Home რუბრიკები საზოგადოება დანაშაული უნებლიეთ გაცხადდა

დანაშაული უნებლიეთ გაცხადდა

117

1997 წლის ნოემბრის ბოლო რიცხვებში, საქართველოს პარლამენტი 1998 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საკითხს როცა განიხილავდა, პარლამენტის შენობის წინ დიდი სამამულო ომის მონაწილეებმა და ინვალიდებმა პიკეტი მოაწყვეს. ისინი მოითხოვდნენ, საარსებო მინიმუმამდე მაინც გაეზარდათ მათთვის პენსიები (რა დამამცირებელ მდგომარეობამდე მიიყვანეს ბატონმადემოკრატებმაყველაზე საშინელ ომში გამარჯვებულნი) და უცებ პარლამენტის ჭერქვეშ ყუმბარის აფეთქებასავით გაისმა განცხადება ისეთ თემაზე, რომელსაც ათეული წლების განმავლობაში საბჭოთა ხელისუფლების მტერთაგან ტაბუ ედო. ვინც სიმართლეს იტყოდა იოსებ სტალინისა და მისი ეპოქის შესახებ, სულელის ან ცრუს იარლიყს მიაკერებდნენ ანტისაბჭოურად განწყობილი ვაჟბატონები და ქალბატონები.

მაინც რა მოხდა? ვინც ტელეეკრანზე უყურებდა პარლამენტის სხდომის მსვლელობას, ასეთი ამბის მოწმე შეიქნა: ერთ-ერთმა დეპუტატმა (გვარი ვერ გავარკვიე) მოახსენა პარლამენტს, რომ მასთან მოვიდნენ გულაგის ყოფილი პატიმრები, მათი ოჯახის წევრები და მოითხოვეს, რომ მათაც მოუმატონ პენსიები, როგორც საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ აქტიურ მებრძოლებს და ამ მებრძოლთა მემკვიდრეებს.

აი, ასე, თითქოს უღრუბლო ციდან მეხმა იქუხაო, 1937 წლისუდანაშაულომსხვერპლთა წარმომადგენლებმა, ბოლოს და ბოლოს, აღიარეს დანაშაული, ჩადენილი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, ხოლო უმცროსმა თაობამ ეს დანაშაული დაადასტურა და ამისთვის ჯილდოც მოითხოვა. საყურადღებოა, რომ ჯილდოს მთხოვნელთა კონტიგენტი სამას ადამიანზე მეტი არ ყოფილა. სად დაიკარგნენათიათასობითრეპრესირებულნი, რომელთა შესახებ დღენიადაგ პარანოიდულად გაჰყვირიან მათიგულშემატკივარნი”? საქმე მხოლოდ ძველი თაობის ანტისაბჭოელებს რომ ეხებოდეს, პენსიების მომატებას რომ მოითხოვდნენ, მაშინ მათი სიმცირე ადვილად შეიძლებოდა ახსნილიყო: 1937 წლის შემდეგ, ანუ 60 წლის განმავლობაში, რა გასაკვირია, რომ მათი უმრავლესობა წავიდოდა ამქვეყნიდან სხვადასხვა დაავადებისა და ასაკის გამო, მაგრამ მათი ოჯახის წევრები, შთამომავლები ხომ დარჩებოდნენ?! ეს ფაქტი იმაზე ხომ არ მიანიშნებს, რომ საქართველოში რეპრესირებულნი ათიათასობით კი არ იყვნენ, არამედ გაცილებით ნაკლებიროგორც პარლამენტის წევრმა განმარტა, სულ სამასი ადამიანი! აკი 1937 წელს სტალინმაც თქვა: “მავნებლები ერთი მუჭა არიან”, ხოლო მათ, ვინც ერთ მუჭა მავნებლებს საშიშ ძალად არ თვლიდა, განუმარტა: “მაგრამ დიდი ზიანის მოტანა შეუძლიათ”. ჩეკისტის სახელს ამოფარებულნი აპატიმრებდნენ უდანაშაულო ადამიანებს. მავნებლები ანგრევდნენ, წვავდნენ, ქარს ატანდნენ მშრომელი ხალხის მონაგარს, მაგრამ გაუგეს მზაკვრობა, ამხილეს და კანონის შესაბამისად მიუზღეს… მათ მიერ უდანაშაულოდ დაპატიმრებულნი კი გაათავისუფლეს, _ აი სიმართლე, რომელსაც ანტიკომუნისტები, ანტისტალინელები საგულდაგულოდ უმალავენ ახალგაზრდა თაობას, მაგრამ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი ახსოვთ. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების ორგანოებში შეპარულმა მავნებლებმა ზოგიერთი პატიმრის საქმე ისე გახლართგამოხლართეს, ძნელი შეიქნა დადგენილიყო, დამნაშავე იყო ის პიროვნება თუ უდანაშაულო. მაგალითად, დღემდე ბურუსითაა მოცული მწერალ მიხეილ ჯავახიშვილის საქმე.

