მთავარი პოლიტიკა დემოკრატიის ზედოზირება თუ სახელმწიფოებრივი უპასუხისმგებლობა?

დემოკრატიის ზედოზირება თუ სახელმწიფოებრივი უპასუხისმგებლობა?

806
გააზიარეთ
გვარამია-ივანიშვილი

მძიმედ დაავადებული ქართული სახელმწიფოსთვის დიაგნოზი ჯერ კიდევ ძალიან რთული დასასმელია. დიაგნოზიმეთქი, თორემ ავადმყოფის მძიმე და თითქმის უიმედო მდგომარეობა აშკარაა. ნეტარ არიან ისინი, ვისაც სჯერა და სწამს, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისიქართული ოცნებითაზრზე მოვა, გასასტუმრებელს გაისტუმრებს და დასაფასებელს დააფასებს. სულაც არა! ბატონი ბიძინა, როგორც სჩვევია, უბრალოდ, რამდენიმე განტევების ვაცს იპოვის, ყველაფერს მათ დააბრალებს და მათ ნაცვლად უარეს კადრებს შეარჩევსნათელი მომავლისადაგასაოცარი დემოკრატიისასაშენებლად.

ბიძინურმა დემოკრატიამ კიდეც გაგვაოცა, კიდეც გაგვაშტერა და ჭკუიდანაც გადაგვიყვანა. რა თქმა უნდა, გაგიჩნდებათ ე.წ. ლეგიტიმური კითხვა: ჩვენ კი გაგვაოცა, მაგრამ აქვთ თუ არა ანალოგიური შთაბეჭდილება ევროპელებსა და ამერიკელებს? აკი, ივანიშვილი, ძირითადად, სწორედ მათ “ემუქრებოდა” თავისი “გასაოცარი დემოკრატიით”?! ჩემი აზრით, ამერიკელები და ევროპელები ჩვენზე მეტად გაოცებული უნდა იყვნენ, რადგან წარმოუდგენელია, მათ ოდესმე სადმე ენახოთ და მოესმინოთ, როგორ ემუქრება ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი ტელევიზიის გენერალური დირექტორი მაყურებლებსკოჭების დახვრეტით”.

“შერეკილების” ნოშრევანისა არ იყოს, ასეთი რამ ჯერ ევროპაში ნამდვილად არ შეუნიშნავთ. ჩვენი დღევანდელი სტატიის მიზანიც ესაა _ შევეცდებით, დავადგინოთ, რა არის ქართული სახელმწიფოს კლინიკური სიკვდილის მიზეზი: დემოკრატიის ზედოზირება თუ “ექიმების”, ანუ ხელისუფლების უპასუხისმგებლობა.

ყველამ ვიცით, ნარკომომხმარებლის ნარკოტიკთან კარგად შეჩვეული ორგანიზმიც კი ვერ უძლებს ხოლმე ზედმეტ დოზას და ეს ნარკომანის გარდაცვალებას იწვევს. აქედან გამომდინარე, სურვილი მაქვს, დავადგინო, როდემდე გაუძლებს ქართველი ხალხის, საქართველოს სახელმწიფოს, ქვეყნისორგანიზმიდემოკრატიის იმ დოზებს, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი და მისიქართული ოცნებაგვთავაზობენ?

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი და მისი თავზეხელაღებული, ყოველგვარ ზღვარს გადასული მუქარა უკვე ვახსენეთ და ბარემ აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ პირდაპირი ეთერიდან დედის გინებაც სწორედ მისი დამკვიდრებულია ქართულ მედიაში. ვგულისხმობ თვით ტელეკომპანიის დირექტორის საჯარო ბილწსიტყვაობას, თორემ სტუდიაში მიწვეული სტუმარი რაღაც მომენტში შეიძლება ვინმემ ვერ გააკონტროლოს და, მისგან გინებაც რომ მოვისმინოთ, ეს გასაგებია. მაგრამ მსოფლიოში უპრეცენდენტო შემთხვევაა, რომ ტელეკომპანიის არათუ უბრალო ჟურნალისტი, არამედ თვით გენერალური დირექტორი ასეთი ბილწსიტყვაობის კორიანტელს აყენებდეს თავისივე ტელევიზიის ეთერში.

ამისთან, ნიკა გვარამიამ სამოქალაქო შეგნების მაგალითიც გვაჩვენა _ თუ ვინმემ ქუჩაში შეურაცხყოფა მოგვაყენა მე და ჩემს ოჯახს, არავის გეგონოთ, პატრულს გამოვიძახებ, იარაღის ტარების უფლება მაქვს, იარაღი სულ თან დამაქვს და პირდაპირ გესვრით, პატრული არა ჩემი ფეხები!” _ განგვიცხადა ეთერიდან კაცმა, რომელიც სულ რაღაცამას წინათგენერალური პროკურორის მოადგილის, შემდეგ კი იუსტიციის მინისტრის რანგშისამართლებრივ სახელმწიფოს გვიშენებდადაძველბიჭური მენტალიტეტისგანთავის დაღწევისკენ მოგვიწოდებდა.

