მთავარი პოლიტიკა …და კვლავ არჩევნები არჩევანის გარეშე

…და კვლავ არჩევნები არჩევანის გარეშე

630
გააზიარეთ
...და კვლავ არჩევნები არჩევანის გარეშე

წერილის სათაურის წინ დასმულ წერტილებში იგულისხმებათავისუფლებისა და დემოკრატიისგზაზე დადგომის დღიდან ქვეყნის მიერ განვლილი გზა და ყველა ჩვენგანის მოქმედებითა თუ უმოქმედობით გაწეული ღვაწლი ასეთი მოცემულობის მისაღებად.

ხელისუფლების “ღვაწლზე” ყურადღებას არ გავამახვილებ, ისე, ალბათ, დაფიქრებაა საჭირო, რადგან, უკვე 30 წელია (მთელი ეპოქა ადამიანის ცხოვრებაში), რაც ვაკრიტიკებთ და ვლანძღავთ ყველა ხელისუფლებას, დიდი იმედითა და ენთუზიაზმით ვირჩევთ ახალს, ქვეყანა და ერი კი ყველა პარამეტრითა თუ განზომილებით რეგრესს განიცდის.

მათ, ვინც სათაურად გამოტანილ დასკვნას არ ეთანხმება, შევეკითხები: გახსოვთ, რომელიმე არჩევნების შედეგები არ დამთხვეოდეს ჩვენი უცხოელიპარტნიორების”, “მეგობრებისადასხვა კეთილისმსურველებისმიერ არჩევნების წინ ჩატარებულიკვალიფიციური კვლევებისშედეგებს? განსხვავება ყოველთვის 1%-დან 3%-მდეა.

მაშ, რისთვის ვატარებთ არჩევნებს და ვხარჯავთ ჩვენთვის ესოდენ დეფიციტურ ფულად სახსრებს, თუკი მათ მიერ ჩატარებული “კვლევა” 99%-ით ემთხვევა ჩვენ მიერ ჩატარებული “არჩევნების შედეგებს”? მას მხოლოდ ერთი დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს _ ზემოაღნიშნულიპარტნიორებისმიერ გაწერილი მოცემულობების ლეგიტიმაცია.

თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული პოლიტიკური სუბიექტების რაოდენობა სამ ასეულს აღწევს, პოლიტიკური ცხოვრება კი ჩამკვდარია. პარტიებს შორის გამართული კინკლაობა სკამების მოსაპოვებლად ჩვენთვის დადგმული სპექტაკლია და მას პოლიტიკურ პაექრობასთან საერთო არაფერი აქვს. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან ისინი ერთი პროდასავლური ლიბერალური ძალის წარმომადგენლები არიან.

ხშირად გვესმის შეფასება, რომ ქვეყანა წრეზე ტრიალებს და როგორმე გამოსავალი უნდა მოვნახთ ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსასვლელად, რათა ქვეყანა აღმავლობის გზით წავიდეს. ვერ დავეთანხმები, რადგან, ჩემი აზრით, საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება ტრიალებს ჩაკეტილ ლიბერალურ წრეზე, ხოლო ქვეყანა და ერი დაღმავალი სპირალით უფსკრულისკენ მიექანება.

გამოსავალი ერთია _ სასწრაფოდ უნდა ჩამოყალიბდეს ლიბერალური პოლიტიკური ძალის საპირწონე ჭეშმარიტი, ეროვნული სახელმწიფოებრვი სულისკვეთების პოლიტიკური ძალა, რომელზეც მოთხოვნა საზოგადოების უდიდეს ნაწილში არსებობს, მაგრამ მისი ჩამოყალიბების გზაზე ყველაზე დიდ დაბრკოლებას ქმნიან ლიბერალური ძალის წიაღში აღმოცენებული და მოღვაწე ფსევდოეროვნული და ფსევდოკონსერვატიული პარტიები. ისინი საზოგადოებაში ნიჰილიზმსა და დაბნეულობას თესავენ.

ბევრს ახსოვს, 1980-იანი წლების მიწურულს ერთი “მამალი პატრიოტი” სამტრედიაში რკინიგზის მაგისტრალურ ხაზზე რომ ჩამოჯდა და რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლის მოტივით მოძრაობა გააჩერა. ის ყმაწვილი, უკვე 30 წელია, თითქმის ყველა მოწვევის პარლამენტში ზის კონსერვატორის მანდატით. მისი და მისი მსგავსი ეროვნული მოღვაწეების “დაუღალავი შრომის” შედეგად რუსეთის ეკონომიკა ვერ ჩამოიშალა, სამაგიეროდ, მიწასთანაა გასწორებული ქართული ეკონომიკაც, განათლებაც, ზნეობაც, ტრადიციებიც… მოკლედ, ყველაფერი ქართული თითქმის წაშალეს.

