მთავარი პოლიტიკა დემაგოგიის მეთოდები საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციების მაგალითზე

დემაგოგიის მეთოდები საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციების მაგალითზე

304
გააზიარეთ
სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაეს თემა გარკვეული რეგულარობით განიხილება. ნატოს წარმომადგენლები საუბრობენ წევრობის გზაზე ქვეყნის პროგრესზე. თბილისი ადასტურებს ამ კურსის დაცვას. ეს ციკლი საუკუნის დასაწყისიდან გრძელდება. მართლაც, საქართველომ ნატოსკენ სწრაფვა 2003 წლის რევოლუციის შემდეგ დაიწყო, როდესაც ხელისუფლებაში არცთუ საუკეთესო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. როგორც დღეს შეინიშნება, ინტეგრაციის პროცესები ვერ დაიწყო. რა არის ამის მიზეზი?

დემაგოგიის ხელსაწყოებს შორის არსებობს ერთი ძალიან საინტერესო მეთოდი – ყალბი სილოგიზმი. ის მუშაობს სრულიად ლოგიკური მათემატიკური პრინციპის შესაბამისად, რომელსაც ყველა ჩვეულებრივი ადამიანი სკოლის ხანიდან იცნობს. ჰოდა, ვინ დააყენებს ეჭვქვეშ ყველა მეცნიერების დედოფალს? ხოლო ცრუ სილოგიზმში ფორმულა შემდეგია: თუ A = B და A = C, მაშინ B = C. ვეთანხმებით, რადგან თითქოსდა ყველაფერი აშკარაა. ამიტომ თბილისი აგერ უკვე 15 წელია აქტიურად მიმართავს ამ მეთოდს და არწმუნებს ხალხს, რომ საქართველო უნდა იყოს თანამედროვე და დემოკრატიული ქვეყანა. ყველა თანამედროვე და დემოკრატიული ქვეყანა ნატო-სა და ევროკავშირის წევრია. დასკვნა: ჩვენ უნდა შევუერთდეთ ნატო-სა და ევროკავშირს.

მარტივად რომ ვთქვათ, ღირებულების ორიენტაცია თავხედურად და ღიად ჩაანაცვლა ზედმიწევნით ინტეგრაციულმა. უფრო მეტიც, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა, რითაც საქართველო ჯერ კიდევ ვერ დაიკვეხნის, ნაცვლდება სამხედრო ხარჯების ზრდით, მილიტარიზაციითა და სამხედრო ბაზების მშენებლობით.

”რატომ?”, იკითხავს ქვეყნის უბრალო მოქალაქე. ”აბა, როგორ?! – უპასუხებენ მას. – ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, აუცილებელია ნატოში შესვლისთვის. ჩვენ ხომ გვინდა, რომ ცივილიზებული საზოგადოების ნაწილი გავხდეთ”.

პრობლემა ის არის, რომ ამ გზით ქვეყანა არ გამოსწორდება, პოლიტიკური პროცესები არ გახდება გამჭვირვალე. პირიქით, ამ ყველაფრის უკან იმალება ხელისუფლების კორუმპირებულობა, მისი შეუმდგარობა. ქვეყნის ყველა უბედურება მიეწერება იმ ფაქტს, რომ საქართველო მიისწრაფვის ნატოსკენ, ხოლო რუსეთი მასზე ზეწოლას ახდენს და ხელს უშლის ამ პროცესს. თუმცა, დაბრკოლებების საპოვნელად საჭირო არაა კრემლისკენ ყურება. ისინი ბევრად უფრო ახლოსაა – თბილისში.

ამასთან, ამ სიტუაციაში გაცილებით უარესია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობა ხელს უწყობს ასეთ ტენდენციებს, ფარისევლურად აცხადებს თბილისის წარმატებას, პირდება ნატოში გაწევრიანებას, არადა, კარგად იცის, რომ ტერიტორიული დავები, რომელიც არსებობს საქართველოში, ხელს უშლის ამას.

”საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს წევრობის სურვილს, რაც მისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია და მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს. მოკავშირეები ადადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ხოლო წევრობის სამოქმედო გეგმა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია; მოკავშირეები ადასტურებენ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს, ”- ნათქვამია ნატო-საქართველოს კომისიის განცხადებაში.

