მთავარი პოლიტიკა “დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისთვის”…

“დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისთვის”…

3611
გააზიარეთ
“დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისთვის”...

რუსეთსაქართველოს ორსაუკუნოვანი ტკბილმწარე თანაცხოვრების, სამწუხარო აწმყოსა და, აქედან გამომდინარე, ბუნდოვან მომავალზე საკუთარი აზრის მართებულობის გასამყარებლად არაერთხელ მიმიმართავს ილიას, აკაკის, ვაჟას და .. საქართველოს სხვა გამოჩენილი შვილების ნააზრევის ციტირებისთვის და აი ახლაც, ამ წერილის თავშივეამოვეფარესაქართველოს უგვირგვინო მეფის ავტორიტეტს, შევურჩიე რა სტატიას სათაურად ფინალური აკორდი წერილისა, რომელიც დიდმა ილიამ 1898 წელს მიართვა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ მეუფე სერაფიმეს

წინამდებარე წერილის შექმნის მთავარი მიზეზ-საბაბიც სათაურში მოყვანილი თეზაა, თვალსაზრისი, რომელიც აქსიომად მიაჩნდათ XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე, ისტორიაში თერგდალეულთა სახელით შესულ ზემოთ ხსენებულ მამულიშვილებს, რომელთა აზრსაც უკრიტიკოდ ვიზიარებთ XXI საუკუნეში მოღვაწე, მათი იდეური, საღად მოაზროვნე შვილები. მართლაც _ დიდი რუსეთის გარეშე შეუძლებელია საქართველოს კულტურულ-ეკონომიკური, დემოგრაფიული, პოლიტიკური, მოკლედ, ქართველი ერის ყველა მიმართულებით განვითარება.

სამწუხაროდ, საღად მოაზროვნეთა შორის არ ჩანს თანამედროვე საქართველოს ბევრი ახალგაზრდა, რადგან, დიდებულ წინაპართაგან განსხვავებით, მათ, ხატოვნად თუ ვიტყვით, ბობოქარი თერგის კი არა, მდორე პოტომაკის წყალი აქვთ ნაყლაპი. წყალი, რომელიც თერგივით პატრიოტიზმს კი არა, ნეოლიბერალურ კოსმოპოლიტიზმს აღვივებს ახალგაზრდებში. ეს ჩემი ახირება რომ არ არის და ნამდვილად ასეა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი გასულ 9 მაისს, დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების დღესასწაულზე. აქედან გამომდინარე ვაცნობიერებ, რომ ძნელია ამ სიბერეში ურაპატრიოტ, რუსოფობ თინეიჯერთა წყევლა-კრულვას შევუშვირო ჭაღარა თავი, მაგრამ რა გაეწყობა?! “აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!”

რუსეთი ოკუპანტია?” _ აი, კითხვა, რომელიც “აწუხებდა” გამარჯვების (ვაკის) პარკში მოსულ თინეიჯერ ჟურნალისტებს და, აქედან გამომდინარე, ქვეკითხვა _ საბჭოთა კავშირზე ნოსტალგია გაქვთ?” და სხვა არაადეკვატური შეკითხვები. მართლაც რა შუაშია დიდ სამამულო ომში ფაშიზმზე გამარჯვება და სოხუმ-ცხინვალის ოკუპაცია, მით უმეტეს _ სსრკ-ის ნოსტალგია?..

სანამ ამ აბსურდულ კითხვებს ვუპასუხებდე, მცირე ისტორიული ექსკურსი:

რუსეთის იმპერიაში საქართველოს შესვლის პირველივე წლებში ლამის სრულად აღიკვეთა ლეკიანობა _ ჭირი, რომლის გამოც მე-18 საუკუნეში შეუძლებელი იყო ქართლ-კახეთის სამეფოში მშვიდი ცხოვრება. იმავეს თქმა დასავლეთ საქართველოზეც შეიძლება _ იმერეთის სამეფოში, გურია-ოდიშის სამთავროებში ლამის რუსეთის მოსვლისთანავე მყისიერად აღიკვეთა ტყვეთა სყიდვა. მოკლედ, ამერ-იმერმა საქართველომ შვებით ამოისუნთქა.

მიუხედავად ამისა, რუსების წინააღმდეგ არაერთი აჯანყება მოხდა. ამ ფაქტებზე აპელირება ნიშნის მოგებით ხშირად სჩვევიათ ვაიისტორიკოსებსა თუ ვუიპოლიტიკოსებს, რომლებიც რუს-ქართველთა თანაცხოვრებაში მხოლოდ ცუდს ხედავენ და არ სურთ იმის აღიარება, რომ ბევრი აჯანყების მთავარი მიზეზი რუსეთის ხელისუფლებისგან ქართველთა სოციალური ჩაგვრა იყო და, აქედან გამომდინარე, აჯანყებულთა მოთხოვნა საქართველოდან რუსეთის გაძევება კი არა, გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების შესრულება გახლდათ.

