Home რუბრიკები პოლიტიკა დეგნანი და მისი მონა-მორჩილნი

დეგნანი და მისი მონა-მორჩილნი

745
დეგნანი და მისი მონა-მორჩილნი

სტუდენტობის პერიოდში მცირე შეხლაშემოხლა მოგვიხდა თანატოლებთან და იმის ნაცვლად, რომ დავზავებულიყავით, ერთერთმა წინადადება წამოაყენა, _ ნახალოვკაშიჭაღარა ვახოსთანავიდეთო. “ჭაღარა ვახო.. კანონიერი ქურდი იყო და, ქურდთან ასვლაზე მაშინ უარი რომ გეთქვა, მტყუანი გამოდიოდი, ამიტომ დავიძარით ასე 15 კაცი და ნახალოვკაშიჭაღარა ვახოსდავადექით. არ უგინებია, მაგრამპაცნებივითგამოგვყარა იქიდან: რა თქვენი საქმეა ქურდული, წადით, წიგნი გადაშალეთ, წაიკითხეთო. იმხანად მოდური იყო ქურდთან მისვლა და ისიც საქმეს არჩევდა, მხარეებს არიგებდა, მტყუანმართლის ბედს წყვეტდა.

არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

აი, ის “კანონიერი ქურდები” გამახსენდნენ, როცა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერები ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს, სახლში ეწვივნენ. ტელევიზიებმა სწორედ ასე გამოაცხადეს: შეხვედრა ამერიკის ელჩის სახლში იმართებაო და უცებ წარმოვიდგინე სავარძელში მოკალათებული, სააბაზანო ხალათში გამოწყობილი ქალბატონი კელი კალთაში კატით და მინაბული თვალებით როგორ უსმენს არჩილ თალაკვაძისა და გრიგოლ ვაშაძის საუბარს. მარტივად რომ ვთქვათ, ისე გამოდის, რომ, პოლიტიკური გაგებით, დეგნანიკანონიერი ქურდიადა არიფები მასთანსაბაზროდავიდნენ. შესაძლოა, ვინმეს ამ შედარებაზე გაეცინოს, მაგრამ სასაცილო ნამდვილად არ არის. ელჩზე, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის იქნება, არ უნდა იყოს დამოკიდებული ის, თუ ვინ გაიმარჯვა არჩევნებში და არც საქმის გარჩევებით უნდა იყოს დაკავებული, მაგრამ ეს ყველაფერი ქართველი პოლიტიკოსების ბრალია. თუ გახსოვთ, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ ამერიკის ელჩის ჩარევით კონსტიტუცია გადაიწერა და ეს მაშინ, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები დაბეჯითებით ამბობდნენ:, კონსტიტუციას ვერ შევცვლით, ამის უფლება არ გვაქვს კანონითო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ, ამერიკის ელჩი თუ მოინდომებს, საქართველოში ყველაფერი შეიძლება და ჩვენი კონსტიტუცია ჩვეულებრივი მზითვის წიგნია, რომელსაც პატარძალი ქორწილამდე ათასჯერ გადაწერს ხოლმე.

ძალიან ცუდი ტენდენცია დამკვიდრდა, რომ არჩევნების შემდეგ აუცილებლად აქციები უნდა გაიმართოს. მხოლოდ ერთხელ გაკვრით თქვა ოპოზიციამ: ხელისუფლებაში “ოცნება” იმიტომ არ უნდა დარჩეს, რომ ამომრჩევლების ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღოო. ერთი შეხედვით, ლოგიკურია, მაგრამ, მეორე მხრივ, ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში _ 48%-იანიოცნებისნაცვლად 27%-იანინაციონალური მოძრაობა”? ყველაფერი ხომ აქეთ მიჰყავთ და საინტერესო ის არის, რომ შედეგების გადაწერა სურს ოპოზიციას. ეს იცის ამერიკის ელჩმაც, იციან დასავლელმა პარტნიორებმაც, მაგრამ, ამის მიუხედავად, სასაუბროდ ეძახიან ოპოზიციასა და ხელისუფლებას, მმართველ გუნდს აიძულებენ დათმობებზე წასვლას, რატომ? მილიონამდე ადამიანმა მისცა ხმა “ქართულ ოცნებას” და მაშინ გამოვა ეს მილიონი ადამიანი ქუჩაში ხმების დასაცავად და ვინ დაუდგება წინ? 1 და 2-პროცენტიანი პარტიები თუ ისინი, ერთ პროცენტიც რომ სანატრელი აქვთ და ამ არჩევნებმა მათი რეალური სახე რომ დაგვანახვა? ყველაზე საინტერესო, იცით, რა არის? სრულად პროპორციული რომ სურდათ 2020 წელს, 2024-ში ხომ იქნება და იქ საარჩევნო ბარიერი 5%-ია. ეს, იცით, რას ნიშნავს? 31 ოქტომბერს რომ გამართულიყო სრულად პროპორციული არჩევნები 5%-იანი ბარიერით, პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია შევიდოდა. და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, 2024-შიც ზუსტად ასე იქნება, რადგან აღარ სურს ამომრჩეველს ერთი და იმავე სახეების ხილვა, გაუთავებელი დაპირებები, არაფრისმომცემი ბაქი-ბუქი და ოპოზიციის მთავარ კაცად ისევ მიხეილ სააკაშვილი.

