Home ახალი ამბები საქართველო დაფინანსებული თვითმკვლელობა და თეთრი ხელთათმნების ფილოსოფია

დაფინანსებული თვითმკვლელობა და თეთრი ხელთათმნების ფილოსოფია

მესამე მსოფლიო ომი კრემლის ფანჯრებზე აკაკუნებს

1343

ახალი მსოფლიოს კონტურები

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

მეათე გამოშვება

რამ მოაფიქრებინა ეს?!”

ჭაბუა ამირეჯიბი

“ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხია”, პოლიტიკურ-სოციალურ-ისტორიული თემატიკის პარალელურად, ღრმა ფსიქოლოგიზმით აღსავსე მხატვრული ნაწარმოებია. რომანის საფინალო აპოთეოზი ამ სამ სიტყვაშია თავმოყრილი _ “რამ მოაფიქრებინა ეს?!”. მთავარი მოქმედი გმირის, დათა თუთაშხიას, ეს უკანასკნელი ამოკვნესა, როდესაც მას ჯერ კიდევ უმწიფარმა შვილმა ტყვია დაახალა, სასიკვდილოდ დაჭრილი კაცის ტრაგიზმზე მეტად გაოცებას გამოხატავს. მტერმა მამის წინააღმდეგ შვილი აამხედრა, ანუ უაღრესად გამჭრიახი გონების პატრონ დათა თუთაშხიას ხაფანგი იქ დაუგო სწორედ, სადაც ვერაფრით იგუმანებდა და ეჭვს ვერ მიიტანდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ისეთი რამ მოუწყო, რაც მისი გონებისთვის მიუწვდომელი იყო. დათა თუთაშხიას გაოცება იმით კი არ არის გამოწვეული, რომ მან ვერ იაზრა ეს საფრთხე, არამედ იმით, რომ მტერმა ისეთი რამე მოიფიქრა, რაც, წესით, ადამიანს არ უნდა მოსვლოდა თავში. დათა თუთაშხიამ მხოლოდ სიკვდილის წინ გააცნობიერა, რომ მისი მტერი ბოროტი ადამიანი კი არ იყო, რაღაცით აღემატებოდა ბოროტ ადამიანს. ბოროტ ადამიანზე აღმატებული ძალა სატანური ძალაა. ღმერთი თუ ყოვლად კეთილი, ყოვლის მცოდნე და ყოვლის შემძლეა, სატანა ყოვლად ბოროტი და ყოვლის მკადრებელია. სიკვდილთან პირისპირ დარჩენილ თუთაშხიას სწორედ ამ ყოვლისმკადრებლობით შეძრწუნებამ, ამ ყოვლისმკადრებლობის გამო გაკვირვებამ და გაოცებამ დაასმევინა ის რიტორიკული შეკითხვა _ რამ მოაფიქრებინა ეს?!

არ არსებობს სატანური ბოროტების ფსკერი, რომლიდანაც კოლექტიური დასავლეთის ბოსები ბნელი აზრებისა თუ მათი რეალიზაციის მეთოდების ამოღებას ითაკილებენ;

არ არსებობს რამე შინაგანი შემაკავებელი, რაც კოლექტიური დასავლეთის ბოსებს თუნდაც აბსოლუტური ბოროტების ჩადენისას შეაყოყმანებთ;

არ არსებობს დაცემა, რომელსაც კოლექტიური დასავლეთის ბოსები ხელს არ მოაწერენ;

არ არსებობს სიმდაბლე, რომელსაც კოლექტიური დასავლეთის ბოსები არ იკადრებენ.

