მთავარი მსოფლიო “დედა _ ეს არის ქალი, ხოლო მამა _ მამაკაცი!” უნგრეთმა კონსტიტუციაში “არატოლერანტული”...

“დედა _ ეს არის ქალი, ხოლო მამა _ მამაკაცი!” უნგრეთმა კონსტიტუციაში “არატოლერანტული” ცვლილებები შეიტანა

1197
გააზიარეთ
“დედა _ ეს არის ქალი, ხოლო მამა _ მამაკაცი!” უნგრეთმა კონსტიტუციაში “არატოლერანტული” ცვლილებები შეიტანა

უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილებები, რომელთა მიხედვით, ოჯახი უნდა ეფუძნებოდეს ქორწინებას და მშობლების დამოკიდებულებას შვილებისადმი.

“დედა _ ეს არის ქალი, ხოლო მამა _ მამაკაცი”, _ ნათქვამია ახალ კონსტიტუციაში. მასში, აგრეთვე, მითითებულია უნგრეთში ბავშვების აღზრდის აუცილებლობაზე კონსერვატიული ფასეულობების სულიკვეთებით: “უნგრეთი ბავშვების დაბადებისთანავე იცავს მათ უფლებებს სქესობრივ იდენტიფიკაციაზე და უზრუნველყოფს მათ აღზრდას უნგრელი ხალხის თვითგამორკვევის კონსტიტუციური უფლებისა და ქრისტიანული კულტურის ფასეულობების საფუძველზე”.

უნგრეთის კანონმდებლობით, 2009 წლიდან დაშვებულია ერთი და იმავე სქესის პირთა შორის პარტნიორული კავშირები. ეს ნორმა დააწესეს ვიქტორ ორბანისა და პარტია “ფიდესის” წინამორბედმა სოციალისტებმა. ანალოგიური ნორმა მოქმედებს ჩეხეთსა და ესტონეთშიც, მაგრამ ჩეხეთში ასეთი წყვილებისთვის დაშვებულია ბავშვის შვილად აყვანა.

ევროკავშირში აღმოსავლეთი ევროპა გამონაკლისია, რადგან ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში არაჰეტეროქორწინებები იურიდიულად რეგულირდება. ჰომოსექსუალური ქორწინებები დაშვებულია, აგრეთვე, დიდ ბრიტანეთში.

ru-an.onfoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here