მთავარი პოლიტიკა დასავლეთი ქართულ კულტურას ძალადობრივ კულტურად მიიჩნევს

დასავლეთი ქართულ კულტურას ძალადობრივ კულტურად მიიჩნევს

“საერთაშორისო საზოგადოება” ხელისუფლებას სადამსჯელო მოქმედებებისკენ მოუწოდებს

896
გააზიარეთ
დასავლეთი ქართულ კულტურას ძალადობრივ კულტურად მიიჩნევს

17 მაისს სამარშოდ და სააღლუმოდ აკუნტრუშებულ სოროსის ქათმებს ქართველმა ხალხმა მამათმავლობის ზეიმი პირწმინდად ჩაუფლავა და უცხოეთიდან დაფინანსებულ კოლჰოტიან კაცებს რუსთაველზე კურტუმოების თამაშზე ფიქრიც კი დაავიწყა. ამას კოლექტიური გოგი გვახარიების გლოვა და კრიახგანგაში უკვე მოჰყვა. მედია თუ სოციალური ქსელებილიბერალურმა ელიტამკიჟინით აიკლო და დახმარებისთვის უმალცივილიზებულ მსოფლიოსმიმართა: გვიშველეთ, ბნელიგრუზინებიდემოკრატიას გვიკლავენო.

“დემოკრატიულმა დასავლეთმაც” თავის შეშფოთება-აღშფოთებითა თუ კრიტიკული შეფასებებით ხელისუფლების თავზე წისქვილის ქვა დაატრიალა. დასკვნა დასკვნაზე გამოცხვა, რომ თურმე “მეოცნებეებს” დღემდე საკმარისად მკაცრი და ეფექტიანი ზომები არ მიუღიათ ქვეყანაში უმცირესობების უფლებების დასაცავად (რეალურად _ სქესობრივი უკუღმართობების პროპაგანდისთვის). აი, რა განცხადება გაავრცელეს 17 მაისს საქართველოში მოქმედმა უცხოეთიდან დაფინანსებულმა “არასამთავრობო ორგანიზაციებმა”, რომლებიც, უკვე წლებია, ევროკავშირის უშუალო წაქეზებით წელზე ფეხს იდგამენ ლგბტ პირებისთვის საკანონმდებლო პრივილეგიების მოსაპოვებლად: “ხელისუფლებას არ გააჩნია სისტემური ხედვა, რომლითაც უზრუნველყოფდა ლგბტქი ადამიანების ინკლუზიას, თანასწორობის დაცვას, ძალადობის პრევენციას, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ამის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეიმუშაოს ერთიანი ხედვა ჰომოფობიის სისტემური პრობლემის გადასაჭრელად, უზრუნველყოს ლგბტქი ადამიანების თანასწორუფლებიანობის დაცვა, მათ მიერ საჯარო სივრცით მშვიდობიანი სარგებლობა, მოახდინოს ძალადობის პრევენცია და სათანადო რეაგირება ჰომო-ტრანსფობიურ დანაშაულებზე…” (განცხადებას ხელს აწერს 10 “არასამთავრობო ორგანიზაცია”, რომელთაგან ზოგი ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების დაკანონებასაც დაუფარავად ითხოვს).

