Home ახალი ამბები მსოფლიო დედოლარიზაცია _ რუსეთი და ევროკავშირი რუბლითა და ევროთი ანგარიშსწორებაზე გადადიან

დედოლარიზაცია _ რუსეთი და ევროკავშირი რუბლითა და ევროთი ანგარიშსწორებაზე გადადიან

1032
დედოლარიზაცია _ რუსეთი და ევროკავშირი რუბლითა და ევროთი ანგარიშსწორებაზე გადადიან

რუსეთის ფედერაციის ვიცეპრემიერ ანტონ სილუანოვის პრესმდივნის, ანდრეი ლავროვის, განცხადებით, რუსეთი და ევროკავშირი ქმნიან სამუშაო ჯგუფს, რათა მათ შორის ანგარიშსწორება გადავიდეს რუბლსა და ევროზე.

უფრო ადრე სილუანოვმა და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა მაროშ შეფჩოვიჩმა შეხვედრა გამართეს და განიხილეს საკითხი ვაჭრობისას, მათ შორის ენერგომატარებლებით ვაჭრობისას, ანგარიშსწორების ნაციონალურ ვალუტებში _ რუბლსა და ევროში _ გადაყვანის შესახებ.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეროვნული ვალუტების გამოყენების გაფართოება ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება, რადგან ევროკავშირისა და რუსეთის მეწარმეებისთვის რისკებს შეამცირებს. შეხვედრაზე, აგრეთვე, იმსჯელეს ევროპული ბიზნესის მონაწილეობაზე რუსეთის ნაციონალურ პროექტებში.

მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ გაფორმდება ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთსა და ევროკავშირს შორის.

დოლარზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობა 2018 წელს განხილვის მთავარი თემა იყო. რუსეთის ხელისუფლება მიუთითებდა, რომ აშშ თავისი სანქციების პოლიტიკით ძირს უთხრის დოლარისადმი ნდობას, ამცირებს ქვეყნის რეზერვების ჩადებას ამერიკის სახელმწიფო ვალში და ხელს უწყობს  საგარეო ვაჭრობაში რუბლისა და სხვა ვალუტის მოცულობის მომატებას. მოსკოვის მტკიცებით, ეკონომიკის დედოლარიზაციის პოლიტიკა არ ითვალისწინებს დოლარის მიმოქცევის აკრძალვას _ საუბარია მხოლოდ ეკონომიკურად სასარგებლო პირობებზე სხვა ვალუტების გამოსაყენებლად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here