Home რუბრიკები პოლიტიკა დასავლეთი მომხრეა და ხელს უწყობს მთავრობაში ნაციონალების დაბრუნებას

დასავლეთი მომხრეა და ხელს უწყობს მთავრობაში ნაციონალების დაბრუნებას

მუქარა და ღვარძლი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთა ბაგეთაგან მოედინება, მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რასაც ისინი რეალურად აპირებენ

278

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ პოლიტიკაში კვლავ ორი პოლუსია: ერთ მხარესქართული ოცნებადგას, მეორე მხარეს _ “ნაციონალური მოძრაობა”. ასე იყო წინა, იმის წინა და იმის წინა არჩევნებზეც. ვარაუდი, რომ გიორგი გახარიას პარტია მესამე ძალის როლს შეასრულებდა და ორი პარტიის სიამტკბილობაში დისბალანსს შეიტანდა, არ გამართლდა. მეტიც _ გახარიას აშკარად გადაჭარბებული მოლოდინები, განსაკუთრებით დედაქალაქში, ფუჭი აღმოჩნდა და ახლა ექსპრემიერს დაფიქრება მოუწევს; უნდა მიხვდეს, რომ ამომრჩევლის მხარდასაჭერად მხოლოდ თვალის პაჭუნი არ კმარა.

თავიდან დავიწყოთ _ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართველი საზოგადოება მალევე გაიყო ზვიადისტებად და პუტჩისტებად, ცოტა მოგვიანებით _ ზვიადისტებად და შევარდნაძისტებად და მათ ფონზე იყვნენ პარტიები, რომლებიც გადარჩენას ვიღაცასთან მიკედლებით ცდილობდნენ (მაგალითად, რესპუბლიკელები). შემდეგ უკვე სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” და დანარჩენი საქართველო, ანუ ნაციონალები საკითხს უდგებოდნენ ასე _ ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია. თუმცა, როცა სჭირდებოდათ, “ნაციონალური მოძრაობა” სასწრაფოდ ქმნიდა სატელიტ პარტიებს, პარლამენტში შეჰყავდა და ოპოზიციას ეძახდა. მერე გამოჩნდა “ქართული ოცნება”, რომელმაც სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ თავის დროზე სატელიტებად აღიარებული პარტიები (და კიდევ რესპუბლიკელები) შემოიკრიბა და 2012 წლის არჩევნებზე გაიმარჯვა. ახლა ხშირად მოისმენთ, რომ გამოსავალი კოალიციური მთავრობაა და არავინ ახსენებს იმას, რომ 2012 წელს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სწორედ რომ კოალიციური მთავრობა შეიქმნა და პარლამენტის თავმჯდომარეც არ იყოოცნებისწარმომადგენელი. გაამართლა თუ არა ამან, თავად განსაჯეთ, მაგრამ ივანიშვილს უმძიმეს ტვირთად დააწვა ამ პარტიების რჩენა და ამიტომ გამოაცხადა, შუა უნდა გავკრიფოო, და სატელიტი პარტიები ნელნელა ჩამოიცილა. გათვლა ერთი შეხედვით სწორი და მარტივი იყო _ “ოცნებასთან” ასოცირებულ პოლიტიკოსებს “ნაცმოძრაობა” არ უნდა გაკარებოდა და თავდაპირველად არც გაეკარა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, “ნაციონალური მოძრაობა” “აზრზე მოვიდა” და 32 პარტია შეიფარა ფრთებქვეშ. მივიღეთ ის, რომ არჩევნების წინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მმართველი გუნდისას აჯობეს და ეს სწორედ “შუას გაკრეფვის” გამო მოხდა. ვერ გეტყვით, დაფიქრდა თუ არაოცნებაამაზე და მომავალი არჩევნებისთვის შექმნის თუ არა სატელიტ პარტიებს, მაგრამნაციონალური მოძრაობანელნელა, მაგრამ მყარად მიიწევს ხელისუფლების დაბრუნებისკენ და ერთი ნაბიჯი აშორებს, რომ კვლავ სათავეში მოექცეს.

თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ფრთებქვეშ შეფარებული პარტიები მისგან რამით განსხვავდებიან და მომავალი კოალიციური მთავრობა (როგორც გვიანონსებენ) არ იქნება სრულად ნაციონალური, ძალიან ცდება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ნაცები ვინმეს დაინდობენ და ძველ სახეებს არ დააბრუნებენ, მაგაშიც ცდება. უკვე გამოჩდნენ აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ეკა ხერხეულიძე და ძველი, ბოღმიანი ჰონორით იმუქრებიან, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პასუხს მოსთხოვენ ყველას და ამ “ყველაში”, როგორც წესი, რიგითი ადამიანები იგულისხმებიან.

ის, რომ დღეს არსებული პარტიების უმრავლესობა არაფერს არ წარმოადგენს, რიჩარდ ოგბუნუჯუმაც დაამტკიცა. ფერადკანიანმა კანდიდატმა არაერთი მოწინააღმდეგე გააკრა ბეჭებზე და წარმოშობით აფრიკის კონტინენტის მკვიდრი, რომელიც საქართველოში არცთუ დიდი ხნის წინათ ჩამოვიდა, დედაქალაქში მერის არჩევნებს რომ მოგიგებს, ხმის ამოღება კი არა, პარტიის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი უნდა დადგეს და ძალიან ღრმა კუნჭულში უნდა დაიმალონ კონკრეტული პირები. ეს იმ სამყაროში, ალბათ, სადაც ნამუსი და სინდისი აქვთ, მაგრამ საქართველოში პოლიტიკას, დიდი ხანია, შუბლის ძარღვი გაუწყდა და მის გამთელებას არავინ აპირებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი, იცით, რა არის? ასპროცენტიანი სიზუსტით შეგვიძლია გითხრათ, რომნაციონალური მოძრაობისხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში წინა პლანზე წამოიწევს ლიბერალური ფრთა და ის ნიღბიანი ადამიანები, რომლებიც 7 ნოემბერსა და 26 მაისს ხალხს არბევდნენ, ისევ გამოჩნდებიან და აუცილებლად მისცემენ შესაძლებლობას .. ქვიარ თემს, აღლუმიღირსეულადჩაატარონ. არადა, ამის წინააღმდეგი საქართველოს მოსახლეობის 98%-ზე მეტია დაეს ხალხი ირჩევს იმას, ვინც გამარჯვების შემთხვევაში ლგბტ თემის აღლუმის ჩატარებას უზრუნველყოფს. ეს გუნდი გამარჯვების შემთხვევაში ციხიდან აუცილებლად გაათავისუფლებს მეგის ქარდავას, ბაჩანა ახალაიას, გაუუქმებს ძებნას ალექსანდრე მუხაძეს, სოსო თოფურიძეს და სხვებს. და ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან თანამდებობებზე. “ნაციონალური მოძრაობა” პირობას დადებს, რომ მათ უმკაცრესად გააკონტროლებს, რეალურად კი, ყველაფერს ისე შენიღბავს და შეფუთავს, რომ მათ რიგებში “ბედუკაძეები” აღარ მოხვდნენ. ამომრჩევლის მეხსიერება ძალიან მცირე დროზე ყოფილა გათვლილი და ეს ნათლად გამოჩნდა. ვინმეს თუ ივანიშვილის ბედი ადარდებს და ფიქრობს, რომ ბატონი ბიძინა არ დაუშვებს ხელისუფლების შეცვლას, რადგან ყველაზე დიდ დარტყმას თავად მიიღებს, ძალიან ცდება. ივანიშვილი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში წავა საცხოვრებლად და თან ისე, რომ არასდროს არაფერი არ გაუჭირდება.

სამწუხაროდ, საქართველოში ხელიუფლების ცვლილებისა და მთავრობაში ნაციონალების დაბრუნების მომხრეა დასავლეთიც. სწორედ ეს იყო მიზეზი დამკვირვებლების იმ უპრეცედენტო რაოდენობისა, რომლებიც სწორედ ამ არჩევნებზე ჩამოვიდნენ და მართალია, ისინი ჯერჯერობით ხმამაღლა ვერ ამბობენ, რომ არჩევნები ცუდად ჩატარდა, მაგრამ აუცილებლად დაიწყებენ ვაჭრობას, რათა დასკვნებში არ ჩაიწეროს სავარაუდო ზეწოლის შედეგად შედეგების 3-4%-იანი ცდომილება, ანუ მათ მიერ დადებული შედეგი არ მიუახლოვდეს იმ 43%-იან ზღვარს, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტმა დამოკლეს მახვილივით დაკიდა ჩვენს თავს ზემოთ.

