მთავარი პოლიტიკა დამოკიდებულების 27 გაელვება და პრეზერვატივებზე დახატული თამარ მეფე

დამოკიდებულების 27 გაელვება და პრეზერვატივებზე დახატული თამარ მეფე

2479
გააზიარეთ
დამოუკიდებლობის დღე

1991 წელია. გამოცხადდა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. რეფერენდუმზე მისულმა მოქალაქეებმა ერთადერთ კითხვას უნდა უპასუხონ _ ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, ხოლო 2018 წელს ქართველებმა პრეზერვატივებზე დაახატონ თამარ მეფე, თბილისის ცენტრში დაბრუნდნენ არაბები, ბათუმი მიითვისონ თურქებმა, ბორდელებში ირანელებმა ჩაითრიონ არასრულწლოვანი ქართველი გოგონები, ახალგაზრდობის ნახევარი განარკომანდეს, სრულიად საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი უცხოეთში გაიქცეს მძიმე სამუშაოზე ლუკმაპურის საშოვნელად?

აჰ, უკაცრავად, იმ რეფერენდუმის კითხვა ასეთი და ამსიგრძე არ ყოფილა, ხო? იქ მხოლოდ ის გვკითხეს, გვსურდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, არა? კი ბატონო, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, არ ჯობდა, კითხვა ზუსტად ისე და იმ ფორმით ყოფილიყო დასმული, როგორც მე შემოგთავაზეთ? ეგ კი არა, დამიჯერეთ, მეტი პუნქტების დამატებაც შეიძლება ამ კითხვისთვის და უფრო ზუსტი და ჩამოყალიბებული სახით დაწერაც, თუმცა ესეც საკმარისია იმისათვის, რომ დავფიქრდეთ _ გაეცემოდა თუ არა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისგან პასუხი “დიახ”, კითხვა რომ ასე ყოფილიყო ჩამოყალიბებული.

სავარაუდოდ, ქართველთა უმეტესობა ამ კითხვას “არა”-ს უპასუხებდა, თუკი ამას დაიჯერებდა. დიახ, აქ სწორედ დაჯერებაა მთავარი, რადგან იმ პერიოდში, ალბათ, ერთეულები თუ ხვდებოდნენ, რომ ასეთი ნაჩქარევი, სპონტანური, მოუმზადებელი დამოუკიდებლობა ჩვენი სამშობლოს კარგს არაფერს მოუტანდა. სავარაუდოდ, ეს ერთეულებიც უფრო მატერიალურ, სოციალურ პრობლემებზე აკეთებდნენ აქცენტს და ყველაზე დიდი პესიმისტიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ რუსთაველის გამზირზე მუშტშემართული, “შავლეგ, შენი შავი ჩოხასბოლო ხმაზე მომღერალი ქართველების უახლოესი შთამომავლები, არათუ შვილთაშვილები 100 წლის შემდეგ, არამედ უკვე მათივე შვილები პრეზერვატივებზე მეფე თამარის გამოსახულებას დაახატავდნენ, ღამის კლუბებში ძიგძიგი იქნებოდა ტერიტორიებდაკარგული ქვეყნის შვილთა მთავარისაქმიანობადა ნარკოტიკის შოვნა და ერთმანეთში გაყოფა _ მთავარი საზრუნავი.

მართლაც და, ვინ დაიჯერებდა იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება?

მამული, ენა, სარწმუნოება”- რომსექსი, ნარკოტიკი, ურწმუნოებაჩაანაცვლებდა, ამას ვინმე იფიქრებდა?! არადა, არც ისე ძნელი მისახვედრი იყო!