დეგნანი და მისი მონა-მორჩილნი

აი, პომპეოს ვიზიტისთვის ხომ განსაკუთრებით ემზადება ყველა. თურმე, პომპეომ ამერიკის პრეზიდენტის გზავნილი უნდა ჩამოიტანოს. რომელი პრეზიდენტის, ბატონებო? ჯერაც გაურკვეველია, არჩევნები რა შედეგით დასრულდა, მსოფლიო ბაიდენს ულოცავს, ტრამპი სასამართლოში ჩივის და ამ ქაოსში საქართველოში მოდის კაცი, რომელმაც ვისი დანაბარები უნდა ჩამოიტანოს? ვინმეს სჯერა, რომ ტრამპმა მოიცალა, პომპეოს მითითებები მისცა და საქართველოში გამოუშვა? არა, ბატონებო, არა, საქართველოში შექმნილი ვითარება ელჩებისა და კონგრესმენების დონეზე განსახილველი თემაა, დაბალი რანგია, დაბალი დონეა და აგერ, დეგნანი და პომპეო წაიჭორავებენ ცოტას, რაღაცაზე შეთანხმდებიან და სულ არ აინტერესებთ, ეს კანონიერი იქნება თუ არა, ქართველ პოლიტიკოსებს აიძულებენ, შეასრულონ.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: ოპოზიციაში ყოფნა ერთგვარი იმუნიტეტია. ყველას ემახსოვრება, როგორ მოიხსნა ნიკა მელიამ სამაჯური და როგორ ისროლა ხალხში, რითაც დაარღვია კანონი, რომლის მიხედვითაც ასეთი საქციელი 3-წლიანი ციხით ისჯება. მე, თქვენ ან ნებისმიერს იგივე რომ გაგვეკეთებინა, ციხეში ხომ ჩაგვსვამდნენ? ჩაგვსვამდნენ და მელიას კიდევ მოწიწებით სასამართლოში შეუძღვნენ, თავიანთი უნიათობა აღიარეს და სამაჯური მაინც უნდა შეგვეხსნა, გირაო უფრო მყარი გარანტიაა სასჯელისო. სამაჯურით აკონტროლებ, როგორ და სად გადაადგილდება ადამიანი და გირაოშეფარდებულს როგორ გააკონტროლებ? სამაჯურიან მელიას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა რომ მოენდომებინა (დავუშვათ), ვერ მოახერხებდა და გირაოს გადახდის შემდეგ ამას მოახერხებს. რომელი ყოფილა უფრო მყარი? სწორედ ამერიკისა და დასავლეთის შიშით ვერ ეუბნება ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერებსა თუ აქტივისტებს ვერაფერს და საკუთარ მხარდამჭერებს ატყუებს, _ ასე სჯობდაო. ეს დაახლოებით იგივეა, მაპ რომ ელოდებოდა მთელი ქვეყანა და მერე მაპზე უკეთესი რომ დაგვანახეს შორიდან.

