Home ახალი ამბები საქართველო დასავლეთის მიერ გასაწირთა სიაში საქართველო პირველი ნომერია

დასავლეთის მიერ გასაწირთა სიაში საქართველო პირველი ნომერია

ვინ ჰკითხავს მარკეტა გრეგოროვას საქართველოს მოქალაქისთვის სანქციების დაწესებას ან რატომ ატლიკინებენ ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან 29 წლის ადამიანს, რომელსაც სოლიდური გამოცდილება ვერ და არ აქვს?

551

რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან თითქმის ოთხი თვე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ორივე მხარეს უზარმაზარი ადამიანური დანაკარგი აქვს, ხოლო უკრაინას  ინფრასტრუქტურაც გაუნადგურდა. ათეული წლები დასჭირდება იმის აღდგენას, რაც უკრაინაში დაინგრა. დასავლეთი კი მშვიდად ამბობს: ნუ გეშინიათ, ბოლო უკრაინელამდე იბრძოლეთ, აღსადგენად ფულს ჩვენ გასესხებთო. ჰო, ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანას დასავლეთი როგორც მათხოვარს  (ამ სიტყვის  პირდაპირი მნიშვნელობით) ჩაიბამს და, სულ ცოტა, ნახევარი საუკუნე თავის  ნებაზე ათრევს კიდეც

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველობის 9  წლის განმავლობაში იმდენი მოახერხა, რომ საქართველოს ბიჯეტის ხარჯზე დასავლეთში არაერთი „მეგობარი“ გაიჩინა. სწორედ საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე გრიალებდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა ჩვენს ქვეყანაზე ერთი კარგი სიტყვის თქმა, მერე იმ სიტყვასნაცმოძრაობისგამპიარებლები მოთხრობად აქცევდნენ დაქვეყანას აქცევდნენ. იმხანად ნაციონალებს ყველაფრის უფლება ჰქონდათ, იმიტომ, რომ ჩვენი ბიუჯეტით ნაკვები დასავლელი პარტნიორები ყველაფერს „უპრავებდნენ“ და  არავის გაჰკვირვებია, როცა ერთ მშვენიერ დღეს 28  წლის ლამაზმანი ვერა ქობალია ეკონომიკის მინისტრად დანიშნეს. მერე რა, რომ გამოცდილება ნული ჰქონდა, ქართული ეკონომიკაც ხომ ნული იყო ოფიციალურად, ქაღალდზე კი _ რეგიონში ყველაზე წარმატებული?! დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ არაერთი ლიდერი ამბობს, რომ იმხანად ქობალიას დანიშვნა შეცდომა იყო და, იმის მიუხედავად, რომ ქალბატონი ვერა მონდომებული გახლდათ, ახალგაზრდულმა ასაკმა და გამოუცდელობამ კარგი შედეგი ვერ მოიტანაო…

დღეს 29 წლის ჩეხი ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა გაჰკივის: გინდათ თუ არა, ბიძინა ივანიშვილს პერსონალური სანქციები დაუწესეთ, რადგან რუსი ოლიგარქიაო. არადა, ერთი დოკუმენტიც არ არსებობს იმის დამადასტურებელი, რომ ივანიშვილს დღეს  რუსეთში ბიზნესი აქვს, უბრალოდ, გრეგოროვამ ზუსტად იცის, რომ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებით საქართველოში მმართველ ძალას დაარტყამს  და სწორედ ეს სურს. რაც მთავარია, მარკეტა გრეგოროვას განცხადება განხილვის საგანი გახდა _ აგერ, ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, ევროპაში უნდა წავიდეთ და გრეგოროვას ინიციატივას მხარი დავუჭიროთო. ნამდვილად ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ბიძინა ივანიშვილზე  ევროპაში, მაგრამ, თუ მას სანქციებს დაუწესებენ, ევროკავშირს წიხლი უნდა ვკრათ. იმიტომ კი არა, რომ კონკრეტულად ივანიშვილზეა საუბარი, არამედ იმიტომ, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, სხვების ყურადღება სწორედ საქართველოზე აუგის თქმით მიიქციონ. ვინ ჰკითხავს გრეგოროვას  საქართველოს მოქალაქისთვის სანქციების დაწესებას ან, საერთოდ, რატომ ატლიკინებენ ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან 29 წლის ადამიანს, რომელსაც სოლიდური გამოცდილება ვერ და არ აქვს?! რატომ არ მოუწოდებს გრეგოროვა თავისი ქვეყნის ლიდერებს რუსეთისადმი უფრო მეტი სიმკაცრის გამოჩენისკენ, რატომ არ ამბობს უარს ჩეხეთი რუსულ ბუნებრივ აირზე? იმიტომ ხომ არა, რომ დაბანილ-დავარცხნილი ქვეყანაა და არ სურს აირიოს. ჩვენ  კი  ვერასოდეს  უნდა მივიდეთ  იმ დონეზე, ერთხელ და სამუდამოდ, სიმშვიდე რომ  გვქონდეს?

