მთავარი პოლიტიკა დახეული ჯინსების კვირეული მედიაში და სიცრუის თაობა

დახეული ჯინსების კვირეული მედიაში და სიცრუის თაობა

6896
გააზიარეთ
დახეული ჯინსების კვირეული მედიაში და სიცრუის თაობა

ბოლო პერიოდში რატომღაც ხშირად მახსენდება ასეთი ფაქტი: ერთერთი ბრიფინგისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, თუ სწორად მახსოვს, ჯორჯ ბუშუმცროსმარუსთავი 2”-ის ჟურნალისტს მიკროფონი ხელით გააწევინა და საკმაოდ მკაცრად უსაყვედურა: “მიკროფონს პირში ნუ მჩრით!” რა თქმა უნდა, მაშინ აღშფოთებული გამოხდომები არ მოგვისმენია ქართველი ჟურნალისტების მხრიდან. არავის არანაირიპერფორმანსიარ გაუმართავს და არავის მიუმართავს პირდაპირი ეთერიდან ჯორჯ ბუშისთვის, _ თავისუფლებას გვიზღუდავთო, რადგანთავისუფლების შემზღუდველიამერიკის პრეზიდენტი იყო და არა საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რომელსაც ამ დღეებშიჯინსის ჯოჯოხეთიმოუწყვეს ქართულმა ტელევიზიებმა.

საამისო მიზეზი კი მართლაც გამაოგნებელი იყო _ თეა წულუკიანმა საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მოუწოდა, მის თანამშრომლებს სახელმწიფო ორგანიზაციებში შესვლისას ერთგვარი “დრეს-კოდი” დაეცვათ და პენიტენციურ დაწესებულებებში ნუ გამოცხადდებოდნენ “ხულიგნურად”, დახეულ ჯინსებში გამოწყობილები. მინისტრის ეს განცხადება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ იგი “თავისუფლების მტრად” გამოეცხადებინათ. ინგა გრიგოლიამ, ეკა კვესიტაძემ, ელისო კილაძემ და სხვებმა სულ შემოიფლითეს ჯინსები ტელესტუდიებში და ამით მხარი დაუჭირეს “თავისუფლებას”.

გავკადნიერდები და ერთ კითხვას დავსვამ: უცხოეთში ბრიფინგებზე ან ვინმესთან ინტერვიუზე მისვლისას ჩვენს პატივცემულ ჟურნალისტებს რატომ აცვიათ მუდამ სოლიდურად? დახეული კი არა, დაუხეველი ჯინსებითაც კი რატომ არ მიდიან ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და თუნდაც რუსეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებში ან კიდევ, აღმასრულებელი თუ სასამართლო ხელისუფლების შენობებში, თუნდაც იმ შენობებში, რომლებშიც ძალოვანი თუ პენიტენციური უწყებებია განლაგებული? რა, იქ, უცხოეთშიც თეა წულუკიანმა დააწესა “დრეს-კოდი” და “ყარაული” _ ემანდ ჯინსით არავინ შემოვიდესო?

რა თქმა უნდა, ამდენი ანალიზი და გააზრებაც არ სჭირდება იმას, რომ დღევანდელი ქართული მედია, გრიგოლია-კვესიტაძე-კილაძის “ტროიკის” თამადობით, ძალიან დიდ შარზეა და, როგორც ჩანს, იმხელა ფული აქვს აღებული, თავის უკიდურეს გაბანძებასა და გაფარჩაკებასაც არ ერიდება.

იმას, რასაც ეს ჟურნალისტებად წოდებულნი აკეთებენ, უკვე “თითიდან გამოწოვილი” მიზეზიც კი აღარ ჰქვია… ეს არის, უბრალოდ, რუსული სამხედრო სლენგი რომ გამოვიყენოთ, ჩვეულებრივი “სალდატსკაია პრიჩინა” _ მიზეზი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება მასზე გადაკიდებულმა ოფიცერმა ჯარისკაცს მოუნახოს, მოუგონოს, შეუქმნას თუ როგორც გნებავთ. “ღილი რატომ არის 1 მილიმეტრით მარჯვნივ დაკერებული?” მიზეზით დაწყებული, “მწყობრში დგომისას მუხლი 1 მილიმეტრით რატომ მოხარე?”-თი დამთავრებული.

ყოველდღე ქართული მედია, თითიდან კი არა, რაღაც უფრო უხამსიდან (ცენზურას დავიცავ) წოვს აშკარად რაღაც მიზეზებს, ატარებს ისეთ უაზრო “პერფორმანსებს”, ქმნის ისეთ გულისამრევ “პანიკას” და ისე უნიჭოდ ცდილობს, ბუზი სპილოდ გადააქციოს, რომ ისიც არ მაკმარეს, ლამის მთავრობის დამცველი რომ გავხდი და უკვე პირადად თეა წულუკიანის დამცველადაც მაქციეს!

