Home სხვადასხვა დაიჯესტი დასავლეთს ყოველთვის სურდა რუსეთის, როგორც სახელმწიფოს, განადგურება

დასავლეთს ყოველთვის სურდა რუსეთის, როგორც სახელმწიფოს, განადგურება

589
დასავლეთს ყოველთვის სურდა რუსეთის, როგორც სახელმწიფოს, განადგურება

დასავლეთს ყოველთვის სურდა რუსეთის, როგორც სახელმწიფოს, განადგურება. მას უმზადებდნენ კოლონიის როლს, ხოლო მის მოსახლეობას _ მონების ხვედრს, მაგრამ 2000 წელს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოლო მომენტში გადაარჩინა რუსეთი, ამიტომ მის პატრიოტულ პოლიტიკას დასავლეთი წარმოაჩენს, როგორც აგრესიულს, როგორც საფრთხეს ევროპისა და სრულიად მსოფლიოსთვის. ეს მოსაზრება გამოთქვა გადამდგარმა მაიორმა, პოლიტოლოგმა, მასარიკისა და ბატის სახელობის აკადემიის დამფუძნებელმა სტანისლავ ბალიკმა ჩეხურ გამოცემაჰალო ნოვინისთვისმიცემულ ინტერვიუში.

ბალიკის თქმით, რუსეთის დანაწევრებას იუგოსლავიის მსგავსად აპირებდნენ. დასავლეთი გეგმავდა, რუსეთის ადგილას შეექმნა 10 სახელმწიფო წარმონაქმნი, რათა უფრო იოლად მოეხერხებინა ქვეყნის კოლონიზაცია და ძარცვა.

“დასავლეთის თვალში რუსეთის ყველაზე დიდი ცოდვა არის ის, რომ ეს ქვეყანა არ იქცა კოლონიად, როგორც ჩვენ (ჩეხეთი)”.

ბალიკმა გაიხსენა, რომ დასავლეთის ქვეყნები პირველად არ ცდილობენ მსგავსი რაღაცის გაკეთებას. პირველად ეს იყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ანტანტა მხარს უჭერდა თეთრგვარდიელ გენერლებს, რომლებიც რუსეთის ლიკვიდაციისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტები უნდა ყოფილიყვნენ; მეორედ ამ გეგმის განხორციელება ჰიტლერმა სცადა.

ბალიკმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ნამდვილი ტრაგედიაა ჩეხეთის ეკონომიკისთვის. “ამ სანქციების დამწესებლები _ აშშ და გერმანია _ განაგრძობენ რუსეთთან ვაჭრობას, ჩეხეთის მთავრობა კი ბრიუსელიდან და ბერლინიდან წამოსული მითითებების მიხედვით მოქმედებენ”, _ აღშფოთებას ვერ მალავს ჩეხი სამხედრო და პოლიტიკური ექსპერტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here