Home სხვადასხვა დაიჯესტი “დემოკრატიის” მასწავლებლები დემოკრატიის წინააღმდეგ

“დემოკრატიის” მასწავლებლები დემოკრატიის წინააღმდეგ

515
“დემოკრატიის” მასწავლებლები დემოკრატიის წინააღმდეგ

აშშის დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ამერიკის კონგრესის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ამ დღეებში თავის თანაპარტიელებს ღია წერილით მიმართა. წერილში წერია: “ტრამპისა და მისი უკრაინული საქმეების მოსმენებზე თითქმის ყველას, პირველ რიგში _ რესპუბლიკელებს (ტრამპის პარტია) ძალიან დუნე რეაქცია აქვთ. განწყობა ასეთია: არჩევნები ხომ კარზეა, ჰოდა, არჩევნებმა გადაწყვიტოს! ეს ძალიან სახიფათო მიდგომაა და ამიტომ აუცილებელია ჩვენი გადაუდებელი მოქმედებები, რადგან ტრამპის ყოფნა თეთრ სახლში საფრთხეს უქმნის არჩევნების ლეგიტიმურობას!”

ტრამპმა მაშინვე უპასუხა პელოსის “ტვიტერში”: “სხვა სიტყვებით, პელოსი ფიქრობს, რომ მე მოვიგებ და არ უნდა, არჩევნების ბედი ამომრჩევლებს მიანდოს!”

ტრამპმა განაცხადა, რომ იმპიჩმენტი მას მხოლოდ დაეხმარება არჩევნების მოგებაში.

პელოსიმ, ფაქტობივად, თქვა, რომ, თუ დემოკრატებს ახლა არ გამოუვათ ტრამპის ჩამოგდება, მაშასადამე, საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშაა თვით არჩევნების დაწყებამდე, იმიტომ, რომ ეჭვქვეშაა მათი გამარჯვება ამ არჩევნებში, ე.ი. ყველაფერი არალეგიტიმურია, სადაც დემოკრატები მარცხდებიან.

იმპიჩმენტის პროცედურა დემოკრატებმა პროპაგანდისტული განზრახვით წამოიწყეს. თავიდანვე ცხადი იყო, რომ იმპიჩმენტი არ გავიდოდა, რადგან ამისთვის სენატის ხმათა ორი მესამედია საჭირო, იქ კი ტრამპს უმრავლესობა აქვს. პროპაგანდაც არ გამოუვიდათ: დემოკრატების ბეჭდვითი რუპორი, გაზეთი The Washington Post დაბოღმილი წერს, რომ იმპიჩმენტს საზოგადოებისდ მხარდაჭერა არ აქვს, ტრამპის ამომრცეველთა ბაზა კი მატულობს და ძლიერდება.

აი, სწორედ ამიტომაა პელოსისთვის არჩევნები “ხიფათი”, რომ დემოკრატებმა ის შეიძლება წააგონ. დემოკრატებისთვის (და ბევრი მათი მსგავსისთვის) დემოკრატია არის მხოლოდ თავიანთი ძალაუფლება და არა მათი, ვისაც ხალხი აძლევს ხმას.

ამიტომაც იყო, რომ, როცა არჩევნების შედეგები, ე.ი. ხალხის არჩევანი არ მოეწონა აშშ-ის დემოკრატიულ პარტიას, მაგალითად, ჩვენთან ან უკრაინაში, მაშინვე მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება არჩევნების გაყალბების საბაბით.

მაგრამ ახლა დრო შეიცვალა, დემოკრატებმა დაკარგეს აშშ-ის პრეზიდენტის სავარძელი და “ფერადი რევოლუციის” აჩრდილი უკვე ამერიკის თავზე ჩამოწვა.

დაახლოებით ერთი წლის წინათ ამერიკაში ვინმე დენიელ გრინფილდი გამოვიდა სიტყვით რაღაც ღონისძიებაზე და სულ მალე მისი ნათქვამი ყველამ აიტაცა, ვისაც კი დემოკრატები არ ეპიტნავება. გრინფილდმა დემოკრატების საქციელს სამოქალაქო ომი უწოდა.

“ნებისმიერი სამოქალაქო ომი პოლიტიკიდან იწყება, იარაღი ბოლოს გამოჩნდება ხოლმე. როგორ იწყება სამოქალაქო ომი? ორი ან მეტი მხარე ვერ თანხმდება, ვინ უნდა მართოს ქვეყანა. მათ არ შეუძლიათ ამ საკითხის არჩევნების გზით გადაწყვეტა, იმიტომ, რომ არჩევნების პროგნოზირებადი შედეგი ერთ-ერთისთვის მაინც მიუღებელია, ძალაუფლება კი ძალიან უნდა. თქვენ შეიძლება არ გიყვარდეთ რომელიმე პარტია და არ გინდათ მისი სათავეში ყოფნა, მაგრამ ამ შემთხვევაში თავგამოდებით უნდა იმუშაოთ, რათა მოწინააღმდეგე არჩევნებში დაამარცხოთ. თუკი თქვენთვის მისაღები არ არის იმ არჩევნების შედეგები, რომელიც წააგეთ, მაშინ დიქტატურა გდომებიათ, თქვენი დიქტატურა”, _ დაახლოებით ასე თქვა მან.

პატივცემულო მკითხველო, ჩვენს დღევანდელობასთან პარალელის გავლება ხომ არ მოგინდათ?

გიორგი გავაშელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here