მთავარი საზოგადოება დასტაქარი, რომელმაც მის მიერ გადარჩენილი სიცოცხლეებით დაიმკვიდრა უკვდავება

დასტაქარი, რომელმაც მის მიერ გადარჩენილი სიცოცხლეებით დაიმკვიდრა უკვდავება

270
გააზიარეთ
ლადო ანდრონიკაშვილი

ლეგენდარული მეანგინეკოლოგის _ ლადო ანდრონიკაშვილის გარდაცვალებიდან 20 წელი შესრულდა, მაგრამ მის მიმართ სიყვარული, მადლიერება და აღფრთოვანება მისი, როგორც პროფესიონალი, სასწაულმოქმედი გინეკოლოგის ღვაწლით მის სამემკვიდრეო წრეებში არ განელებულა.

ამქვეყნად  სიცოცხლის მოსავლენად იყო დაბადებული და თავისი სასწაულებრივად გამჭრიახი გონებით, მღელვარე გულით ყველაზე რთული სიტუაციებიდან გამოჰყავდა პაციენტები. გარდა იმისა, რომ თანამედროვეების მადლიერება და თაყვანისცემა მიიღო ჯილდოდ, რომ ლექსებს უძღვნიდნენ მადლიერების ნიშნად, ბატონმა ლადომ თავის ქვეყანას ორი უმშვენიერესი ქალიშვილი დაუტოვა, რომლებმაც, თავის მხრივ, ნიჭიერი და საამაყო ვაჟკაცები შესძინეს ქვეყანას. მედიცინის დარგში უფროსი შვილიშვილი, გიორგი დუღაშვილი, საუკეთესო ექიმთა სიაშია, როგორც სამშობლოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

მეფის კარზე გაზრდილი, ნაფერები ანდრონიკაშვილების, იმპერატორ ანდრონიკე კომნენოსის შთამომავლების, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ლამაზი საგვარეულოს წარმომადგენელი რომაა ლადო ანდრონიკაშვილი, მისი პიროვნული ღირსებებითაც ჩანს; ჩანს, ვისი გორისანი არიან მისი შვილები და შვილიშვილები. ამ დიდი ოჯახის დედა, ქალბატონი ლამარა ხაბეიშვილი-ანდრონიკაშვილი კი ცოცხალი მატიანეა ბატონი ლადოს ღვაწლისა, უერთგულესი დარაჯია, ბაირახტარი მისი ხსოვნის უკვდავებისა. რა ბედნიერია კაცი, რომელსაც ასეთი  მეგობარი და ცხოვრების თანამგზავრი, თანამებრძოლი, ხიფათებითა და პასუხისმგებლობით აღსავსე პროფესიული ჯვრის თანამზიდავი ჰყავს.

დენიზა სუმბაძე,

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ის მშობელი არა კვდება ვისაც კარგი შვილი რჩება…..უკვდავია თქვენი სახელი და განვლილი ცხოვრების გზა საქმენი საგმირონი….ლეგენდად ქცეული …ულამაზესი ურთიერთობებით… ცხოვრების ..მძიმე მაგრამ სიცოცხლესთან მუდამ ბრძოლაში გამარჯვებული… ამქვეყნად სიცოცხლის მოსავლენად დაბადებული ლეგენდარული მეან–გინეკოლოგი _ ლადო ანდრონიკაშვილი! -დიდება მის სახელს!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here