ზუსტად მახსოვს მაშინდელი პრეტენზიები რუსული, როგორც უწოდებდნენ, “მოდერნიზებული საბჭოთა” იმპერიის მიმართ:

* ავღანეთში ქართველ ბიჭებს ხოცავენ! არადა, რეალურად ოცჯერ მეტი რუსი ეროვნების ჯარისკაცი მიჰყავდათ ავღანეთის ომში, ვიდრე ქართველი. კუკიის სასაფლაოზე დღესაც არის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკიდან ავღანეთში ინტერნაციონალური ვალის მოსახდელად გაწვეული მეომრების საძმო საფლავი. შეგიძლიათ, მიბრძანდეთ და დაათვალიეროთ _ იქ დაკრძალულთა 80 პროცენტი საქართველოდან კი არის გაწვეული, მაგრამ ძირითადად აქ მცხოვრები რუსი სამხედროების შვილები არიან. დღეს კი, ქართველი ბიჭების სიკვდილისა თუ დასახიჩრების ამბავი ლამის ყოველდღე მოდის იმავე ავღანეთიდან;

* კიდევ ერთი პრეტენზია _ საბჭოთა “კაგებე” განგებ ანარკომანებს ქართველ ბიჭებს, რათა ქართული გენოფონდი მოსპოს. ამ ბრალდებაზე დღეს უკვე ხმამაღლა ხარხარიც შეიძლება, სატირალი და თავში საცემი რომ არ იყოს. როდის უფრო მეტი ნარკომანი და ნარკობარიგა გვყავდა: რუსული და საბჭოთაჩაგვრისპერიოდში თუ ახლა _ ევროამერიკულიღირებულებებისზეობის ხანაში, როდესაც არა მხოლოდ ბიჭები, არამედ ქართველი გოგოების საკმაოდ დიდი ნაწილიც კი ნარკომანია? _ ეს ხელისგულზე დევს. უი, ეს რა წამომცდა _ “ნარკობარიგა”-მეთქი. ორგანიზაცია “თეთრი ხმაური” ხომ კატეგორიულად მოითხოვს, ასეთი “დამამცირებელი” სახელით არ მოვიხსენიოთ ნარკოტიკის რეალიზატორები და მათ რაიმე უფრო ღირსეული შესატყვისი მოვუფიქროთ. ჩემი ვარიანტია ნარკომოღვაწე”.

* შემდეგი პრეტენზია _ ქართველები დამცირებულები არიან და რუსებს საკუთარი თავი “მმართველ ერად” მიაჩნიათ, ქართველებს ისე გვიყურებენ, როგორც მეორეხარისხოვნებს. აი, ეს გამოგონილი სისულელე რატომ სჯეროდათ მაშინ და რატომ გავრცელდა, რატომ ვერ ხედავდნენ ადამიანები რეალობას, რომ სინამდვილეში ჩვენდამპყრობლებსაცკი არ მივიჩნევდითადამიანებადდა რუსების ყოფა თბილისსა და სრულიად საქართველოში ყველაზე ღარიბული და ყველაზე მოკრძალებული იყო, ამას ვერ გეტყვით. დღევანდელობას კი თამამად შეგიძლიათ შეადაროთ დამოძმე ევროპაშიუმძიმეს სამუშაოებზე ლუკმაპურის საშოვნელად წასულ მილიონობით ქართველს საპირწონედ დაუყენოთ თუნდაც ერთი შემთხვევა, როდესაც იმიმპერიაშირომელიმე ქართველი ვინმეს მოსამსახურე, მომვლელი და მოჯამაგირე იყო, თუკი გაიხსენებთ ასეთს. პირიქით კი, რამდენიც გსურთ _ ყველა “წარჩინებული” ქართველის ოჯახში აუცილებლად ნახავდით თითო რუს დუნიას, ვალიას, ტანიას თუ ქსენიას ბავშვის ან მოხუცის მომვლელად ან, უბრალოდ, შინამოსამსახურედ.

* ყველაზე დიდი პრეტენზია _ რუსებს ქართველების გადაშენება სურთ. სიტყვაგადაშენებისმნიშვნელობა ვინც იცის, იქნებ კარგად დაითვალოს, დღეს რამდენი ქართველი ცხოვრობს საქართველოში და მაშინ რამდენი ცხოვრობდა. კი, ხდებოდა ქართველთა გადინება რუსეთში, მაგრამ ძალიან იშვიათად სამუდამოდ იქ დარჩენის მიზნით. ძირითადი ნაწილი მაინც უბრუნდებოდა სამშობლოს, თანაც კაი ნაპატივები, დანაყრებული და, ასე ვთქვათ, “ნაგულავები”. დღეს კი, თუ ვინმე “შემთხვევით” დაბრუნდა, იმ წამსვე უკანვე გაქცევაზე უჭირავს თვალი.