სამწუხაროდ, ამომრჩევლების 40%-ზე მეტს აღარ ახსოვს ძალადობა, აღარ ახსოვს ის, როგორ იდგა ფეხზე მთელი საქართველო, როგორ ხვრეტდნენ ქუჩაში ხალხს, როგორ გამოაცხადეს ერი კრიმინალად, როცა ციხეები გაავსეს და ლამის ყოველ მესამეს პირობითი სასჯელი აჰკიდეს, როგორ მიჰქონდათ ბიზნესმენებს ფული ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, როგორ ჰქონდათ ხელისუფლების წარმომადგენელთა ცოლებსა და საყვარლებს ყველაფრის უფლებაარც ვიღაც მასაჟისტის, დოქტორ დოტის, დაკბენის სანაცვლოდ გადახდილი ფული გვახსოვს, არც წინა ხელისუფლების უაზრო ქმედებების გამო დაკარგული 200 სოფელი და, საერთოდ, არაფერი.

მუქარა და ღვარძლი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთა ბაგეთაგან მოედინება, მხოლოდ მცირე ნაწილი იმისა, რასაც ისინი რეალურად აპირებენ. იგივე ნიკა გვარამია კატეგორიული ტონით აცხადებს, რომ ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნების შემდეგ ის გენერალური პროკურორი გახდება და ხალხის ტერორს დაიწყებს. მისი ტერმინოლოგიით თუ ვიმსჯელებთ, ეს არ იქნება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა ან საკანში მოხვედრა, ეს იქნება იგივე წამება, ცემა და გვემა, რაც მანამდე იყო.

და ამ ყველაფერში ერთადერთი დამნაშავე “ქართული ოცნებაა”. სწორედ მათ თქვეს უარი ღირებულებებზე, სწორედ მათ მოგვახვიეს თავს მახინჯი კოაბიტაცია და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ წინა ხელისუფლების არაერთი ოდიოზური ფიგურა (განსაკუთრებით რეგიონებში) ისევ “ვლასტშია” და მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც ნაციონალების პერიოდში. სამართლიანობის აღდგენის განცდა არ აქვს ხალხს და არ თქვათ ახლა, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჩასმამ ეს სამართლიანობა აღადგინაო. გაიარეთ რეგიონებში და რიგითი ადამიანები წვრილად მოგიყვებიან, როგორ ავიწროვებდნენ, როგორ ატერორებდნენ, როგორ ჩაგრავდნენ ნაციონალების დროს ის პირები, რომლებიც დღეს “ოცნებას” ისევ ავანგარდში ჰყავს. უავტორიტეტო, არაფრისმომცემი სახეებისა და სახელების წინ წამოწევით მმართველმა გუნდმა ჯერ პატივისცემა დაკარგა, მერე _ სახე. 2012 წელს ყველაზე თავგადაკლული ნაციონალიც კი ვერ იტყოდა, რომ 9 წლის შემდეგ მათ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ექნებოდათ და ამისთვის ძალიან ცოტა დააკლდებოდათ. სამაგიეროდ, ახლა ისეთდუხზეარიან, ხელისუფლება რომ არ მიიღონ, შეიძლება სამოქალაქო ომი გააჩაღონ და არ გეგონოთ, სისხლის დაღვრის ვინმეს მოერიდოს.

თუ მმართველ ძალას იმედი აქვს, რომ 2024 წელს იმ სხვაობით გაიმარჯვებს, რომ კოალიციურ მთავრობაში საკუთარი პრემიერი ეყოლება, ძალიან ცდება. კიდევ ვიმეორებთ, ნებაყოფლობითმა კოალიციურმა მთავრობამ არ გაამართლა და ნაძალადევი ხომ, საერთოდ, არ გაამართლებს. მით უმეტეს, კოალიციურმა მთავრობამ ისეთი ქვეყნები დააყენა პოლიტიკური კრიზისის წინაშე, როგორიცაა იტალია და საბერძნეთი, ხოლო არაერთ ქვეყანაში კოალიციური მთავრობის შექმნას რევოლუცია მოჰყვა. იმედია, ამას “ქართული ოცნების” ლიდერები ხვდებიან… იმედია.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here