მთავარი პოლიტიკა “დიადი თურანის” პროექტი რუსეთის ბოსფორითა და დარდანელით დასრულდება

“დიადი თურანის” პროექტი რუსეთის ბოსფორითა და დარდანელით დასრულდება

1340
გააზიარეთ
“დიადი თურანის” პროექტი რუსეთის ბოსფორითა და დარდანელით დასრულდება

პირველი მსოფლიო ომი დასრულდა 1918 წლის 11 ნოემბერს კომპიენის სამშვიდობო ზავით, რომელიც საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშისა და ანტანტის სხვა სახელმწიფოებსა და დამარცხებულ გერმანიას შორის დაიდო.

რუსეთისთვის პირველი მსოფლიო ომი ბრესტის ზავით დამთავრდა 8 თვით ადრე, ანუ 1918 წლის 3 მარტს. ამის მთავარი მიზეზი 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია იყო. ბრესტის ხელშეკრულებით რუსეთმა დათმო ფინეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთი, უკრაინა, ბელორუსიის ნაწილი და ამიერკავკასია.

ამრიგად, რუსეთი პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულ სახელმწიფოთა შორის არ აღმოჩნდა. ისტორია სხვა სცენარით რომ განვითარებულიყო, რუსეთს შეიძლება ტერიტორიები კიდეც შემატებოდა. შევჩერდებით ტერიტორიების იმ ნაწილზე, რომელიც პირველ მსოფლიო ომში გერმანიის მოკავშირე ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა.

1915 წლის მარტ-აპრილში რუსეთს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის დაიდო ხელშეკრულება სრუტეების შესახებ, რომლის თანახმადაც გერმანიის კოალიციაზე გამარჯვების შემდეგ რუსეთს გადაეცემოდა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები, აგრეთვე _ თურქეთის (გერმანიის მოკავშირის პირველ მსოფლიო ომში) ევროპული და აზიური ნაწილის მიმდებარე რაიონები.

შემდეგ: 1916 წლის მარტ-აპრილში, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მიიღეს რუსეთის თანხმობა თურქეთის გაყოფის შესახებ. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი კი 1916 წლის 9-16 მაისს ნოტების გაცვლის ფორმით საიქს-პიკოს ხელშეკრულებით შეთანხმდნენ ოსმალეთის იმპერიის სამფლობელოების განაწილებაზე.

ამ ხელშეკრულებებით მოკავშირეებმა ივალდებულეს, რომ შეასრულებდნენ რუსეთის 1915 წლის შეთანხმებას დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან სრუტეების, ასევე, ერზერუმის, ტრაბზონის, ვანის, ბითლისის ოლქებისა და ქურთისტანის ნაწილის გადაცემის შესახებ. ამასთანავე, რუსეთის პროტექტორატს დაექვემდებარებოდა იერუსალიმი, რომელიც იმხანად ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.

რუსეთის იმპერიის გენერალურ შტაბს 100 წლით ჰქონდა გათვლილი სამომავლო გეგმა. ისიც უნდა ითქვას, რომ თანამედროვე რუსეთის განვითარების სტრატეგიული გეგმების საჯაროდ მიუწვდომლობა სრულიადაც არ ნიშნავს მათ არარსებობას. სავსებით აშკარაა, რომ სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ფაციფუცი და საჯაროდ გამოტანა მიუღებელია.

ამასთანავე, დაგეგმვა იხვეწება იმ გამოწვევების გათვალისწინებითაც, რომლებიც დროდადრო ჩნდება. აქედან გამომდინარე, ღირს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ თურქეთს, რომელსაც თვალი უჭირავს რუსეთის ყოფილი იმპერიისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე.

იგულისხმება ამიერკავკასია. თურქებმა მყარად მოიკიდეს ფეხი აზერბაიჯანში თავიანთი კონცეფციით “ერთი ხალხი _ ორი სახელმწიფო”. ანკარა ძალიან აქტიურია შუა აზიასა და კავკასიაში.