სატანას მრავალი სინონიმი აქვს, მათ შორის, “ჯოჯოხეთის მთავარი”, “სიცრუის მამადა სხვ. დასავლეთი მსოფლიოსგან ჯოჯოხეთის იმპერიის შექმნას ცდილობს და მის საშენ მასალად გლობალურ სიცრუეს იყენებს. მსოფლიოზე გაბატონების ამ საშინელ ჩანაფიქრს დემოკრატიით, ადამიანის უფლებების დაცვითა და თავისუფლებით ნიღბავს. მუდმივად წახალისებული, შეუზღუდავად დაფინანსებული და აბსოლუტის რანგში აყვანილი სიცრუე, რომელიც მათი მედიასაშუალებების სახით ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზებივით შემოჰხვევია მსოფლიოს, საზოგადოებრივ ცნობიერებაზე უსაზღვრო მანიპულირების საშუალებას იძლევა. როდესაც პრესა, რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი გემორჩილება, თეთრის შავად და შავის თეთრად გასაღება სირთულეს არ წარმოადგენს. მით უფრო, თუკი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს სპეციალური სამსახურები უმაგრებენ ზურგს.

რუსეთი და უკრაინა ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დააპირისპირო და ერთი საფუძვლისა და ერთი ისტორიის მქონე ხალხს ერთმანეთი დაახოცინო _ ეს ხომ ის სატანური გეგმაა, რომელმაც შვილის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილ დათა თუთაშხიასავით უნდა გაგაოცოს და გათქმევინოს: რამ მოაფიქრებინათ ეს?! დასავლეთის სპეცსამსახურებმა არამხოლოდ მოიფიქრეს, არამედ განახორციელეს კიდეც ეს მზაკვრული გეგმა. მათფერადი რევოლუციებისათუ სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალებების გზით უკრაინის სათავეში მოიყვანეს ნეოფაშისტთა ჯგუფი, რომლითაც რუსი და უკრაინელი ხალხებისთვის ერთმანეთთან მისასვლელი ყველა გზა მოჭრეს, ყველა უკანდასახევი ჩახერგეს და მხოლოდ და მხოლოდ ომის გზა დატოვეს. ესეც არ იკმარეს, უკრაინის ხელისუფლებაში მათ მიერვე მოყვანილ ნაცისტებს დღემდე აიარაღებენ და აფინანსებენ, რათა თუნდაც მათი მარცხის გამო არ დასრულდეს დასავლეთისთვის ასე სასურველი სისხლიანი პროცესი.

კოლექტიური დასავლეთი ცდილობს, ეს პროცესი გააჭიანუროს, რათა მსხვერპლიც მეტი იყოს და ერთმანეთის მიმართ გაჩენილი სიძულვილიც. რუსეთი უკრაინაში ომს არ აწარმოებს, იგი სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის ეს მტრულად განწყობილ სახელმწიფოში შეჭრა კი არ არის, არამედ მოძმე ხალხისა და სახელმწიფოს მტრისგან გათავისუფლების ოპერაციაა. ამ ორ მოვლენას შორის პრინციპული განსხვავებაა. მტერ სახელმწიფოსთან ომის წარმოებისას შემაკავებელი ფაქტორები ნაკლებია _ ასეთ შემთხვევაში არც მსხვერპლს ერიდებიან და არც ნგრევას.

მიუხედავად იმისა, რომ იუგოსლავია არც ამერიკელებისთვის და არც ევროპელებისთვის მტერი სახელმწიფო არ ყოფილა, მას ნატოს წევრი ცხრამეტი სახელმწიფო 78 დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ ბომბავდა. ასე იქცეოდნენ ისინი ერაყში, ლიბიაში, სირიაში და სხვაგან. ეს სხვა მიდგომაა, რომლისგანაც რუსეთის მიდგომა უკრაინაში თვისებრივად განსხვავდება. ამ განსხვავებას არამხოლოდ ზნეობრივი პრინციპებისადმი რუსეთისა და ნატოს სახელმწიფოების სხვადასხვანაირი დამოკიდებულებები, არამედ მათი სრულიად სხვადასხვანაირი მიზნები განაპირობებს. აშშ და ნატო განმათავისუფლებლის მისიით არსად არასდროს შესულან, რუსეთი კი უკრაინაში უკრაინელი ხალხის გათავისუფლების მისიით შევიდა, ვინაიდან ნაცისტურმა ხელისუფლებამ, 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე, უკრაინის ტერიტორიაზე თხუთმეტი ათასამდე რუსი ეროვნების მოქალაქე დახოცა. გარდა ამისა, უკრაინის ფაშისტურ ხელისუფლებას აშშ რუსეთის წინააღმდეგ ომის დასაწყებად აქეზებდა, რის შემდეგ რუსეთი გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, ვიდრე დღეს არის. ეს გეგმა უკვე გაშიფრული და გასაჯაროებულია.

