მთავარი დაიჯესტი დამთხვევა? 2011 წელს გადაღებულ ფილმში ზუსტად არის აღწერილი დღევანდელი ვითარება მსოფლიოში

დამთხვევა? 2011 წელს გადაღებულ ფილმში ზუსტად არის აღწერილი დღევანდელი ვითარება მსოფლიოში

1349
გააზიარეთ
კადრი ფილმიდან

2011 წელს მსოფლიო ეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ სტივენ სოდერბერგის ფილმიინფიცირება”, რომელშიც მონაწილეობენ მეტ დეიმონი, ლორენს ფიშბორნი, ჯუდ ლოუ, კეიტ უინსლეტი, გვინეტ პელტროუ და სხვ.

ფილმში აღწერილი მოვლენა, ფაქტობრივად, სრულად იმეორებს იმას, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. ფილმის სიუჟეტი განსაცვიფრებლად ჰგავს დღევანდელობას.

დავფიქრდეთ, რატომ მოხდა ასე?

დამთხვევა პირველი _ ფილმში, ისევე როგორც სინამდვილეში, ეპიდემიის აფეთქება მოხდა ჩინეთში, იქიდან კი სულ რამდენიმე დღეში გავრცელდა მსოფლიოში.

ფილმში ვირუსი გაცილებით გადამდებია, უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტ ადამიანს კლავს. მაგრამ ეს ხომ ფილმია.

მკითხველს შეუძლია ამ ინტერნეტმისამართზე უყუროს ფილმ „ინფიცირებას“https://adjaranet.com/movies/1582/ Contagion
მკითხველს შეუძლია ამ ინტერნეტმისამართზე უყუროს ფილმ „ინფიცირებას“ https://adjaranet.com/movies/1582/Contagion

დამთხვევა მეორე _ ფილმში ვირუსის გადაცემის მეთოდი. ისეთივეა, როგორსაც გვეუბნებიან კორონავირუსზე, ვირუსი გადაეცემა ფიზიკური კონტაქტით, საყოფაცხოვრებო საგნებითა და ჰაერ-წვეთოვანი გზით.

დამთხვევა მესამე _ ფილმში ყველას, ისევე, როგორც დღეს მსოფლიოს ქვეყნების მოსახლეობას, ურჩევენ, რომ ხშირად დაიბანონ ხელები და არ შეეხონ სახეს. აღსანიშნავია, რომ ბევრი ამ რჩევებს არად აგდებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ ახლა დღეში 10-15-ჯერ მაინც იბანს ხელს, წმენდს ტელეფონსა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here