Home რუბრიკები პოლიტიკა “დემოკრატიის აკვნად” წოდებული სისხლისმსმელი იმპერია

“დემოკრატიის აკვნად” წოდებული სისხლისმსმელი იმპერია

1742
ბრიტანეთი

კოლონიალიზმი _ ეს არის სისტემა, რომლის მიხედვით განვითარებული ქვეყნები (მეტროპოლიები) ბატონობენ დანარჩენ მსოფლიოზე. კოლონიული პოლიტიკა კი არის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მეთოდებით ხალხების, ქვეყნებისა და ტერიტორიების (როგორც წესი, ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული) დაპყრობისა და სასარგებლო წიაღისეულის, ბუნებრივი სიმდიდრეების ექსპლუატაციის პოლიტიკა.

XVI-XX საუკუნეებში სწორედ ამ პოლიტიკის წყალობით ჩაიგდო ხელში ქვეყნები და უზარმაზარი ტერიტორიები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმსმელმა იმპერიამ _ დიდმა ბრიტანეთმა (ინგლისმა). XXI საუკუნეში კი დემოკრატიის აკვნად წოდებული დიდი ბრიტანეთი და მისი მთავარი მოკავშირე აშშ _ საქართველოს სტრატერიული პარტნიორები _ უფრო დახვეწილი მეთოდებით ეწევიან ქვეყნებისა და ხალხების ექსპლუატაციას, თუმცა არც სამხედრო მეთოდების გამოყენებაზე _ ინტერვენციაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაზე _ ამბობენ უარს.

აშშ და დიდი ბრიტანეთი სხვადასხვა ქვეყანაში დასავლური ე.წ. დემოკრატიული ფასეულობების დანერგვით ცდილობენ ამ ქვეყნების კულტურის, განათლების, ტრადიციების, რელიგიის დაკნინება-დამცრობას, რადგან ეროვნულ ფასეულობებს მოწყვეტილი გაუნათლებელი ადამიანები ადვილი სამართავები არიან. საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორების” მიზანი ამ ადამიანების მეშვეობით თავიანთი ინტერესების დაცვაა. ეს ინტერესები კი რუსეთთან ბრძოლაში ამ ქვეყნის სიმდიდრეების ხელში ჩასაგდებად საქართველოს გამოყენებაა. საქართველოს “სტრატეგიული მეგობრები” ამიტომ ცდილობენ, არ დაუშვან თავიანთი გავლენის შესუსტება ჩვენს ქვეყანაში და საქართველოს სვლა საკუთარი ინტერესების დაცვისა და მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით _ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ. ამისთვის კი საქართველოში ჰყავთ მეხუთე კოლონა, რომლის წარმომადგენლებით გაძეძგილია ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა, პოლიტიკური პარტიები და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები.