კატასტროფაა ისიც, რომ დახეული ჯინსების თემამ მედიას კვლავ გაახსენა “ჯინსების თაობა” და ბოლო დღეებია, აქტიურად მიმდინარეობს ამ დანაშაულებრივი ნაწარმოების რეკლამირება. თურმე, ნუ იტყვით და, ბიჭებს, რომელთა მამებიც საბჭოთა პერიოდში განცხრომითა და ფუფუნებით მცხოვრები მაღალჩინოსნები იყვნენ, მონდომებიათსულის შემხუთველი საბჭოეთიდან გაღწევა”! ამკეთილშობილურიმიზნით, მათ სასიკვდილო საფრთხე შეუქმნეს ათეულობით მშვიდობიან, უიარაღო მგზავრს და საბოლოოდ თავიანთიმე გადავცურავ ზღვასუაზრო სისხლითა და მსხვერპლით დაასრულეს. გაითვალისწინეთ, ისინი იყვნენ ახალგაზრდები, რომელთა მამებიც საბჭოთა პერიოდში ისეთი გავლენით სარგებლობდნენ, რომ მათი შვილები თვითმფრინავში შესვლისას სტანდარტულადაც კი არ შეუმოწმებია არავის.

ყოველივე ამის რომანტიკად გასაღების შედეგებს, ვფიქრობ, უკვე ვხედავთ და მართლა არაფერი გვეშველება, სანამ ბავშვებს, თაობებს არ ავუხსნით, რომ სამოქალაქო მგზავრებით სავსე თვითმფრინავის, ავტობუსისა თუ გემის გატაცება ნებისმიერი მიზეზით, ნებისმიერი მოთხოვნითა თუ მიზნით, ნებისმიერ სიტუაციაში არის ტერორიზმი და სხვა არაფერი.

საზოგადოდ, არავითარი აზრი არ აქვს, ამა თუ იმ ქმედებას დახეულჯინსიანი ადამიანი ჩაიდენს, დაუხეველჯინსიანი თუ სულაც ფრაკსა და ჰალსტუხში გამოწყობილი. დადებითი საქციელი ყველა შემთხვევაში დადებითია, მიუხედავად იმისა, დახეული გაცვია თუ დაუხეველი. ზუსტად ასევეა ბოროტება და ტერორზმიც _ ჯინსების სახელით ჩაიდენ მას თუ მაქმანებიანი საცვლებით, ტერორიზმი მაინც ტერორიზმია!

ყველაზე საშინელი დანაშაული კი ხსენებული ნაწარმოების სათაურში სიტყვა “თაობის” ჩაკვეხებაა. აქ რომ იყოს “ჯინსების მეგობრები” “ჯინსების საძმო” ან რამე სხვა კონკრეტული დაჯგუფება ნახსენები, კიდევ არაფერი, მაგრამ ამ ყოვლად მახინჯი ნაწარმოების ავტორი ამ სათაურით, ფაქტობირვად, მთელ თაობას ასაღებს ისეთებად, როგორებიც ამ წიგნის პერსონაჟები არიან, რომელთა მიერ ჩადენილ სულელურ დანაშაულს მთელი თაობისრომანტიკადგვაწვდის. არადა, ის თაობა მართლაც არ იყო ასეთი და ბევრი ღირსეული და გონიერი შვილი აღუზარდა საქართველოს. მთელი თაობა ტერორისტი, თვითმფრინავის გამტაცებელი და უპასუხისმგებლო ნამდვილად არ ყოფილა.

ისევე, როგორც არც ყველა დღევანდელი ქართველი ჟურნალისტი არ არის ცილისმწამებელი, თავხედი და უწიგნური. საქმე ის არის, რომ მართლა ნიჭიერი, სამართლიანი და გონიერი ჟურნალისტები ყველა ტელევიზიაში დაბლოკილები არიან და მათ არავინ აძლევს საშუალებას, მსმენელისა თუ მაყურებლის წინაშე წარდგნენ. ისევ ბეჭდურ მედიაში თუ გადააწყდებით რეალურად თავისუფალ სიტყვას, ხოლო ბეჭდური მედია, დღევანდელი “ელექტრონული საუკუნის” პირობებში, ფაქტობრივად, სულს ღაფავს.

ამიტომაც ძალიან იოლია, როდესაც მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებში შესვლისას, კარგი იქნება, თუ გარკვეული დრესკოდი იქნება დაცული, ადგე და მას დააბრალო, თეა წულუკიანი ქუჩებში ჯინსებით გადაადგილებას გვიკრძალავსო.

ეს ხომ იგივეა, სტატიის შესავალში ჯორჯ ბუშის მიერ მიკროფონზე ხელით შეხების და მისი გვერდზე გაწევის გამო ვინმეს რომ ეთქვა, ჯორჯ ბუში ჟურნალისტებს მიკროფონების გამოყენებას უკრძალავსო.

ფაქტია, რომ იმ თაობისგან განსხვავებით, რომელსაც “მწერალმა” ტურაშვილმა ასე ხელაღებით “ჯინსების თაობა” შეარქვა, დღევანდელი თაობა, “ჯინსების” არა, მაგრამ სიცრუის თაობა ნამდვილად არის.