...და კვლავ არჩევნები არჩევანის გარეშე

მე არ მსმენია ეროვნულისა და ტრადიციულის დასაცავად მათ მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება, სამაგიეროდ, ბოლო 30 წლის განმავლობაში მათ მიერ შექმნილი საკანონმდებლო ბაზისწყალობითკავკასიის ბორდელის ტიტული მოგვაკერეს. ოდესღაც პლანეტაზე თავისი ქართველობით ამაყად მოარულ ქართველს დღეს სირცხვილით სამეზობლოშიც კი არ გამოეყოფა თავი. ამ ფონზე დეპუტატობის ზოგიერთი კანდიდატი გვპირდება, რომ მისი არჩევის შემთხვევაში გაძლიერდება პარლამენტის კონსერვატიული ფლანგი.

შეუძლებელია, თბილისის ქუჩებში გავლისას რიგითმა ამომრჩეველმა თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს _ ბილბორდებიდან და პლაკატებიდან ქვეყნის აშენებას გვპირდებიან მომღიმარი, თვითკმაყოფილი სახეები. მათი უმეტესობა ისეთია, ჩვენდამი ოდნავი პატივისცემის შემთხვევაში თავიანთ კანდიდატურებს არც წამოაყენებდნენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დაგვცინიან და ადამიანებად აღარ გვთვლიან. პერსონალიებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ასეთი ბრალდების შემდეგ ვალდებული ვარ, ორი მაგალითი მაინც დავასახელო: 56- ნომრითა და დევიზით: “ახალი ძალა, ახალი იმედიორ თითს გვიჩვენებს და მხარდაჭერისკენ გვიხმობს ბანკირი მამუკა ხაზარაძე. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც 30 წლის განმავლობაში საქართველოს საბანკო სისტემისგან მოსახლეობას სამი თითის კომბინაციის მეტი არაფერი უნახავს. 41- ნომრითა და მოწოდებით: “ერთად საქართველოს წარმატებისთვისკვლავ მხარდასაჭერად გვიხმობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. გსმენიათ ან გინახავთ ვინმეს, რომ საქართელოს ფეხბურთის ისტორიაში ჩვენი ფეხბურთი ასე წაშლილი და დეგრადირებული ყოფილიყოს ყველა დონეზე? მათ ბევრი სხვა კანდიდატიც არ ჩამორჩება, მაგრამ ეს ორი იმიტომ გამოვარჩიე, რომ მათი საქმიანობა ამომრჩეველთა ფართო მასისთვის არის ცნობილი და ყველას შეუძლია ჩემი დასკვნის ობიექტური შეფასება.

კითხვაზე _ ვისი ან რისი ბრალია შექმნილი სიტუაცია, პასუხი ყველას აქვს, მაგრამ არაერთგვაროვანი. ზოგი მიშას აბრალებს, ზოგი _ ბიძინას, ზოგი _ პუტინს, ტრამპს და . . ცდებით, ბატონებო, დამნაშავის ძებნა ყველამ საკუთარი თავიდან დავიწყოთ, ჩემი ჩათვლით. ვკითხოთ საკუთარ თავს: რა გავაკეთეთ ან არ გავაკეთეთ ისეთი, რომ ასე უპატივცემულოდ გვექცევიან?

მერწმუნეთ, საკუთარ თავს ბევრ შეცდომასა თუ დანაშაულს ვუპოვით. უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი შედეგია ჩვენში საკუთარი “მე”-ს აღზევებისა და “ჩვენი”-ს დავიწყების. სანამმე”- აყოლილები კაპიკებზე გავიყიდებით, ღირსეულად მოპყრობას არც ვიმსახურებთ და ნურც ველოდებით. თუ არ შევცვლით ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოსა და ერის მიმართ, არ ვიგრძნობთ პასუხისმგებლობასა და მოვალეობას ჩვენი წინაპრებისა და მომავლის წინაშე, მუდმივად გვეყოლება დილეტანტებითა და მილიონერებით დაკომპლექტებული პარლამენტი, რომლისმოღვაწეობაშემოიფარგლება უცხოელი პარტნიორებისა და პატრონების მიერ გაწერილი რეკომენდაციების დაკანონებითა და პარლამენტართა ქონების დაცვაგამრავლებით.

ვინც ჩემს აზრს არ ეთანხმება, ვთხოვ, მათ მიერ მიღებული ერთი კანონი მაინც დამისახელოს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ქვეყნისა და ერის კეთილდღეობაზე არის ორიენტირებული.

არჩევნების თემა ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში საზოგადოებამ პრინციპულად უნდა დასვას საკითხი რეფერენდუმის გზით თვისობრივად ახალი საარჩევნო კანონის მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალშიც კვლავ გვექნება ერისა და ქვეყნისთვის სავალალო არჩევნები არჩევანის გარეშე.

დავით სუხიაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here