საქართველოში უცხო ქვეყნების უამრავი აგენტი რომ მოქმედებს, ამაზე ბევრი ექსპერტი ლაპარაკობს, ამას მოწმობს, აგრეთვე, კავკასიასა და მოლდოვაში კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის დიდი ბრიტანეთის ფონდის (CSSF) 2016-2017 წლების საპროგრამო დოკუმენტი. სწორედ ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონები უცხო ქვეყნების აგენტებითაა სავსე, და ისიც, თუ რატომ მიჰყავთ ქართველები უცხოეთის, ძირითადად, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სასწავლებლებში “კვალიფიკაციის ასამაღლებლად” (იხ. “საქართველო და მსოფლიოს” 2016 წლის 45-ე ნომერში გამოქვეყნებული მასალა “დიდი ბრიტანეთი საქართველოს საბოლოო კოლონიზაციას აპირებს”). დიდი ბრიტანეთი, როგორც ნათლად ჩანს CSSF-ის საპროგრამო დოკუმენტიდან, არც მალავს, რომ საქართველოს განიხილავს, როგორც საინფორმაციო ომის პოლიგონს, და დაუფარავად აცხადებს, რომ აპირებს არა ობიექტური ინფორმაციისა და უტყუარი ფაქტების, არამედ “განსხვავებული” ალტერნატიული ინფორმაციის გავრცელებას, ანუ დეზინფორმაციის ტირაჟირებას. თანაც ეს დეზინფორმაცია 5 ენაზე უნდა გავრცელდეს, რათა მრავალეროვან საქართველოში არავის მოაკლდეს ანგლო-საქსების მზრუნველი ხელი. კავკასიასა და მოლდოვაში კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის დიდი ბრიტანეთის ფონდის 2016-2017 წლების საპროგრამო დოკუმენტში ყველაზე შეურაცხმყოფელია პუნქტი, რომელშიც საუბარია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საინფორმაციო ბრძოლის საკითხების დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის მუდმივად ყოფნაზე. როგორც ჩანს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწორედ ბრიტანეთის წარმომადგენელი მართავს და არა მინისტრი, ანუ საქართველოს სუვერენიტეტი ფიქციაა _ ვატარებთ არჩევნებს, ვქმნით სახელმწიფო ატრიბუტებს, მაგრამ სინამდვილეში ქვეყანა გარედან იმართება. სამწუხაროდ, ეს არ ეხება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ეს წარმომადგენელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სტრუქტურებს ეხმარება ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფაში”. ჩანს, მეტასტაზები სრულიად მთავრობაზეა მოდებული, ამასთანავე, თვალშისაცემია ცინიზმი _ ამ პროგრამის შემდგენელი ბრიტანელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ “ნებისმიერი სახელმწიფოს დამოკიდებულების საფუძველი აქტიურად მოქმედი და კომპეტენტური სპეცსამსახურების ყოლაა, რომლებიც გარედან ნებისმიერ ჩარევას საკადრის პასუხს გასცემენ”. ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ რა ვუყოთ ბრიტანელთა დოკუმენტს, რომელშიც გაწერილია საქართველოს, როგორც ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სუვერენიტეტის სრული ნიველირების გეგმა, მის თავდაცვასა და უშიშროებაზე სრული კონტროლის დამყარების ინსტრუქციები?! საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო რომ იყოს, მისი “კომპეტენტური სპეცსამსახურები” დიდი ხნის წინათ გაანეიტრალებდნენ დაუფარავად მოქმედ დესტრუქციულ ორგანიზაციებს და ამ დოკუმენტის ავტორსაც კინწისკვრით გააძევებდნენ საქართველოდან, მაგრამ საქართველო (ნეოკოლონიალიზმის თვალსაჩინო პროდუქტი) ამის უფლებას, როგორც ჩანს, თავს ვერ მისცემს.

დიდი ბრიტანეთის იმპერია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობის წინაშე უამრავი დანაშაული ჩაიდინა, დღეს დახვეწილი მეთოდებით განაგრძობს სხვადასხვა ქვეყნის კოლონიზაციას, მათ შორის, სამწუხაროდ, საქართველოცაა.

ახლა კი გთავაზობთ სიას იმ ტერიტორიებისა, რომლებიც კოლონიური თუ სხვა ფორმით იყო დამოკიდებული დიდი ბრიტანეთის იმპერიაზე ან პირადად ინგლისის (დიდი ბრიტანეთი) მონარქზე.

