მთავარი საზოგადოება დასავლური ცხოვრების “სიკეთეები” – თავნება, სასტიკი და ფესვებს მოწყვეტილი ახალგაზრდა თაობა

დასავლური ცხოვრების “სიკეთეები” – თავნება, სასტიკი და ფესვებს მოწყვეტილი ახალგაზრდა თაობა

ადრე ფიზიკურად ვკარგავდით ბიჭებსა და გოგოებს, ახლა მორალურადაც ვკარგავთ

889
გააზიარეთ
დასავლური ცხოვრების “სიკეთეები” – თავნება, სასტიკი და ფესვებს მოწყვეტილი ახალგაზრდა თაობა

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში ერთხელ მაინც არ უჩხუბია. ადრე ჩხუბი არ იყო იშვიათი მოვლენა, მაგრამ დანას არავინ ხმარობდა (იარაღის ტარება თუ დასაშვები იყო მოზარდისთვის, არც ვიცოდით). არცთუ იშვიათად, ჩხუბის მომენტში ვიღაცას შეეშინდებოდა და გარბოდა, მაგრამ გაქცეულს არავინ მისდევდა, არც წაქცეულს ურტყამდა ვინმე, იმიტომ, რომ ზნეობა იყო ასეთი: გაქცევა თუ წაქცევა მარცხს ნიშნავდა და დამარცხებულისთვის წიხლის მიყოლება უკადრისი საქციელი იყო. დღეს კი, გამოძიების მასალების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს რამდენიმე ასეულ მეტრზე სდიეს, ჯაგებსა და ეკლებში, რათა ეცემათ, ბოლომდე ჩაეწიხლათ დამოკლეს. მანამდე იყო დათუნა სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, რომლებსაც მუშტი არ აკმარეს, არც დანის ერთხელ დარტყმა, დაჩეხეს, აკუწესახლა კი ბუსა ჟვანიაზე ეჭვი აქვთ, რომ ლევან თოფაძეს დანა ოთხჯერ დაარტყა. არა ერთხელ ან ორჯერ, არამედ ოთხჯერ. და არავინ სვამს კითხვას _ რა სჭირს ახალგაზრდა თაობას?

2003 წლიდან, ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, დასავლურ რელსებზე გადავედით და დასავლურად დავიწყეთ თაობების აღზრდა. ესენი იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც 2003-ში 2-3 წლისანი იყვნენ, ახლა გაიზარდნენ და არავინ მალავს, რომ დღევანდელი თაობა ძალიან აგრესიულია. რატომ? რა შეგვეშალა? დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რამდენიმე თაობა სხვადასხვა მიზეზის გამო დავკარგეთ, დავკარგეთ სამოქალაქო ომის პერიოდში, დავკარგეთ ომის შემდგომ, როცა ნარკომანობა თითქოს აუცილებელი ატრიბუტი იყო და კარგ ტონად ითვლებოდა; ჰო, კარგ ტონად და გოგოები ცდილობდნენ, შეყვარებული ძველი ბიჭი და ნარკომანი ჰყოლოდათ _ საამაყო იყო ეს ამბავი. ადრე ფიზიკურად ვკარგავდით ბიჭებსა და გოგოებს, ახლა კი მორალურადაც ვკარგავთ. ბავშვებს დავაჯერეთ, რომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ, 13-14 წლის ბავშვს ჩააგონეს, რომ, თუ მშობელი დაუყვირებს, შეუძლია დარეკოს და არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი არმია დაიძვრება, მშობელს მონსტრად გამოიყვანენ, პოლიცია მოვა და ხელწერილს დააწერინებს; ან კიდევ, ეგებ პირობითი სასჯელი არ აკმარონ დედას ან მამას და ციხეშიც უკრან თავი.