ამავდროულად, მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში. ”ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, უარი თქვას ქართული რეგიონების – აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე, ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოებად. ”

და თუ რუსეთი უარს არ იტყვის, მაშინ – რა? სექტემბერში ძალიან საინტერესო წინადადება წამოაყენა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს უბრალოდ არ თქმულა.

”ვფიქრობ, ამ ჩიხიდან გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს იმაში, რომ საქართველოში იმსჯელონ, მიიღებთ თუ არა თქვენ შეთანხმებას იმის შესახებ, რომ მე -5 მუხლი ვრცელდებოდეს მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, სადაც საქართველოს მთავრობა ფლობს სრულ სუვერენიტეტს”, – განაცხადა მან.

ეს პარადოქსული ვითარებაა, რადგან მას მოვლენათა განვითარების მხოლოდ ორი სცენარი შეიძლება ჰქონდეს: თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებზე პრეტენზიების სრული უარყოფა ან რუსეთთან ომის ავტომატური დასაწყისი. ნატოს ქარტიის მე -5 მუხლის გათვალისწინებით, ჩვენ თითქმის მესამე მსოფლიო ომზე ვსაუბრობთ. რასაკვირველია, ბოლო წლებში ტრანსატლანტიკური ბლოკისა და მოსკოვის ურთიერთობები გამწვავდა, მაგრამ საშინელებაა იმის დაშვებაც კი, რომ ნატოში არიან გიჟები, რომლებიც მზად არიან გააკეთონ ასეთი რამ.

ამ ვითარებაში საქართველო განწირულია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენს ხარჯავს იგი ახლა ბიუჯეტის თანხებს თავდაცვისთვის, რუსული არმია მაინც უფრო ძლიერია. ამავე დროს, დიდი ეჭვები არსებობს ალიანსის მხრიდან იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც თბილისი ჰიპოთეტურად შეიძლება დაეყრდნოს.

მაგრამ ჩვენ ძალიან შორს წავედით. დროა დავუბრუნდეთ თანამედროვე რეალიებს. ისინი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთს ნამდვილად არ უხარია მის საზღვრებთან ალიანსის მიახლოება. ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მეზობლის გაღიზიანებას რუსოფობიური განცხადებებით. ამ ზაფხულს საქართველო ანტირუსული პროტესტის ტალღამ მოიცვა, რომლის ორგანიზებაც გაქცეული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციურმა ძალებმა მოახდინა. როგორი რეაგირება მოახდინა ამაზე ვლადიმერ პუტინმა? მან აკრძალა ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლები – ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ნაბიჯია. მაგრამ გაგანია ტურისტულ სეზონზე ეს სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკისთვის. 100 მილიონ დოლარზე მეტი ზარალით! და ამით პუტინმა უბრალოდ მიანიშნა, თუ რა მოხდებოდა, თუ თბილისი კვლავაც ასე გააგრძელებს. საქართველოს ეკონომიკა ორიენტირებულია რუსეთის ბაზარზე. ეს ფაქტორი უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც კი, ფრთხილად, რომ არ შეურაცხყოს დასავლელი პარტნიორები, საუბრობს რუსეთთან დიალოგის საჭიროებაზე. სახელმწიფო ინტერესების თვალსაზრისით, ეს მიდგომა ლოგიკურია. სისულელეა არ გაითვალისწინო ქვეყნის ამჟამინდელი პოზიცია გეოპოლიტიკურ ასპარეზზე. საზაფხულო ანტირუსულმა კამპანიამ უკვე აჩვენა, რომ ამას შედეგები მოჰყვება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნატოს გულისთვის ქვეყნის მცხოვრებლები გაუძლებენ შიმშილსა და დეპრესიას, როდესაც რუსული ბაზარი დაიხურება. აი მაშინ თბილისი გაიგებს, რა არის ნამდვილი რევოლუცია.

წყაროები:https://www.agoravox.fr/tribune-libre/article/methodes-de-demagogie-sur-l-218339?fbclid=IwAR2m-rQxXWlrzqAPTaVt5mvX1JQUVhE-vUyLdZyV9GXOzlUNvHYtRylxJbg

https://patriot.co.rs/gruzija-izmedju-nato-a-i-rusije/?fbclid=IwAR2qNa6ltUDZf5b7x5PDaS1UKEkRLyd0iEaLZdHPTACfx7OMCuLtQHvWhuk

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here