რუსების გაძევება კი იმას ნიშნავდა, რომ საქართველო კვლავ მარტო დარჩებოდა ისლამურ სცილასა და ქარიბდას შორის. მსგავსი პერსპექტივა არავის ხიბლავდა და ამიტომაც 1832 წლის შეთქმულების მარცხის შემდეგ ქართველმა ერმა რუსულ იარაღთან უაზროდ შელეწვას რუსეთის იმპერიაში მშვიდი ცხოვრება არჩია.

და მართლაც, ქართველმა ერმა შვებით ამისუნთქა _ ფიზიკურად გამრავლდა; ერი, რომელსაც რუსთაველის შემდეგ (თუ არ ჩავთვლით დავით გურამიშვილს) ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის არაფერი შეუქმნია, პეტერბურგის, კიევის, ოდესის უნივერსიტეტებში მოწინავე განათლებას ეზიარა. ნიკოლოზ ბარათაშვილის გენიამ დაუდო სათავე XIX საუკუნის დიდ ქართულ მწერლობას. აღარაფერს ვიტყვი პირველ ქართულ გაზეთზე, თეატრსა თუ ოპერაზე… 1850 წელს, ანუ რუსეთის მიერ საქართველოს “ოკუპაციიდან”, სულ რაღაც, 67 წლის შემდეგ ნოვგოროდის საერთაშორისო “იარმარკაზე” თბილისელმა ვაჭრებმა 1 195 019 ოქროს მანეთის ღირებულების საქონელი გაიტანეს (აკაკი და პაატა სურგულაძეების 1783-1990 წლების საქართველოს ისტორია, გვ.51). რამდენი მილიონი დოლარია მაშინდელი “მილიონსჩემტო” ოქროს მანეთი დღეს, ამის დაანგარიშება საქართველოში ჩანერგილ ლიბერასტ-სოროსისტ აგენტებს არ გაუჭირდებათ. სწორედ ამიტომ დიდმა ილიამ ისტორიის სასწორზე აწონა იმპერიაში საქართველოს წილხვედრი სიკეთეები და ბოროტებანი და, რადგანბოროტსა სძლია კეთილმან”, 1899 წელს დაწერა ბრწყინვალე პუბლიცისტური წერილიასის წლის წინათ”, რომელიც თბილისში რუსის ჯარის პირველად შემოსვლის (1799 წლის 26 ნოემბერი) საიუბილეო თარიღს მიუძღვნა. დიახ, საიუბილეო, რადგან კრემლის მაშინდელმააგენტმა”, პროგრესულად მოაზროვნე ქართველმა საზოგადოებამ საქართველოსოკუპაციის” 100 წლისთავი ზეიმით აღნიშნა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, წარსულში არაერთხელ მომიყვანია ციტატები ილიას ამ და სხვა წერილებიდან და ამიტომ აღარ ვიზამ ამ საქმეს, ჩვენი ახალგაზრდობის რუსოფობულ-ლიბერასტულ ნაწილს კი, თუ წიგნთან მწყრალად არიან, ვთავაზობ, “დაგუგლონ” და ასე გაეცნონ ილიას, აკაკის, ვაჟასა და სხვა მამულიშვილთა პუბლიცისტიკას რუსეთზე…

ზემოთ არაერთხელ ჩავსვი ბრჭყალებში სიტყვები: ოკუპაცია, ოკუპანტი და არა იმიტომ, რომ რუსეთის მიერ სოხუმცხინვალის ოკუპაციას ვერ ვხედავ, არამედ იმიტომ, რომ, როდესაც რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების 22% ოკუპაციაზე (რაც მჯერა, რომ დროებითია) ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ XIX საუკუნეში რუსეთის მიერ ოსმალეთსპარსეთთან წარმოებული ომების შედეგად საქართველოს დაუბრუნდა სამცხეჯავახეთი, აჭარა, საინგილორომანოვების რუსეთმა არა მხოლოდ ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა ქართველი ერი, არამედ, რაც უმთავრესია, ისლამიზაციისგან გვიხსნა.