რატომ შემობრუნდნენ ასოთხმოცი გრადუსით გულაგის ყოფილი პატიმრები და მათი მემკვიდრნენი? გამჭრიახ ადამიანებს არ გაუძნელდებათ მიზეზის ამოცნობა. მამონა (სიმდიდრის, ანგარების ღმერთი) დღეს ისე მძლავრობს, როგორც არასდროს. ახლა ნათლად გამოჩნდა, როცა გულაგის ყოფილი პატიმრები და მათი მემკვიდრენი არჩევანის წინ დადგნენ _ გამორჩენა თუ ძველებურად თავის მოკატუნება, მამა აბრაამის ბატკნის “სტატუსის” შენარჩუნება, სატანისებრ მაცდურმა მამონამ რომ გადასძლია. მამონას, ოდითგან ადამიანთა ზნეობის შემრყვნელად რომ ითვლება, თურმე ცრუ ადამიანების ორპირებად გადაქცევაც შესძლებია. თუუდანაშაულონიაქამდე გაიძახოდნენ: არაფერი დაგვიშავებია საბჭოთა ხელისუფლებისათვის, მეზობლებმა დაგვასმინესო, დღეს საჯაროდ აცხადებენ: საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ აქტიურად ვიბრძოდითოასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო. რა სიკეთეს მოუტანენ ამგვარი ადამიანები საქართველოს?

დღეს ხომ ისევ გაცხადებულია, რომ ე.წ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (სინამდვილეში ეროვნულ-გამანადგურებელი მოძრაობა რომ აღმოჩნდა) მოთავენი იმ ძველი, აქტიურად მებრძოლი ანტისაბჭოელების სისხლისმიერი და იდეური მემკვიდრენი ყოფილან. დღეს ცხადად გამოჩნდა, თვალნათლივ ვხედავთ, რომ ეს მოძრაობა ეროვნული ინტერესებიდან კი არ გამომდინარეობდა, არამედ კაპიტალიზმის რესტავრაციას ესწრაფვოდა.

ისტორიულად ხომ ყოველთვის ასე იყო: ყოველი საზოგადოებრივი ფორმაცია, წყობილება თუ რეჟიმი გააფთრებით იცავდა თავს მოწინააღმდეგე ძალისაგან, მაგრამ დახეთ ანტიკომუნისტებისლოგიკას”! _ როცა საბჭოთა წყობილების მესვეურნი ებრძოდნენ შინაურ თუ გარეშე მტრებს, რომლებიც ცდილობდნენ ისტორიის ჩარხის უკან შემობრუნებას _ კაპიტალიზმის რესტავრაციას, თურმე უდიდესი დანაშაული ჩაუდენიათ ადამიანურობის წინაშე. დახეთ, ანტიკომუნისტების გასაშტერებელლოგიკას” _ ის არაფერი, დიდი ხნის განმავლობაში მუშებისა და გლეხების ზღვა სისხლს რომ ღვრიდნენ მათი მჩაგვრელნი, მაგრამ უდიდესი დანაშაულია, როცა მუშებმა, გლეხებმა და მათმა ავანგარდმა _ კომუნისტებმა გააქტიურებული კლასობრივი მტრის წვეთი სისხლი დაღვარეს, რადგან არ სურდათ, გადაგდებული მონობის უღელი ხელახლა დაედგათ მათთვის საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლ ვაჟბატონებს. რა შეიძლება ეწოდოს ანტიკომუნისტების ამგვარ ქმედებას? ცინიზმია ეს? არა _ ეს ზეცინიზმია! ჭკუათამყოფელი ადამიანებისათვის განა ისიც გასაგები არ უნდა იყოს, რომ საბჭოთა ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა იმიტომ ედგა მხარში საყვარელ ბელადს, რომ იგი სამართლიან პოლიტიკას ატარებდა, მშრომელი ადამიანების, მაშასადამე, უმრავლესობის ინტერესებს იცავდა, მაშინ, როცა ბურჟუაზიულ ქვეყნებში პრიორიტეტი ენიჭება კაპიტალისტთა ინტერესებს, ანუ ფაქტობრივად ექსპლუატატორი უმცირესობის ინტერესებია დაცული, და რომ კაპიტალისტურ ქვეყნებში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ლაყბობა ფარისევლობაა და სხვა არაფერი. განა კაპიტალისტურ ქვეყნებში (განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში) ყველაფერი არ კეთდება იმისათვის, რათა ხალხის სიფხიზლე მოდუნდეს? განა იმიტომ არ ეძლევა იქ ფართო გასაქანი “თავისუფლებების” მთელ კასკადს _ სისასტიკეს, ძალადობას, ჭკუის დამაჩლუნგებელ მასობრივ “კულტურას”, ტვინის გამომლაყებელ რეკლამებს, აღვირახსნილ გარყვნილებას, ფარისევლურად სექსუალური რევოლუცია რომ უწოდეს, და შეშლილობამდე მისულ თაყვანისცემას მამონასადმი, ფულისადმი? გაიხსენეთ კაპიტალისტურ “სიამეთა” მამხილებელი ფილმი “ეს შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო”. ეტყობა, ამერიკაში ჯერ კიდევ არიან პატიოსანი შემოქმედნი.