თავიდან ბოლომდე სიცრუეზე, ცილისწამებაზე, შეთითხნილ ბრალდებებზე აგებული სატელევიზო ეთერების მაცქერალი თაობა ნამდვილად ვერაფერს აითვისებს კარგსა და დადებითს. მით უმეტეს, თუ ამას დავუმატებთ თვალშისაცემ უწიგნურობას, რომელიც წინაპირობაა იმისა, რომ მათ ყოველგვარი უაზრო, უშინაარსო და არაადეკვატური ინფორმაცია დააჯერო.

რაც შეეხება თეა წულუკიანს, ფაქტია, რომ ინგა გრიგოლიაც და სხვებიც მასზე პირადი მიზეზების გამო არიან გადაკიდებულნი. უფრო ზუსტად _ იუსტიციის მინისტრს ერჩისლიბერასტულიელიტა, რომელიც, თავის მხრივ, გრიგოლიასნაირების დამფინანსებელია და, ვინაიდან გრიგოლიასნაირებისთვის ფული ცხოვრების უმთავრესი და ერთადერთი ღირებულებაა, ისიც იოლია, რომლიბერასტებმამათ დაუკვეთონ და იოლად შეასრულებინონსასურველი მუსიკა”.

ცნობილია, რომ თეა წულუკიანმა საჯაროდ გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება იმ კანონპროექტის მიმართ, რომელიც, შესაძლოა, შეეტანათ საქართველოს პარლამენტში განსახილველად და რომელიც ერთი და იმავე სქესისა და ჰომოსექსუალი წყვილებისთვის ბავშვის შვილად აყვანის ნებართვის მიცემას ითვალისწინებდა.

ასევე ცნობილია, რომ თეა წულუკიანი წინააღმდეგი იყოიუვენალური იუსტიციისსრული ფორმით შემოღებისა. ეს ტერმინი, გეცოდინებათ, ითვალისწინებს გარკვეულ პირობებში ბიოლოგიური მშობლებისთვის ძალის გამოყენებით შვილის წართმევას და მის მიბარებასმშვილებელზე”, რომელსაც უკეთესი საცხოვრებელი პირობები აქვს. ეს _ ძალიან მოკლედ. უფრო ვრცლად კი ამ კანონის შესახებ მასალებს ინტერნეტითაც მოიძიებთ, თუკი ინტერესი გაგიჩნდებათ.

სწორედ ამ მიზეზებით ქართველი “ელიტური” ჟურნალისტები ისე არიან თეა წულუკიანზე გადაკიდებულნი, მგონი, ჩვენს იუსტიციის მინისტრს მადლობაც უნდა ვუთხრათ, რომ მხოლოდ ჯინსით შემოიფარგლა და, დავუშვათ, “ტანგა-ტრუსიკზე” არაფერი თქვა, თორემ, დარწმუნებული ვარ, გრიგოლია, კვესიტაძე, კილაძე ისე არიან ბოღმით დაბრმავებულები, რომ “ტანგა-ტრუსიკებითაც” აუცილებლად გამოტანტალდებოდნენ ტელესტუდიებში თეა წულუკიანის ჯიბრით.

არადა, როდესაც ამ ჟურნალისტების “თავისუფლებაზე” ვსაუბრობთ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ის ქართული “თავმოყვარე” მედიაა, რომელსაც ხმა არ ამოუღია, როდესაც კახა ბენდუქიძემ პირდაპირ ეთერში განუცხადა: “მაგარ ყ…ებს მეკითხებით!” და არც რუსული იდიტე ნაუი დაუკლია მათთვის, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ ჯერ რუსულად დაუცაცხანა _ “ზაი…ლიო!”, ხოლო შემდეგ, ბავშვობის ძმაკაცებივით, სულ “თქვე ჩემისებო” უძახა ქართულ ჟურნალისტურ სპექტრს.

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

5 COMMENTS

  1. შენ გაიხარე ბაკურ ასეთი მართალი სიტყვებისთვის, ხალხს გული მოფხანე დაილოცოს შენი მარჯვენა

  2. ინგა გრიგოლიას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს თავისი ჰაბიტუსის პატრონი ტელე ეთერში არ უნდა იჯდეს და ტვ პირველის სხვა ჟურნალისტები ჩააცვით გესტაფოს ფორმები და სუფთა ფრიცები არიან კილაძე და კვესიტაძე ხომ მაგათი ტერმინი რომ ვიხმაროთ ჩმორები არიან და საერთოდ როგორ შეიძლება მაგათი გადაცემების ყურება:

  3. ყოჩაღ ბ–მო ბაკურ, ყველაფერში გეთანხმებით. ქ–ნი თეა წულუკიანი ეროვნული ინტერესების დამცველი ერთ–ერთი უძლიერესი მინისტრია, მაგრამ, ვფიქრობ, მას მაინც გარკვეულ ჩარჩოებში ყოფნას აიძულებენ. დათო ტურამელაშვილისგან კი ველი ახალ “შედევრს” სათაურით “მიქარაშვილ–დიღმელაშვილების თაობა”.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here