ამ უბედურების ინიციატორი აშშ და კოლექტიური დასავლეთია. მათ რუსეთი გლობალურ ავანტურაში ჩაითრიეს, ხოლო საომარი მოქმედებების სცენად უკრაინა აირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ვაშინგტონისა და მოსკოვის თავზე ბომბები არ ცვივა, მესამე მსოფლიო ომი, პრაქტიკულად, დაწყებულია. ე.წ. ეკონომიკური სანქციები ბომბებზე ნაკლებად როდი სკდება მსოფლიოს თავზე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ აწესებს და ვის უწესებენ სანქციებს. ეს სანქციები აზიანებს პლანეტის მოსახლეობას. ასე რომ, მსოფლიო ომის დაწყება უკვე რეალობაა, რომელიც, არ არის გამორიცხული, თანდათან გამწვავდეს და გაცილებით მასშტაბური სახე მიიღოს. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა: “უკრაინაში გამარჯვებული რუსეთი უკრაინით არ შემოიფარგლება. იგი საქართველოსა და მოლდოვას გადასწვდება”. უნდა დავეთანხმო ბატონ ჯონსონს. მეტსაც ვიტყვი: დასავლეთი საკუთარ უგუნურებასა და უსინდისობას თუ არ მოთოკავს, რუსეთი უკრაინა-საქართველო-მოლდოვასთან ერთად ევროპასაც ალაგმავს მისი აღმოსავლეთითა და დასავლეთით; მისი სანქციებითა და გარყვნილებით; მისი ფაშისტური იდეოლოგიითა და სისხლის დაუოკებელი წყურვილით. ამერიკა კი ასეთ შემთხვევაში უკანალსაც (მომიტევეთ) არ გაანძრევს ევროპის დასაცავად, პირიქით, რუსეთთან ვაჭრობას გამართავს და, როგორც სამოცდაჩვიდმეტი წლის წინათ მის მიერვე გამოჩეკილი ჰიტლერი გაწირა და მეორე ფრონტი გაუხსნა, ევროპასაც თვალისდაუხამხამებლად გაწირავს, ოღონდ მსოფლიოს ამ ახალ გადანაწილებაში ყველაფერი რუსეთს არ ერგოს და თვითონ წილის გარეშე არ დარჩეს. ასეთია ბურჟუაზიის ბუნება, რომელიც, ლენინის თქმისა არ იყოს, მის ჩამოსახრჩობ თოკს თვითონვე მოგყიდის, ოღონდ ამ გარიგებაში მოგება და გამორჩენა ერიოს. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. კაცმა არ იცის, რა მოხდება და როგორ, მაგრამ, რასაც უკვე ვხედავთ, ისიც საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის ჩიხში შეიყვანეს. როგორი საკვირველიც უნდა იყოს, კოლექტიური დასავლეთი არ ცდილობს ამ ჩიხიდან გამოსვლის გზების გამონახვას. პუტინი ამხელს მათ: “ჩვენთვის ასევე ნათელია, რომ დასავლელი მფარველები კიევის ხელისუფლებას უბიძგებენ სისხლისღვრის გაგრძელებისკენ. მათ აწვდიან შეიარაღების ახალ და ახალ პარტიებს, ამარაგებენ სადაზვერვო მონაცემებით, ეხმარებიან სამხედრო მრჩევლებისა და დაქირავებულთა გამოგზავნით”. მართალია ეს ყველაფერი და ამას თავად ამერიკელებიც ადასტურებენ. აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი, ნაცვლად იმისა, რომ სიტუაციის განმუხტვის მიზნით რუსეთთან კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს მართავდეს, ცეცხლზე ნავთს ასხამს: “ჩვენ საქმე გვაქვს წმინდა წყლის ბანდიტთან და სიკვდილის მთესველ დიქტატორთან, რომელიც დამპყრობლურ ომს აწარმოებს უკრაინელ ხალხთან”, _ აცხადებს იგი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა ბაიდენმა კონკრეტული გადაწყვეტილებაც მიიღო: “აშშ ამ კვირას კიევს ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიაწვდის, მათ შორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებსა და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს”. ბაიდენის ეს განცხადება შეიძლება შეფასდეს როგორც უკრაინის თვითმკვლელობის დაფინანსება, ვინაიდან ეს უკრაინის ფაშისტურ ხელისუფლებას გამარჯვებას ვერ მოუტანს, მაგრამ უკრაინელი ხალხისთვის ბევრი სისხლისა და ცრემლის მომტანი იქნება. ზუსტად ასეთივე შეაფას ეს ფაქტი ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩჟაო ლიცზიანმა: “ჩინეთის ხელისუფლება წინააღმდეგია აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევისა, ვინაიდან კიევისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებით დარტყმის ქვეშ დგება მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენა. ამას ახალ მსხვერპლამდე მივყავართ. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები ხვდებიან, რომ უკრაინას ახლა ყველაზე ნაკლებად იარაღის მიწოდება სჭირდება”. რაც შეეხება სანქციების დაწესებას, ჩინელებმა ეს ღონისძიება “შეშით ხანძრის ჩაქრობის” მცდელობას შეადარეს. “სანქციები, რომლებიც არ არის გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დამტკიცებული, უკანონოა და ზიანს აყენებს მსოფლიოს”, _ ასეთია ჩინეთის მიერ ამ მოვლენების შეფასება. უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდნენ თვითმკვლელობისთვის. მას ბევრი ისეთი ნაბიჯი გადაადგმევინეს, რომლებიც დაუსჯელი არ დარჩება. აი, რას ეუბნება პუტინი მსოფლიოს: “უკრაინაში მოქმედებდა ათეულობით ლაბორატორიის ქსელი, რომელშიც პენტაგონის ხელმძღვანელობითა და ფინანსური მხარდაჭერით მუშავდებოდა სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამები; მათ შორის, ექსპერიმენტები კორონავირუსის, ციმბირის წყლულის, ქოლერის, ღორის აფრიკული ჭირისა და სხვა სასიკვდილო დაავადებათა ნიმუშებთან. ახლა ყველაფერს აკეთებენ ამ საიდუმლო პროგრამების კვალის წასაშლელად, მაგრამ ჩვენ უკვე მრავალი საფუძველი გაგვაჩნია, ვიფიქროთ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე, უშუალოდ რუსეთის სიახლოვეს ქმნიდნენ ბიოლოგიური იარაღის კომპონენტებს”. ამერიკელები კი უტიფრად აცხადებენ, რომ ეს ლაბორატორიები კეთილი მიზნებისთვის ააშენეს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უკრაინელი ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამო დახარჯეს მილიარდები. თუმცა, ვიქტორია ნულანდმა უკვე აღიარა: “ჩვენ შეშფოთებული ვართ და უკრაინელებთან ვმუშაობთ, რომ გამოკვლევებით მიღებული მონაცემები რუსების ხელში არ აღმოჩნდეს”. დათა თუთაშხიას მიერ დასმული შეკითხვა ამ სიტუაციისთვისაც ხომ ზედგამოჭრილია, რამ მოაფიქრებინათ ეს?! იმ სიშორე ამერიკიდან რომ წამოხვედით და ამ უზარმაზარი რუსეთის ირგვლივ პირდაპირ პენტაგონის მიერ დაფინანსებული ასეთი საშინელი ლაბორატორიების რკალი შეკარით, რას ფიქრობდით, რუსეთი მათ რეალურ დანიშნულებას ვერ მიხვდებოდა? თუ იმის იმედი გქონდათ, რომ მიხვდებოდა, მაგრამ უკვე ისე გეყოლებოდათ კლანჭებში მოქცეული, თითსაც ვეღარ გაატოკებდა. როგორც ჩანს, რაღაც ვერ მუშაობს ამერიკაში გამართულად, რაღაც…

