მთავარი საქართველო დიმიტრი (დიტო) შარაშენიძე

დიმიტრი (დიტო) შარაშენიძე

5307
გააზიარეთ
დიმიტრი (დიტო) შარაშენიძე

15 აპრილი 1937 _ 5 თებერვალი 2020

ქართულ მწარე რეალობას, სამწუხაროდ, კიდევ ერთი, არანაკლებ მწარე დაემატა. ამ ტანჯულ ქვეყანას გამოაკლდა კიდევ ერთი კაი ყმა, ცნობილი ალპინისტი და შესანიშნავი მოქალაქე, რაც მთავარია, ბრწყინვალე მეგობარი დიმიტრი (დიტო) შარაშენიძე.

ჩვენ, დიტო შარაშენიძის კლასელებს, გვქონდა პატივი, 1955 წელს მასთან ერთად დაგვემთავრებინა თბილისის ყოფილი 29-ე ვაჟთა, ხოლო შემდეგ _ თბილისის 65-ე საშუალო სკოლა, რომელიც მდებარეობს გორგასლის ქუჩის შესახვევში. იქ ადრე მოქმედებდა თბილისის განათლების სისტემას დაქვემდებარებული აგრო-ბიოლოგიური სადგური. სკოლა დავამთავრეთ 37 ბიჭმა (ვაჟთა სკოლის ბოლო გამოშვება იყო ჩვენი კლასი).  დიტოს გარდაცვალებამდე დარჩენილი ვიყავით რვა. მათგან ოთხი _ ქვრივი (დიტო, მე, ვაჟა ძაგანია და ჰამლეტ მორგოშია).  რვავემ გადავაბიჯეთ 80 წლის ზღვარს! სკოლის დამთავრებიდან მალევე, სამწუხაროდ, ბევრმა თანაკლასელმა დატოვა ეს წუთისოფელი სხვადასხვა მიზეზის გამო! ამჟამად ამ ქვეყანას შემოვრჩით შვიდნი. ამა წლის 20 მაისს შევიკრიბებით (ალბათ) დარჩენილები და, ჩვენი ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვინაიდან დიტო შარაშენიძე ბოლოა, მის საფლავზე მივალთ და აღვნიშნავთ სკოლის დამთავრების 65-ე წლისთავს! მომავალში, კლასელების ყოველწლიური შეხვედრების ტრადიციას, სამწუხაროდ, დიტო დაარღვევს. ხშირად ამბობდა, წელიწადში ერთხელ შეხვედრა ცოტაა, ხომ ხედავთ, რაღა დავრჩით და იქნებ მოვუხშიროთ შეხვედრებსო.

ეტყობა, გული უგრძნობდა.

ძალიან გაგვიჭირდება უშენობა, ისევე  როგორც სხვების გარეშე გვიჭირს!

ჩვენო დიტო, მსუბუქი იყოს შენს ვაჟკაცურ მკერდზე დაყრილი ტანჯული საქართველოს მიწა!

თბილისის 65- საშუალო სკოლის 1955 წლის კურსდამთავრებულთაგან დარჩენილი შვიდი ბიჭი:

გოგი ავსაჯანიშვილი,

ვაჟა ძაგანია,

როლანდ კიკაჩეიშვილი,

შოთა მელქაძე,

ჯამლეტ მორგოშია,

ჯუდიკო ხაბეიშვილი,

ანზორ დანელია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here