Home რუბრიკები საზოგადოება დაფინანსებული ყველი ხაფანგში… ჟურნალიტებისთვის

დაფინანსებული ყველი ხაფანგში… ჟურნალიტებისთვის

2808

ეტყობა, დიდი უვიცობა შეეყარათ აზერბაიჯანელ, მოლდოველ, ქართველ, სომეხ და უკრაინელ ჟურნალისტებს, რომლებმაც ვერა და ვერ აითვისეს თავიანთი პროფესია იმ დონეზე, რომელსაც 2014 წლიდან ჩასჩიჩინებენ ჩეხეთის რესპუბლიკაში აშშის საელჩოს მიერ დაფინასებული და რადიო თავისუფლებისმიერ ორგანიზებული რეგიონული ჟურნალისტიკის პროგრამისმესვეურები

ამ მდგომარეობით შეწუხებულმა ამერიკის საელჩომ ჩეხეთში სასწრაფოდ გამოაქვეყნა განცხადება და აუწყა ზემოთ ჩამოთვლილი სუვერენული რესპუბლიკების პროვინციულ ჟურნალისტურ საზოგადოებას, რომ “აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის” ქვეყნებში პლურალიზმის განვითარების მიზნით მოწყობილ რვათვიან კურსებზე ჩასარიცხად “რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისულფება” იწვევს მსურველებს, რათა ხელი შეუწყონ მათ პროფესიულ განვითარებაში.

ეს უფასო ყველი (პლუს ყოველთვიური სტიპენდია და სამუშაოზე მოწყობის პერსპექტივა) ადვილი გასაშიფრია: თქვენ მოდით და ჩვენ აშშ-ის  ჭკუაზე მოგაქცევთო.

გადაბირების ნაირსახეობაა: პრაგმატული ამერიკელები, თუ მოგება არ აქვთ, თავიანთ დოლარებს ქველმოქმედების ქარს ტყუილად არ გაატანენ.

ვნახოთ ახლა, როგორი რეაქცია ექნება “დემოკრატიისთვის მებრძოლ” ჩვენს არასამთავრობოებს ამ სიტუაციაზე: მოაწყობენ საპროტესტო აქციებს, პერფომანსებს თუ აკრუტუნდებიან, როგორც ლუდოვიკოს მუხლებზე მონებივრე ციცა.

არმაზ სანებლიძე

P.S. კაცმა რომ თქვას, ეს განათლებული მოძღვარნი ასეთი ჩიქორთულით არ უნდა წერდნენ: “პროგრამის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში” ან  “თავიანთ ქვეყანაში თავისუფალი პრესის როლის შესახებ”.
განცხადებაში მიგვითითებენ: “ინგლისური ენის ცოდნა არ არის აუცილებელი”.
ქართულის?!
ა.ს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here