უკრაინის ერთ-ერთი ტელეკომპანიის წამყვანმა ტელეეკრანიდან უკრაინის ნაცისტური ხელისუფლების სულისკვეთების გამომხატველი ტირადა გადმოანთხია: მე თავს უფლებას მივცემ, დავეთანხმო ადოლფ აიხმანს (SSის ობერშტურმბანფიურერი, ექვსი მილიონი ებრაელის საკონცენტრაციო ბანაკებში დეპორტირებასა და განადგურებაში მხილებული სამხედრო დამნაშავე. იგი 1962 წელს გაასამართლეს და ჩამოახრჩვეს. .), რომელმაც თქვა, რომ ერის განადგურება თუ გსურს, პირველ რიგში, ბავშვები უნდა გაანადგურო, რადგან მშობლებს თუ გაანადგურებ, ბავშვები გაიზრდებიან და შურს იძიებენ. ბავშვებს თუ გაანადგურებ, ისინი ვერ გაიზრდებიან და ერი განადგურდებაჩვენ გამარჯვება გვჭირდება და ამისთვის თუ თქვენი ოჯახების დახოცვა მოგვიწევს, მე ერთერთი პირველი ვიქნები, ვინც ამას გააკეთებს”. ამგვარი ფსიქოზისა და დანაშაულებრივი საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად დაშვრნენ ამერიკელები უკრაინაში. რამ მოაფიქრებინათ ეს, რამ?! “დღეს მთელ პლანეტას უწევს, ზღოს დასავლეთის ამბიციების გამო, მისი იმ მცდელობის გამო, რომ ნებისმიერი საშუალებით შეინარჩუნოს დომინირებული მდგომარეობა, რომელიც ხელიდან უსხლტება. სანქციების დაწესება ლოგიკური გაგრძელება და კონცენტრირებული გამოხატულებაა აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების უპასუხისმგებლო და არაშორსმხედველი პოლიტიკისა”, _ აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი და იქვე განაგრძობს: “გაჩაღებულია უპრეცედენტო საინფორმაციო კამპანია, ამოქმედებულია გლობალური სოციალური ქსელები და ყველა დასავლური მედიასაშუალება… მივიდნენ იქამდე, რომ ამერიკის ერთ-ერთმა სოციალურმა ქსელმა პირდაპირ განაცხადა რუსეთის მოქალაქეთა მკვლელობის მოწოდების ნებადართულობის შესახებ”. ეცნობი ამ მასალებს და კვლავ იგივე შეკითხვა ტრიალებს გონებაში: _ რამ მოაფიქრებინათ ეს?!

