Home რუბრიკები სპორტი “დიდი მამიკო” _ შაკილ ო’ნილი საკალათბურთო მოედანზე და მის გარეთ

“დიდი მამიკო” _ შაკილ ო’ნილი საკალათბურთო მოედანზე და მის გარეთ

2359
შაკილ ო'ნილი

შაკილ ნილის სახელი, კარგა ხანია, შევიდა კალათბურთის ისტორიაში. ამერიკელმა კალათბურთელმა, მეტსახელადდიდმა მამიკომ”, ამჟამად ტელეკომენტატორმა, რეპერმა და მსახიობმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 1400-ზე მეტი მატჩი ითამაშა.

ბავშვობა და სიჭაბუკე

შაკილ ო’ნილი 1972 წლის 6 მარტს დაიბადა ნიუ-ორკში (ნიუ-ჯერსის შტატი, აშშ). მომავალი სპორტსმენის მამა ტონი ო’ნილი 1972 წელს დააპატიმრეს ნარკოტიკების შენახვის გამო. მოიხადა სასჯელი, მაგრამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ უარი განაცხადა მამის მოვალეობებზე. შაკილი მამინაცვალმა ფილიპ ჰარისონმა გაზარდა. ფილიპი სამხედრო იყო და ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. რამდენიმე წლის განმავლობაში ოჯახი ტეხასში ცხოვრობდა, სადაც შაკილმა მიიღო საშუალო განათლება, ტეხასშივე დაიწყო მისი სპორტული კარიერა. შაკილი სკოლის გუნდში გამოდიოდა და 2-ჯერ მოიპოვა ტეხასის ჩემპიონის ტიტული, შემდეგ ლუიზიანის შტატის უნივერსიტეტში ჩააბარა.

შაკილ ო'ნილი და კობი ბრაიანტი
შაკილ ო’ნილი და კობი ბრაიანტი

შაკილი კალათბურთში

შაკილ ო’ნილის სიმაღლე და წონა განცვიფრებას იწვევს: 216 სმ და 147 კგ. მაგრამ ტიტულების მოსაპოვებლად ეს, რა თქმა უნდა, არ კმარა. ცენტრალურ თავდამსხმელებს შორის მას არ უკავია პირველი ადგილი _ საუკეთესოს ტიტული ეკუთვნის უილტონ ჩემბერლენს _ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხგზის ჩემპიონს. თუმცა, ო’ნილს ეკუთვნის რეკორდი _ ზუსტი სროლის ყველაზე მაღალი პროცენტი 9 სეზონის განმავლობაში. პროფესიონალურ დონეზე ო’ნილის პირველი გუნდი “ორლანდო მეჯიკი” იყო. იმხანად შაკილი 20 წლის გახლდათ.

პირველ სეზონში 216 სმ სიმაღლის ყმაწვილს ლიგის საუკეთესო ახალბედის ტიტული ერგო და ის მაყურებელმა დაიმახსოვრა, როგორც გიგანტი, რომელმაც ფარი დაამსხვრია. ო’ნილმა მესამე სეზონში “ორლანდო მეჯიკი” ასოციაციის გათამაშების ფინალში გაიყვანა, მაგრამ დამარცხდა.

შემდეგ შაკილი “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გადავიდა 121 მლნ დოლარად. პირველი სამი წლის განმავლობაში გუნდთან ერთად ვერ შეძლო ტიტულის მოპოვება, მაგრამ მისი და “ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ცხოვრებაში გამოჩნდა მწვრთნელი ფილ ჯექსონი. 1992 წელს ფილ ჯექსონის ძალისხმევით გუნდი გარდაიქმნა. მატჩებში ო’ნილი ლიდერის როლს თამაშობდა და წარმატებით ურთიერთმოქმედებდა კობი ბრაიანტთან, თუმცა მოედნის გარეთ მათ ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი. “ლოს-ანჯელესთან” ერთად შაკილმა 3-ჯერ მოიპოვა NBA-ს ჩემპიონის ტიტული. 2004 წელს გუნდმა ფინალში ითამაშა, მაგრამ დამარცხდა “დეტროიტთან”. ო’ნილი “მაიამი ჰიტში” გადავიდა, “შავი მამბა” _ კობი ბრაიანტი კი დარჩა “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” და მალე ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მოედანზე. “საშობაო ბრძოლა” _ ასე უწოდეს ამერიკელმა გულშემატკივრებმა ო’ნილისა და ბრაიანტის შეხვედრას პარკეტზე 2004 წლის ბოლოს. ეს იყო გააფთრებული ბრძოლა, რომელშიც “ლეიკერსი” დამარცხდა მინიმალური სხვაობით. 2 წლის შემდეგ კი გუნდმა, რომელშიც თამაშობდა შაკილ ო’ნილი, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობა მოიპოვა. კობი კი “ლოს-ანჯელეს ლეიკერს” ეხმარებოდა გამარჯვებების მოპოვებაში. ვინ იცის, კიდევ რა სიმაღლეებს მიაღწევდა ეს ორი კალათბურთელი, ერთმანეთთან საერთო ენა რომ გამოენახათ.