ბავშვები ხედავენ, რომ არაფერში შეზღუდულები არ არიან და ამას მაქსიმალურად იყენებენ. თანაც, როცა ბავშვი ხედავს, რომ მეგობარი მასზე მეტად თავისუფალია და თავისუფალია სწორედ იმიტომ, რომ მშობლებს ატერორებს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით); ისიც ცდილობს, დამოუკიდებლობა ამ გზით მოიპოვოს. სხვათა შორის, დიდი სამამულო ომისა და მის შემდგომ პერიოდში ყველაზე სასტიკი დანაშაულები და მკვლელობები სწორედ ოჯახს მოწყვეტილ არასრულწლოვნებზე მოდიოდა, იმიტომ, რომ ისინი იოლად იმეტებდნენ ადამიანს, თანაც იცოდნენ, რომ მათ ამის გამო ვერაფერს ეტყოდნენ მშობლები _ ისინი ან ფრონტზე იბრძოდნენ, ან დაღუპულები იყვნენ. ზუსტად ასეა ახლაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლა მშობელი ან შეშინებულია, ან არასამთავრობოებთან ბრძოლის ველზეა შვილის აღზრდის უფლების დასაცავად. ჰო, სწორედ შვილის აღზრდის უფლების, და როცა ბავშვის უფლებებზე ხმამაღლა გაჰკივიან, თუ გსმენიათ, ვინმეს ეთქვას, უფლებები მშობელსაც აქვს, შვილი ისე გაზარდოს, როგორც სწორად მიაჩნიაო? ვინმეს უთქვამს, უფლება აქვს მშობელს, შვილს დაუყვიროს და დატუქსოსო? ძველი თაობის წარმომადგენლებმა გულზე ხელი დაიდეთ, განა ისე გაგზარდეს მშობლებმა, ხმა არ აუწევიათ? ან გიფიქრიათ ოდესმე, სადმე დაგერეკათ, ვინმესთვის შეგეჩივლათ, მშობელმა დამიყვირაო? არა. იმიტომ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა, ბავშვებმა ზუსტად იცოდნენ, რომ მშობელს მათთვის კარგი სურდა და ხმასაც იმიტომ უწევდა. იმხანად თუ არ იცოდნენ, რომ გაიზარდნენ, მერე მიხვდნენ, რომ მშობელი მართალი იყო. ახლა კი ფიქრის დროც არ აქვთ ბავშვებს, მათ იმდენიდამცველიგამოუჩნდათ, მშობელმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. ყველას აქვს ისეთი მომენტი, როცა გგონია, მთელი სამყარო შენს წინააღმდეგაა და აი, სწორედ მაშინ, როცა მშობლის რჩევა და ხელია საჭირო, საქმეში არა მშობელი, არამედ არასამთავრობო ორგანიზაცია ერევა და სადღაც, უცხო ქვეყანაში დაწერილი პროგრამის მიხედვით, დაზეპირებული ფრაზებით ცდილობს ბავშვის აღზრდას.

გემახსოვრებათ, ალბათ, რამდენჯერ ახსენეს, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, ახალშობილთა თუ მოზრდილთა კანქვეშ სპეციალური “ჩიპის” ჩადება, რათა ნებისმიერი ადამიანი გაეკონტროლებინათ. სხვადასხვა ქვეყანაში ამას განსხვავებული რეაქცია მოჰყვა. ევროპაში რამდენიმე სახელმწიფომ იდეა აიტაცა და ე.წ. დაჩიპვის პროცესიც დაიწყო. ჩვენთან ამ ყველაფერს მძაფრი რეაქცია მოჰყვა, ცალკე საზოგადოებამ გააპროტესტა, ცალკე _ ეკლესიამ, მაგრამ იმაზე არავინ ფიქრობს, რომ აუცილებელი არ არის, კანქვეშ რამე დაამაგრონ და ისე აკონტროლონ ადამიანები. ქვეცნობიერში უდებენ მომავალ თაობასჩიპებსდა სწორედ მათი მეშვეობით მართავენ. ისევ შაქარაშვილზე ვთქვათ _ 19 წლის ყმაწვილის სასტიკი მკვლელობის საქმე სასამართლოშია და მკვლელობაში ეჭვმიტანილებს სასამართლოს კართან ხვდებიან თანატოლები და ამხნევებენ ბოლო ხმაზე შეძახილებით _ “ჩემი ძმა ხარ!”, “გამაგრდით, ბრატცი!” სანამ საქმე ძიებაშია, სანამ განაჩენი არ დადგება, ვერ ვიტყვით, ვინ არის მტყუანი და ვინ _ მართალი, თუმცა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მათი მეგობარი მკვლელია თუ არა. ის უნდა “გამაგრდეს” და იცოდეს, რომ მათი “ბრატია”. ცალკე პრობლემაა ის, რომ ეს არასრულწლოვნები ღამის ორ საათზე მცხეთათბილისის გზატკეცილზე დარბოდნენ და შაქარაშვილსა და მის მეგობრებს დასდევდნენ. ღამის 2 საათზე მშობლებმა შესაძლებლობა მისცეს არასრულწლოვან შვილებს, გაურკვეველი მიმართულებით წასულიყვნენ, ბოლომდე არ ჩაეძიენ, სად მიდიოდნენ, რატომ, რისთვის. უბრალოდ, შინიდან გაუშვეს არასრულწლოვანი შვილი და ახლა გამოძიების პროფესიონალიზმში შეაქვთ ეჭვი. მათ თავიანთ, როგორც მშობლის, კომპეტენციაში კი არ შეაქვთ ეჭვი, იმას კი არ ამბობენ, _ მე შემეშალა, არასწორად მოვიქეცი, რომ არ გამეშვა, არ მოხდებოდაო, _ არა, გამოძებისა და მოსამართლისკენ იშვერენ თითს: არ გაბედო და ჩემი შვილი არ გაამტყუნოო.