ახლა ოპოზიციის მთავარ ნარატივზე გადავიდეთ. ბოლო ხმაზე გაჰკივიან, არჩევნებში რუსეთი ერევაო. მერე ამის დამადასტურებელი ფაქტები ვერ იპოვეს და განაცხადეს: ჩუმად ერევაო. მერე ვერც ეს “გააპრავეს” და ახლა, უბრალოდ, რუს ოლიგარქს ეძახიან ბიძინა ივანიშვილს. და, ამერიკა რომ ერევა, არა უშავს? შტატებს საქართველოს მიმართნარუშილოვკააქვს და, რაც სურს, იმას მოიმოქმედებს? არჩევნები, რომლის შედეგებიც დასავლეთმა, პრაქტიკულად, აღიარა, იმიტომ უნდა გადაიხედოს, რომ ოპოზიციამ შუაზე გახევისა და მოწოდებების შემდეგ, ორი ათას კაცზე მეტი ვერ გამოიყვანა? ორი ათასი კაცი რატომ წყვეტს, რა უნდა გადაიხედოს, რა არა და ამ დროს მილიონამდე ადამიანი რატომ უნდა იყოს მშვიდად? ჰო, მშვიდად იყავითო, “ოცნების” ლიდერებმა განაცხადეს და ეჭვი გვაქვს, ეს იმიტომ, რომ მათი უნიათობით შეწუხებული მხარდამჭერები, ქუჩაში გასვლის შემთხვევაში, არც პოზიციას დაინდობენ და არც ოპოზიციას. ყელშია უკვე ამოსული ეს ამბავი, ყელში! ჩვენ, რიგითი ადამიანები, 10 საათის მერე შინ ვართ გამოკეტილი, ოპოზიციის აქტივისტები კი რუსთაველზე დასეირნობენ და ბუზსაც ვერ უფრენენ იმის შიშით, ოპოზიცია ხმაურს ატეხსო. რა გამოდის: ისინი მაგრები არიან და ჩვენ _ არა? თუ ოპოზიციის მხარდაჭერა რაიმე პრივილეგიას იძლევა საქართველოში და არ ვიცით?!

ვერ გეტყვით, რა ამბავს ჩამოიტანს პომპეო და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება ან რაზე დათანხმდება ან არ დათანხმდება ოპოზიცია, მაგრამ ფაქტია: ეს “მაგარი ტიპები” აქციებზე პოლიტლიდერების ამპლუით გვეჭიმებიან, ამერიკის ელჩის ერთ დაძახებაზე კი ხელის ბიჭ კოსტაიასავით დარბიან და, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მოსთხოვოთ, ელჩს ფეხის დაბანის რიტუალსაც ჩაუტარებენ. ეს სირცხვილიც აღარ არის, ამაზრზენია ის, რაც ხდება. თქვენ მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, თქვენი ამომრჩევლის ხმასაც ყიდით, მხოლოდ ფასი გაინტერესებთ. ამერიკელებს არ აინტერესებთ, ხალხმა ხმა ვის და რა ოდენობით მისცა, მათ თავიანთი ანგარიში აქვთ და კეთილი უნდა ინებოს ხელისუფლება-ოპოზიციამ, ზუსტად ის ციფრები დასვან, რომლებიც ელჩს სურს.

ჰოდა, სანამ ელჩების სახლებში მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდებით, სანამ დამოუკიდებლობას არ გაითავისებთ, შინაგანად არ გათავისუფლდებით, მანამდე ასე იქნება: ხან პომპეოს დაელოდებით და ხან _ პომპეუსს… ჰო, უვიცი და უწიგნური მაჟორიტარობის კანდიდატები იქით თუ აქეთ ცალკე თემაა, მაგრამ… ზუსტად ისე ვცხოვრობთ, როგორც ვიმსახურებთ!

ბესო ბარბაქაძე

P.S. წლების შემდეგ, “ჭაღარა ვახოტელევიზიით გამოვიდა და თქვა: ქურდი აღარ ვარო. არ გეშინიათ, ბატონებო, ერთ მშვენიერ დღეს, ამერიკის ელჩი რომ გამოვიდეს და თქვას: შემეშვით, აქ მოსული აღარ დაგინახოთო? აი, მერე რომელი საელჩოს წინ დააყენებთ თავდახრილები რიგს, ეგ არის საინტერესო. რატომ თავდახრილები? აბა, მონას ვინ მისცა გამართულად დგომის უფლება?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here