში ვიმყოფებოდი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე და მინდა, გითხრათ, რომ ასეთი ერთსულოვნება, ასეთი ერთიანობა სრულიად ერის და საზოგადოების, როგორც ნამოხვანჰესის საკითხზეა, დიდი ხანია, არ მინახავს. რა თქმა უნდა, აქციის გაგრძელების სრული საფუძველი არსებობს, თუკი ხელისუფლება არ გაითვალისწინებს საზოგადოების კანონიერ მოთხოვნებს. რაც შეეხება კონკრეტულად ნამოხვანჰესს და თურქულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, ხელისუფლებამ უცხოურ ორგანიზაციას მიჰყიდა, პრაქტიკულად, მთელი ხეობა, ისე, რომ ხალხისთვის არაფერი უკითხავს, და ეს მომავალი თაობების სახელით ქვეყნის რესუსრების განიავების მოღალატეობრივი პოლიტიკაა. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და სხვათა შორის, ამ ყველაფერში ნათლად იკვეთება ელიტური კორუფციის ნიშნებიც. ამას, რა თქმა უნდა, მთელი ერი აღუდგება წინ და ამას ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ; მით უფრო, რომ ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი, ეს, პირველ რიგში, არის წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ვინაიდან ეს დანაშაულებრივი ხელშეკრულება გაფორმდა სწორედ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და ამ დოკუმენტმა გამოიარა ექვსი სხვადასხვა პრემიერის ხელში. დრო მოვა და ისინი ამ ყველაფრისთვის პასუხს აგებენ…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ის ვაქცინები (როგორც მინიმუმი) , რომლებსაც დღეს „კოვიდის საწინააღმდეგოდ“ უშვებენ , ბრძოლის იარაღია ბოროტი კლანების ხელში მოსახლეობის დიდი ნაწილის გასანადურებლად.
    ჰომეოპათიის, ნატუროპათიის, ხალხური მედიცნის წარმომადგენელთა მხრიდან ხელისუფლების მისამართით არაერთი შეთავაზება განხორციელდა სხვადასხვა სამკურნალო საშუალების მეშვეობით ეპიდემიის გარკვულწილად შესასუსტებლად მაინც ( ვაქცინისგან განსხვავებით ამ საშულებებს არც უკუჩვენება გააჩნია და არც რაიმე საეჭვო ნივთიერებას არ შეიცავს ) , მაგრამ ეს შეთავაზებები არ იქნა მიღებული.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here