მარკეტა გრეგოროვა

 დასავლეთს საქართველოს მსგავსი ქვეყნები სჭირდება იმისთვის, რომ სულ დაძაბული ჰყავდეს, ყოველთვის შეეძლოს  მისკენ ხელის ხან გაშვერა, ხანაც შეწმენდა, მუდმივად აკონტროლებდეს ქვეყნის ლიდერებს და სამართალსა თუ უსამართლობას თავისი თვალსაზრისის მიხედვით ჭრიდეს.

დასავლეთმა უკრაინაში უკვე მიიღო ის შედეგი, რომელიც სურდა; მიიღო ათიათასობით დაღუპული ადამიანი და მიწასთან გასწორებული ქვეყანა. ზელენსკი ხომ მანამდეც ჯიბეში ჰყავდა, ახლა კი მათ ხელის ბიჭად იქცა. რაც მთავარია, ვინც  უნდა მოვიდეს ზელენსკის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებაში, იძულებული იქნება, დასავლეთს გაუგოროს კოჭი, რადგან იქიდან აღებული მილიარდობით ვალი გასასტუმრებელია და ვერ ეტყვის, ფულს არ გადავიხდიო. ასე მარტივად გადაიქცა ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა დასავლეთის კოლონიად და, ვისაც არ სჯერა, რომ მომავალი ათწლეულების განმავლობაში უკრაინა დასავლეთის კოლონია იქნება, გადახედეთ მიღებულ დახმარებებსა და სესხად აღებულ ფულს. უკრაინას, მონობის გარდა, სხვა გზა ფიზიკურად არ ექნება და ვაი, რომ იმავეს გვიპირებენ ჩვენც. არ გამოვიდა ეს ყველაფერი 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილიც კი მიხვდა, რომ პროვოკაციის გაგრძელებას, შესაძლოა, არა მხოლოდ  ქვეყანა, არამედ მისი სიცოცხლეც შესწირვოდა და რატომღაც გვგონია, რომ საკუთარ თავს უფრო გაუფრთხილდა. ბარემ აშშ-ის იმჟამინდელი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის, ნათქვამიც გავიხსენოთ: სააკაშვილს ვაფრთხილებდით,  რუსეთი მის  პროვოცირებას ცდილობდა და ომი არ დაეწყოო. კონდოლიზას ნათქვამი კი ახლახან ზუსტად გაიმეორა ჯო ბაიდენმა, ოღონდ ზელენსკის მიმართ: ზელენსკიმ არ დაგვიჯერა, რუსეთი მის პროვოცირებას რომ ცდილობდაო. სინამდვილეში ორივე შემთხვევაში ომის პროვოცირებას სწორედ დასავლეთი ცდილობდა და ყველაფერს აკეთებდა ამისთვის რიგითი განცხადებებით დაწყებული, იარაღის მიწოდებით დამთავრებული. გავიხსენოთ, რამდენი ერთობლივი წვრთნა ჩაგვატარებინეს ომამდე დასავლელმა პარტნიორებმა და ისიც გავიხსენოთ, რამდენი ჩაატარა უკრაინამ. დასავლეთი ახალი სქემის მოფიქრებით თავს არ იწუხებს, რადგან ეს სქემა ჯერჯერობით მუშაობს.

