Home ახალი ამბები მსოფლიო დასავლეთი კიევის რეჟიმს უკანასკნელ უკრაინელამდე აომებს

დასავლეთი კიევის რეჟიმს უკანასკნელ უკრაინელამდე აომებს

351

ბერძნული პორტალი newsbeast.gr წერს, რომ საომარ კონფლიქტებში ჩაურევლობის პოზიცია, რომელიც ეკავა ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას. “პირველად ისტორიაში, _ აღნიშნავს გამოცემა, _ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხედრო კონფლიქტში ჩართულ ქვეყანას და ეს მხარდაჭერა არის იარაღის მიწოდება. ევროკავშირი და ნატო აქტიურად გადასცემენ იარაღს უკრაინას.

პორტალი აქვეყნებს “სიკვდილის მიმწოდებელთა” სიას:

* გერმანია: 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, 500 რაკეტა “სტინგერი”, 10 ათასი ტონა საწვავი. ბერლინმა, აგრეთვე, ნება დართო ნიდერლანდებს, უკრაინას გადასცეს გერმანული წარმოების 400 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ესტონეთს _ 9 საარტილერიო დანადგარი;

* საფრანგეთი: საზენიტო სისტემები, ციფრული იარაღი, საწვავი;

* დიდი ბრიტანეთი: 2000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, ჟილეტები, ჩაფხუტები და ფეხსაცმელი;

* ბელგია: 2000 ტყვიამფრქვევი და 3800 ტონა საწვავი;

* ნიდერლანდები: 200 რაკეტა “სტინგერი” და ჩაფხუტები;

* პორტუგალია: შაშხანები G3, ხელყუმბარები, ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, ღამის ხედვის სამიზნეები, პორტატული რადიოსადგურები;

* შვედეთი: 5000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, 5000 ჩაფხუტი, 5000 ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და საკვების 135 ათასი ულუფა;

* ჩეხეთი: ათასი ტყვიამფრქვევი, ავტომატები, სნაიპერის შაშხანები, პისტოლეტები და საბრძოლო მასალები, სულ 7,6 მლნ ევროს ღირებულების;

* საბერძნეთი: სამხედრო აღჭურვილობა და ჰუმანიტარული დახმარება;

* ესტონეთი, ლიტვა, ლატვია: ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღი, “ჯაველინები” და “სტინგერები”, აშშ-თან შეთანხმებით;

* სლოვაკეთი: 11 მლნ ევროს ღირებულების საბრძოლო მასალები და საწვავი;

* რუმინეთი: ტყვიაგაუმტარი ჟილეტები და ჩაფხუტები;

* ბულგარეთი: განაცხადა სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაზე, ოღონდ დეტალები არ დაუზუსტებია;

ათასი ერთეული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი გაგზავნა უკრაინაში ნეიტრალურმა (წარსულში?) შვეიცარიამ. აგრეთვე, ნეიტრალური ფინეთის (წარსულში?) სახელმწიფო საბჭომ ნება დართო ესტონეთს, კიევისთვის მიეწოდებინა 122-მილიმეტრიანი ჰაუბიცები. კალაშნიკოვის ავტომატებითა და სარაკეტო დანადგარებით დატვირთული ორი სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 გაფრინდა საბერძნეთიდან უკრაინაში მისი თხოვნის საპასუხოდ და ნატოსთან შეთანხმებით. ერთ თვითმფრინავში იყო ჯავშანჟილეტები, ავტომატები, სარაკეტო დანადგარები. მეორე C-130-ში _ ჰუმანიტარული დახმარება. თვითმფრინავებს გაჰყვა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოს ჰარდალიასი.

ამერიკელი ინსტრუქტორები ასწავლიან უკრაინელებს ამერიკული იარაღის გამოყენებას

როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, ბრიტანეთმა შეძლო უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება კონფლიქტის დაწყების შემდეგ. მინისტრმა უარი თქვა, გაესაჯაროებინა დეტალები, როგორ განახორციელა შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის. საუბარია თანამედროვე გადასატან ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს NLAW (Next Generation Light Anti-tank Weapon) -ზე.

უშუალოდ ნატოს ხაზით უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდაზე განაცხადა 27 თებერვალს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. უკრაინის შეიარაღების მთავარი სპონსორი კი ამერიკის შეერთებული შტატებია. მან, დიდი ხანია, დაიწყო უკრაინის შეიარაღება.