კოლონიების მართვის ფორმა დროის მიხედვით იცვლებოდა, მაგრამ 1920-იანი წლების მდგომარეობით მათი კლასიფიცირება შეიძლება შემდეგი კატეგორიებით: თვით გაერთიანებული სამეფო _ ინგლისის, უელსის, შოტლანდიისა და ირლანდიის (1922 წლიდან _ მხოლოდ ჩრდილოეთი ირლანდია) კავშირი; სამეფოს მიწები (კუნძული მენი, ჯერსი და გერნსი); დასახლებული კოლონიები. ამ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა ბრიტანული სამართალი და კანონები, რომლებსაც ბრიტანეთის პარლამენტი იღებდა. სამეფო წარმოდგენილი იყო გუბერნატორის სახით, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობა ნიშნავდა; კოლონიები, რომლებიც ამერიკაში არსებობდა XVI-XVII საუკუნეებში. მათ სამეფო არისტოკრატებს გადასცემდა სამართავად; კოლონიები, რომლებსაც მართავდნენ კომპანიები, უწინარესად _ ბრიტანელი ოსტ-ინდური კომპანია. არსებობდა, აგრეთვე, სხვა პატარა კომპანიებიც აფრიკაში; პროტექტორატები. მათ საშინაო საქმეებში ხშირად ერეოდა ბრიტანეთის ხელისუფლება; დომინიონები. გაჩნდა XX საუკუნის დასაწყისში როგორც ყოფილი დასახლებული კოლონიები ან ასეთი კოლონიების ფედერაციები; მანდატს დაქვემდებარებული ტერიტორიები. გაჩნდა I მსოფლიო ომის შემდგეგ. ეს ტერიტორიები ადრე გერმანიასა და ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა, მაგრამ ერთა ლიგამ სამართავად ბრიტანეთს გადასცა.

1876-დან 1947 წლამდე დიდი ბრიტანეთის მონარქს, აგრეთვე, ჰქონდა ინდოეთის იმპერატორის ტიტული, ამჟამად კი დედოფალი ელისაბედ II არის 16 ქვეყნის მონარქი.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონიები:

ევროპა

* ირლანდია, მათ შორის ოლსტერი;

* ჰელგოლანდი (1807-1890) _ ამჟამად გერმანიის ნაწილი;

* გიბრალტარი _ ამ ტერიტორიას ედავება ესპანეთი;

* მენორკა _ ამჟამად ესპანეთის ნაწილი.

* იონიის კუნძულები _ ამჟამად საბერძნეთის შემადგენლობაშია;

* აკროტიხი და დეკელია _ ტერიტორიები კვიპროსზე.

აზია

* მესოპოტამია; ერაყის სამეფო; თანამედროვე ერაყი;

* ბრიტანეთის მანდატი პალესტინაში, მათ შორის, ტრანსიორდანიასა (ამჟამად იორდანია) და პალესტინაში;

* ქუვეითი;

* ყატარი;

* ბაჰრეინი;

* ომანი;

* ამჟამადინდელი გაერთიანებული არაბული საამიროების ტერიტორია;

* ადენი. ამჟამად იემენის ნაწილი;

* ავღანეთი;

* ბრიტანეთის ინდოეთი;

* ნეპალი;

* ცეილონი (ამჟამად შრილანკა);

* მალდივის კუნძულები.

* მალაიზია, მათ შორის, სინგაპური;

* ბრიტანეთის მალაია;

* სარავაკი;

* ბრიტანეთის ჩრდილოეთი ბორნეო;

* საბაჰი (აღმოსავლეთი მალაიზია);

* ბრუნეი;

* ჰონგკონგი (აიმჟამად სიანგანი, ჩინეთის ავტონომიური რაიონი).

აფრიკა

* ეგვიპტე;

* ინგლისურეგვიპტური სუდანი;

* ბრიტანული აღმოსავლეთი აფრიკა;

* კენია;

* უგანდა;

* ტანგანიკა (ამჟამად ტანზანიის ტერიტორიის ნაწილი);

* ზანზიბარი (ამჟამად ტანზანიის ნაწილი);

* ბრიტანული სომალი (ამჟამად, ფორმალურად, სომალის ნაწილი, დე ფაქტო _ სომალილენდი);

* როდეზიისა და ნიასალენდის ფედერაცია;

* სამხრეთი როდეზია (ამჟამად ზამბია);

* ჩრდილოეთი როდეზია (ამჟამად ზამბია);

* ნიასალენდი (ამჟამად მალავი);

* ბრიტანული სამხრეთი აფრიკა;

* კაპისა და ნატალის პროვინციები (ამჟამად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ნაწილი);

