პოლონეთის პარლამენტი აპირებს, განიხილოს მოქალაქეთა საკანონმდებლო ინიციატივა “დიახ ოჯახს და არა გენდერის იდეოლოგიას”. ეს ინიციატივა პოლონეთს საშუალებას მისცემს, “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენციიდან, იმავე 2011 წლის სტამბოლის კონვენციიდან გამოვიდეს.
პოლონეთის მიერ ხუთი წლის წინათ ხელმოწერილი სტამბოლის კონვენცია კვლავ დაპირისპირების წყაროდ რჩება. ეს დოკუმენტი განიხილება, როგორც გენდერული იდეოლოგიის ხელშემწყობი. პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ გაუკრიტიკებიათ კონვენცია.
პოლონეთის შრომის მინისტრი, მარლენა მალაგი, აცხადებს, რომ პოლონეთი სტამბოლის კონვენციიდან გასვლისთვის ემზადება.
alt-info.com