მთავარი პოლიტიკა “დემოკრატიის შუქურას” სხივი ამერიკასაც გადასწვდა

“დემოკრატიის შუქურას” სხივი ამერიკასაც გადასწვდა

სააკაშვილი ახლა ამერიკელებს ასწავლის, როგორ მოაწყონ ქვეყანა

1348
გააზიარეთ
“დემოკრატიის შუქურას” სხივი ამერიკასაც გადასწვდა

მადა ჭამაში მოდისო, ამაზეა ნათქვამი. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს ლამის 50-მილიონიანი უკრაინა აღარ აკმაყოფილებს და ახლა თავისი რეფორმატორული ნიჭის გამოვლენა ამერიკის შეერთებულ შტატებში სურს. არ ვხუმრობთ, ახალი თანამდებობით აღტყინებულმა მიშამ ამერიკელებს ჭკუა დაარიგა: თქვენი პოლიცია გააუქმეთ, მერე ხელახლა შექმენით და ქვეყანა დალაგდებაო.

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004 წელს, არშემდგარი სახელმწიფოს პრეზიდენტი გავხდი. სამართადამცველი ორგანოები დანაშაულებრივი დაჯგუფებებისავით მოქმედებდნენ: ოფიცრები ითხოვდნენ ქრთამს, ვაჭრობდნენ ნარკოტიკებითა და იარაღით, მუშაობდნენ პოლიტიკური და საქმიანი ელიტისათვის დაქირავებულ ძალად, მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საქართველო “მძარცველი პოლიციელების ქვეყნის” ქრესტომათიულ ნიმუშად მიიჩნეოდა: პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ელემენტარულ მოვალეობასაც ვერ ასრულებდა, მდიდრდებოდა და თავის მფარველებსაც ამდიდრებდა მოსახლეობისაგან ფულის გამოძალვის გზით. გამოკითხვის თანახმად, პოლიციის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება ქართველების მხოლოდ 2,3%-ს ჰქონდა. სულ რაღაც, რამდენიმე წელიწადში ჩვენ სიტუაცია შევცვალეთ და ჩვენეული მოდელი ისეთ ქვეყნებს შევთავაზეთ, რომლებიც პოლიციის რეფორმის გატარებას ცდილობდნენ, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. გავაუქმეთ “კე-გე-ბეს” მსგავსი სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, დავშალეთ საგზაო პოლიცია და ათიათასობით პოლიციელი სამსახურიდან გავათავისუფლეთ. საგზაო პოლიცია შეიცვალა საპატრულო პოლიციით, ახალ კადრებს ახლებური მოთხოვნები წავუყენეთ, მათ თავიანთი უფლება-მოვალეობა ღრმად უნდა ჰქონოდათ გაცნობიერებული… სამართალდამცველ ორგანოებში წესრიგის დამყარებისას უპირატესობა, რაოდენობის ნაცვლად, ხარისხს მივანიჭეთ: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა რიცხვი 56 ათასიდან 33 ათასამდე შევამცირეთ. რეფორმის გატარების შემდეგ დანაშაულის რაოდენობამ 66%-ით იკლო. ადამიანებს პირდაპირ ეთერში სახლებში ვიჭერდით და ვაპატიმრებდით… ასეთი არატრადიციული ტაქტიკით, რომელიც დრომ გამოსცადა, ჩვენ პატრონაჟის პოსტსაბჭოურ სისტემას ხერხემალი გადავუმტვრიეთ. პოლიცია აღარ უწევდა ექსპლოატაციას ხალხს, არამედ მათ იცავდა. ქრთამის ნაცვლად პოლიცია მოსახლეობისაგან ნდობას იღებდა… ჩვენ საერთაშორისო აღიარება დავიმსახურეთ”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილს აშკარადდაავიწყდაეთქვა ისიც, რომ პოლიციას აბსოლუტური ძალაუფლება მისცა და პირდაპირ განუცხადა, რომ ყველაფერი ეპატიებოდა. ამის შემდეგ სამართალდამცველთა ნაწილმა დაიჯერა, რომ ქვეყანაში მართლაც ყველაფერი ეპატიებოდა და ქუჩაში ჩაცხრილული ადამიანების რიცხვი გაორმაგდა. პოლიციელთა ნაწილი პირდაპირ შუა ქუჩაში აწყობდა გარჩევებს და, როცა ამის განწყობაზე იყო, ომობანასაც თამაშობდა. ხელისუფლება ამ ყველაფერს მშვიდად ფუთავდა, იარაღს დებდა, ყველა მკვლელობას კრიმინალს უკავშირებდა და, სავარაუდოდ, სააკაშვილს აღაც ახსოვს გამცემლიძე, გირგვლიანი, რობაქიძემას არც მაშინ აინტერესებდა მათი ბედი და მით უმეტეს _ ახლა, როცა ამერიკელების დამოძღვრა დაიწყო.