* ნარინჯისფერი თავისუფალი რესპუბლიკა (ამჟამად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ნაწილი);

* ტრანსვაალი (ამჟამად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ნაწილი);

* ბეჩუანალენდი (ამჟამად ბოტსვანა);

* სამხრეთდასავლეთი აფრიკა (ამჟამად ნამიბია);

* ბასუტოლენდი (ამჟამად ლესოტო);

* სვაზილენდი;

* სეიშელის კუნძულები;

* ჩაგოსის არქიპელაგი (ბრიტანეთის ტერიტორია ინდოეთის ოკეანეში).;

* მავროკია;

* გამბია;

* ნიგერია;

* ბრიტანეთის კამერუნი (თანამედროვე კამერუნისა და ნიგერიის ნაწილი).;

* ბრიტანეთის ტოგო (ამჟამად განა);

* სიერალეონე;

* წმინდა ელენესა და ტრისტან და კუნიას კუნძულები.

ამერიკა

* კანადა;

* ნიუფაუნლენდი (ამჟამად კანადის ნაწილი);

* ბერმუდის კუნძულები (ეს ტერიტორია ამჟამადაც ბრიტანეთს ეკუთვნის);

* 13 კოლონია, რომლებისგანაც 1776 წელს შეიქმნა აშშ;

* ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები;

* დომინიკა;

* ბარბადოსი;

* ტრინიდადი და ტიბაგო;

* სენტლუსია;

* ანგილია;

* ანტიგუა და ბარბუდა;

* სენტვინსენტი და გრენადინი;

* სენტკიტსი და ნევისი;

* ბრიტანეთის გვიანა (ამჟამად გაიანა);

* ბრიტანეთის ჰონდურასი (ამჟამად ბელიზი);

* კაიმანის კუნძულები;

* იამაიკა

* ფოლკლენდისა და სენდვიჩის კუნძულები.

ავსტრალია, ოკეანეთი და ანტარქტიკა:

* ავსტრალია;

* ვან დიმენის მიწა (ტასმანია);

* პაპუა (ამჟამად პაპუა _ ახალი გვინეის ნაწილი);

* სოლომანის კუნძულები;

* ნაურუ;

* აღდგომის კუნძული (ამჟამად ავსტრალიის ნაწილი);

* ქოქოსის კუნძულები (ამჟამად ავსტრალიის ნაწილი);

* ავსტრალიის ატნარქტიკული ტერიტორია;

* ახალი ზელანდია;

* ტოკელაუ (ამჟამად ახალი ზელანდიის ნაწილი);

* ნიუე (ამჟამად ახალი ზელანდიის ნაწილი);

* ბრიტანეთის სამოა;

* კუკის კუნძულები (ამჟამად ასოცირებულია ახალ ზელანდიასთან);

* ფიჯი;

* გილბერტისა და ელისის კუნძულები (ამჟამად ტუვალუ და კირიბატის ნაწილი);

* ახალი ჰებრიდები (ამჟამად ვანუატუ);

* პიტკერნი;

* ტონგა _ დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი 1900-1970 წლებში.

აი ტერიტორიები, რომლებიც დაპყრობილი ჰქონდათ ინგლისელებს, და სადაც მოსახლეობის ექსპლუატაციას ეწეოდნენ. ეს ტერიტორიები კი დედამიწის მეოთხედზე მეტია. დღეს დასავლელი ექსპერტები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირი იყო ხალხების საპყრობილე და ბოროტების იმპერია, არადა, მსოფლიოს ისტორიისთვის თვალის გადავლებაც საკმარისია, რათა დარწმუნდეთ, რომ ისეთი სისხლისმსმელი და ბოროტი, ხალხებისა და ქვეყნების ექსპლუატატორი სახელმწიფო წარმონაქმნი, როგორიც დიდი ბრიტანეთის იმპერიაა, რომელიც მონებით ვაჭრობდა და პირველი საკონცენტრაციო ბანაკები შექმნა, კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here