ყოველივე ზემოთ თქმულის განმეორება, მცირე პერიფრაზით, რომანოვების იმპერიის სამართალმემკვიდრე ბოლშევიკური რუსეთის მიმართაც შეიძლება _ 1924 წლის მენშევიკური ავანტიურის კრახის შემდეგ, XIX საუკუნის წინაპართა მსგავსად, წითელი რუსეთის ტანკებზე უაზრო შესკდომაზე ვთქვით უარი და “ჯილდოდ” მივიღეთ მსოფლიო დონის მეცნიერება, ხელოვნება, ლიტერატურა. რაც მთავარია, სსრკ-ის რესპუბლიკებს შორის საბჭოთა საქართველო ცხოვრების ყველაზე მაღალი დონით გამოირჩეოდა. ალბათ, ესეც იყო მიზეზი იმისა, რომ შობადობა ორჯერ აღემატებოდა სიკვდილიანობას…

საბჭოთა კავშირში საქართველო ოთხჯერ მეტს მოიხმარდა, ვიდრე აწარმოებდა (დღევანდელი ამერიკასავით); 1990 წელს საქართველოს მოქალაქის წლიური მოხმარება 42 ათას დოლარს შეადგენდა; ეს მაჩვენებელი 4-ჯერ მეტი იყო საშუალო საკავშირო მაჩვენებელზე და 11-ჯერ მეტია ამჟამინდელი საქართველოს მოქალაქის მაჩვენებელზე; არც ერთ საბჭოთა რესპუბლიკაში მცხოვრებთ არ ჰყავდათ იმდენი მანქანა, რამდენიც საქართველოში. ეს სტატისტიკა პასუხია აბეზარი თინეიჯერი ჟურნალისტის კითხვაზე: საბჭოთა კავშირი გენატრებათ? _ მენატრება და მერე როგორ! ახლა არ დამიწყოთ, მაშინ რუსეთის მონები ვიყავით და დღეს დამოუკიდებლები ვართო!

იმხანად რუსეთის კოლონია ვიყავით, ახლა აშშ-ის ვართ. ოღონდ მაშინ, უკაცრავად და, კუჭი სავსე გვქონდა. რაც შეეხება დამოუკიდებლობას, თუ მაშინ ცეკას მეორე მდივანი იყო საქართველოში “ცარსკი ნამესტნიკი”, დღეს აშშ-ის ელჩია ამერიკის “მეფისნაცვალი”; რუსი ცეკას მდივანი თავს იმის მეათედის უფლებასაც ვერ მისცემდა, რამდენსაც აშშ-ის ელჩები გვიბედავენ (საზოგადოებას შევახსენებ, რომ სწორედ აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა აუნთო მწვანე შუქი 26 მაისის სისხლიან სასაკლაოს); და კიდევ, თუ დღევანდელ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 22% დროებით აქვს ოკუპირებული, დანარჩენი 78%-ის ოკუპანტი ლიბერასტული დასავლეთია. ქართველი ახალგაზრდების სულიერების დეფიციტის ბრალია ის ამაზრზენი სურათი, რომელიც 9 მაისს ვიხილეთ ვაკის პარკში… ათიოდე ახალგაზრდა ნაძირალამ ობსტრუქცია მოუწყო უცნობი ჯარისკაცის საფლავისკენ მიმავალ მოხუც ომის ვეტერანებს, რითაც არა მხოლოდ სამამულო ომის მონაწილენი და უცნობი ჯარისკაცის საფლავი შეურაცხყვეს, არამედ, საზოგადოდ, იქ დამსწრე ქართველი საზოგადოება, რომელიც უილაჯოდ შეჰყურებდა გათავხედებულ “პატრიოტებს” _ ნუთუ ხელისუფლებას არ შეეძლო, რომ ისინი ახლოს არ მიეშვათ? არ შეეძლო, რადგან, ღრიალ-ჭყვიტინი ხომ ე.წ. გამოხატვის თავისუფლებაა და რას იტყოდა დასავლეთი, პოლიციას მათი ხმაური რომ აღეკვეთა?

მეტიც _ 18-25 ივნისს ლგბტ სექტას დაგეგმილი აქვს პედარასტული კვირეულის ჩატარება, რომელშიც უცხო ქვეყნის “საპატიო პედარასტებიც” მიიღებენ მონაწილეობას. კვირეული გეიაღლუმით უნდა დასრულდეს. ამ სატანისტური ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიები კი ხელისუფლებისგან უკვე მიიღო ლგბტ თემმა.