მაგალითად, ბუსა ჟვანიას დედამ ბოდიში მოიხადა: მერჩივნა, დაზარალებული მე ვყოფილიყავიო და ძნელია, მის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანო, მაგრამ იმას რა ვუყოთ, რომ ამ პატარა საქართველოში და უფრო პატარა თბილისში ლაპარაკობენ, რომ ეს დაჭრა პირველი არ არის, რომელიც ბუსა ჟვანიამ ჩაიდინა, რომ მანამდე აპატიეს, როგორცზურაბ ჟვანიას შვილს, და ეგებ ახლაც ეპატიებინათ, სასიკვდილოდ გამეტებული ბიჭი რომ არ იყოს მეორე მხარეს და თანაც ცნობილი პიროვნების გოგი თოფაძის შვილიშვილი. ეს არის სწორედ პრობლემა, რომ რაღაცებს ვმალავთ, მივუტევებთ და შემდეგ მოზარდი მარტივად იჯერებს, რომ ყველაფერი ეპატიება. გენერალი კობა კობალაძე პატივსაცემი პიროვნებაა, მაგრამ, სანამ ტელევიზიით არ გამოუცხადეს, _ თქვენი შვილი ახალგაზრდა კაცის სასტიკ ცემაში მონაწილეობდაო, მანამდე არ მიიყვანა შვილი პოლიციაში. არ იცოდა? იცოდა, მაგრამ, “ქართულად, ჯიგრულად” უნდოდა საქმის მოგვარება. ამ ჯიგრობას მივყავართ სისასტიკემდე. ასე მარტივად რომ ეპატიებინათ კობალაძის შვილისთვის, ხომ დაიჯერებდა, მამაჩემი ყოვლისშემძლეაო და მერე უარესს იზამდა? ამიტომ ჩადენილი დანაშუალისთვის პასუხი უნდა აგოს ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, რა გვარისაა და ვისი შვილია, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა ვიყოთ.

სანამ ბავშვები იფიქრებენ, რომ მშობლებს, არასამთავრობოებსა და კიდევ ათას ვინმეს შესაძლებლობა ექნებათ, ყველა ვითარებიდან გამოაძვრინონ, სასტიკი დანაშაულები ყოველდღიურად გვექნება და ვერაფერს შევცვლით. მშობლებმა იციან, რომ შვილებს არასამთავრობოების მიერ დაწერილ დოგმებზე უკეთ გაზრდიან და ამის შესაძლებლობა სახელმწიფომ უნდა მისცეს, იმ სახელმწიფომ, რომელიც ჯერჯერობით მშობლის მხარეს არ არის და მხოლოდ გაზრდილ სტატისტიკურ მონაცემებზე მითითებით შემოიფარგლება.

კიდევ ვიმეორებ: სასტიკი დანაშაულების უმრავლესობა ადრეც და ახლაც არასრულწლოვნებზე მოდიოდა და ამიტომ არასრულწლოვნებს განსაკუთრებული მზრუნველობით უნდა მოვეპყრათ, თორემ მორიგი დაკარგული თაობა შეგვრჩება ხელში და საქართველო ამას ფიზიკურად ვეღარ გადაიტანს.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here