როცა ახალი თაობის ანტიკომუნისტები _ კაპიტალიზმის მოტრფიალენი, ეროვნულ ლოზუნგებს ამოფარებულნი, ანტისაბჭოურ მიტინგებს აწყობდნენ და ანგრევდნენ სხვადასხვა ნაგებობას, ანადგურებდნენ კულტურის ძეგლებს და სხვა ანტისახელმწიფოებრივ დანაშაულობებს მიმართავდნენ, ეს ყოველივე დიდად არ განსხვავდებოდა იმისაგან, რასაც, მათი სისხლისმიერი და იდეური წინაპრები აწყობდნენ საბჭოთა ხელისუფლების, სახალხო ხელისუფლების წინააღმდეგ 1936-1937 წლებში; და თუ ძველი თაობის მავნებლებმა, ხალხის მტრებმა იმ დროს ვერაფერი გააწყვეს ერთ მუშტად შეკრულ ადამიანთა უმრავლესობისა და მათი ბრძენი ბელადის წინააღმდეგ, ვერ დაანგრიეს, ვერ მოსპეს საბჭოთა წყობილება, ანუ უკუღმა ვერ შეატრიალეს ისტორიის ჩარხი, სამაგიეროდ მათმა სისხლისმიერმა და იდეურმა მემკვიდრეებმაიმარჯვეს”, “დააგვირგვინესმამაპაპათა მზაკვრული ჩანაფიქრი _ “ცივილიზებულიდასავლეთის მხარდაჭერით დაანგრიეს სოციალისტური წყობილება. და, თუ აქამდე მზაკვრული პოლიტიკური მოსაზრებებით ანტიკომუნისტები პერმანენტულად გაჰყვიროდნენ “სტალუნური რეპრესიების” უდანაშაულო მსხვერპლთა შესახებ, თანაც მათ რიცხვს წლიდან წლამდე ზრდიდნენ. დღეს ოცდაჩვიდმეტის “გმირებს” და მათ შთამომავლობას მამონისტურმა ინსტინქტებმა სძლიეს. ძალიან სწყინთ, რომ დიდი სამამულო ომის მონაწილეებმა და ინვალიდებმა ფაშისტებს ბავარიული ლუდი არ შემოატანინეს საქართველოში. მათ პენსიებს უმატებენ, ხოლო საქართველოსთვის “წამებულ რაინდებსა” და მათ ნაგრამს დამსახურებას არ უფასებენ, არ აჯილდოებენ, რომ სტალინური ტირანიის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ნამუსის ნატამალი აღარ შერჩენია ამ ხალხს? აქამდე ხომ სულ იმას გაიძახოდნენ, თითიც არ გაგვინძრევია საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ, უნამუსო მეზობლებმა დაგვაბეზღეს ჩეკისტებთანო”, _ ამბობდა პურის მაღაზიაში ხნიერი ქალი, რომელიც, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, “დემოკრატებმაჩიტის სამყოფ დიეტაზე დასვეს.

ილია ჭავჭავაძე დიდი წუხილით წერდა:

“ეგ ოხერი ჩვენი ისტორია… მარტო ომების და მეფეების ისტორიაა. ერი არსადა ჩანს. მე კი ასეთი აგებულების ადამიანი ვარ მეფეების და ომების სახე არ მიზიდავს ხოლმე, საქმე ხალხია, და ხალხი კი ჩვენს ისტორიაში არა ჩანს (ხაზგასმა ჩემია, _ ე.უ.). ვწუხვარ და ვდრტვინავ, და განკითხვა არსით არის” (ილია ჭავჭავაძე, თხზ. სრული კრებული, ტ. I, საქართველოს სსრ სახელმწიფო გამომცემლობა, თბილისი, 1951 წ. გვ. 370).