ოფიციალური მონაცემებით, 2014 და 2015 წლებში კიევმა ამერიკისგან მიიღო 119 მლნ დოლარის დახმარება. ვარაუდობენ, რომ ეს ფული უნდა დახარჯულიყო სამხედრო ფორმების, მედიკამენტების, ე.წ. მშრალი საკვების შესაძენად, მაგრამ მალე ყიდვა-გაყიდვის ინტერნეტსერვისებმა უკრაინელი მომხმარებლისგან მიიღეს წინადადებები, ამერიკული საქონლის შეძენის შესახებ, ანუ ეს 119 მლნ დოლარი უკრაინელებმა დაიტაცეს. 2015 წლიდან ამერიკელებმა უკრაინის დახმარების მიმართულება შეცვალეს და ყურადღება ტექნიკური საშუალებებით მომარაგებაზე გადაიტანეს. უკრაინის არმიამ მიიღო კონტრბატარეული ბრძოლის სადგურები AN2TRQ-48A (ორი ათეული), 200-მდე დაჯავშნილი ავტომობილი “ჰამერი”, 500-ზე მეტი რადიოსადგური, 24 უპილოტო საფრენი აპარატი RQ-118 Raven-ი, რამდენიმე ათასი ღამის ხედვის მოწყობილობა და ნაღმსაძებნები.

შემდეგ წლებში სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობდნენ უკრაინის არმიის გარდაქმნას ნატოს სტანდარტების შესაბამისად. ლვოვში დასავლელი კურატორები რეგულარულად ამზადებდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებსა და ოფიცრებს. და მალე ვაშინგტონში ალაპარაკდნენ კიევისთვის ცეცხლსასროლი იარაღის მიწოდებაზე. 2021 წელს აშშმა გაზარდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება 300 მლნ დოლარამდე, ამ თანხაში არ შედიოდა კონტრაქტები უკრაინის ფლოტისთვის სამხედრო კატერების შექმნაზე. ეს კი 600 მლნ დოლარია.

რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ამერიკელებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცეს ტანკსაწინააღმდეგო იარაღ “ჯაველინის” პარტია, რამდენიმე დღის წინათ კი ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს სთხოვა, მხარი დაეჭირა 6,4 მლრდ დოლარის გამოყოფისთვის “უკრაინის კრიზისის” დასაძლევად.

უკრაინა გაძეძგეს იარაღით

ბოლო ხანს მოიმატა უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგებამ ევროპიდან. მასმედიის ინფორმაციით, გერმანია, ესპანეთი და ბრიტანეთი თავიანთ სატრანსპორტო თვითმფრინავებს გზავნიან პოლონეთის ერთერთ აეროპორტში, საიდანაც უკრაინის საზღვრამდე 100 კმია. ბოლო დღეებში უკრაინას თვითმფრინავით იარაღი გაუგზავნა 16-მა სახელმწიფომ. იარაღი აეროპორტიდან გადააქვთ რკინიგზით. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ლიზ ტრასმა G7-ის ქვეყნების საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელთა თათბირის შემდეგ განაცხადა, რომ “ჩვენ მოვილაპარაკეთ, განვაგრძოთ თავდაცვითი იარაღისა და მოწყობილობების გაგზავნა უკრაინაში, აგრეთვე, გავაძლიეროთ სანქციები რუსეთის ეკონომიკის დასასუსტებლად”.

ეს ინფორმაცია დააზუსტა ევროკავშირის კომისარმა უცხოეთსა და უსაფრთხოების საკითხებში _ ჟოზეპ ბორელმა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მოილაპარაკეს უკრაინაში 450 მლნ ევროს ღირებულების ლეტალური იარაღის გაგზავნის შესახებ და გამოყოფენ კიდევ 50 მლნ არალეტალურ დახმარებაზე, საწვავსა და დაცვის საშუალებებზე. ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა პირველად გადადგა ასეთი ნაბიჯი და ესგარდამტეხი მომენტია”.

როგორც ხედავთ, დასავლეთის მხრიდან ლაპარაკი არ არის უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე, პირიქით _ ევროპის სახელმწიფოები და აშშ მხოლოდ იარაღს აწვდიან უკრაინას და ამით სისხლისმღვრელი ომის გაგრძელებისკენ უბიძგებენ. დასავლეთი დაჟინებით ცდილობს, დაითანხმოს კიევის რეჟიმი, რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელამდე იბრძოლოს, ამიტომ ცდილობს რუსეთინარკომანებისა და ნეონაცისტების ბანდისსწრაფ კაპიტულაციას.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here