Home რუბრიკები საზოგადოება დაფიქრდით, ქართველებო!

დაფიქრდით, ქართველებო!

625
მიტინგის ლიდერები

სამწუხაროდ, არც ჩვენი ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ იცნობს რუსეთს _ არც მის პოლიტიკურ ხელისუფლებას და არც სამხედრო ხელმძღვანელობას, გარკვეული არ არის საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ისტორიაში.

ცნობილია, გერმანიის პირველი რაიხსკანცლერი _ რკინის ოტო ბისმარკი წერდა: არასოდეს ეომოთ რუსებს, თორემ ისინი არაპროგნოზირებადი ქმედებით გიპასუხებენ”.

თუ ჩვენი ძალისხმევით არ აღდგა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა,   დაკარგულ ტერიტორიებს მათი ნების გარეშე ვერასდროს დავიბრუნებთ.

რაც მეტად გავლანძღავთ და გავაღიზიანებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ტერიტორიას დავკარგავთ, ეკონომიკურად დავძაბუნდებით, დემოგრაფიული კატასტროფა გარდაუვალი იქნება და სხვა მეზობლებიც წარმატებით იძალადებენ ჩვენზე. ვერც ამერიკა-ევროპა და ნატო ვერაფერს გვიშველის. მათი იმედი ნუ გვაქვს. რუსეთთან ჩვენი გულისთვის ურთიერთობას არავინ გაიფუჭებს.

უნდა შევიგნოთ, რომ “ჩვენ ობოლი ერი ვართ”. დაფიქრდით, ქართველებო!

ის, რაც ხდება პარლამენტის წინ, საქართველოს სირცხვილია. ეს ბაკჰანალია დააზიანებს და დააზარალებს ჩვენს სამშობლოსა და ხალხს.

გიორგი გახარია შინაგან საქმეთა კარგი მინისტრია, არ უნდა გადადგეს. ქართულმა პოლიციამ შეასრულა თავისი მისია.

სანამ იპარპაშებს “რუსთავი 2” და გრანტიჭამია არასამთავრობოები თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი, უტიფარი რიტორიკით, ხოლო ხელისუფლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ და ობიექტურ გადაწყვეტილებებს არ განახორციელებს, მანამ სულ იქნება ასეთი გაუთავებელი არეულობა, უწესრიგობა, რომლებიც ქვეყნის სრულ პარალიზებას გამოიწვევს.

ომარ მარგველაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here