მაშ, რას ვზეიმობთ ხოლმე ყოველ 31 მარტს: ჩვენი ქვეყნის დაქცევას, განადგურებას, მოსპობას და მიწასთან გასწორებას? ზუსტად ვიცი, ახლაპატრიოტულად აღტყინებულთაკონტრარგუმენტი _ სამაგიეროდ დამოუკიდებლობა ხომ მოვიპოვეთო.

მინდა, დავსვა უმარტივესი კითხვა: რას ნიშნავს სიტყვა “დამოუკიდებლობა”? ანუ, რა მოვიპოვეთ? ვისზე ვიყავით ადრე “დამოკიდებული” და ვისგან ვართ ახლა “დამოუკიდებელი”? პასუხიც ელემენტარულია _ მაშინ დამოკიდებული ვიყავით მხოლოდ და მხოლოდ რუსეთზე. უფრო ზუსტად, კრემლზე, სადაც ქართველებს, სხვათა შორის, არანაკლები გავლენა ჰქონდათ. არავინ უარყოფს, რომ რუსეთისგან, ისევე, როგორც მეფის დროს, საბჭოთა პერიოდშიც მოდიოდა ქართული ეროვნული ინტერესებისთვის მიუღებელი დირექტივები და ამ დირექტივების განცხორციელების მცდელობებიც იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი შემთხვევების 99 პროცენტს საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელები ხალხის მხარდაჭერით უმკლავდებოდნენ.

დღეს რა ხდება? _ დამოუკიდებელი კი არა, დამოკიდებული ვართ ყველაზე და ყველაფერზე _ ევროპაზე, აზიაზე, ამერიკაზე, ნატოზე, გაეროზე, ევროკავშირზე, ბაქოზე, ერევანზე, სტამბოლზე და კიდევ უამრავ რამეზე. ამერიკის ელჩი კი საქართველოს პრეზიდენტზეც და პრემიერმინისტრზეც მაღლა დგას და არა მხოლოდ სახელმწიფო, ბევრ კერძო სტრუქტურაშიც კი დამლაგებელს ვერ დანიშნავ ამერიკის ელჩის თანხმობის გარეშე.

ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევს არასოდეს ღირსებია ისეთი მლიქვნელური დახვედრა, იმდენი ვაზელინი და კუდის ქიცინი, როგორც ქართველები ამერიკის არათუ პრეზიდენტს, არამედ სახელმწიფო მდივნის მეშვიდე მოადგილესაც კი ვხვდებით. დამისახელებთ რომელიმე საბჭოთა ლიდერს, რომლის სახელობის ქუჩაც მის სიცოცხლეშივე დაარსდა თბილისში? შეგიძლიათ მომიყვანოთ უკანალში შეძრომის ასეთი სამარცხვინო მაგალითი საბჭოთა პერიოდიდან?

რამდენიმე დღის წინათ ისიც კი ვიზეიმეთ, ბათუმის პორტში თურქული სამხედრო გემები შემოდიანო. უკვე დაუფარავად საუბარობენ აჭარის ტერიტორიაზე თურქეთის პატრონაჟით ნატოს სამხედრო ობიექტის განთავსებაზე. არავინ იცის, ამსამხედრო ობიექტშირა იგულისხმება, გადაიქცევა თუ არა ის ახლო მომავალში დიდ სამხედრო ბაზად დათურქეთის პატრონაჟირეალურად ნიშნავს თუ არა სწორედ თურქული სამხედრო ბაზის დაარსებას აჭარაში.