“აშშ-ის ზოგიერთ ქალაქში პოლიციელებისაგან მომდინარე საფრთხის განეიტრალების მცდელობა გარდაქმნის მცდელობას წარმოადგენს _ ისეთს, რომელიც ერთმა პატარა ქვეყანამ განახორციელა, მაგრამ, რევოლუციის შემდგომი საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკელთა უმეტესობა პოლიციის მიმართ ასეთი რადიკალური ზომის მიღებას არ ეთანხმება. მე პრეზიდენტად რომ ამირჩიეს, საქართველოს მოსახლეობამ ძველი სისტემის დანგრევის მანდატი მომცა, რომელიც ადამიანებისთვის აღარ მუშაობდა. მთავრობა ერთი მიზნის მისაღწევად გაერთიანდა. პოლიციისადმი უნდობლობა იმ ფართოდ გავრცელებული განწყობის სიმპტომია, რომლის თანახმად, “სისტემა ისეა აგებული, რომ ის მხოლოდ ელიტის ინტერესებს იცავს”. თუ ჩვენ საქართველოში შევძელით ამ პრობლემის გადაჭრა, მაშინ ამერიკელებიც შეძლებენ”, _ განაცხადა სააკაშვილმა და ამერიკელებს უთხრა, თქვენი სისტემა, შემთხვევით, მხოლოდ ელიტის ინტერესებს ხომ არ იცავსო?!

მიშას მმართველობის პერიოდში ელიტა მამალი ნაციონალების სანათესავო იყო და სწორედ მას, ანუ პოლიტელიტას შეეწირა გირგვლიანის სიცოცხლე. პოლიტელიტა იმხობდა თავზე ღამის კლუბებს და, კოკაინი ცხვირის ერთ ნესტოში რომ არ ეტეოდა, მეორეში იტენიდა. ეს იყო ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობდით, და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეს ამერიკელებმა კარგად იციან. თუმცა, სწორედ ამერიკელებს აძლევდათ ხელს მაშინ მთელი ერის კრიმინალად გამოცხადება (და სააკაშვილმა ოფიციალურად თქვა: ქართველი ერი კრიმინალური მენტალიტეტის არისო), სწორედ დასავლეთს უნდოდა, რომ შიშში გვეცხოვრა და ერთი კაცის გადასაწყვეტი ყოფილიყო ყველაფერი.

საქართველოსადმი დასავლეთის აგდებული დამოკიდებულება იქიდანაც ჩანს, რომ კაცს, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით პატიმრობა აქვს მისჯილი, რომელიც იძებნება, საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე ფართოდ უღებენ კარს. ეს მაშინ, როცა, თუ რომელიმე პრეზიდენტი არ მოსწონთ, დევნილსაც ისე ავიწროვებენ დასავლელი სამართალდამცველები, რომ გასაქანს არ აძლევენ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მის ლიკვიდაციაზეც არ ამბობენ უარს.

მაგალითისთვის ლიბიის პრეზიდენტი მუამარ კადაფიც კმარა, კაცი, რომელიც დასავლეთმა დიქტატორად გამოაცხადა და მისი ლიკვიდაციაც მარტივად მოახერხა. კადაფის ლიკვიდაციის შემდეგ ლიბიაში მუდმივი არეულობაა. სამაგიეროდ, “დალაგდაის რესურსები, რომლებიც ამ ქვეყანას აქვს და ისინი ამერიკელებმა და ევროპელებმა დაინაწილეს. საქართველო ბუნებრივი რესურსებით მდიდარი არაა, მისი რესურსი რუსეთთან საერთო საზღვარია და ამიტომ ის, როგორც ტერიტორია, როგორც რუსეთის მომიჯნავე ანტირუსული პლაცდარმი, ისე სჭირდებოდათ და სააკაშვილის ხელში მიიღეს კიდეც. მიიღეს კი არა, ომი დააწყებინეს მეზობელთან, რომელთან დაპირისპირებასაც მთელი ცივილიზებული სამყარო ერიდება. საქართველო კი გააბრიყვეს, ასროლინეს, აომეს, ტერიტორიები დააკარგვინეს, საუკუნეებით ნაშენები პოლიტიკური, ეკონომიკური, ადამიანური კავშირები მოაშლევინეს, სამაგიეროდ სააკაშვილი გმირად გამოგვიცხადეს. მერე რა, რომგმირმაგორში ოთხზე იფორთხა და, რომ არა ამერიკული პამპერსი, შარვალიც დაუსველდებოდა. ჰო, ტყვიაგაუმტარ ჟილეტთან ერთად მიშას პამპერსიც ეკეთა.