პუტინი არამხოლოდ ასახელებს შემზარავ ფაქტებს, არამედ ერთმნიშვნელოვან შეფასებასაც აძლევს მათ: “14 მარტს დონეცკის ცენტრში განხორციელდა სარაკეტო დარტყმა. ეს იყო სისხლიანი ტერაქტი, რომელმაც ოცზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირარაც თავისი წრესგადასული ცინიზმით გრთგუნავს, ეს კიევის უტიფარი სიცრუე კი არ არის, რომ თითქოს რაკეტა რუსეთის გაშვებული იყო, არამედ ის, რომ .. ცივილიზებულმა სამყარომ, ევროპულმა და ამერიკულმა პრესამ ვერც შენიშნეს დონეცკის ტრაგედია. ვითომ არც არაფერი მომხდარა. მთელი რვა წლის განმავლობაში ისინი ასეთივე ფარისევლობით არიდებდნენ თვალს, თუ როგორ ასაფლავებდნენ დონბასელი დედები თავიანთ ბავშვებს, მოხუცებს, რომლებსაც კლავდნენ. ეს რაღაც მორალური და ზნეობრივი დეგრადაციაა, სრული არაადამიანობაა”. პუტინი აფასებს ყოველივე ამას, წარსულსაც იხსენებს და იმის შესახებაც გვეუბნება, რა მიზანს ისახავენ ამერიკელები: “ჩვენ გვახსოვს, როგორ უჭერდნენ ისინი მხარს სეპარატიზმს, როგორ ახალისებდნენ ტერორისტებს ჩრდილოეთ კავკასიაში… ისინი ახლაც ცდილობენ, რუსეთი გადააქციონ სუსტ, დამოკიდებულ სახელმწიფოდ, დაარღვიონ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და დაანაწევრონ რუსეთი”. ჩვენ კი, ვინც ამას ვისმენთ, ისღა დაგვრჩენია, დათა თუთაშხიასავით თავზე ხელები შემოვიჭიროთ და სიმწრით ამოვიკვნესოთ:რამ მოაფიქრებინათ ეს?!