თუმცა ეს განცხადება, ალბათ, არაფერია იმ ისტერიკასთან შედარებით, რომელიც მოგვიანებით ატყდა (როცა “ბნელმა გრუზინებმა” ოჯახის სიწმინდის დღე ღირსეულად ვიზეიმეთ და პატრიარქმა სამებაში წირვა-ლოცვა აღავლინა) _ აღნიშნული ფაქტით უკიდურესად შეძრწუნებულმა მსოფლიოლიბერალურმაისტებლიშმენტმა, რომელსაცლიბერალურიმედია საერთაშორისო საზოგადოებად მოიხსენიებს, შეშფოთება გამოთქვა. ოღონდ შეშფოთება არა მხოლოდ იმის გამო, რომ სექსუალურმა უმცირესობებმა დედაქალაქის ცენტრში განავარდება ვერ შეძლეს, არამედ იმის გამო, რომ ხელისუფლება დღემდე ვერ ახერხებს ევროკავშირთან ასოცირებით ნაკისრი რიგი საკანონმდებლო ვალდებულებების სათანადოდ შესრულებას, რაც, უწინარესად, თურმე ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების ეფექტიანად არ თუ ვერ აღსრულებაში მდგომარეობს. გთავაზობთ ამონარიდებს ამ განცხადებიდან, რომელიც ერთობლივადაა შედგენილი საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი კოორდინატორის, ევროკავშირის, ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, სლოვენიის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის ელჩების, ამერიკის შეერთებული შტატების მისიის წარმომადგენლისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ საქართველოში: “ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოვხატავთ მხარდაჭერას და ვუცხადებთ სოლიდარობას საქართველოში არსებულ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტ+) საზოგადოებას”.

“ლგბტ+ ადამიანები საქართველოში ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას, ღირსების შემლახავ მოპყრობას, ხდებიან სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი. ამით ირღვევა არა მხოლოდ მათი ფუნდამენტური უფლებები, არამედ ხდება საზოგადოებიდან მათი გარიყვა და მოწყვლადობის გაზრდა”.

იმავე განცხადებაში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ყოველივე ზემოთქმულის მიზეზს საზოგადოებაში არსებული მცდარი სტერეოტიპული წარმოდგენები, ტრადიციული კულტურის გარკვეული ძალადობრივი წესჩვეულებები და შეხედულებები წარმოადგენს, რომლებიც დიდწილად თურმე რელიგიური ფაქტორებითაა განპირობებული. რელიგიურ ფაქტორებში, ცხადია, ნაგულისხმევია მართლმადიდებელი ეკლესიის შეურიგებელი პოზიცია, რაც ამ შემთხვევაში მდგომარეობს იმაში, რომ მამათმავლობა, როგორც ადამიანის ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა, ერთგვარ მენტალურ ანომალიად და მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევა.

რაც შეეხება “რჩევებსა” და მენტორულ თითის ქნევას, როგორ და რა გზით უნდა ებრძოლოს ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ ამ “ბნელ საბჭოთა მენტალურ გადმონაშთებს”: განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული “ანტიდისკრიმინაციული” მექანიზმების გამკაცრებასა და “მტკიცე მოქმედებების” განხორციელებაზე რიგი მიმართულებებით, რათა კანონით გარანტირებული თანასწორობა სექსუალური უმცირესობებისთვის პრაქტიკაშიც სათანადოდ აისახოს. ციტატა განცხადებიდან: მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, განახორციელონ მტკიცე ქმედებანი, რათა კანონით გარანტირებული თანასწორობა აისახოს პრაქტიკაში და თითოეულ ადამიანს საქართველოში _ მათ შორის ლგბტ+ ადამიანებს _ შეეძლოთ საკუთარი უფლებების სრულფასოვნად განხორციელება”.