ბილ გეიტსთან ერთად
ბილ გეიტსთან ერთად

საჯარიმო სროლები ბევრი კალათბურთელის აქილევსის ქუსლია, მაგრამ, ამ მხრივ, შაკილმა რეკორდი დაამყარა. ერთ მატჩში მან 11 საჯარიმო ისროლა და… ვერც ერთი ვერ ჩააგდო. აცდენებს შაკილი ასე ხსნის: “უშეცდომო ადამიანი არ არსებობს!” 2008 წელს ო’ნილი “ფინიქს სანსში” გადავიდა და სნაიპერთა სიაში მეხუთე ადგილი დაიკავა. ამაზე მაღლა ის ვერ ავიდა საჯარიმო ტყორცნების ხშირად აცილების გამო.

2009-2010 წლებში შაკილი უკვე “კლივლენდ კავალიერსის” წევრი იყო. სწორედ მაშინ მიიღონ ტრავმა, რომელიც კარიერის დასრულების მიზეზი შეიქნა. თუმცა დიდი სპორტიდან წასვლის შესახებ შაკილმა 2011 წელს განაცხადა, მანამდე კი 1,4-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა “ბოსტონ სელტიკსთან”, მაგრამ ტრავმის გამო 40 თამაში გამოტოვა. 2011 წლის ივნისში შაკილმა საბოლოოდ დატოვა პროფესიონალური საკალათბურთო მოედანი.

შაკილმა კალათბურთში წლების განმავლობაში გამომუშავებული ფული ჩადო ისეთ კომპანიებში, როგორიც არის Pepsico. სულ კი დაახლოებით 290 მლნ გამოიმუშავა. 1990-იანი წლებში მადლიერმა შვილმა მშობლებს რამდენიმემილიონიანი სახლი და ავტომობილი უყიდა. კალათბურთელმა ინვესტიციები ჩადო მეგაკომპანიებში, აგრეთვე, გააფორმა ხელშეკრულებები სარეკლამო კომპანიებთან. ერთხელ თქვა: “დავიღალე ფულზე ლაპარაკის მოსმენით. მინდა, ვითამაშო კალათბურთი, ჩავიცვა “რიბოკი”, დავლიო “პეპსი”. ამ ფრაზით შაკილმა ორ კომპანიას მილიონობით მოგება მოუტანა.

პირადი ცხოვრება

საყოველთაო პოპულარობას შაკილი საკალათბურთო მოედანზე მოპოვებულ გამარჯვებებს უნდა უმადლოდეს, მაგრამ არა მხოლოდ. ის ყურადღებას იპყრობდა არასტანდარტული გამოხდომებით მოედნის გარეთ და სახალისო სატელევიზიო შოუებში მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს შაკილმა სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა. შაკილს გიგანტური სიმაღლის შესაბამისი ფეხი აქვს _ 23-ე ზომა (სხვა სტანდარტით _ 56-ე). ის გადაღებულია 36 ფილმსა და სერიალში. შაკილის დედა ბაპტისტია, მამა _ მუსლიმი. თვითონ შაკილმა კი თქვა: “მე ვარ მუსლიმანი, ებრაელი, ბუდისტი, მე ვარ ადამიანი”.

2002 წელს შაკილ ო’ნილი დაქორწინდა შონი ნელსონზე. შაკილს 4 შვილი ჰყავს და ერთი ქორწინების გარეშე ქალიშვილი არნეტა იარბორგისგან, რომელთანაც მას რომანი ჰქონდა ქორწინებამდე. დღეს შაკილი განქორწინებულია.

დღეს ის დიდ ყურადღებას უთმობს კინემატოგრაფს. 2017 წელს გამოვიდა სამი ფილმი შაკილის მონაწილეობით, 2018 წელს _ კომედია “ბიძია დრიუ”.

შაკილ ო' ნილი და შონი ნელსონი
შაკილ ო’ ნილი და შონი ნელსონი

შაკილ ო’ნილის მიღწევები:

* მსოფლიო ჩემპიონი _ 1994 წ.

* საერთაშორისო საკალათბურთო ასიციაციის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე _ 1995 წ.

* ატლანტის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი _ 1996 წ.

* ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი _ 2000, 2001, 2002, 2006 წლებში.

* ნაციონალური საკალათბურთო ასიაციაციის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე _ 2000 წ.

* NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის 15-გზის მონაწილე.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here