ევროპაში ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტი კი არა, ყოფილი მინისტრი იძებნებოდეს და ის სხვა ქვეყანაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდეს. არ კადრულობენ ამას სხვა ქვეყნები, არ აკადრებენ “სტრატეგიულ პარტნიორს” იმას, რომ ძებნილი და მისჯილი კაცი სასათბურე პირობებში ჰყავდეთ. თუმცა საქართველო ხომ ბოლომდე დამონებულია და სააკაშვილი კი არა, ადეიშვილიც სამსახურში ჰყავთ, თანაც ამაყობენ: რეფორმების გატარებაში გვეხმარებაო.

სხვათა შორის, იმ რეფორმების, რომლებსაც ათასობით ადამიანის სიკვდილი მოჰყვა; იმ რეფორმების, რომლებმაც სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები სასაკლაოდ აქცია. არავის, არც ერთ უცხოელ პარტნიორსა და უფლებადამცველს კითხვა არ გასჩენია, რატომ კვდებოდა ასეულობით ადამიანი ციხეში სააკაშვილის პერიოდში და რატომ არის ეს მონაცემი ახლა დასული ორ ათეულამდე. იმიტომ, რომ მათ ყველაზე კარგად იციან, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა და ერის ხოცვაზე მიშას თვითონვე აქეზებდნენ. მთავარი იყო დასავლეთისადმი უსიტყვო მორჩილება, თორემ პირდაპირ ეთერში ხალხის დახვრეტა (კორტების სპეცოპერაცია გაიხსენეთ) ჩვეულებრივ ამბად იყო აღქმული. რა რეაქცია ექნებოდა ამერიკელ საზოგადოებას, გირგვლიანის ისტორია იქ რომ მომხდარიყო, ვხედავთ დღეს განვითარებული პროცესების მაგალითზე. აქ კი მკვლელები ცალკე ჩასვეს და საჭმელ-სასმელს ვინ ჩივის, არც ქალების საზოგადოებას აკლებდნენ და არც საუკეთესო რესტორნებში დროსტარებას.

ამ ნაბიჯით კარგად ჩანს, რომ დასავლეთის ინტერესში არ არის საქართველოს კეთილდღეობა. არც უკრაინელი ხალხის ლიდერს, “ხალხის მსახურზელენსკის აინტერესებს, რას იფიქრებენ საქართველოში, რადგან დასავლეთმაც იმ პირობით მოიყვანა უკრაინის ხელისუფლების სათავეში, რომ მეფეს ემსახუროს, მასხარას მოვალეობა ხომ სწორედ მეფის გართობა იყო ოდითგანვე და ახლა საქართველოსა და უკრაინის მეფეები ამერიკელები არიან.

იმაშიც დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ, თუ შესაბამისი პირობები შეიქმნება, დასავლეთი მიშას დაბრუნებას აუცილებლად შეუწყობს ხელს. მით უმეტეს, რომ საქმეში უკვე ნანახი ჰყავს ეს კაცი, ზუსტად იციან, რომ ის ისევ ისეთი მონა იქნება და ნებისმიერ დროს შეეძლება, რუსეთს შეუჩხიკინოს. იმას, რასაც ეს ხელისუფლება არ აკეთებს, მიშა უპრობლემოდ გააკეთებს და კვლავ გამარჯვებული მხედართმთავარივით გამოგვეცხადება რუსთაველზე საზეიმოდ. მერე რა, თუ მიშას დაბრუნების მცდელობას შეიძლება ჩვენთან სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვეს? მღვრიე წყალში თევზის დაჭერა უფრო მარტივია, ადრეც დაუჭერიათ და მომავალშიც დაიჭერენ. მთავარია, მათი ინტერესები გატარდეს და შინააშლილობა და სამოქალაქო ომი პრობლემა არ არის, რაც ნაკლები იქნება ხალხი, მით ადვილი სამართავია.

ვერ გეტყვით, რა რეაქცია ექნება საქართველოს დელეგაციას, უკრაინაში ვიზიტით ჩასულს მაგიდასთან სააკაშვილი რომ დახვდეს. მაინც გვგონია, რომ დასავლელი პარტნიორების შიშით ამასაც აიტანენ, ბოლომდე გადაყლაპავენ იმას, რაც მანამდეც არაერთხელ გადაუყლაპავთ და თავსაც გაიმართლებენ, _ სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ვერ ჩავერევით, არ შეიძლებაო. ჰო, ის არავის გაახსენდება, ამერიკის ელჩმა ბავშვებივით რომ არბენინა ჩვენი ხელისუფალნი, კონსტიტუციას რომ აცვლევინებს მიშისტების თარგზე და აგერ, გასულ კვირას გენერალური პროკურორიც რომ მოინახულა და ჭკუა დაარიგა, ქცევის კოდექსი დაუდო წინ და გააფრთხილა, _ ჩვენ დაგვემორჩილეო.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. მოვიდა პატრონის შეცვლის დრო.უძღები შვილივით უნდა დავუბრუნდეთ რუსეთს და მისი ყველა პირობა უნდა შევასრულოთ.სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს საქართველოს ხელისუფლებებმა…

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here