ასეა, როგორც ჩანს, დემოკრატიის დოზებმა მიჩვევა იცის. მაგალითად, გასულ კვირაში “გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია” _ ამ სახელით მოქმედმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა ანასხლეტებმა განგვიცხადეს, “ჩვენ არ ვცნობთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და ქუჩაში უნდა გავვარდეთო”.

დღეს ჩვენს “ზედემოკრატიულ” ქვეყანაში ქუჩაში გავარდნით ვერავის გააკვირვებ. განსაკუთრებით ბოლო 2-3 წელიწადში ვიხილეთ ზედემოკრატიის რამდენიმე ნიმუში. მხოლოდ ნარკორეალიზატორების ცნობილი აქცია რად ღირს, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრმა ნარკორეალიზატორებს ბოდიშიც კი მოუხადა, აქციის მონაწილეებს კი გამოფენილი ჰქონდათ პლაკატები, რომლებზეც ეწერა, რომ თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკების გამსაღებლების დაკავება და სარეალიზაციოდ გამზადებული სინთეტიკური ნარკოტიკების ამოღება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაკვეთა იყო. ასეთი დონის არც სიდებილე ახსოვს, ალბათ, არავის და არც ამ დონის “დემოკრატია”.

ჰოდა, არც ნაცების ქუჩა-ქუჩა ხეტიალი გააკვირვებდა ვინმეს, რომ არა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროს გიორგი ვაშაძის ზესაოცარი განცხადება, _ ჩვენ 800 ათასმა ადამიანმა მოგვცა ხმა და, შესაბამისად, ეს იმის მანდატია, მათგან მოცემული, რომ მთავრობა ჩამოვაგდოთ და ხელისუფლება შევცვალოთო.

და რა ვუყოთ მეორე მხარისთვის მიცემულ მილიონ 200 ათას ხმას? _ ამაზე ნაცებს თავისი “ურყევი” პასუხი აქვთ: გააყალბესო! მაგრამ ამას დამტკიცება რომ უნდა, არაფერს ამბობენ. ან თუნდაც იყოს გარკვეული გაყალბებები და დარღვევები, ფაქტია, რომ ზურაბიშვილს 400 ათასი ამომრჩევლით მეტმა მისცა ხმა, ვიდრე ვაშაძეს. როგორ ფიქრობთ, თუკი გაყალბება ისეთი მასშტაბის იყო, რომ “ქოცებმა” თითქმის ნახევარი მილიონი ხმა “მოიპარეს”, ასეთ შემთხვევაში, საოლქო სარჩევნო კომისიებში მხოლოდ ორიოდე ათეული საჩივარი დაიწერებოდა? ან “ნაცების” მიერ დესტაბილიზაციაზე დაგეშილ “რუსთავი 2”-ს ისეთი უსუსური “ფაქტები” ექნებოდა, როგორიც გააშუქეს?

რაც მთავარია, “ოცნებას” რომც გაეყალბებინა 300 ათას 999 ხმა, ანუ “ნაცების” სასარგებლოდ ყოფილიყო 800 ათასი, ხოლო “ქოცების” სასარგებლოდ _ 800 ათას ერთი ხმა, დემოკრატიის სტანდარტებით, ეს მაინც “ქოცების” გამარჯვებაა და დემოკრატიულმა მოწინააღმდეგემ გამარჯვებულს უნდა მიულოცოს.

დიახ, კაცობრობამ ასეთი წესები სწორედ რევოლუციების თავიდან ასაცილებლად მოიგონა და სწორედ ამას ემსახურება არჩევნების შემთხვევაში მეორე ტურის გამართვის პრინციპიც. ანუ, თუკი მეორე ტურში დარჩენილ ორ კანდიდატს შორის რომელიმემ არათუ ერთი პროცენტით, არამედ თუნდაც ერთი (ცალი) ხმითაც მეტი რომ მოაგროვოს, გამარჯვება მისია და მოწინააღმდეგე უნდა შეეგუოს ამას.

ნაცებს კი, როგორც ვნახეთ, დემოკრატია მხოლოდ იმ შემთხვევაში მოსწონთ, თუ ის მათ სასარგებლოდაა. სხვა შემთხვევაში, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არათუ 50 პროცენტს მინუს ერთი ხმა, არამედ, სულ რაღაც, 39 პროცენტიც კი საკმარისი ყოფილა იმისთვის, რომ ამ 39 პროცენტისმანდატით აღჭურვილმაპოლიტიკურმა ძალამ სახელმწიფო გადატრიალება წამოიწყოს.

დემოკრატია მსხვერპლს რომ მოითხოვს, ამაზე ნაცებს ან ფიქრიც არ სურთ, ან 6 წელი და მეტი ხელისუფლებაში არყოფნა და ძალაუფლების არქონა მათთვის ნამეტანი დიდი და გაუსაძლისი მსხვერპლია.