დიახ, საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს მემატიანენი (ისევე, როგორც ბევრი სხვა ქვეყნის მემატიანენი) ღირსად არ თვლიდნენ ხალხს, რომელიც უმთავრესად დაბალი ფენებისაგან შედგებოდა, თავისი კუთვნილი ადგილი დაეკავებინა ისტორიულ ფოლიანტებში და აი დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის წყალობით, ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდა ხალხი, მშრომელთა კლასები _ მუშები და გლეხები, და მაშინვე გამოჩნდა მათი სიდიადე. ეს ვერ მოინელა თავადაზნაურულ-ბურჟუაზიულმა “ელიტამ” და ათეული წლების განმავლობაში ცილს სწამებს და ლანძღავს ხალხის ღირსეულ წარმომადგენლებს _ უმწიკვლო კომუნისტებს, რომლებიც მშრომელთა ავანგარდს წარმოადგენენ. რა ვუწოდოთ დღევანდელ “დემოკრატებს”, “დემოკრატიულ” პარლამენტში ერთი ნამდვილი დემოსი _ მუშა ან გლეხი რომ არ გააჭაჭანეს? გარდა იმისა, რომ “დემოკრატები” გამუდმებით ცილს სწამებენ და ლანძღავენ უმწიკვლო კომუნისტებს, ამასთანავე, ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა დაუმალონ ახალგაზრდობას სიმართლე დიდებული სტალინური ეპოქის შესახებ. ხელისუფლების უზურპაციის შემდეგ. ამიტომ ხომ არ გადაწვეს “დემოკრატებმა” საბჭოური პერიოდის ზოგიერთი არქივი? ჰოდა, გასაკვირი არც ის იქნება, თუ ამოატივტივებენ ფალსიფიცირებულ “დოკუმენტებს” და, ილია ჭავჭავაძის სიტყვებს თუ ვიხმართ, დაიწყება ერის გათახსირება თავისი მართალი ისტორიის უცოდინარობის გამო. საუბედუროდ, ეს პროცესი უკვე დაიწყო. “დემოკრატიის” გზაზე შემდგარი “ისტორიკოსები” უკვე დღეს ერის მოღალატეებს ეროვნულ გმირებად წარმოგვიდგენენ, ხოლო ეროვნულ გმირებს _ ერის მოღალატეებად. ისიც არ არის გამორიცხული, საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლნი და მათი უახლოესი მემკვიდრენი როცა ამქვეყნად აღარ იქნებიან (ასე ცოტანი რომ ყოფილან), ისტორიის გამყალბებლები, შესაძლოა, მათ რიცხვს კვლავ ათიათასებამდე გაზრდიან და უდანაშაულობის “სტატუსს” დაუბრუნებენ, რათა ბოლშევიკთა “კაციჭამიობის” კვალი არ წაიშალოს, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, რამდენიმე ათეულ მილიონამდე რომ არის ასული “უდანაშაულოდ რეპრესირებულთა” რიცხვი, ალბათ, ისევ მკვეთრად შემცირდება.

დღემდე ბევრ ქართველს უკვირდა, როგორ აკადრაო აკაკი წერეთელმა თავის სათაყვანებელ სამშობლოს შეურაცხმყოფელი სიტყვები: ფურთხის ღირსი ხარ, შენ, საქართველო!”. ჩანს, დღეს ეს აღარავის უნდა უკვირდეს, ბრძენკაცმა აკაკიმ, ასევე ბრძენკაცმა ილიამაც ღრმად ჩაიხედეს ქართველი კაცის გულში, შეამჩნიეს, რომ ისტორიის გარკვეულ პერიოდებში ბუნებით კეთილ ქართველებს რაღაც უცნაური ემართებათ, თითქმის ეშმაკი ჩაუჯდება ხოლმე სულში და საძრახ საქმეებს აკეთებინებს. ამასთანავე, თავადური წარმოშობის ორივე ბრძენკაცი არ მოერიდა თავისი კლასისგანაწყენებას”, არ შეშინდა, ეთქვა სიმართლე, რომ დაბალი ფენის ქართველები ზნეობრივად უფრო მაღლა იდგნენ, ვიდრე გულზვიადი ბატონკაცები. სტალინურ ეპოქაში საქართველომ არა მარტო ჩამოირეცხა სამარცხვინო ფურთხი, არამედ ზნეობრივად ისე ამაღლდა, საბჭოთა კავშირში სანიმუშო რესპუბლიკად იქცა, ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ქართველი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ეს დოკუმენტურად მტკიცდება.

დღეს გაჭირვებული ადამიანები სტალინურ ეპოქას სამოთხედ მიიჩნევენ. არა, სამოთხე არ ყოფილა, მაგრამ, ყოველწლიურად საგრძნობლად რომ იზრდებოდა ადამიანთა კეთილდღეობა, ამ ფაქტს ვერავინ გააშავებს, თუნდაც მთელი კასრი კუპრი გადაასხას.

ეთერ უთურგაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here