იქვე ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მზადაა, დაეხმაროს ხელისუფლებას ამ პროცესის ეფექტიანად წარმართვაში, რაც, ერთი მხრივ, უფრო აქტიურსა და ქმედითს გახდის “დისკრიმინაციასთან” შეურიგებელ ბრძოლას, ხოლო მეორე მხრივ, აღმოფხვრის საზოგადოებაში არსებულ “მცდარ წარმოდგენებს…” ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს განცხადება თუ მოწოდება მიმართულია მხოლოდ ფიზიკური ძალადობის, ჩაგვრის წინააღმდეგ და მასში მოყვანილი ფრაზა “მტკიცე ქმედებანი” არ გულისხმობს მასობრივ სადამსჯელო მოქმედებებს საზოგადოების კონსერვატული ნაწილისადმი, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს და რომლისთვისაც სოდომიის პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია. მაგრამ განცხადებაში წერია, რომ ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიასა და დემოკრატიული პრინციპების ერთგულებაზე, არანაირი თვალსაზრისი _ არც მორალური, არც რელიგიური და მენტალური (იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას იზიარებს უმრავლესობა) _ არ უნდა იყოს “ადამიანის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამართლება”. ციტატა: მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კულტურული, რელიგიური თუ მორალური შეხედულებები _ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას იზიარებს უმრავლესობა _ ვერასდროს იქნება ადამიანის უფლებების შელახვის გამართლება. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეიქმნას ყოვლისმომცველი სტრატეგია, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ტოლერანტობის სწავლებაზე (. . ტვინის გამორეცხვაზე) გაკეთდება. დაბოლოს, მოვუწოდებთ, უზრუნველყოფილ იქნას ლგბტ+ ადამიანების მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაუბრკოლებლად გამოყენება”. რას ნიშნავს ან შეიძლება ნიშნავდეს ეს ყველაფერი? ევროკავშირი, რომელიც ბოლო პერიოდში უპრეცენდენტოდ აქტიურია და კოლოსალურ თანხებს ხარჯავს მსოფლიოში ჰომოსექსუალიზმის ნორმად წარმოსაჩენად (მაგალითად, გასულ წელს 10 მილიონი ევროს ღირებულების საგრანტო კონკურსი გამოცხადდა), უკვე დაუფარავად გვეუბნება, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების უმრავლესობისთვის რა არის მისაღები და რა არა (მთავარია, სექსუალურმა უმცირესობებმა თავისუფლად შეძლონ მარშებისა და პარადების ჩატარება); საჯაროდ გვეუბნება, რომ თითოეული მოქალაქე, რომელსაც მამათმავლობა, თუნდაც თავისი რელიგიური თვალსაზრისიდან გამომდინარე, ადამიანის არა ბუნებრივ, არამედ არანორმალურ მდგომარეობად მიაჩნია, უკვე მოძალადეა და ხელისუფლების მკაცრი სადამსჯელო მოქმედებების ადრესატი უნდა იყოს. მიაქციეთ ყურადღება განცხადებაში ხაზგასმულ ფრაზას _ მტკიცე ქმედებანი”, აქ, რა თქმა უნდა, საუბარი არ არის მხოლოდ მოწოდებებსა და დიდაქტიკურ შეგონებებზე “შემწყნარებლობის” თაობაზე, არამედ საუბარია უმკაცრეს რეპრესიულ პოლიტიკაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ეს პოლიტიკა უნდა გულისხმობდეს სამართლებრივ დევნას (დაპატიმრებასა და პასუხისგებაში მიცემას თითოეული ურჩი “გრუზინისა”), რათა მამათმავლობის მიუღებლობის ნებისმიერი გამოვლინება სასტიკად დაისაჯოს და ამ გზით მოსახლეობაში შიში დაითესოს. სხვათა შორის, იმ დღეს, როცა ზემოაღნიშნულმა საელჩოებმა და დიპლომატიურმა მისიებმა ეს განცხადება გაავრცელეს, საკუთარი პოზიცია არანაკლებ რიხიანად კიდევ ერთმა პირწავარდნილმა “ლიბერალმა”, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ფედერიკა მოგერინიმაც გამოხატა. კერძოდ, ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც მან თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა, დაწერა, რომ ევროკავშირი არ შეწყვეტს ბრძოლას ადამიანის უფლებებისთვის, “სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი ლგბტ პირების თავისუფალი და უსაფრთხო ცხოვრება” (განცხადების ნახვა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი). ჩვენმა ლიბერალურმამედიამ, როგორც ხდება ხოლმე, ეს განცხადება მიჩქმალა და საზოგადოების ყურადღებას საგულდაგულოდ მოარიდა. ცხადია, იმიტომ, რომ ისედაც მზარდი ანტიდასავლური განწყობების ფონზე მსგავსი რეპრესიული რიტორიკა საზოგადოებაში კიდევ უფრო ზრდის და ამძაფრებს პროტესტს დასავლური ფსევდოდემოკრატიული ფასეულობებისადმი