ხელისუფლება, ერთი მხრივ, ღვთისმშობლის წილხვედრობის დღესასწაულს აფუძნებს და, მეორე მხრივ, ჰომოსექსუალებს გეიაღლუმის ჩატარების გარანტიას აძლევს. რა ჰქვია ამას, თუ არა ამაზრზენი ფარისევლობა? ცეცხლს ხომ არ ეთამაშება “ქართული ოცნება”? იმის გათვალისწინებით, რა ზღვა ხალხი გამოვიდა ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს, როგორც ჩანს, ასეა. მინდა, ხელისუფლებაში მოკალათებულებმა იცოდნენ:

გეიაღლუმის გამართვა ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთას, ღვთის ნებითა და საქართველოს დედაეკლესიის თანადგომით, ქართველი ხალხი არ დაუშვებს!

ამ რწმენას მიძლიერებს საქართველოს პატრიარქის 17 მაისის ქადაგებაც, რომლიდანაც ერთ ციტატას მოვიყვან:

“ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია. კანონიერი ოჯახი შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან”.

დავით მხეიძე                                                                  

P.S. “საქართველო, ისევე, როგორც ჩვენ, ქრისტიანი სახელმწიფოა და არ დაუშვებს თავის ქვეყანაში ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებას. ეს ყველაფერი სატანის რჯულში გადასვლაა და საკუთარი რელიგიის უპატივცემულობა. არ დავუშვებ, რომ რუსეთში მსგავსი უმსგავსობა მოხდეს. იმედია, ჩვენი მეზობელი სხვა ქვეყნებიც, მათ შორის საქართველოც, იმავეს მოიმოქმედებს”. როგორ ავსებს ერთმანეთს ჩვენი პატრიარქისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებები. ეს კიდევ ერთი არგუმენტია წინამდებარე წერილის სათაურის სასარგებლოდ. თუ რომანოვების რუსეთმა ქართველი ერი იხსნა ისლამიზაციისგან, იქნებ პუტინის რუსეთმა პედარასტიზაციისგან იხსნას საქართველო.

ამიქნებ”-ის რეალობად გადაქცევა ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, ისევე, როგორც რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეობა საქართველოსთან, რაც ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფი აღმავლობის გარანტიაა და ოდესმე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი შანსი.

გააზიარეთ

15 COMMENTS

  1. დავით ბატონო, რა თქმა უნდა, ყველაფერში გეთანხმებით. არასწორია მხოლოდ ერთი გამოთქმა: „იმხანად რუსეთის კოლონია ვიყავით, ახლა აშშ-ის ვართ“. სინამდვილეში, რუსეთში მისი ნაწილი ვიყავით და არა კოლონია, რადგან რუსეთი, როგორც სწორად თქვა ალექსანდრე ჭაჭიამ, არასოდეს ყოფილა კოლონიური სახელმწიფო. რაც შეეხება საბჭოთა რესპუბლიკებს, მათ კოლონიებად არ განიხილავდნენ თვით ანტისაბჭოთა ინგლისელი და ამერიკელი სოვეტოლოგები ალეკ ნოუვი, ჯ.ნიუთი და სხვები (იხ. ა.ათანელიშვილი. „სოვეტოლოგები საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ“, თბ. 1991, გვ 38). საუბარი აღარ არის საქართველოს სსრ-ზე, რომელიც კოლონია კი არა პრივილეგირებული რესპუბლიკა გახლდათ. უფრო მეტიც, საქართველოს ნამდვილი ოქროს ხანა!

    • რა თქმა უნდა სწორი ბრძანდებით. მე უბრალოდ დამავიწყდა მიმეთითებინა, რომ საქართველოს კოლონიად იმათ გასაგონად მოვიხსენიე, ვისაც რუსეთის მიერ საქართველოს კოლონიზაციის გარდა, კამათში სხვა არგუმენტები არა აქვთ. სწორი იქნებოდა მეთქვა _ “დაუშვათ ვიყავით რუსეთის კოლონია” და აქედან გამომდინარე ამეგო მსჯელობა.
      გმადლობთ,კორექტული შენიშვნისათვის…

  2. დავით,შენ რუსეთის სახელით მოგვმართავ?..კარგი,..ბევრ რამეში ვერ დაგეთანხმები მაგრამ რუსეთთან ურთიერთობა საჭიროა ამ ეტაპზე რომ გადავრჩეთ სულიერად და მორალურად და მერე ღვთის ნებაა ყველაფერი…P.S. სცილა და ქარიბდე ძალიან დამახინჯებული თარგმანია. სწორეა – სკილა და ხარივდოს და მნიშვნელობა კი იცით როგორც მივხვდი მაგრამ ხალხმა არ იცის და უნდა განმარტოთ.