(უადგილო არ იქნება, თუ ჩვენს მკითხველებს შევახსენებთსაქართველო და მსოფლიოს” 17 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ წერილსდიადი თურანის თეორია _ იმპერიული გეგმების ინფორმაციული მხარდაჭერა”, რომელშიც მითითებული იყო, რომ ამ გეგმის განხორციელების მარშრუტი საქართველოზეც გადის, ხოლო ქვეტექსტში იკითხებოდა ეჭვი: არის თუ არა თურქეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანა?!

კარგი იქნება, თუ ჩვენი ერთგული მკითხველი ერთხელ კიდევ დაუბრუნდება ამ წერილს და ასევე გადახედავს მე-40 ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუსიაკობ კედმი: “უკრაინასა და თურქეთს კარიკატურული პიროვნებები მართავენ”.)

თურქეთს მნიშვნელოვანი ინფორმაციული და კულტურული გავლენა აქვს მოპოვებული ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი, ასევე რუსეთში შემავალ ყირიმის, ჩეჩნეთის, დაღესტნის, ინგუშეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკებზე.

თურქეთი აქტიურად თანამშრომლობს უკრაინასთან სამხედრო სფეროშიც: აღჭურვავს იმ ქვეყნის არმიას, რომელმაც რუსეთი აგრესორად გამოაცხადა.

1990-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, ანკარამ მკვდრეთით აღადგინა “დიადი თურანის” გლობალისტური პროექტი, რომელიც, რიგი ექსპერტების აზრით, ჩაენაცვლება “ისლამური სახელმწიფოს” პროექტს.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი დამოუკიდებელი მოთამაშე არ არის, მის ზურგს უკან დგას დიდი ბრიტანეთი. ამ რეალობის მიჩუმათება არ ეგების.

“დიადი თურანის” პროექტი რუსეთის ბოსფორითა და დარდანელით დასრულდება

როგორი გეოპოლიტიკური გეგმები აქვს დასახული რუსეთს?

ყურადღებაა მისაქცევი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, პაკლონაია გორაზე პირადად გახსნა პირველი მსოფლიო ომის გმირების ძეგლი.

გამორიცხავთ, რომ 21- საუკუნის რუსეთის სტრატეგიული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი ეფუძნება რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის 1915 წლის შეთანხმების პარამეტრებს, რომელიც სრუტეების საკითხს და აზიური თურქეთის განაწილებას ეხება?! (ყარსის ხელშეკრულებაც გავიხსენოთ!)

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ გეგმების რეალიზაციას თურქეთი თავადვე დაიწყებს სასიცოცხლო სივრცის გაფართოების მოტივით.

რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე თავის გეოპოლიტიკურ სტრატეგიას განახორციელებს სხვისი თამაშის ფონზე და საჭირო მომენტში თითქოს წაგებულ სიტუაციას თავის სასარგებლოდ შემოაბრუნებს.

ასე დაემართება “დიადი თურანის” თურქულ პროექტს, რომელიც რუსული ბოსფორითა და დარდანელით დასრულდება.

regnum.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. მართალია: „თურქეთი დამოუკიდებელი მოთამაშე არ არის, მის ზურგს უკან დგას დიდი ბრიტანეთი“. მაგრამ ბრიტანეთი იმდენს გააკეთებინებს თურქეთს, რომ დაანგრევინოს რუსეთი ფედერაცია და მერე ხელს შეუშლის მას „დიდი თურანის“ იდეის განხორციელებაში. რაც შეეხება რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ის ვერაფერს განახორციელებს, რადგან პუტინი მას ამის საშუალებას არ მისცემს. რუსული ბოსფორითა და დარდანელით დასრულებაზე კი საუბარიც არ ღირს. პუტინი „რუსი“ ოლიგარქების კაცია, მან ფიცი დადო ელცინთან, რომ არ შეეხოს მათ. რუსი ხალხის წინააღმდეგ ამ შეთქმულებაში პუტინს, ოლიგარქებსა და მათ ბატონს ერთი საერთო მტერი ჰყავთ: რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელსაც ისევე გაუტეხენ სახელს, როგორც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიით გაუტეხეს. ქართველებმა, რომლებსაც სიბრიყვეში ბადალი არა ჰყავთ, იმაზე იფიქრონ, რომ მეორედაც არ გამოიყენონ ამ საქმეში. ამას უქადის მათ ჩახოს „ასოცირებული წევრობა“.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here