რაც შეეხება შეფასებებს, რომ თურმე ქვეყანაში არსებული “ძალადობრივი კულტურა” დიდწილად რელიგიური ფაქტორებითაა განპირობებული: ის ფაქტი, რომ თანამედროვე დასავლურ “ნეოლიბერალურ” სისტემაში ქრისტიანობა და განსაკუთრებით მართლმადიდებლობა მთავარ იდეოლოგიურ დაბრკოლებადაა მიჩნეული, არახალია და ამას ევროპა ჯერ კიდევ წლების წინათ ამბობდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის პირით (რომელიც მართლმადიდებლურ ფასეულობებს ისლამურ ფუნდამენტალიზმთან აიგივებდა). თუ მაშინ ამ ყველაფერს, ასე თუ ისე, მაინც ვერბალური ხასიათი ჰქონდა, დღეს უკვე ვხედავთ ღია ულტიმატუმს და დირექტივებს ხელისუფლების მისამართით, რომ მიღებულ იქნეს გადამჭრელი ზომები და დაინგრეს ყოველგვარი მორალური თუ კულტურული ბარიერი, რომლებიც ხელს უშლის ქვეყანაში გარყვნილების პროპაგანდას. ახლა კონკრეტულად რა ზომებსა და მოქმედებებზე შეიძლება იყოს აქ საუბარი: ბევრისთვის, ალბათ, გასაგებია, რომ იგულისხმება ისეთი სანქციები, რომლებმაც, საზოგადოების მასობრივ ტერორთან ერთად, ეკლესიაც უნდა დაადუმოს და სასულიერო პირები გარკვეულ “ლიბერალურ სტანდარტებში” მოაქციოს. მაგალითად, თუ რომელიმე მღვდელი ქადაგებისას გაბედავს და იტყვის, რომ მამათმავლობა ადამიანის სულიერი მანკიერებაა, ეს უნდა შეფასდეს, როგორც საზოგადოებაში შუღლის გაღვივება. ოღონდ უნდა შეფასდეს არა ზედაპირულად, სადღაც ვიწროლიბერალურწრეებში, რაც ისედაც ხდება ხოლმე, როცა, ვთქვათ, რომელიმეგრუზინული გამოხდომითგაცოფებულიცივილიზებული ლიბერალებისოციალურ ქსელში ბოღმისგან დორბლს ანთხევენ, არამედ ოფიციალურ დასკვნებსა და ანგარიშებში, რომლებიც, ბუნებრივია, უშედეგოდ არ ჩაივლისარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ნებისმიერი სახის განცხადება თუ მიმართვა მრევლისადმი, გამოვიდნენ და წინ აღუდგნენ გეიაღლუმის მცდელობას ან ჰომოსექსუალთა ქორწინების დაკანონებას, გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ დევნას…

დღეს ევროპა, ფაქტობრივად, ულტიმატუმს უყენებს ხელისუფლებას, რათა მოახდინოს ქრისტიანული სწავლების კრიმინალიზაცია და დაარტყას ერის უმთავრეს სულიერ ბასტიონს _ ეკლესიას. ფაქტია ისიც, რომ ყველა ეს მცდელობა და კირკიტი “ლიბერალური” ელიტის მხრიდან უშედეგო იქნებოდა, რომ არა ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკა. 30 გრანტზე გაყიდულ სოროსის ემისრებს, როგორც ჩანს, სხვაგვარად არ ძალუძთ: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ასე არიან რუხი ოლიგარქის მიერ მომართულნი; და მეორეც _ არსებული “ლიბერალური” დღის წესრიგის იქით გზა არ აქვთ. ისე, ვინ-ვინ და ივანიშვილის პოლიტიკურმა “ბალაგანმა”, რა თქმა უნდა, იცის, რომ ეს გზა მათ უფსკრულისკენ მიაქანებს და ადრე თუ გვიან აუცილებლად გადაჩეხავს პოლიტიკურ მოუსავლეთში…

ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here