  3. როგორ ბედავთ ამის დაწერას? რუსის ჩექმა მოგენტრათ?
    არც ამერიკა და არც რუსეთი!
    გავანძრიოთ ჩვენთვითონ ერთი ადგილი, მოვუხმოთ გონიერებას, გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის რესურსები, რაც უხვად გაგვაჩნია და ვიცხოვროთ დამოუკიდებლად. მოვითხოვოთ ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი, ისე, როგორც შვეიცარიაა. ჩვენი ქყეყანა დერეფანია გინდათ თქვათ? მოდით რა, ჩვენი გადერეფნება უნდათ და დერეფნად გვაქციეს. გვერდი აგვიარონ და ისე იარონ მეზობლებმა თუ შეიძლება და დაგვანებონ ყველამ თავი! მცირე ერი ვართ და დაგვაცადონ ცხოვრება, არ შეჭამეს გული?

  4. ki, baton omars vetanxmebi, rusetis kolonia arasodes ar vyofilvart, nawili viyavit da tanac yvelaze privilegirebuli. gavmravldit, avyvavdit, martlac da rustavelis shemdeg 600 wlis shemdeg, 600!!!! rusetis daxmarebit gachndnen tato, ialia, akaki, vaja…… da bolos da bolos 30 weli udiadesi qartvelebi ioseb jugashvili da lavrenti beria martavdnen da sruliad msoflio martlmadidebloba ixsnes jer da mere mteli msoflio fashizmisagan!!!

  5. რუსეთია ერთადერთი გზა რომელიც ჩვენ გაუბედურებულ საქართველოს გადაარჩენს და ამას დაგვიანება აღარ უნდა ამერიკა გვანადგურებს ყველანაირად

  6. მინდა ისეთ კოლონიაში ცხოვრება სადაც უფასოდ მექნება სახლიც ,მიწის ნაწის ნაკვეთიც სააგარაკოდ, სამსახური, განათლება სამედედინო დახმარება, კოლონიაში სადაც ზაფხულობოთ აუცილებლად დამასვენებენ და იზრუნებეი იმაზეც სად დაისვენონ ჩემმა ოჯახის წევრებმა,მინდა კოლონიაში სადაც ქალი ქალს გავდა კაცი კაცს ბავშვი ბავშვს, სადაც 14 წლის გოგოებს მომავალი აინტერესებდათ და არა 1 ღამით აყროლებულ თურქთან ან ირანელთან გარატებული ღამე, მინდა იმ კოლონიაში სადაც ბიჭები ჩემი დედა მოვ… არ იძახდნენ ის მონობა მინდა ყველა ფანჯრიდან პიანინოს ან გიტარის აკომპანიმენტით სიმღერის ხმები რომ გამოდიოდა, ის კოლონია მენატრება ათასში ერთხელ უბედური შემთხვევა რომ მოხდებოდა და მთელი ქვეყალა გლოვობდა, სოფელი რომ სოფლობდა ქალაქი ქალაქობდა , მოკლედ ის მენატრება ადამიანი რომ ადამიანობდა

  7. მოდით ერთი წუთით დავუშვათ, რომ აზერბაიჯანი დავით გარეჯისა და, მათი აზრით, სხვა ბალკანური ტერიტორიების დაბრუნების მიზნით დაგვესხა თავს, ცხადია, რომ თურქეთი, დაღესტანი, ირანი და სხვა მეზობელი მუსულმანური ქვეყნები აქტიურად დაეხმარებიან აზრბაიჯანს და ჩვენგან ბურდღაც აღარ დარჩება. აშშ და ევროკავშირი ალბად აღშფოთდებიან და ამით ამოიწურება მათი თანადგომა. ამ ვითარებაში ერთადერთი ჩვენი გადამრჩენი ქვეყანა იქნებოდა ერთმორწმუნე რუსეთი. ამიტომ საჭიროა სასწრაფოდ გამოვასწოროთ სააკაშვილის მიერ ჩაოხრებული ურთიერთობები რუსეთთან და აღვადგინოთ მასთან კეთილმეზობლური და მეგობრული კავშირები.

    • sakmarisia marto turqeti darxmaros da darwmunebuli var ro daexmareba turqetis armiis mtel msoflios eshinia da gagvanadgureben kidevac mxolot rusetis erti sityva gaachereft mat xolo amerikis da evrobis natqvams yurtan axlosac armiitanen

  8. tengo papa რაშია საქმე ?? დაიწყო გამოფხიზლება???!!! ნეტამც ამას მომასწროს უფალმა!!!

    რაშია საქმე??? ბოლოს და ბოლოს გამოფხიზლება იწყება!!!??? ნეტამც ასე მოხდეს!!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here