მთავარი სპორტი “დიადი ლოთი”

“დიადი ლოთი”

ანდრე გიგანტი რინგზე მილიონებს გამოიმუშავებდა, ტკივილს კი ალკოჰოლით იყუჩებდა

129
გააზიარეთ
ანდრე რენე რუსიმოვი

ანდრე რენე რუსიმოვს, ბულგარულპოლონური წარმოშობის ფრანგ ლეგენდარულ რესლერსა (რესლინგი _ სპორტის სახეობა, რომელშიც ორი ან რამდენიმე შეუიარაღებელი ადამიანი ერთმანეთს ებრძვის გამარჯვების მოსაპოვებლად. დაფუძნებულია .. კეტჩზე) და მსახიობს ტყუილუბრალოდ არ ეძახდნენ ანდრე გიგანტს. 224 სმ სიმაღლისა და 240 კგ წონის ათლეტს შეეძლო 10 საათში 41 ლუდი დაელია _ ერთხელ 350 მილილიტრი ტევადობის 119 ქილა ლუდს (დაახლოებით 41 ) გაავლო მუსრი, რის გამოცდიადი ლოთიშეარქვეს.

ლეგენდარულ გოლიათს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ის იყო გამოჩენილი რესლერი, რომელიც 15 წლის განმავლობაში არ დამარცხებულა. ამასთანავე, იღებდნენ ფილმებში და გამოიმუშავებდა მილიონებს. სვამდა უამრავ ალკოჰოლურ სასმელს, მაგრამ არა რეკორდის დასამყარებლად, არამედ ტკივილის გასაყუჩებლად.

ანდრე აკრომეგალიით იტანჯებოდა, დაავადებით, რომელიც დაკავშირებულია ჰიპოფიზის მუშაობის დარღვევასთან. ადრეულ ბავშვობაში გიგანტიზმით დაავადდა, 19 წლის ანდრეს სიმაღლე 2 მ და 15 სმ-ს აჭარბებდა.

ანდრე რენე რუსიმოვი

ნამდვილი ჯარისკაცი და მუსიკოსი

ანდრე რენე რუსიმოვი 1946 წლის 19 მაისს დაიბადა საფრანგეთის ქალაქ გრენობლში მცხოვრები ბულგარელი და პოლონელი ემიგრანტების ოჯახში. 14 წლის ბიჭი 100 კგ-ს იწონიდა და 190 სმ სიმაღლის იყო. შვილის ასეთი გაბარიტების გამო მშობლები არ შეშფოთებულან, რადგან ანდრე ნაყოფიერად შრომობდა ფერმაში. ჭაბუკ გოლიათს სურდა, გიტარაზე დაკვრა ესწავლა, მაგრამ ვერ მოახერხა _ თითები ძალიან დიდი და სქელი ჰქონდა. შემდეგ მას კიდევ ერთი იმედგაცრუება ელოდა _ სურდა, საფრანგეთის არმიაში ემსახურა, მაგრამ ექიმებმა დაიწუნეს დიდი გაბარიტების გამო.

17 წლის ანდრემ, რომელმაც უკვე იცოდა, რომ აკრომეგალია სჭირდა, გადაწყვიტა, რესლინგით დაკავებულიყო.

