მთავარი მსოფლიო დარჩება თუ არა ტრამპი თეთრ სახლში?

დარჩება თუ არა ტრამპი თეთრ სახლში?

314
გააზიარეთ
დარჩება თუ არა ტრამპი თეთრ სახლში?

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნების ფინიშის სწორზე გავიდნენ. თუმცა გამოკითხვების შედეგების მიხედვით, ბაიდენი უსწრებს ტრამპს, კენჭისყრის საბოლოო შედეგს ამომრჩეველი განსაზღვრავს. როგორ არის განაწილებული ტრამპის ამომრჩევლები საკვანძო შტატებში და როგორია მისი შანსი? ამ საკითხზე გამოცემა The Hillში წერს ინფორმატიკის პროფესორი, რისკების შემფასებელი სახელმწიფო პოლიტიკაში, ილინოისის უნივერსიტეტში Election Analyticsის დამფუძნებელი _ შელდონ ჯეიკობსონი.

2016 წლის 25 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ყველას ეგონა, რომ ჰილარი კლინტონი პირველი ქალი პრეზიდენტი იქნებოდა ამერიკის ისტორიაში. გამოკითხვების შედეგებიც ამაზე მიუთითებდა, მაგრამ შემდეგი ორი კვირის განმავლობაში ვითარება მკვეთრად შეიცვალა. როგორც ვიცით, 2016 წლის 8 ნოემბერს ამერიკელებმა პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს.

შეძლებს კი ტრამპი კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვებას და სოციალური არეულობითა და ეკონომიკის დაცემით შექმნილი მნიშვნელოვანი წინაღობების გადალახვას, რომლებიც კარანტინმა და კაპიტოლიუმის ბორცვზე ქაოსმა გამოიწვია? ტრამპის მიერ კოვიდ-19-ის დამარცხება იქცევა თუ არა მოტივატორად ამერიკელებისთვის, მხარი დაუჭირონ ტრამპს თუ პირიქით _ ისინი უარს იტყვიან ტრამპის ხელახლა არჩევაზე, რომლის მხრიდან დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის რეკომენდაციების უგულებელყოფამ შექმნა სამწუხარო ვითარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში? იმის გათვალისწინებით, რომ 9 მილიონმა ამომრჩეველმა, რომელთა შორისაც უმრავლესობა დემოკრატების მომხრეა (მათ შორის, 1,6 მლნ ფლორიდის შტატში), უკვე მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, შეიძლება თუ არა ტრამპმა ბოლო მომენტში გაიმარჯვოს?

ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი

გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ ტრამპი ჯერჯერობით აგებს, თანაც იმაზე მეტი სხვაობით, ვიდრე 2016 წელს კლინტონთან. ამ შედეგს განაპირობებს დემოკრატების მომხრე შტატები _ კალიფორია და ნიუ-იორკი, მაგრამ არჩევნებს იგებს ამომრჩეველთა კოლეგია, რომელსაც ტრამპი ოსტატურად მართავდა 2016 წელს.

ახლა, როცა ორ კვირაზე ნაკლები დარჩა არჩევნებამდე, რომელმა ფაქტორებმა შეიძლება მოუტანოს ტრამპს გამარჯვება და თეთრი სახლი შეანარჩუნებინოს?

პირველი _ ეს არის რესპუბლიკური პარტიის ტრადიციული საყრდენი პუნქტების მხარდაჭერა. ტეხასმა, ჯორჯიამ და აიოვამ თითქმის სრულად უნდა დაუჭირონ მხარი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს. რესპუბლიკელთა მომხრე ამ შტატების მხარდაჭერის გარეშე ტრამპს გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონდეს;

მეორე _ გამოკითხვებმა ისეთ შტატებში, როგორებიც არის ფლორიდა, ჩრდილოეთი კაროლინა და ოჰაიო, ტრამპის სასარგებლო დინამიკა უნდა აჩვენოს. ოჰაიოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მოქმედ პრეზიდენტებს შორის ბოლო, ვინც ეს შტატი წააგო, იყო ფრანკლინ რუზველტი 1944 წელს. ეს შტატები ტრამპმა აუცილებლად უნდა მოიგოს, ბაიდენი კი ერთ-ერთ მათგანში რომც დამარცხდეს, მაინც გაიმარჯვებს არჩევნებში;

მესამე _ გამარჯვება ვისკონსინის, მიჩიგანისა და პენსილვანიის შტატებში _ ეს ტრამპის თითქმის აუხდენელი ოცნებაა. ამომრჩეველთა კოლეგიის ანგარიშით, ტრამპი ვერ მოიპოვებს გამარჯვებას, თუ სამივე შტატს წააგებს. მათგან ერთ-ერთში გამარჯვება კი გაუხსნის თეთრი სახლისკენ მიმავალ გზას;

მეოთხე _ ტრამპმა უნდა გაიმარჯვოს რამდენიმე “მოულოდნელ” შტატში _ ნებისმიერში არიზონას, ნევადას, მინესოტას ან კოლორადოს შტატებიდან. გამოკითხვების მიხედვით, მას გამარჯვების შანსი აქვს არიზონაში, რომელიც 2016-შიც მოიგო.

როგორია ალბათობა იმისა, რომ ეს ყველაფერი მოხდება? შანსი ბევრია. ამ მოსაზრებას ეთანხმება წიგნ “თეთრი სახლის გასაღების” ავტორი ალან ლიხტმანი. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვებში ბაიდენი ლიდერობს, რამდენიმე საკვანძო შტატში ამომრჩეველთა მისვლა საარჩევნო ურნებთან და მათი ხმები განსაზღვრავს, ვინ გაიმარჯვებს თეთრი სახლისთვის ბრძოლაში. იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩეველთა დაახლოებით 60% მაინც მივა საარჩევნო უბნებში, გამარჯვებასა და დამარცხებას შორის სხვაობა ძალიან მცირე იქნება და გამორიცხული არ არის, რამდენიმე ათასმა ხმამ ბაიდენის ლიდერობა შეცვალოს და არჩევნები ტრამპის ტრიუმფად აქციოს.

regnum.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here