ბოლოს ერთ უმწვავეს საკითხსაც უნდა შევეხო:

პრეზიდენტი პუტინი რუსეთში დასავლეთის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენზეც ალაპარაკდა: ისინი ფსონს .. მეხუთე კოლონაზე, ანუერის გამყიდველებზედადებენ; მათზე, ვინც თანხებს აქ გამოიმუშავებენ, მაგრამ იქ ცხოვრობენ. ცხოვრობენ არა ამ სიტყვის გეოგრაფიული გაგებით, არამედ მათი აზროვნებითა და მონური ცნობიერებით”. ურთულესი საკითხია, რომელთან მისვლაც პუტინს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოუწევდა. ხელისუფლების სათავეში მისი მოსვლის დღიდანვე ვამბობდი და ვწერდი, რომ დასავლეთის კლანჭებიდან რუსეთის დახსნა თეთრი ხელთათმნებით ვერ მოხერხდებოდა. .. მეხუთე კოლონა და ერის გამყიდველები, როგორც მათ პუტინმა უწოდა, ანუხალხის მტრებიდამავნებლები”, როგორც მათ სტალინურ პერიოდში უწოდებდნენ, დასავლეთის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა და წარმოადგენს. ეს ისეთი დამანგრეველი ძალაა, რომ მათი განეიტრალების გარეშე დასავლეთთან ვერცცივ ომშიგაიმარჯვებ და ვერცცხელ ომში”. იმედია, ვლადიმერ პუტინი, რომელმაც 2017 წელს მოსკოვის ცენტრში სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა პომპეზური მემორიალი დიდის ამბით გახსნა, “მეხუთე კოლონისა” და “ეროვნული გამყიდველების” წინააღმდეგ “სტალინურ რეპრესიებს” არ მიმართავს, რადგან მის მიერ ნათქვამი ამ სიტყვების შემდეგ ეს წარმოუდგენელი მგონია: რეპრესიების გამართლებაც შეუძლებელია და დავიწყებაც. ნებისმიერისთვის შეეძლოთ, წაეყენებინათ შეთითხნილი და აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებები. მილიონობით ადამიანი ხალხის მტრად გამოაცხადეს და დახვრიტეს ან ციხეებში, ბანაკებსა და გადასახლებებში აწამეს”. ამ სიტყვების ავტორი, მომავალშიც, ალბათ, დემოკრატად დარჩება და დასავლეთის “მეხუთე კოლონასა” და “ერის გამყიდველებს” სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული რეპრესიული მანქანით კი არ დაუპირისპირდება, მათ მიმართ ლოიალური იქნება. ასე, თეთრი ხელთათმნებით, გაიმარჯვებს იგი უკრაინელ ფაშისტებთან, ევროპასთან, ამერიკასთან და მესამე მსოფლიო ომშიც, რომელიც უკვე აკაკუნებს კრემლის ფანჯრებზე. ღმერთმა ინებოს, რომ ასე მოხდეს, მაგრამ მე თეთრი ხელთათმანების ფილოსოფიისა არ მჯერა, რადგან აშშისა და კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკა სატანური პოლიტიკაა, რომელიც მისთვის დამახასიათებელი ყოვლისმკადრებლობით გაიძულებს, მის მიმართ სასტიკი და დაუნდობელი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში გამარჯვება მას დარჩება, ვინაიდან არ არსებობს ბოროტებისა და ვერაგობის, სისასტიკისა და დაუნდობლობის ფორმა, რომელსაც იგი ვერ მიაგნებს და ვერ მოიფიქრებს. ახლა რუსეთის პრეზიდენტის თავშიც დათა თუთაშხიასეული შეკითხვა ტრიალებს, ალბათ, _ რამ მოაფიქრებინათ ყოველივე ეს?!