მუჰამედ ალი და ანდრე გიგანტი
მუჰამედ ალი და ანდრე გიგანტი

მსოფლიოს მერვე საოცრება

ჭაბუკი მოჭიდავე შეხვედრებს მართავდა საფრანგეთში და მეტოქეებს გამუდმებით ამარცხებდა _ ფრანგი გოლიათის წაქცევას ვერავინ ახერხებდა. სწორედ იმ პერიოდში შეამჩნია ანდრე ფრანგ-კანადელმა მოჭიდავე ედუარდ კარპანტიემ. მან დაარწმუნა ანდრეს მშობლები, საცხოვრებლად გადასულიყვნენ კანადაში, სადაც ანდრეს დიდი წარმატება ელოდა. ასე აღმოჩნდა ანდრე ჩრდილოეთ ამერიკაში. ცოტა ხნის შემდეგ მან რესლინგის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელ ვინს მაკმენის ყურადღება მიიპყრო. 1972 წლის შემდეგ, სახელდობრ, მაკმენი იდგა ანდრე რუსიმოვის ყველა წარმატების უკან. ანდრეს მეტსახელი გიგანტიც მაკმენმა შეარქვა, თუმცა მსოფლიოს მერვე საოცრებასაც ეძახდნენ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ არც ერთ ორთაბრძოლაში არ დამარცხებულა (ასეთი ორთაბრძოლები ათასზე მეტი იყო), არამედ იმიტომაც, რომ წარმოუდგენელი რაოდენობის ალკოჰოლის დალევა შეეძლო. ალკოჰოლი ანდრე გიგანტზე არ მოქმედებდა.

ლუდის ქილა ანდრე გიგანტის ხელში
ლუდის ქილა ანდრე გიგანტის ხელში

სიკვდილი სასტუმროში

ანდრე გიგანტი ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე რესლერი იყო, მეგობრობდა გამოჩენილ სპორტსმენებსა და მსახიობებთან _ მოჰამედ ალისთან, არნოლდ შვარცენეგერთან, პიტერ მაივიასთან (ჰოლივუდის ამჟამინდელი გმირის _ დუეინ ჯონსონის ბაბუა).

ანდრეს ხშირად იწვევდნენ კინოში გადასაღებად და კინემატოგრაფში მან მოულოდნელად იპოვა თავისი მოწოდება. ანდრემ 1987 და 1988 წლებში ორი ორთაბრძოლა გამართა სახელგანთქმულ რესლერ ჰალკ ჰოგანთან. ორივე ორთაბრძოლამ გიგანტს დიდძალი ფულადი შემოსავალი მოუტანა. ორთაბრძოლებთან ერთად ანდრე ალკოჰოლის მოღებასაც განაგრძობდა. იმხანად უკვე იწონიდა 240 კგ-ს, რის გამოც იმ საყოფაცხოვრებო მომსახურებებით ვერ სარგებლობდა, რომლებითაც ჩვეულებრივი ადამიანები. თვითმფრინავით რომ ემგზავრა 2 ბილეთი უნდა შეეძინა, ლაინერის ტუალეტში კი ვერ შედიოდა. გიგანტი რესლერი შეჯიბრებებზე ჩვეულებრივი ავტომობილით ვერ გადაადგილდებოდა და ვინს მაკმენმა მისთვის ტრაილერისგან სპეციალური ავტომობილი შექმნა. პირადი მოხმარებისთვის კი ანდრე გადაკეთებული “კადილაკით” მოძრაობდა. მისი რანჩო ჩრდილოეთ კაროლინაში ადაპტირებული იყო გოლიათის ზომებთან.

ანდრემ იცოდა, რომ მის გულს არ შეეძლო, დიდხანს მომსახურებოდა გიგანტურ ორგანიზმს. ექიმებმა მას ოპერაციის გაკეთება შესთავაზეს, მაგრამ ანდრემ უარი განაცხადა. მედიკოსებმა გააფრთხილეს, რომ დროთა განმავლობაში მას დაეწყებოდა ტკივილი ზურგის არეში და მუხლებში, მაგრამ გოლიათმა გადაწყვიტა, რომ ამ ტკივილებთან ერთად იცხოვრებდა სიცოცხლის ბოლომდე. ანდრე გიგანტი 1993 წელს გარდაიცვალა პარიზში, სადაც მამის დაკრძალვაზე ჩავიდა. ანდრე სასტუმროში მოკვდა. სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა იყო.

ანდრეს ქონება _ რამდენიმე მილიონი დოლარი _ დარჩა ქალიშვილ რამონას, რომელსაც ანდრე არ აღიარებდა, რადგან დაქორწინებული არ ყოფილა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here