მთავარი მსოფლიო დასავლეთის ქვეყნების დიდი დელეგაცია ყირიმში ჩავიდა

დასავლეთის ქვეყნების დიდი დელეგაცია ყირიმში ჩავიდა

142
გააზიარეთ
დასავლეთის ქვეყნების დიდი დელეგაცია ყირიმში ჩავიდა

29 სექტემბერს დასავლეთის ქვეყნების დიდი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან აშშისა და გერმანიის წარმომადგენლები, ყირიმს ეწვია.

დელეგაციის შემადგენლობაშია 22 ადამიანი ნორვეგიიდან, ბელგიიდან, ჰოლანდიიდან, აშშ-დან და გერმანიიდან. ვიზიტის მიზანია კავშირების განმტკიცება სახალხო დიპლომატიის ხაზით. დელეგაცია ყირიმში 6 ოქტომბრამდე დარჩება.

ვიზიტის ჩარჩოებში გაიმართება პრეზენტაცია საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ნორვეგიის სახალხო დიპლომატების” ხელმძღვანელის, მხარის პარლამენტის დეპუტატის _ ჰენდრიკ ვებერის წიგნისა  “ჩვენი ყირიმი”.

ვებერის თქმით, ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დაიწყება სევასტოპოლის მონახულებით, შემდეგ კი გაიმართება საჯარო ღონისძიებები სიმფეროპოლში. სტუმრები გეგმავენ, ეწვიონ ვ. ვერნადსკის სახელობის ყირიმის ფედერალურ უნივერსიტეტსა და ბავშვთა საერთაშორისო ცენტრ “არტეკს”. დაგეგმილია შეხვედრა ყირიმის პარლამენტში, აგრეთვე, ევპატორიისა და იალტის მონახულება.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here