სიტყვამ მოიტანა და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში სოციალური ქსელების ქართველ მომხმარებელთა გვერდები გაივსო ვიდეოებით, რომლებზეც ასახულია თურქების, ირანელების, არაბების მოუღებელი საქციელი თბილისის, ბათუმისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში. მათ მიერ გამოკრული აპლაკატები და აფიშები, რომლებზეც ერთი სიტყვაც არ არის ქართული, და ქართველი მომხმარებლები თავის პოსტებში წუწუნებენ: “აი, როგორ იქცევიან თურქები, ირანელები, არაბები სააქრთველოში, ამას ოდესმე ბოლო მოეღება?” ყოველივე ეს რომ ჩვენს “მოძმე ევროპას” უთარგმნო, სოცქსელების ქართველ მომხმარებლებს აუცილებლად ქსენოფობებად შერაცხავს და მერე “ძაანგაევროპელებულ” ქართველთა ჯგუფებიც იქით დაუწყებენ ბოდიშის მოხდას ევროპას: აი, ასეთი ველურები და გამოუსვლელები ვართ ქართველები, გვაპატიეთ, განვვითარდებით და უსიტყვოდ და უპრეტენზიოდ დავისვამთ თავზე ყველას _ თურქსაც, არაბსაც და ირანელსაცო.

საბჭოთა იმპერიის პერიოდში კი თბილისში დედა ენის ძეგლი დადგეს.

დასკვნა ისევ უმარტივესია: კარგი, ჯანდაბას! დავიჯეროთ, რომ საბჭოთა პერიოდში რუსი გვჩაგრავდა, გვავიწროვებდა და ცდილობდა ჩვენს დამორჩილებას. დღეს იმავეს, ერთი კი არა, სულ ცოტა, 5 სახელმწიფო ცდილობს, თანაც გაცილებით უხეშად და გაცილებით წარმატებით. როგორ ფიქრობთ, რომელი სიტუაცია სჯობს?

მაშ, რა მოხდა 1991 წლის 31 მარტს? მოდი, ასე ვთქვათ: 31 მარტს 27 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაცუზარმაზარმაქართველმა პოლიტიკოსმა ზვიად ძიძიგურმასაშინელი სატანჯველი მოუვლინარუსეთს, კერძოდ, გადაუკეტა რკინიგზა და დატოვაბორჯომისგარეშე. ამის შემდეგ რუსებიპახმელიაზევეღარ გამოდიან. დიახ, 27 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩავთვალეთ, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის საკმარისიააქტისმიღება, ამის ტრიბუნიდან გამოცხადება, მუშტის მაღლა შემართვა, “შავლეგ, შენი შავი ჩოხასღრიალი დაჯოს! ჯოს! ჯოს!” ბღავილი.

ისიც გავიხენოთ, რომ, მართალია, ეს რეფერენდუმი 31 მარტს ჩატარდა, მაგრამ მისი საბოლოო შედეგი, ანუ ის, რომ საქართველო დამოუკიდებელი და გარეშე ძალის კონტროლის ქვეშ არმყოფი სახელმწიფო იქნებოდა, სწორედ 1 აპრილს გამოგვიცხადეს.

ბაკურ სვანიძე

4 COMMENTS

  1. უნდა ვინმეს კი მაგის გაგება საქრთველოში ბატონო ბაკურ.//ვგულისხმობ ვისაც ეხება და ხელეწიფება საქმის გამოსწორება//.მემგონი არა.

  2. სანამ არ დაკარგავ, ვერც დააფასებ.ასე მოგვივიდა ჩვენც. სანამ ამ დღეში არ ჩავცვივდით, მანამ ვერ გავიგეთ საბჭოთა კავშირის ფასი

  3. მილიარდიანი სცენარი ხორციელდებოდა შევარდნაძე-გორბაჩოვ -რეიგანის მიერ და მაშინდელი სტუდენტებით იმანიპულირეს. გულუბრყვილოდ დაიჯერა ზვიადმაც, ვითომ თვითონ და ქართველი ხალხი იმრჯვებდა. ახლა რომ ვფიქრობ, ვინ დაანახებდა ცის სილაჟვარდეს ზვიადს( მისდღემში დისიდენტი იყო და ციხეში იჯდა), იმ სცენარისთვის ყველაზე მომგებიან შემსრულებლად რომ არ ჩაეთვალათ. ვაი რომ ვერ მიხვდა გულანთებული, რატომ აძლევდნენ ხალხის აზვირთების საშუალებას!!!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here