Home სხვადასხვა დაიჯესტი “დიდი გადატვირთვა” _ კაცობრიობის წინააღმდეგ შეთქმულების ნაწილი

“დიდი გადატვირთვა” _ კაცობრიობის წინააღმდეგ შეთქმულების ნაწილი

გლობალურმა ელიტამ “დიდი გადატვირთვა” თავისუფლების შეზღუდვის იძულებითი ზომებით კაცობრიობის დასამორჩილებლად ჩაიფიქრა

559
“დიდი გადატვირთვა” _ კაცობრიობის წინააღმდეგ შეთქმულების ნაწილი

რამდენიმე დღის წინათ დასრულდა მორიგი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომლის თემაც იყოდიდი გადატვირთვა”. პანდემიური შეზღუდვების დაწესების გამო ფორუმი, რომელიც, წესისამებრ, შვეიცარიის კურორტ დავოსში უნდა გამართულიყო, ვირტუალურად ჩატარდა, მაგრამ ორგანიზატორებმა შეძლეს მისთვის მაღალი დონის შენარჩუნება.

დავოსის ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდარა მოდი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი სი ძინპინი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი.

“მიუხედავად იმისა, რომ სპიკერებმა ეზოპეს ენა გამოიყენეს, გასაგები იყო, რომ მათ იცოდნენ დიდი “გადატვირთვის” გეგმის არსის შესახებ, მაგრამ არ ისურვეს მასზე ყურადღების გამახვილება”, _ განაცხადა საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკის სტრატეგიის ინსტიტუტის ექსპერტმა ვალენტინ კატასონოვმა. თემები რომლებზეც იმსჯელეს, გამოძახილი იყო ამ ფორუმის უცვლელი ორგანიზატორის, პროფესორ კლაუს შვაბის მიერ 2020 წლის ზაფხულში გამოქვეყნებული წიგნის “Covid-19: დიდი გადატვირთვა” თემების. თუ ამ 200-გვერდიანი გამოცემიდან დემაგოგიურ “დეკორაციებს” განზე გადადებთ, ძირითადი აზრის გამოსახატავად 20 გვერდიც საკმარისი იქნება. ძირითადი იდეა კი ძალიან ჰგავს კათოლიკე არქიეპისკოპოსის, კარლო მარია ვიგანოს, მიმართვას დონალდ ტრამპისადმი (მიმართვის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთსაქართველო და მსოფლიოს” 2020 წლის 18-24 ნოემბრის 42- ნომერში. “კათოლიკე ეპისკოპოსი ამხელს. კოვიდის პანდემიადიდი გადატვირთვის მოსამზადებლად მოიგონეს”).

“დიდი გადატვირთვა” _ კაცობრიობის წინააღმდეგ შეთქმულების ნაწილი

კარდინალის სახელი ცნობილი შეიქნა მის მიერ ფინანსურ საკითხებზე ვატიკანის მწვავედ გაკრიტიკების შემდეგ. მოგვიანებით ვიგანომ გამოამზეურა კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსებს შორის გამეფებული საშინელი მორალური ურთიერთობები. ტრამპისადმი გზავნილს ვიგანომ უწოდა გაფრთხილება, რომ აშშის მასონურ ლოჟებთან დაკავშირებული გლობალური ელიტები ამზადებდნენ გეგმასახალი მსოფლიო წესრიგისდასამყარებლად. წერილის ავტორი ამტკიცებს, რომ შეთქმულებაში მონაწილეობენ ამერიკელი ეპისკოპოსები და ამით აიხსნება მათი ყველანაირი მხარდაჭერა მოძრაობა BLM-ის (Block Lives Matter) მიმართ. ვიგანო წერს, რომ გლობალურმა ელიტამ ჩაიფიქრადიდი გადატვირთვა”, რათა ადამიანებისთვის თავისუფლების შეზღუდვის იძულებითი ზომების გატარებით დაიმორჩილოს კაცობრიობა. ამით აიხსნება კოვიდ-19-ის პანდემიის გარშემო ხელოვნური პანიკის შექმნა.

საყოველთაო შემოსავლების უზრუნველყოფისა და ინდივიდუალური ვალების ჩამოწერის მაცდური დაპირების გამოყენებით გეგმის ავტორებს სურთ, ადამიანებმა ნებაყოფლობით თქვან უარი კერძო საკუთრებაზე და დაიწყონ პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი ციფრული მოწმობის გამოყენება. ეს მათ საშუალებას მისცემთ, დაადგინონ მსოფლიოს მოსახლეობის კონტაქტები. უკმაყოფილოებს ელით დაკავებულთა ბანაკებში გამწესება ან, უბრალოდ, შინაპატიმრობა და ქონების ჩამორთმევა.

ცნობილია, რომ ვიგანოს წერილის დაბლოკვასა და მის ინტერნეტში გამოქვეყნების აკრძალვას აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე აქტიურად ცდილობდა “სილიკონის მაფია” (კორპორაციებიGoogle, Microsoft-ი, Facebook-ი და სხვ.). აქედან გამომდინარე, ვიგანოს წერილის შინაარსს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.

rustrat.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here