Home ახალი ამბები მსოფლიო დანია თავშესაფრის მთხოვნელებს ევროპის ფარგლებს გარეთ გააძევებს

დანია თავშესაფრის მთხოვნელებს ევროპის ფარგლებს გარეთ გააძევებს

78
დანია თავშესაფრის მთხოვნელებს ევროპის ფარგლებს გარეთ გააძევებს

დანიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად ადგილობრივ მთავრობას მიეცა უფლება, ლტოლვილის სტატუსისა და, შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებელი, მისი შუამდგომლობის განხილვისას, ევროპის ფარგლებს გარეთ გააძევონ”, _ წერს გამოცემა The Indepedent. გაზეთი აღნიშნავს, რომ ამ ინიციატივამ შეაშფოთა ევროკავშირი, რადგან მასში დაინახა კოპენჰაგენის მცდელობა, თავი აარიდოს ვალდებულებებს ბლოკის ჩარჩოებში.

დანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ რასმუს სტოკლენდის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება _ ეს არის თავშესაფრის მთხოვნელების გაფრთხილება, რომ მათი დანახვა დანიაში არავის უხარია. თუ თქვენ მოითხოვთ თავშესაფარს, უნდა იცოდეთ, რომ შეიძლება უკან გაგაბრუნონ _ ევროპის ფარგლებს გარეთ”, _ განაცხადა სტოკლენდმა.

russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here