საქართველოს მიმართ ევროპარლამენტარების ჭიდილში ყველაზე ცუდი არის ის, რომ ისინი არა ქვეყანას, არამედ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს უჭერენ მხარს. აკი ქართველი პოლიტიკოსებიც ამბობენ, ისინი ჩვენი პაარტნიორები არიანო, ჰო, ჩვენი და არა ქვეყნის. და, როგორც ქართველი პოლიტიკოსებისთვის, ისე უცხოელებისთვის, მნიშვნელოვანია არა ქვეყნის, არამედ კონკრეტული ადამიანების ბედი, ანუ ვინ იქნება ქვეყნის სათავეში და ვისგან უფრო მეტ სარგებელის ნახავენ.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არ გვქონია ისეთი შანსი, როგორიც ახლა გვაქვს; შანსი იმისა, რომ ნამდვილად დამოუკიდებლად ვიგრძნოთ თავი და საკუთარი ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა თვითონ ვაწარმოოთ, თავად გადავჭრათ პრობლემები, გადავწყვიტოთ, ვის ვესაუბროთ, ვის _ არა, ვინ მტერია და ვინ _ მოყვარე. ამას გრძნობს დასავლეთიც და გრძნობს ძალიან მძაფრად. დასავლეთს ხელიდან ეცლება ქვეყანა, რომლის ხელისუფლების წარმომადგენლებს წლების განმავლობაში აფინანსებდნენ; მილიარდებიჩაასხესარასამთავრობო ორგანიზაციებში და ახლა ეს ადამიანები, რომლებსაც ამდენი ფული დაახარჯეს, გამარგინალებული არიან, მათ აზრს არავინ ითვალისწინებს, აღარავინ უჯერებს. ამიტომაც გახსნა დასავლეთმა მეორე ფრონტი ევროპარლამენტში და ახლა ცდილობს, ყველაფერი ისე დაგვანახვოს, თითქოს არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებს იცავენ, ხელისუფლება _ პირიქით. მცირე შანსიც თუ გაჩნდება იმისა, რომ დასავლეთიდან დაფინანსებულ პოლიტიკოსებს მიეცემათ გადაწყვეტილების მიღების უფლება, ისინი აუცილებლად გახსნიან მეორე ფრონტს და გახსნიან ერთადერთი მიზნით _ ამ ომის გამო საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება, დაბრუნდნენ ქვეყნის სათავეში და შემდეგ თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩება, მათ ექნებათ მთავარი _ ძალაუფლება.

ახლა აღარ არის იმის დრო, რომელიმე ევროპარლამენტარს ვეფეროთ და მასთან ურთიერთობა არ გავიფუჭოთ. სათქმელი ხმამაღლა და მკაფიოდ უნდა ითქვას; უნდა ვუთხრათ ყველას, რომ საქართველო არ აპირებს არც ომში ჩაბმას და არც ქვეყნის ბლოკადაში მოქცევას იმგვარად, რომ ისედაც შეჭირვებული ხალხი შიმშილით დაიხოცოს ქუჩაში. ამის არც დრო გვაქვს და არც უფლება. დღეს წყდება ჩვენი ბედი და სწორედ დღეს უნდა გაირკვეს, საით და როგორ ვივლით მომავალში.

ევროპის პატარა ქვეყნების არაერთმა ლიდერმა მისცა მაგალითი მსოფლიოს, რომ შეიძლება თავი არ დაუხაროს ზესახელმწიფოებს და, უწინარესად, საკუთარი ინტერესები დაიცვას. საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, მათ ჰყავთ მთავარი მხარდამჭერი _ თავიანთი მოსახლეობა და ასე უნდა იყოს ჩვენ შემთხვევაშიც, რიგით ადამიანებზე უნდა იფიქროს ხელისუფალმა და არა იმაზე, რას იტყვის მარკეტა გრიგორევა ან სხვა ევროდეპუტატი. სწორედ ეს დეპუტატები არიან, საკუთარ ქვეყანას ეკონომიკურ თუ ომის ქარტეხილებს რომ აცილებენ და სხვა ქვეყნების გაწირვას ცდილობენ. გასაწირთა სიაში პირველ ნომრად ვწერივართ და როგორმე ამ სიას თავი უნდა დავაღწიოთ. თუ სასწორის ერთ პინაზე დაიდება, ევროკავშირის კანდიდატის კი არა, თუნდაც წევრობის სტატუსი, მეორეზე კი _ მშვიდობა და ქვეყნის უსაფრთხოება, მეორე უნდა ავირჩიოთ და ევროპას გასაგებად ვუთხრათ _ არა!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here