ის, რაც “მეხუთე კოლონასა” და “ერის გამყიდველებზე” ვთქვი, ამ ჩემს თხრობაში ერთგვარ ლირიკულ გადახვევად ჩამითვალეთ, რომლის უთქმელობაც არ გამოდიოდა, ვინაიდან შესაძლებელია, ეს საკითხი გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს მოვლენათა განვითარებაში. თუმცა, ეს არ არის ჩვენი დღევანდელი სათქმელის მთავარი მიმართულება. ამდენად, ამ საკითხის უფრო ვრცლად განხილვა მომავლისთვის გადავდოთ.

მთავარი კი, რაც დღეს უნდა ითქვას, რამდენიმე დასკვნაა, რომლებსაც, ყოველივე ზემონათქვამიდან გამომდინარე, ჩამოვაყალიბებ (ეს იმ შემთხვევისთვის, თუკი მესამე მსოფლიო ომი ცხელ ფაზაში არ გადაიზრდება):

* უკრაინის გათავისუფლების შემდეგ რუსები და ბელარუსები, უკრაინელებთან ერთად მძლავრ სამოკავშირეო სახელმწიფოებად ჩამოყალიბდებიან;

* რუსეთისა და კოლექტიური დასავლეთის ურთიერთობებში პოლიტიკური გამყინვარების ეპოქა დადგება;

* რუსეთი აღმოსავლეთისკენ იბრუნებს პირს და მის ორბიტაზე ყოფილ საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან ერთად ახლო აღმოსავლეთისა და აზია-აფრიკის ქვეყნებსაც გააერთიანებს;

* გაძლიერდება რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა. რუსეთის ეკონომიკაში გაიზრდება სახელმწიფოს როლი, რომელიც გეგმაზომიერი ეკონომიკისა და სოციალისტური სისტემის ჩამოყალიბებით დაგვირგვინდება;

* აღმოსავლური გაერთიანების ბაზაზე ჩამოყალიბდება ახალი საერთაშორისო მძლავრი ვალუტა. დოლარი, ევრო და გირვანქა სტერლინგი დაკარგავს მსოფლიო ფულის ფუნქციას;

* ეს პროცესები საბოლოოდ დაასუსტებს ამერიკასა და ევროპას. ევროკავშირი და ნატო, როგორც მოძველებული პოლიტიკური და სამხედრო სისტემები, თანდათანობით დაკარგავენ ისტორიულ ფუნქციას და დაიშლებიან, დღის წესრიგში აშშ-ის დაშლის საკითხიც დადგება.

* გაეროში, როგორც მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის გარანტორ ორგანიზაციაში, ფუნდამენტური რეორგანიზაცია ჩატარდება. მსოფლიო გეოპოლიტიკურ ურთიერთობებში გატარებული კარდინალური ცვლილებების შედეგად გაეროს უშიშროების საბჭო საფუძვლიან ცვლილებებს დაექვემდებარება. აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი დაკარგავენ მუდმივი წევრი სახელმწიფოების სტატუსსა და ვეტოს უფლებასაც.

ასე მესახება მომავლის პერსპექტივა იმ შემთხვევაში, თუკი ამ ეტაპზე მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება მოხერხდება.

P. S. ფაშიზმისგან გათავისუფლებული უკრაინელი ხალხი დიდ საყვედურს ეტყვის ყველას, ვინც მათთვის ამ უმძიმეს ჟამს ფაშისტურ რეჟიმს თანადგომას უცხადებდა სიტყვით თუ საქმით. ბევრს შერცხვება საკუთარი საქციელის გამო, მათ შორის, საქართველოშიც. მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება და ყველა ბოროტება გაცხადდება, რამეთუ წერია: “არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here