თუმცა, ნაცებთან ისედაც ყველაფერი გასაგებია და მთავარი იმის გარკვევაა, “ოცნებარატომ ეგუება ასე უდრტვინველად ამ ყოველივეს? როგორ ფიქრობთ, ესდემოკრატიის ზედოზირებაამათი მხრიდან თუ, უბრალოდ, “ექიმის უპასუხისმგებლობა”?

მართალია, შედეგი, საბოლოოდ, ორივე შემთხვევაში ერთი იქნება _ “პაციენტის გარდაცვალება”, მაგრამ სუფთა სპორტული ინტერესით, მაინც გვინდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ხელისუფალთა მხრიდან ამდენი რამის შერჩენა და პატიება თუნდაც “მთავარი ოპოზიციური ძალისათვის”.

კი ბატონო, ძალიან კარგია, რომ თბილისის ცენტრში, სასტუმროში შესახლებული “ბოევიკები” და იქ გადამალული საბრძოლო იარაღი და ასაფეთქებელი მასალა სამართალდამცველებმა იპოვეს. უკრაინელი “ბოევიკები” დაპატიმრებულნი არიან, ხოლო იარაღი ამოღებულია. ეს ყოველივე მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ კანონი, როგორც ვიცი, არა მხოლოდ იარაღის ფლობის გამო, არამედ სიტყვიერი პირდაპირი მოწოდებების გამოც ითვალისწინებს კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ამ მხრივ როგორაა ჩვენი სახელმწიფოს საქმე?

* “მე მოვუწოდებ პოლიციასა და ჯარს, არ დაემორჩილონ არსებულ ხელისუფლებას!”

* “ვინც მომეკარებით, კოჭებს დაგიხვრეტთ, პატრული არა ჩემი ფეხები!”

* “ჩვენ მოგვეცა ლეგიტიმაცია, რომ დავასრულოთ არსებული კრიმინალური რეჟიმი და ხელისუფლება!”

ეს და ამის მსგავსი ყოველდღიური მოწოდებები სისხლის სამართლის დანაშაული არ არის?

არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, მოქმედი თუ გადამდგარი სამხედრო პირების ყოველდღიური დაუსჯელი მუქარა, შანტაჟი, ცილისწამების დაუსჯელი ნიაღვარი დემოკრატიის შეგნებული ზედოზირებაა თუ, უბრალოდ, სახელმწიფოებრივი უპასუხისმგებლობა?

ისევრუსთავი 2”-ის გენდირექტორ ნიკა გვარამიას დავუბრუნდეთ. მან ნაცების ტელევიზიის ეთერშიბულინგიდა ფსიქოლოგიური ტერორი უწოდა ქალაქში გამოკრულ ბილბორდებს, რომლებზეც სხვა ნაცებთან ერთად თვითონ გვარამიაც არის გამოსახული და აწერია: “არა ნაცებს! არა ბოროტებას!”

“ჩემი შვილები ამ ბილბორდებს როცა ხედავენ, ის მათზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს და ვცდილობ, ავარიდო, არ დავანახვო მათ ისინი”, _ გულაჩუყებულმა გვაუწყა გვარამიამ.

საინტერესოა, როდესაც თვითონ კერავდა ნიკა გვარამიამტკიცებულებებსდა ქმნიდა ფილმებსოპერაცია ენვერიდანოემბრიდან ნოემბრამდე”, რომლებშიც არაერთი ადამიანისამშობლოს მოღალატედ”, “კრემლის აგენტად”, “მექრთამედ”, “მკვლელად”, “ნარკომანად”, “დამნაშავედმოიხსენია, ჰქონდა გარანტია, რომ ამ ფილმებს ამ ადამიანების შვილები არ ნახავდნენ?

აჰ! სულ დაგვავიწყდა, ნიკაია პროკურორმა ხომ უკვე მოინანია ეს ყველაფერი და გამოგვიცხადა _ მაშინ მაგდენზე არ ვფიქრობდი და ახლა გავაცნობიერე, რომ ეს ჩემი მხრიდან შეცდომა იყოო! მხოლოდ შეცდომა და სხვა არაფერი?! თან ისეთი უბრალო შეცდომა, რომ მისი ჩამდენი ახლა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორობას და მიშას მომავალ მთავრობაში, ალბათ, პრემიერმინისტრის ერთერთი მოადგილის პოსტსაც იმსახურებს?!

აი, ასეთია ივანიშვილისეული “გასაოცარი დემოკრატიის” ზედოზირების შედეგები და საზოგადოებას უკვე ეტყობა ამით გამოწვეული შოკი, ჰიპოტონია და კონვულსიები. საფიქრალი მხოლოდ ისაა, ბატონი ბიძინა დემოკრატიის ასეთ “ზედოზებს” განგებ “უჩხერს ვენაში” საზოგადოებას თუ მართლა ვერ ხვდება, რომ ამით საზოგადოების, ქვეყნის, სახელმწიფოს ორგანიზმის გათიშვა და სიკვდილი შეიძლება გამოიწვიოს?!

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here